საჩხერელმა გოლიათმა ტალინში პირველ ცდაზე 182 კგ ბუმბულივით აიტაცა, არც 190 კგ-ის დამორჩილება გასჭირვებია, მესამე ცდის გამოყენებაზე კი საერთოდ უარი თქვა
ესტონეთის დედაქალაქში 20-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსნებში უპირობო ფავორიტად საჩხერელი გოლიათი ლაშა ტალახაძე მიიჩნეოდა და არცთუ უსაფუძვლოდ: წლეულს ზაფხულს დუშეთში გამართულ ეროვნულ ჩემპიონატში მან 197-კილოგრამიანი შტანგა აიტაცა და 233 კილოგრამი აკრა.

ცხადია, ამგვარი მაჩვენებლებით ევროპული პირველობის მოგება არ უნდა გასჭირვებოდა და ასეც მოხდა.

თუმცა საოცარი ის იყო, რომ სანამ ლაშა გავიდოდა ფიცარნაგზე, მეტოქეები შემოეფანტა - საუკეთესო შედეგის მქონე კარენ მარტიროსიანმა, რომელიც რუსეთის სპორტულ ღირსებას იცავდა, 175 კილოგრამით დაასრულა ასპარეზობა, მე-2 ადგილზე მყოფ პოლონელ ბართოშ ლოზინსკის კი სულაც 162 კილოგრამი ჰქონდა დაძლეული.

ქართველ ჭაბუკს მოწინააღმდეგედ რკინაღა შერჩა და მასაც სძლია - პირველ ცდაზე 182 კილოგრამი ბუმბულივით აიტაცა, არც 190 კილოგრამის დამორჩილება გასჭირვებია, მესამე ცდის გამოყენებაზე კი საერთოდ უარი თქვა.

მეტოქეებმა ჩვენებურს კონკურენცია ვერც აკვრაში გაუწიეს: მარტიროსიანი 200 კილოგრამით დაკმაყოფილდა, რადგან 198 კილოგრამის მქონე ლოზინსკის ორჭიდში ისედაც უსწრებდა, ქართველ ათლეტთან გამოდევნებას კი რომ ვერ შეძლებდა, ნათელი იყო...

ლაშამ აკვრაშიც ორი ცდა გამოიყენა - ჯერ 210, შემდეგ კი 225 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში უახლოეს კონკურენტს 40(!) კილოგრამით გაუსწრო.

სამივე ოქრო ლაშა ტალახაძეს ერგო და მისი გამარჯვების აღსანიშნავად დარბაზში ქართული ჰიმნიც აჟღერდა.

მძიმე წონაში კვარცხლბეკი ასე განაწილდა: 1. ლაშა ტალახაძე-415 (190+225), 2. კარენ მარტიროსიანი-375 (175+200), 3. ბართოშ ლოზინსკი-360 (162+198).

27 სექტმებერსვე ტალინში მედლები 105 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა. ქართველთაგან ძალებს ცდიდა ვილიამინ ალექსიძე. ატაცში მხოლოდ 150-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა. 155 კილოზე ორჯერ მიიტანა იერიში, მაგრამ ამაოდ.

ამ მოძრაობაში პირველ-მესამე ადგილებზე ტიმურ ნანიევი (რუსეთი, 184), იაროსლავ სამორაი (პოლონეთი, 162) და ევსტათიოს სტრუმპისი (საბერძნეთი, 156) გავიდნენ. აკვრაში ალექსიძემ ჯერ 185, შემდეგ 191 კილოგრამი დაძლია, მესამე ცდაზე 197-კილოგრამიანი შტანგაც აღმართა თავს ზემოთ, მაგრამ მსაჯებმა წესების დარღვევა დააფიქსირეს და ცდა არ ჩაუთვალეს.

საბოლოოდ ქართველი ათლეტი ორჭიდში 341 კილოგრამით მე-5 ადგილს დასჯერდა.

400 კილოთი (184+216) ჩემპიონობა ნანიევმა მოიპოვა. 357 კილოგრამით (162+195) მეორე იყო სამორაი. კილოგრამით ნაკლები მოაგროვა (156+200) სტრუმპისმა, რომელიც ბრინჯაოს დაყაბულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GIORGI
გილოცავთ ლაშა, ღმერთს ებარებოდე. დიდი სიყვარულით ჩვენო ვაჟკაცო და კეთილო მეგობარო. ძალიან გვეამაყები.
LIA
ჩემო ლაშა ძალიან გაგვახარე, გლოცავ და გისურვებ სულ წარმატებით გევლოს.
ბებერი
ჩემო ფიზიკურად და სულიერად ვაჟკაცო ქართველო, ჩემო ლაშა გილოცავ წარმატებას, ასეთი შრომით შენ ოლიმპიურ ჩემპიონობასაც (და არაერთგზის) მიაღწევ, სულ წარმატებით გევლოს.
მერაბი
გილოცავ ლაშა, შენიდან უფრო მეტი წარმატების მოლოდინში ვართ. სპორტის მესვეურებს ვთხოვდი ყურადღება გამოიჩინონ ასეთი სპორცმენების მიმართ, თორემ საზღვარს იქით წასულთ მერე ქვეყნის მოღალატეებად გამოაცხადებთ,
ლილე
მუდამ წარმატებით ევლოს ლაშას და მის მეგობრებს, მადლობთ ვაჟკაცებო.
გია
კარგი ოჯახის შვილს, ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს ლაშა ტალახაძეს ვუსურვებ კიდევ ბევრჯელ ესახელებინოს ჩვენი სალოცავი საქართველო, დიდი სურვილი მაქვს ვიცნობდე ამ ახალგაზრდას, ვიცი ლაშა რა მძიმე და ურთულესი შრომით მიიღწევა ესოდენ დიდი შედეგები, შენ წარმატებებს ყოველთვის დამსახურებულად მიაღწიე, მჯერა, რომ ბევრჯელ გვასახელებ.
გგგ...
ყველა ის ადამიანი ვინც კი ლაშას იცნობს დამერწმუნება, რომ ლაშა არამარტო წარმატებული სპორტცმენია, არამედ წარმატებული მშობლების შვილი, გამორჩეული ერთგულებითა და სიკეთის კეთებით. გამორჩეული არამარტო ფიზიკური, არამედ სულიერი სიძლიერით, ამიტომ გვეამაყები ჩვენო მეგობარო, გლოცავთ და გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს, გამარჯვებებით გევლოს.
NINE
ღმერთმა დაგლოცოს ლაშა და ქართველ ერს ვუსურვებდი ბევრი ჰყოლოდეს შენი მსგავსი ვაჟკაცები.
mayvala chitadze
ლაშა,გილოცავ,ძალიან მიყვარხარ და მახარებს შენი წარმატებები..ვამაყობ შენით..
avtandili
ლასა გილოცავტ გორიდან მე კობას ვიცნობ ალბატ მისი სვილი ხარტ გენაცვალეტ საჰხერელებს და ნატელსი იკოს ჰაბუკი ჰიგლდზის კაცური სული
მინდია
ბრავო ლაშა ტალახაძე!...
Sachkhere
ამ შედეგით 2012 წელში ოლიმპიადას მოიგებდა http://www.olympic.org/olympic-results/london-2012/weightlifting/105kg-m?event=31733 საქართველოს ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით (430 კგ ჯამში), ოქროს აიღებდა ათენში და ვერცხლს პეკინში. მოკლედ, ძალიან ძლიერი ათლეტი გვეზრდება, რომელიც მისი ასაკიდან გამომდნარე მინიმუმ 2 ოლიმპიადაზე დიდ სიხარულს გვაჩუქებს. წარმატებები!
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..