როდის გაინაღდებს ფეტელი?
სინგაპურის სარბოლო უქმეების მსვლელობისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო "ლოტუსის" პილოტის, კიმი რაიკონენის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, ზურგის ტკივილის მიუხედავად, ფინელი მესამე მივიდა ფინიშთან და პოდიუმზე ავიდა.

და მაინც, კიმის მდგომარეობა შეშფოთებას იწვევდა და გავრცელდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, თითქოს რაიკონენი ოპერაციას ვერ აიცილებდა და რამდენიმე ეტაპის გამოტოვება მოუწევდა.

ფინელის პირადმა მწვრთნელმა და ფიზიოთერაპევტმა მარკ არნელმა ყველანაირი ჭორი უარყო: ქირურგიული ჩარევა საჭირო არ იქნება.

"კიმის მდგომარეობა ასე თუ ისე ნორმალურია. შესაბამისად, კორეაში სარბოლო უქმეებისთვის ის მწყობრში იქნება", - ამბობს არნელი.

სინგაპურის გრანპრის დროს დაფიქსირდა 34 გასწრება. ყველაზე მეტად გამოიჩინა თავი ფელიპე მასამ - მას ხუთი წარმატებული მანევრი ჰქონდა. თუმცა მთელი სეზონის რეიტინგში გასწრების საუკეთესო სპეციალისტად რჩება კიმი რაიკონენი. ამაში ეჭვი არ შეეპარებოდათ მათ, ვინც სინგაპურში ფინელის პილოტირების ბრწყინვალე სტილი იხილა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი მანევრი ფინიშთან ახლოს, როცა კიმიმ ერთ-ერთ მოსახვევში გარე რადიუსით გაუსწრო ჯენსონ ბატონს.

ფინურმა გაზეთმა Turun Sanomat-მა განაახლა სეზონის დაწყებიდან გასწრებების სტატისტიკა:

1. კიმი რაიკონენი - 46; 2-3. ფელიპე მასა, მარკ უებერი - 45; 4. ლუის ჰემილტონი - 41; 5. ფერნანდო ალონსო - 34; 6. ჟან-ერიკ ვერნი - 29; 7-8. რომენ გროსჟანი, ადრიან სუტილი - 27; 9. ნიკო ჰიულკენბერგი - 27; 10-11. პოლ დი რესტა, ვალტერი ბოტასი - 25; 12. დანიელ რიკარდო - 24; 13. ნიკო როსბერგი - 21; 14. სერხიო პერესი - 19; 15-17. შარლ პიკი, ესტებან გუტიერესი, პასტორ მალდონადო - 17; 18-19. სებასტიან ფეტელი, ჯენსონ ბატონი - 16; 20. გიდო ვან დერ გარდე - 11; 21. მაქს ჩილტონი - 7; 22. ჟიულ ბიანკო - 5.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ სტატისტიკას ესაჭიროება კომენტარები. თუ ამ რეიტინგში ფერნანდო ალონსო მეხუთე ადგილს იკავებს, სებასტიან ფეტელი კი მხოლოდ მეთვრამეტეა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ჩამორჩებიან რაიკონენს.

"რედ ბულის" ბოლიდი სებასტიანს საშუალებას აძლევს, რეგულარულად აიღოს სტარტი პოულიდან და გასაგებია, რომ რბოლების დროს ლიდერის რანგში არ უწევს გასწრება; კიმი და ფერნანდო კი იძულებულნი არიან, წინ გაიკვლიონ გზა, რაც აისახება კიდეც გასწრებების სტატისტიკაში.

როდის გაინაღდებს ფეტელი?

ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი რბოლაა დარჩენილი, მაგრამ სინგაპურში გამარჯვების შემდეგ სებასტიან ფეტელმა პირად ჩათვლაში თავისი უპირატესობა 60 ქულამდე გაზარდა. შეიძლება ითქვას, რომ მან, პრაქტიკულად, გაინაღდა მეოთხე ტიტული და ახლა ეს დროის საკითხია.

ფინურმა გაზეთმა Turun Sanomat-მა გამოაქვეყნა ავტოსპორტში მომუშავე ცნობილი ჟურნალისტების აზრი იმის შესახებ, რომელ ეტაპზე გაინაღდებს ფეტელი მორიგ ჩემპიონობას.

ლივიო ორიკიო (O Estado de Sao Paulo): "დარჩენილი ტრასები "რედ ბულის" ბოლიდისთვის მოსახერხებელია და ინდოეთის ეტაპის შემდეგ ფეტელის უპირატესობა 75 ქულას გადააჭარბებს. ის ყოველთვის დამაჯერებლად გამოდის კორეასა და იაპონიაში. ასე რომ, სხვაობა მხოლოდ გაიზრდება, არადა, ის უკვე 60 ქულას შეადგენს.

ინდოეთის ეტაპამდე ჩემპიონობის განაღდება არ მოხერხდება, მაგრამ იქ გერმანელი მიიღებს მილოცვებს მეოთხე ტიტულზე".

მიხაელ შმიდტი (Auto, Motor und Sport): "სიტუაცია მხოლოდ აბუ დაბის ეტაპზე გაირკვევა. როცა ფორმულა 1-ში, პრაქტიკულად, ყველაფერი ცხადი ჩანს, ჩვეულებრივ, უცნაური და მოულოდნელი ამბები ხდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ფეტელი ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე გახდება".

როჟე ბენუა (Blick): "ყველაფერი უკვე ინდოეთში გაირკვევა. თუ გავითვალისწინებთ ფეტელის მანქანის სიჩქარესა და დაგროვილი ქულების რაოდენობას, არა მგონია, ეს უფრო გვიან მოხდეს".

ჯონათან ნობლი (Autosport): "ტიტულის ბედი მხოლოდ აბუ დაბიში გაირკვევა. არ მგონია, რომ ფეტელმა შეძლოს მოგებათა სერიის გაგრძელება".

ანდრეა კრემონეზი (La Gazzetta dello Sport): "ჩემი აზრით, ოქტომბერში არაფერი იქნება გარკვეული და უნდა მოვიცადოთ აბუ დაბის გრანპრიმდე. როგორც ჩანს, "ფერარი" ოდნავ მოუმატებს, არადა, სულ ცოტა ხნის წინ ამ გუნდის საქმეები არც ისე კარგად იყო. პრობლემები, რომლებიც სხვა პილოტებს შეექმნათ, ასევე დაეხმარა ფერნანდო ალონსოს ქულების მოპოვებაში".

"ლოტუსი" "რენო" გახდება?

"ლოტუსმა", შესაძლოა, სახელწოდება შეიცვალოს. ამასთან დაკავშირებით იმედი გამოთქვა თავად "ლოტუსის" შეფმა ჟერარ ლოპესმა. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი ცდილობს მოიპოვოს სერიოზული მხარდაჭერა ავტომწარმოებელ "რენოსგან", რომელიც საჯინიბოს ძრავებით ამარაგებს.

"მე მჯერა "რენოს" კონცეფციის, რომელიც ორ გუნდს ეხმარება. მათ "რედ ბულისა" და ჩვენი იმედი აქვთ. იდეალური სიტუაცია იქნება, თუ ჩვენ ავტომწარმოებლისგან სრულ მხარდაჭერას მივიღებთ. ეს შესამჩნევად აამაღლებს ჩვენს წონას ფორმულა 1-ის პოლიტიკურ არენაზე, აგრეთვე, გააადვილებს ურთიერთობას ინვესტორებთან და აქციონერებთან.

უარს არც გუნდის სახელის შეცვლაზე ვიტყოდი. არ აქვს მნიშვნელობა, მას Genii ერქმევა, "ლოტუსი" თუ "რენო", - ამბობს ლოპესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დევიდ კულტჰარდი: ფეტელი და ალონსო სხვა განზომილებაა

უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
"რეალი" ესპანეთში მსაჯობის მდგომარეობასთან დაკავშირებით FIFA-ში საჩივარს შეიტანს
დათხოვნიდან 1 კვირაში შესაძლოა, კვლავ პრემიერ ლიგაში დასაქმდეს - ესპირიტო სანტუს ახალი ვარიანტი აქვს
სალაჰი უკვე მეოთხეა - ეგვიპტელის მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში
ბერნარდო სილვა სერია A-ში? - ფეხბურთელი იტალიურ გრანდს შესაძლოა, უფასოდ შეუერთდეს
"შტურმი" კიტეიშვილი გარეშე სახლში დამარცხდა
როგორია კვარაცხელიას მდგომარეობა და რა ხდება პსჟ-ს ლაზარეთში?
[VIDEO] დონარუმას ფანტასტიკური მოგერიებები და ჰოლანის დუბლი - "მანჩესტერული დერბი" "სიტის" გამარჯვებით დასრულდა
წიტაიშვილი აბუაშვილმა შეცვალა - "მეცმა" ფრედ ითამაშა
[VIDEO] ნადირობა ხვიჩაზე - პსჟ-ს კიდევ ორი ფეხბურთელი დაშავდა, თუმცა მაინც გაიმარჯვა
[PHOTOS] ტრავმირებული კვარაცხელია 30-ე წუთზე შეცვალეს
გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "უდინეზემ" გაიმარჯვა
[VIDEO] ისევ მამარდაშვილის გარეშე - "ლივერპულმა" "ბარნლის" სალაჰის გატანილი პენალტით მოუგო
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მილანი" სალმაკერსს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს და ხელფასს გაუზრდის
"ახლა მუშაობა ყველაზე მეტად მინდა" - გვარდიოლამ "სიტიდან" წასვლა გამორიცხა
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა და მეორე ჯგუფში დარჩა
[VIDEO] "თავი გავწირე კლუბისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს" - მიქაუტაძემ "ლიონიდან" წასვლის მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] მესის პენალტიდან გოლის გატანა პანენკათი უნდოდა, მაგრამ ასეთი შედეგი მიიღო...
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
[PHOTOS] ურთიერთობა სამი შვილის დედასთან? - ვინისიუსი ამ 26 წლის ტელეწამყვანს დაუკავშირეს
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
სებასტიან ფეტელი ანტირეიტინგში
მარკ უებერი პოდიუმით წავიდა
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1: დიდ ცირკში ჯოჯოხეთი იწყება
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
მარკ უებერი სერიოზულ ავარიაში მოყვა [VIDEO]
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
ᓤᓝᓠᓛᓣᓚᓐ 1: "ᓠᓔᓓ ᓑᓣᓚᓘ" ᓫᓐᓚᓘᓐᓜ ᓣᓙᓛᓐᓧᓝᓤᓘᓚᓝᓐ
ფორმულა 1. ტესტები: "მერსედესი" მზად არის, "ფერარი"?
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
ნიკო როსბერგი აირტონ სენას ნაკვალევზე
ფორმულა 1: 2014 წლის ჭორ-მართალი
ოფიციალურად: მასა დიდ ცირკს ტოვებს
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
ᓣᓜᓒᓠᓔᓗᓘᓡ ᓒრᓐᓜᓞᓠᓘ: ᓡᓐᓘᓜᓢᓔრᓔᓡᓝ ᓡᓢᓐᓢᓘᓡᓢᓘᓙᓐ
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა