ნეიტრალური მოედნ(ებ)ის ფაქტორი
ჩვენი ვარაუდი გამართლდა: გასული ტურის ექვსი მატჩიდან, სულ მცირე, ოთხი შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დამთავრდა.

ამას გარდა, VI ტურის წინათქმაში ისიც ვივარაუდეთ, რომ სატურნირო ცხრილში გარკვეული გადაადგილებები იყო მოსალოდნელი და ასეც მოხდა: ჩემპიონატში ზედიზედ მესამე გამარჯვების წყალობით პირველ ადგილზე თბილისის "დინამომ" გადაინაცვლა!

თანაც, "დინამოს" ერთობ ხელსაყრელი კალენდარი აქვს და ძალიან დიდია იმის ალბათობაც, რომ პირველი წრის გამარჯვებული სწორედ მოქმედი ჩემპიონი გახდეს...

უკონკურენტო ლიდერი

სამი მატჩი, სამი მოგება, შვიდი გატანილი და არც ერთი გაშვებული გოლი, - აი, ასეთი წარმატებული სერიის წყალობით "დინამო" ცხრილის სათავეში მოექცა და ვეჭვობთ, რომ არა მხოლოდ პირველი წრის ბოლომდე, არამედ ზამთრის პაუზამდე ეს პოზიცია რომელიმე გუნდს დაუთმოს.

თანაც, გულახდილად ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში "დინამოს" რაიმე "განსაკუთრებულ" თუ "შთამბეჭდავ" თამაშთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ... კონკურენტების დასუსტების ტენდენცია შეინიშნება!

ეგ კი არა, ბევრს მიაჩნია, რომ ამ სეზონში "დინამოს", ფაქტობრივად, კონკურენტი არა ჰყავს და ძნელია, ამ ვარაუდს კაცი არ დაეთანხმო; ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით ასეა და ზამთრის პაუზის მერე სიტუაცია როგორ შეიცვლება, ამას ახლა ვერავინ იტყვის.

არადა, "დინამოს" დიდი ხანია მცხეთაში არ ჰქონდა "ვიტ ჯორჯიასთან" მოგებული და ამ ნავსის გატეხვა იოლი ნამდვილად არ აღმოჩნდა: პირველ ტაიმში მასპინძლები ფავორიტ მეტოქესთან შედარებით ბევრად უფრო მოტივირებულად გამოიყურებოდნენ და რამდენიმე მწვავე იერიშიც განახორციელეს.

თუმცა გამოცდილებამ და ცალკეულ ფეხბურთელთა საშემსრულებლო კლასმა მატჩის მიწურულს გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია და არცთუ დამაჯერებელი თამაშის "ფონზე" ჩემპიონმა მაინც შეძლო მასპინძელთა ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგობის დაძლევა.

ისე, მეორე ტაიმში მოედანზე ჩისკო რომ არ გამოჩენილიყო, მართლაც ძნელი სათქმელია, თუ რამდენად შეძლებდა დუშან უჰრინის გუნდი ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებას.

მერანის სიურპრიზები

"მერანი" კვლავაც გვაოცებს: ახალგაზრდა სპეციალისტის, მალხაზ ჟვანიას გუნდი წარმატებულ სვლას აგრძელებს და ექვსი ტურის შემდეგ ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის "დინამოს" მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება!

იმასაც შეგახსენებთ, რომ მარტვილის სტადიონის ნაცვლად, "მერანი" საშინაო შეხვედრებს სამტრედიაში ატარებს, თუმცა მეტოქეთათვის ეს დიდი ვერაფერი შეღავათია: მალხაზ ჟვანიას გუნდმა, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედანზე ოთხიდან ოთხივე მატჩი მოიგო!

ლიდერებს შორის მარტვილელთა ყოფნა ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი სასიამოვნო სიურპრიზია; თუმცა პირველი წრის ბოლომდე "მერანს" ერთიმეორეზე ურთულესი მატჩები ელოდება: "დინამოსთან", "ტორპედოსთან", "მეტალურგთან", "ზესტაფონთან", "დილასთან"...

გურულების უცნაურობები

"მერანის" მსგავსად, "გურიასაც" სხვა ქალაქში უწევს მეტოქეთათვის მასპინძლობის გაწევა, მაგრამ მარტვილელთა მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ასპროცენტიან შედეგთან გვაქვს საქმე: დავით მახარაძის გუნდმა ქობულეთში მესამე შეხვედრა ჩაატარა და მესამე მატჩი მოიგო!

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ლანჩხუთელთა მეტოქე ევროტურნირების საგზურის ერთ-ერთი კანდიდატი "მეტალურგი" იყო, მაგრამ "გურიამ" ამჯერადაც ჩინებულად იასპარეზა და თავისი ერთგული ქომაგები კიდევ ერთხელ გაახარა.

შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად, სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეკრებილმა გუნდმა 31 აგვისტოს თბილისის "დინამოს" მოუგო (2:1), ახლა კი კიდევ ერთი ძლიერი მეტოქეც დაჯაბნა. თანაც, "გურიამ" ისეთი მატჩი "შემოატრიალა", თავიდან რომ აგებდა: მეორე ტაიმის დასაწყისში 33 წლის ლევან კორღალიძემ "მეტალურგის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა და სტუმრები დააწინაურა;

აი, ამის შემდეგ კი მასპინძელთა თავკაცმა დავით მახარაძემ გონივრული გადაადგილებები მოახდინა და მასპინძელთა უპირატესობა მეტოქის კარში სამი უპასუხო გოლითაც გამოიხატა!

თანაც, გოლებსაც ხომ გააჩნია: 24 წლის ალექსანდრე შენგელიამ და 28 წლის კობა შალამბერიძემ ეფექტური კომბინაციები არანაკლებ ეფექტური და ზუსტი დარტყმით დააგვირგვინეს, 30 წლის თენგიზ ჩიკვილაძემ კი "საფირმო" სტანდარტული ჩინებულად შეასრულა!

ჩიკვილაძეს ორი წელიწადია გოლი არ ჰქონდა გატანილი უმაღლეს ლიგაში, არადა, ამპლუით ცენტრალურ (ხანდახან - მარცხენა) მცველს სეზონის განმავლობაში ექვს-ექვსი ბურთიც შეუგდია (ჯერ "ოლიამპში", მერე - "დინამოში" ასპარეზობისას).

შენგელია და შალამბერიძე ვახსენეთ და ამ ორი გარემარბის გარდა, როგორც ჩვენი ადგილობრივი კორესპონდენტი მამუკა ქანთარია იუწყება, ჩინებულად გარჯილა 20 წლის ნოდარ გაჩეჩილაძე: დავით მახარაძემ დიდი ნდობა გამოუცხადა "გურიას" დებიუტანტს და ამ უკანასკნელმაც ეს ნდობა გაამართლა.

...ექვსი ტურის შემდეგ "გურიას" 9 ქულა აქვს და ზედა ექვსეულშია, ანუ თერთმეტწლიანი პაუზის მერე უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გუნდისათვის (რომელსაც სეზონის წინ შეკრება არ გაუვლია და პირველი ტურის მატჩზე შემადგენლობა ძლივს შეკრიბა) მართლაც რომ ჩინებული შედეგია.

თუმცა "გურიას" მესვეურები ეტყობა სხვანაირად უცქერენ მოვლენების განვითარებას: "გურიას" ახალი მწვრთნელი, უკრაინელი რომან პოკორა ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს თავისი ახალი გუნდის "შემოტრიალებულ" თამაშს!

უიღბლოთა დუელი

...ბოლო წუთები მართლაც კოშმარად ექცა "ზესტაფონს": ისე, როგორც "დინამოსთან" პირველი ტურის მატჩში, იმერულმა კლუბმა გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაუშვა და ამ შემთხვევაშიც უქულოდ დარჩა.

არადა, ამ სეზონში თუ რომელიმე გუნდი თამაშობს ყველაზე შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს, ეს "ზესტაფონზე" ითქმის. თუმცა, ცალკე უიღბლობისა და ცალკე საგოლე მომენტების დაბალი რეალიზაციის ხარისხის გამო საქართველოს ორგზის ჩემპიონი ერთობ სახიფათო ზონაში აღმოჩნდა.

ახლაც, "სპარტაკთან" მატჩში "ზესტაფონს" არაერთხელ ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ მასპინძელთა ჩინებულად მოასპარეზე მეკარეს ვერაფერი მოუხერხა: 21 წლის გიორგი ნადირაძემ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება შთამბეჭდავი თამაშით აღნიშნა!

ისე, "ზესტაფონის" მსგავსად, "სპარტაკსაც" უიღბლობა სდევდა სეზონის სტარტზე და აი, პირველი გამარჯვების დროც დადგა: შეცვლაზე შემოსულმა 20 წლის კახაბერ კაკაშვილმა შორეული დარტყმით თავის გუნდს პირველი სამი ქულა მოუტანა!

დანავსული იმერული ტურნე

...კოშმარულზე მეტი ეთქმის "დილას" "იმერულ ტურნეს": ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს მიზეზთა გამო 9 დღის განმავლობაში ქუთაისსა და ზესტაფონში სამი მატჩის ჩატარება მოუწია და მხოლოდ და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა.

რაღა თქმა უნდა, გორელთა გუნდის საკადრო პრობლემებიც გასათვალისწინებელია: "დილადან" უკვე წასულ გიორგი ილურიძესა და ლაშა გვალიას ძირითადის ტრავმირებული ფეხბურთელებიც - გულვერდ თომაშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, გრიგოლ დოლიძე დაემატა; თუმცა ამით სულაც არ გვინდა "ჩიხურას" წარმატების დაკნინება: სოსო ფრუიძის გუნდმა დამსახურებულად აჯობა ძლიერ მეტოქეს და ასევე დამსახურებულად იმყოფება ლიდერთა შორის.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "მერანისა" და "გურიას" მსგავსად, "ჩიხურაც"... სხვა ქალაქში (ქუთაისში) მასპინძლობს მეტოქეებს, ანუ ეტყობა, რომ წლეულს ნეიტრალური მოედნის ფაქტორი "პირობით მასპინძლებს" დამატებით სტიმულს აძლევს...

P.S. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა "ლელოს" ფურცლებზე "ზუგდიდის" საშინაო მატჩების რეპორტაჟს ვერ ნახულობთ; არადა, ეს მართლაც პრობლემატური საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს და "ზუგდიდის" ხელმძღვანელებსა თუ ამ გუნდის ქომაგებს ვპირდებით, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დადებითად გადაწყდება.

კარგად გვესმის "ზუგდიდის" მწვრთნელ-ფეხბურთელებისაც: წინა სეზონიდან მოყოლებული, ამ გუნდის საშინაო მატჩების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა არ გაშუქებულა, ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც ამ გუნდის საშინაო მატჩებიდან ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ შეგვყავს ხოლმე და საერთოდაც, წარმატებული თამაში ვინმეს რატომ უნდა დავუკარგოთ?

აი, ახლაც, თვითმხილველთა თქმით, "ზუგდიდი"-"ტორპედოს" მატჩი ერთობ საინტერესოდ წარმართულა და დებიუტანტი მწვრთნელის, კობა წიტაიშვილის გუნდმა იმდენი მოახერხა, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ლიდერობა დააკარგვინა.

მოკლედ, ყველანაირად ვეცდებით, რომ ისე, როგორც სხვა შეხვედრები, "ზუგდიდის" საშინაო მატჩებიც სრულად და ოპერატიულად გაშუქდეს.

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა. VI ტური

ვიტ ჯორჯია-დინამო 0:2 - ჩისკოს მუხტი [VIDEO]

ჩიხურა-დილა 3:1 - გორელთა იმერული კოშმარი [VIDEO]

სპარტაკი-ზესტაფონი 1:0 - მოგება ზღაპარში [VIDEO]

გურია-მეტალურგი 3:1 - ლანჩხუთში გამარჯვებულებსაც ასამართლებენ

მერანი-სიონი 2:0 - ჭენება გრძელდება

ზუგდიდი-ტორპედო 0:0 - ისევ უგოლოდ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
არ დაგავიწყდეთ ზუგდიდელი ფეხბურთელების არასპორტული საქციელი. ხომ უნდა გაამახვილოს ასეთ ქმედებებზე ვინმემ ყურადღება. 17-19 წლის ბავშვებს (უმეტესობა ამ ასაკის არის ტორპედოში) თამაშით ვერ აჯობეს და რაც კარგად გამოუვიდათ პროვოკაცია და ჩხუბი ნამდვილად არ დაიზარეს! მე მარტო ამ თამაშზე არ მაქვს ყურადღება გადატანილი, ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები!
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
"ზუგდიდი": ვინ შეცვლის დავით მახარაძეს?
ᓡᓐᓛᕬᓕᓠᓗᓜᕔᕚᕝ ᓙᓐᕠᓣᓡᓔᓚᓘ: ᓓᓐᓕᓔᕬᓘᓝᓗ ᓓᓐ ᕒᕐᓕᓣᓡᓬᓠᓝᓗ ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐᓡ!
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
ᓠᓝᓒᓝᓠᓪ ᓘᓥᓜᓐ!.. ᓚᓐᓜᓩᓮᓣᓗᓘᓡ "ᓒᓣᓠᓘᓐᓡ" ᓒᓝᓩᓐ ᓒᓣᓯᓐᓑᓘᓫᓔ ᓓᓐ ᓒᓘᓐ ᓩᓮᓐᓘᓫᓔ ᓐᓕᓐᓠᓯᓘᓨᓔᓑᓔᓜ
"ზუგდიდი": დავით მახარაძე მწვრთნელად და უკრაინელები დაკვირვების ქვეშ
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
ᓓᓐᓕᓘᓗ ᓛᓐᓮᓐᓠᓐᓫᓔ: 90-ᓘᓐᓜ ᓬᓚᓔᓑᓨᓘᓪ ᓙᓘ ᓣᓙᓔᓗᓔᓡᓘ ᓕᓘᓗᓐᓠᓔᓑᓐ ᓘᓧᓝ
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე სოსო ფილიამ შეცვალა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა