კაცმა 100 მატჩი ითამაშა ეროვნულ გუნდში და მწვრთნელმა ნაკრებიდან ისე გაუშვა, ძალიან გულნატკენი დარჩა
გასულ უქმეებზე ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში ერთხელაც ითამაშა და გაგვიხარდა - ის ერთადერთი ქართველია, ელიტურ ლიგაში ისევ რომ თამაშობს. კობიაშვილმა ეს დაიმსახურა...

ის არ ჰგავს იმ თაობას, ვინც ახლა თამაშობს ნაკრებში, არა მარტო იმიტომ, რომ სხეული ნაირგვარი ტატუებით არ აქვს მოხატული და შარდენის ქუჩაზე პისტოლეტით არ მიდის გასართობად.

კობიაშვილი არ ჩარჩა ვლადიკავკაზის "ალანიაში" და ბევრად უფრო სახელიან თუ მდიდარ რუსულ გუნდში გადასვლას გერმანია ამჯობინა.

კობიაშვილი სტაბილურობის მაგალითია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. ის რესპექტაბელური მოთამაშეა გერმანიაში, სადაც საკუთარი დოგმები აქვთ - მსაჯის პატაკი ყოველთვის სწორია.

ვოლფგანგ შტარკისა და კობიაშვილის ამბავი ჩვენებურისთვის ცუდად დასრულდა - ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია ისე მისცეს, ბრალეულობა ვერ დაუმტკიცეს.

35 წლის ფეხბურთელს ასეთი რამ რომ შეემთხვევა, ძალაუნებურად გაუძლიერდება კარიერის დასრულების სურვილი, მაგრამ კობიაშვილი სხვა შემთხვევაა და კიდევ ამიტომ არის სამაგალითო.

ის ნაკრებშიც სტაბილური იყო, თავის საქმეს კარგად აკეთებდა. შესაძლოა, მისგან მეტსაც ველოდით ნაკრებში, მაგრამ საქართველოს ეროვნული გუნდი ხომ ძალიან თავისებურია, რომლის ავადობის მიზეზი დღემდე გამოსაკვლევია.

წინა შესარჩევში საქართველომ ხორვატიას გემრიელად რომ მოუგო, ბოლო წუთზე გოლი სწორედ კობიაშვილმა გაიტანა და თითქოს ასე დაემშვიდობა ქართველ გულშემატკივარს.

კაცმა 100 მატჩი ითამაშა ეროვნულ გუნდში და მწვრთნელმა ნაკრებიდან ისე გაუშვა, ძალიან გულნატკენი დარჩა.

ამით მხოლოდ კობიაშვილს კი არ მოექცნენ ცუდად, არამედ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც გული შესტკივა ეროვნულ გუნდზე. ჩვენთან საფეხბურთო კულტურა ჯერაც დაბალია, ალბათ იმიტომაც, რომ კობიაშვილისნაირი ფეხბურთელი დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში ძალიან ცოტა გვყავდა - წარმატებული, სამაგალითო და ადამიანური თვისებებითაც გამორჩეული.

ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა გაიხსენა კობიაშვილის გოლი საჯარიმო დარტყმით, თბილისში ირლანდიას რომ გაუტანა ფლანგიდან. ის ჯერჯერობით ერთადერთი ქართველია, ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ თრიქიც რომ შეასრულა...

იხილეთ ვიდეო

კობიაშვილი იყო ფოლკერ ფინკეს და ოტო რეჰაგელის ფავორიტი, უმუშავია იუპ ჰაინკესთან და ფელიქს მაგათთან, უთამაშია სახელიანი ფეხბურთელების მხარდამხარ და ვარსკვლავების წინააღმდეგ... კობიაშვილი ფეხბურთელის კარიერას მალე დაასრულებს.

ტრივიალურად კი გამომდის, მაგრამ სხვანაირად ვერც იქნება - ასეთი კაცი ქართული ფეხბურთის სამსახურში უნდა ჩადგეს, ის სჭირდება საქართველოს, სადაც, ალბათ, აღარ მოხდება ისე, რომ 100 კეპის მომნაგრებელი ფეხბურთელი უტიფრად გაუშვან ეროვნული გუნდიდან...

ლევან კობიაშვილი

დაიბადა: 1977 წლის 10 ივლისს (36 წლის)

დაბადების ადგილი: თბილისი

სიმაღლე: 1.83 სმ

პოზიცია: ნახევარმცველი

კარიერა

წელი გუნდი თამაში გოლი

1993-94 რუსთავი (საქ) 48 0

1995-98 დინამო (საქ) 36 3

1997 ალანია (რუს) 21 5

1998-2003 ფრაიბურგი (გერ) 149 30

2003-10 შალკე (გერ) 04 168 9

2010-დან ჰერტა (გერ) 90 6

სანაკრებო კარიერა

1996-2011 საქართველო 100 12

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან კობიაშვილი: სანამ ფეხბურთიდან წავალ, მინდა, მისგან ყველაფერი მივიღო

ლევან კობიაშვილმა 17-თვიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში ითამაშა

ლევან კობიაშვილი: სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ

merabi k
ლევანი ძაან კარგი პიროვნებაა. მან სპორტში და ცხოვრებაში ჩვენი ქვეყანა ასახელა. მოხევეა და რასაც აკეტებს თუ იძახის ყველაფერს გულით აკეთებს და ეს კარგადაც გამოსდის. გენაცვალე ლევან
merabi k
ლევანი ზაან მაგარი პიროვნებაა და ადამიანი ნამდვილი მოხევეა ხასიეთით არ ლაპარაკობს ბევრს და რასაც ლაპარაკობს გულით და ნაგდს, და ასევე გული და სული ცჰადო სპორტში რომ დაენახებინა ტავის შესაძლებლობა
merabi
არაგვის კი არა ტერგის ხეობიდანაა მოხევე და პიროვნულადაც მაგარი ადამიანია, მაგარია ლევანი და მეამაყება
beqa
ეს კაცი პიროვნებაა რითიც მოიკოჭლებს ქართული ფეხბურთი
არაგველი
ლევანი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია, რომელიც მწვანე მინდორზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე. პ.ს. ის ხომ წარმოშობით არაგვის ხეობიდანაა......აქ ყველაფერი ნათქვამია
murtalo
ლევანის მგვარი პიროვნება არა მხოლოდ ფეხბურთს, ნებისმიერ სპორტის სახეობას,ან თუნდაც სპორტთან არავითარი შეხების მქონე პროფესიას დაამშვენებდა....ღმერთმა დაუზარდოს საქართველოს მისი დარი შვილები..."კიკერმა" ერთ-ერთ გამოხმაურებაში "თავმდაბალი ვარსკლავი" უწოდა!!!...გესმით ხალხო???...ქართველი და თავმდაბალი, მორცხვი, პატარა ბიჭი კი არა, კაცი , რომელმაც ბუნდესლიგაში 300-ზე მეტი თამაში ითამაშა...ცოტათი ჩაწვდით ამას...მისი ნაკრების სათადარიგო სკამძე ჯდომა უფრო ფასეულია ნაკრებისათვის, ვიდრე ქეცბაიას მსგავსი მწვრთნელი...სასწრაოდდ მოაშორეთ ქეცბაიას ნაკრებს!!!...მეტის მოთმენა შეუძლებელია...ნუ მიგვიყვანთ უკიდურესობამდე, თორემ არ გაგიკვირდეთ მართლაც ნამდვილმა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა სტადიონზევე არ გააგოროს...არ მითხრათ ძნელია სტადიონზე წინასწარ ან მატჩის წინ ამის მოხერხება... ჰოდა ის ტიპი, ვისაც მისი მოშორება ძალუძს, დროზე გაანძრიოს ერთი ადგილი, თორემ მის კისერზე იქნება ეს ცოდვა...ვერავინ გვაჯობებს ფეხბურთის სიყვარულში და თამაშიც შეგვიძლია!...ნაკრების მწვრთნელი რომ წინასწარ იმედდაკარგული გადის თამაშზე და ამას თამაშის წინვე ამბობს საჯაროდ, უკვე მოსახსნელია!!!...ვინც ქეცბაიას მხარს უჭერს, ის ქართული ფეხბურთის მტერია!!!
murtalo
აუუუუ!..ინვალიდ ტოკენ რას ნიშნავს?!...ინვალიდები თქვენ ხართ, ნორმალური მესეგისაკრეფას დრო უნდა, და თუ მას ვაჭარბებ რა უფლება გაქვთ ტოკენები მიგზავნოტ?!...იქნებ ინებოთ და შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება იმ ხალხისადმი, ვისაც ორ სიტყვაზე მეტი აქვს სათქმელი!...და მერწმუნეთ ამის უFლებაც აქვს!...ლპობის პროცესში ხართ ქართველო სპორტჟურნალისტებო!
Lasha
რამდენიმე საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს იმ თაობას და ეს იმათშიც გამორჩეულია. როგორც პიროვნება, ჩემთვის ყველაზე გამორჩეულია. სამწუხაროა, რომ გაცილებით მეტი შეეძლო, მაგრამ ვერ შეძლო, ნაწილობრივ არ შეაძლებინეს კიდეც. დღეს გიგზის და პირლოს სტატუსით უნდა თამაშობდეს ნაკრებში და ამის მაგივრად აღარც კი გვახსოვს.
dato-73
ლევანი მართლაც საუკეთესო მისაბაძია ახალგაზრა ფეხბურთელებისათვის ლევანს წარმატებები
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
[VIDEO] დიდი სენსაცია ბუნდესლიგაში - "აუგსბურგმა" "ბაიერნი" სტუმრად "ქამბექით" დაამარცხა!
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩში?
გია გრიგალავა: საქართველოს ნაკრებისთვის მესამე ადგილიც კარგი შედეგი იქნება
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]
სუპერლიგა 2012-13. 1/2-ფინალი. სიმბოლური ნაკრები: ვონი
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ანტონიო დი ნატალე კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს
[VIDEO] წუთები დიდ სენსაციამდე - "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" მარცხს გადაურჩა!
ერიტრეას ნაკრების 9 ფეხბურთელი და მწვრთნელი კენიაში გაუჩინარდნენ
ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელმაც კიბო დაამარცხა, კარიერა დაასრულა
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში - ზივზივაძემ "აინტრახტს" გაუტანა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"ბორჯღალოსნების" მეტოქემ, არგენტინის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა