ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რატომ არ იძახებდა თემურ ქეცბაია ოთარ მარცვალაძესა და დავით სირაძეს?

რატომ არ იძახებდა თემურ ქეცბაია ოთარ მარცვალაძესა და დავით სირაძეს?

სირაძე ქეცბაიამ თავად დაიწუნა - უნდა ითქვას, საკმაოდ ბუნდოვანი მიზეზით; მარცვალაძის საკითხი კი ჩრდილში მოექცა
ის, რომ ქართულ ფეხბურთში კატასტროფაა, სანაკრებო და საკლუბო დონეზეც გამოჩნდა.

საუკეთესო ქართულმა კლუბებმა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე ვერ გააღწიეს და პლეი ოფის 4 შეხვედრაში 1 გოლიც ვერ გაიტანეს.

ცხადია, დაბალი დონის ჩემპიონატი ნაკრების მდგომარეობაზეც აისახება და მისი ცუდი მდგომარეობა მხოლოდ თემურ ქეცბაიას ბრალი ვერ იქნება.

ასეც არის - შესარჩევი ციკლის 7 მატჩში "ჯვაროსნებმა" მეტოქის კარის ბადე მხოლოდ 3-ჯერ შეარხიეს და ხუთგუნდიან ჯგუფში ბოლოსწინა, მე-4 ადგილზე ვიმყოფებით.

მაგრამ ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს ოდნავ უკეთესი შემტევი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე სატურნირო ცხრილიდან და თამაშებიდან ჩანს. რამდენიმე მოთამაშის უთამაშებლობა კი კითხვებს ბადებს, მაგალითად - ოთარ მარცვალაძისა და დავით სირაძის.

28 წლის მარცვალაძე ვლადიკავკაზის "ალანიას" უახლოეს პერიოდში ვერ დაეხმარება, რადგან ქართველი თავდამსხმელი რუსეთის ნაციონალური დივიზიონის (რანგით მეორე ლიგა) მე-15 ტურში კრასნოიარსკის "ენისეისთან" მოგებულ (2:1) მატჩში დაშავდა.

"ალანიას" ლეგიონერს ბარძაყის კუნთი დაუზიანდა და უცნობია, როდემდე დაისვენებს. ცხადია, გამოცდილ თავდამსხმელს ესპანეთთან შეხვედრაში ვერც ქეცბაია გამოიყენებს.

მაგრამ აღარც გვახსოვს, ბოლოს მარცვალაძემ ეროვნული ნაკრების ფორმა როდის მოირგო. ჯერ იყო და, ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია.

საინტერესოც სწორედ ეს არის - მარცვალაძე გამოჯანმრთელდა, ფორმა აღიდგინა და "ალანიას" სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ხვდებოდა, ეროვნულ ნაკრებში კი აღარ ჩანდა - რატომ აღარ ეძახდა მას ქეცბაია?

გასაგებია, რომ ეროვნული ნაკრების პრესტიჟისთვის რუსეთის პირველი ლიგიდან მოთამაშის გამოძახება სასურველი არ არის, მაგრამ გუნდის დღევანდელი კონტინგენტი ევროპაში მოასპარეზე ფეხბურთელებით გაძეძგილი არ გახლავთ - სამწუხარო რეალობაა, რომ საუკეთესო ქართველები ჩვენთვის სასურველ ევროპულ ლიგებში აღარ თამაშობენ.

თუ რაიმე არ შეიცვალა, საქმე იქითკენ მიდის, რომ შესაძლოა, ნაკრების მწვრთნელმა (არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება) მოთამაშეებზე დაკვირვება სომხეთისა და ყაზახეთის ჩემპიონატშიც დაიწყოს.

ბევრი ამბობს - რუსეთის პირველი ლიგის მოთამაშე ნაკრებს არ გამოადგებაო, მაგრამ ვინ იტყვის, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონატები უფრო მაღალი დონისაა, საიდანაც ბოლო წლებში ფეხბურთელებს იწვევენ? იმასაც ვერ ვიტყვით, რომ, მაგალითად, ამ ლიგებიდან აყვანილი ელგუჯა გრიგალაშვილი და ნიკა გელაშვილი ნაკრებში ზედმეტნი არიან.

ცხადია, რუსეთის პირველი ლიგა განსაკუთრებული დონით არ გამოირჩევა, მაგრამ რაც ვართ, ეს ვართ - ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მარცვალაძე სწორედ ამ ლიგის კლუბში თამაშობს, მაგრამ მას ნაკრებში აღარ იყენებენ.

ეს კი იმ დროს, როცა ადვილად შევეგუეთ ნაკრებიდან დავით სირაძის გაშვებას, რომელიც ეროვნული გუნდის 10-მატჩიანი წაუგებელი სერიის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო.

ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელი კლუბში დიდი შედეგიანობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სანაკრებო შეხვედრებს ყოველთვის გამორჩეული მონდომებით ეკიდებოდა და, რაც მთავარია, ბოლო წლებში, ძირითადად, გადამწყვეტი გოლების ავტორი იყო.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მარცვალაძისა და სირაძის გამოჩენა ნაკრებს იმდენად გააძლიერებდა, რომ ფინეთს "გადავუვლიდით" ან ესპანეთ-საფრანგეთს მძაფრ კონკურენციას გავუწევდით, მაგრამ ლოგიკურად იბადება კითხვა - რატომ ხდება ასე?

სირაძე ქეცბაიამ თავად დაიწუნა - უნდა ითქვას, საკმაოდ ბუნდოვანი მიზეზით; მარცვალაძის საკითხი კი ჩრდილში მოექცა.

ვრცელდება ხმები, თითქოს "ალანიას" თავდამსხმელს ნაკრებში ჩამოსვლა აღარ სურს. იქნებ მცდარი ვერსიაც არის.

საერთოდ, ვის ვისთან აქვს თუ არ აქვს უსიამოვნება ნაკრების გასახდელში, ეს გულშემატკივრამდე არ მიდის, მაგრამ ჩვენ ისეთი მდიდრები არ ვართ, ასეთ გამოცდილ ფეხბურთელებზე უარი ვთქვათ - უფრო მნიშვნელოვანია, ნაკრებში ყველა საუკეთესო თამაშობდეს.

ეროვნულ ნაკრებში აღარ არიან სირაძე, მარცვალაძე, ლევან ყენია, თუნდაც "მოურჯულებელი" გოგიტა გოგუა - თითოეული მათგანი შემტევია.

გნებავთ ამას მიაწერეთ და გნებავთ სხვა რამეს, მაგრამ ფაქტია - შესარჩევ ციკლში მხოლოდ 3 გოლი გავიტანეთ, იმდენივე, რამდენიც ფარერებისა და ლიხტენშტაინის ნაკრებებმა. ნაკლები მხოლოდ ანდორასა და სან მარინოს აქვთ.

ამაზე ვწერდით და შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის (ევროპის ზონა) შესარჩევ ციკლში ჩვენზე მეტი გოლი გაიტანეს ბოლოადგილოსანმა უელსმა (7), მალტამ (4), კვიპროსმა (4), აზერბაიჯანმა (4) და ბელორუსმა (5).

ჩვენი გაბარიტის გუნდებიდან ასევე მეტჯერ აიღეს მეტოქეთა კარი ჩრდილოეთ ირლანდიამ, ალბანეთმა, ლატვიამ (8-8), ლუქსემბურგმა, ლიტვამ (7-7), ესტონეთმა (6), ყაზახეთმა, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა (4-4).

ანუ ევროპის 53 ნაკრებში შედეგიანობით 49-ე-51-ე ადგილს ვიყოფთ ფარერებსა და ლიხტენშტაინთან.

გამართლებად ის თუ გამოგვადგება, რომ ევროპის ერთადერთ 5-გუნდიან ჯგუფში გამოვდიოდით და რომ ანდორა-ფარერების მსგავსი "გასართობი" მეტოქეები არ გვყოლია.

მაგრამ 7 შეხვედრაში 3 გოლს ესეც ვერ გაამართლებს. ექტორ კუპერის დროსაც კი, როცა ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე უსუსური გუნდი გვყავდა, 7 გოლი გავიტანეთ. ასევე მოხდა წინა ციკლშიც, სადაც წილისყრამ მეტისმეტად სუსტი მეტოქეები ასევე არ გვარგუნა.

ამიტომ არის დასაფიქრებელი ეს ამბავი - რა პერსპექტივა აქვს ნაკრებს, რომელსაც გოლი ვერ გააქვს და საერთოდ, ამ შედეგიანობით რომელ ევროპის ჩემპიონატზე მივდივართ? ქეცბაიამ დაცვა მეტ-ნაკლებად მოაწესრიგა, მაგრამ გუნდის პროგრესი, ძირითადად, შემტევი პოტენციალის გაძლიერებაში გამოიხატება.

ეს კი ნამდვილად არ იგრძნობოდა. არადა, ორი ციკლია, რაც ნაკრებში მუშაობს, ეს კი გუნდის ასაშენებლად არცთუ მცირე დროა.

ქეცბაიას უკვირს, როცა მისგან შემტევ ფეხბურთს ითხოვენ. ამ დონის მოთამაშეებით, საფრანგეთ-ესპანეთთან ეს შეუძლებელიაო, - ამბობს ის და ამაში ლოგიკა არის, მაგრამ გოლებიც აღარ მოვითხოვოთ და მიზეზებიც აღარ ვიკითხოთ? ასე არ გამოვა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ვისაც არ უნდა საქართველოს ნაკრებში, არავის შევეხვეწებით!

გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?

• odala

Zviadi, შენ ქეცბაია მუტრუკი და ჯანიანი გგონია? ახლოდან არ გინახავს ეტყობა.

• ზვიადი

სირაძე? სულ გადამწყვეტი გოლები გაქონდა და ან საგოლე გადაცემებს აკეთებდა! ძალიან ჟილკიანი და კლასიანი ფეხბურთელი რომელიც ძალიან დააკლდა ნაკრებს! ისევ უმადურობა და დაუნახაობა.. "სერ" დავიდ სირაძე დააბრუნეთ ნაკრებში!

• zviadi

ამინ! როგორც იქნა ვიღაცამ ხმამაღლა იკითხა - რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ოთარ მარცვალაძე თემურ ქეცბაიამ? მითუმეტეს ხორვატიასთან მოგების მერე შეაქო კიდევაც! მერე რატომ დაავიწყდა მარცვალას კლასი? მარცვალა არის კლასი და მნიშვნელობა არა აქვს რომელ ლიგაში თამაშობს! ასევე ხოჯავა, მარა ქეცბას თავისი გემოვნება აქვს... თავისნაირი მუტრუკები უყვარს, ჯანიანები და ხისთავიანები, კანკავას მაგიტომ მისცა კაპიტნობა. კლასი და ტექნიკა გვჭირდება ბიძია კლასი! შემოქმედებითი სული! სირაძე და მარცვალაძე არიან ასეთი ფხიანი და გემრიელი მოთამაშეები!! ramo უმადური არ უნდა იყო და უნდა გახსოვდეს ხორვატიასთან იმ გოლის 90% ვინ შექმნა! და არავითარი ლატვიასთან ბოლო! ხორვატიის მერე სულ მშვენიერ ფორმაშია და პოლონეთთან ითამაშა, სასტიკად არ უმართლებდა თორე მშვენივრად თამაშობდა! ამისთანა უმადური და უაზრო ხალხის მნახველი არა ვარ რა, ფეხბურთელების ფასი არ იცით ბიძია! ფეხბურთელი არ იცით საერთოდ ვინ არი და არი

• ramo

მარცვალაძემ მე მგონი ბოლოს ლატვიასთან ითამაშა, აი ბურთი რო თავზე ახტებოდა. მოკლედ გოლის გატანა კი არა, კიდე კაი აქეთ არ გაატანინა. არ გვინდა უაზრო მიზეზების ძებნა. კი ბატონო წავიდეს ქეცბა, მარა მიზეზი ჩვენი ფეხბურთის დანგრევაშია და არა სირაძე მარცვალაძის გამოუძახებლობაში.

• selmerm6

ყველაფერი შესაძლებელია მთავარია მონდომება და ტვინგახსნილობა. ქეცბაიას გაჯიქება უყვარს და სხვისი უკვირს. თავმოყვარეობა ვირჯორობა არ არის. მოედანზე გუნდი თუ ფეხბურთის სათამაშოდ არ გადის და მოსაგებად აბა რა უნდათ სპორტსი? ითამაშე ფეხბურთი მოინდომე, ბურთი მრგვალია.

• selmerm6

ყველაფერი შესაძლებელია მთავარია მონდომება და ტვინგახსნილობა. ქეცბაიას გაჯიქება უყვარს და სხვისი უკვირს. თავმოყვარეობა ვირჯორობა არ არის. მოედანზე გუნდი თუ ფეხბურთის სათამაშოდ არ გადის და მოსაგებად აბა რა უნდათ სპორტსი? ითამაშე ფეხბურთი მოინდომე, ბურთი მრგვალია.

• შაკო 2

სეხნია, ერთადერთი მერებაშვილზე ვერ დაგეთანხმები..

• zura

მეტი გოლის გატანა რა თქმა უნდა შეიძლებოდა, რომ არა რამოდენიმე ფაქტორი, ქვეჯგუფში ნამდვილად ისეთი გუნდები გვყავდა, რომ მათ კარში გოლის გატანა ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერ ნაკრებებს უჭირთ... ნაკრების ქეცბაიასეული ტაქტიკა ანუ დაცვაზე ორიენტირებული.... და ყველაზე სამწუხარო, ფეხბურთელების საშემსრულებლო დონე... ზემოთაღნიშნული Fეხბურთელებიც რომ მოეწვია ქეცბას, ჩემი აზრით, ბევრი არაფერი შეიცვლებოდა... ჰა-ჰა ერთი გოლით მეტი გაეტანათ რა...

• შაკო

მარცვალაძე არის ნაკრების დონის ფეხბურთელი, ისევე როგორც მერებაშვილი, ყენია, გოგუა და ლაშა სალუქვაძე და ხიზანასაც შეუძლია ნაკრებს გამოადგეს დიდი ხანი კიდევ. ყოველ შემთხვევაში ვინც ეხლა ნაკრებში თამაშობენ იმათ დონის არიან თუ მეტი არა. კობიზე აღარაფერს ვამბობ. ჭანტურია, ყაზაიშვილი და ილურიძე ჯერჯერობით ახალგაზრდულში უფრო საჭირონი არიან ამ ციკლში.

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს

"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა

გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ

[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?

სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა

ჩვენ და რუმინელები - უსიამოვნოდ გასახსენებელი...

ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

დავით სირაძე: ირლანდიას განსაკუთრებით ბოლო წუთებზე უნდა ვუფრთხილდეთ!

ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...