24 სექტემბერს ესტონეთის დედაქალაქში, 20 წლამდე ძალოსანთა ევროპის პირველობაზე 77 კგ წონითი კატეგორიის ათლეტებმა იასპარეზეს
ესტონეთის დედაქალაქში 24 სექტემბერს, 20 წლამდე ძალოსანთა ევროპის პირველობაზე 77 კილოგრამი წონითი კატეგორიის ათლეტები გავიდნენ ფიცარნაგზე.

ქართველთაგან ორმა სპორტსმენმა მოსინჯა ძალები. საჩხერელ ირაკლი გაბრიჭიძეს ატაცში ორი ცდა გაუცუდდა, მესამეზე კი 142-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, რამაც ამ მოძრაობაში მას მცირე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

პირველ-მეორე ადგილებზე აქ, შესაბამისად, პიოტრ ასაიონაკი (ბელორუსი, 152 კგ) და რაზმიკ უნანიანი (რუსეთი, 146 კგ) გავიდნენ.

ქუთაისელმა ზურიკო თავაძემ მხოლოდ მოკრძალებული 138 კილოგრამი აიტაცა. მომდევნო ორი მისვლა უშედეგო აღმოჩნდა.

აკვრაში ირაკლი გაბრიჭიძეს სამივე ცდაზე (165 და 169 კგ) მოეცარა ხელი და ორჭიდში შეუფასებელი დარჩა.

მისგან განსხვავებით, თავაძემ ერთი ცდა გამოიყენა - 165 კილოგრამი აკრა, ორჭიდში 303 კილოგრამით მეოთხე იყო, არადა, დიდ ბრინჯაოსაც მიუახლოვდა - ბელორუსმა ასაიონაკმა ორჯერ ვერ აკრა 175 კილო. აი, მესამე ცდა კი წარმატებული გამოდგა და 328 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ორჭიდში ერთი კილოთი აჯობა მას უნანიანმა, რომელმაც აკვრის მესამე ცდის გამოყენებაზე უარი თქვა, რადგან ოქრო განაღდებული ჰქონდა (329=146+183). 310 კილოგრამით (142+168) მესამე ადგილი კატალინ ფლორიან ბეჟენარუს (რუმინეთი) ერგო.

25 სექტემბერს ტალინის ფიცარნაგზე 23-წლამდელებში ქუთაისელი გიორგი ლომთაძე (77 კგ) გავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ფირუზ წულუკიძემ ანკარას ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიგო
ძალოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: დღეს ირაკლი გაბრიჭიძის ჯერია
U23. ევროპის ჩემპიონატი: რევაზ დავითაძეს ოქრომდე ორი კილო დააკლდა
ძალოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ირაკლი გაბრიჭიძე ათეულში ვერ მოხვდა