ცნობილ სპეციალისტ ნოდარ ჭელიძეს ჩვენი ფეხბურთის ყველაზე დიდი ტკივილის გაანალიზება ვთხოვეთ
კიდევ ერთხელ დავესესხებით არქივს, რომელიც თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებმა მოიძიეს - 1964 წელს, იმ დროის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ჟურნალი "ფრანს ფუტბოლი" წერდა:

"დინამო" უდიდესი მოთამაშეების გუნდია, მათი სათამაშო ტექნიკა, უნარი და ინტელექტი გვაძლევს უფლებას, ის აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გუნდად მივიჩნიოთ, რომელიც სამხრეთამერიკული საფეხბურთო ტრადიციების მიმდევარია.

"დინამოს" ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მონაწილეობა რომ შეეძლოს, ესპანურ-იტალიური გუნდების ჰეგემონიას შეწყვეტდა".

კიდევ ბევრი მაგალითის გახსენება შეიძლება: 1978 წლის მუნდიალის გამარჯვებული არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლუის სესარ მენოტიმ "დინამო" ევროპის საუკეთესო გუნდად დაასახელა;

მოვიყვანოთ ცნობილი ტელეკომენტატორის ვასილი უტკინის სიტყვებიც, რომელიც "ბარსელონაზე" თქვა: "ასე, ალბათ, მხოლოდ 1981 წლის თბილისის "დინამო" თამაშობდა".

ან რუსული ტელეკომპანია "ნტვ-ფუტბოლის" სიუჟეტის ფრაზა გავიხსენოთ:

"კოტე მახარაძე არასოდეს ამბობდა - წვიმს. ის ამბობდა, ფეხბურთის ღმერთები ტირიან. მართლაც ტიროდნენ, რადგან მათ არასოდეს არ ეხილათ ისეთი ფეხბურთი, როგორსაც ნოდარ ახალკაცის "დინამო" თამაშობდა".

ფეხბურთის ღმერთები ქართველების თამაშზე ახლაც ტირიან, რადგან ასეთი ქართული ფეხბურთი არასოდეს უნახავთ. სამწუხაროდ, ეს სულ სხვა ტირილია და ჩვენც გვეტირება, რადგან ძალიან შორს ვართ იმ ფეხბურთისგან, რომელზეც ჩვენი გულშემატკივარი ოცნებობს...

...ნოდარ ჭელიძე ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტია.

ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" დუბლების მცველი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში ცნობილი ფეხბურთელების - ჩერჩესოვის, ერიომენკოს გევრდით თამაშობდა. მისი შვილებიც ფეხბურთელები არიან - გიორგი, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა და ლაშა - საჩხერის "ჩიხურას" მცველი.

წარმატებული საქმიანობისთვის, ნოდარ ჭელიძის გუნდი ორჯერ წლის გუნდად დაასახელეს, თავად კი, ასევე ორჯერ, წლის მწვრთნელად. მას ჩვენი ფეხბურთის ყველაზე დიდი ტკივილის გაანალიზება ვთხოვეთ...

რატომ ვეღარ ვთამაშობთ ფეხბურთს?

- ჩვენი ფეხბურთის ყველაზე დიდი თაობები ნამდვილ ფეხბურთს თამაშობდნენ - დიდ წარმატებებს სწორედ შემტევი ფეხბურთით მივაღწიეთ. არავინ თქვას, რომ მაშინ ყველა უკანმოუხედავად თამაშობდა. ასეც არ იყო.

თბილისის "დინამოსა" და ქართულ გუნდებს ყოველთვის ძალიან ძლიერი შემტევები ჰყავდათ. ეს ყველაფერი ბავშვობაში ჩაყრილი საფუძვლის შედეგი იყო. ჩვენს დროს ბავშვებს "მატაობას" კი არ უკრძალავდნენ. ეს ინდივიდუალური იყო - ვისაც შეეძლო, ცრუ მოძრაობებსა და ფინტებს ხვეწდა...

მოკლედ, დოგმა არ იყო ერთი შეხებით თამაში ან "მატაობა" - ვისაც რა შეეძლო, ის უნდა გაეკეთებინა. თუ ტალანტს ცრუ მოძრაობას გადააჩვევ, დამღუპველ ტენდენციას გამოიწვევს და ეს უკვე ჩანს. მე თუ მკითხავთ, ერთფეროვანი ფეხბურთიც სწორედ აქედან მოდის.

დღეს სარბიელზე ის თაობაა, რომელიც ჩარჩოში ჩასვეს და ფანტაზია ჩაუკლეს. ეს არც ქეცბაიას ბრალია და არც ამ ბიჭების - ეტყობა, თავის დროზე, ჩვენი მწვრთნელები ძალიან შეცდნენ და არასწორი მიმართულება აიღეს. ზომიერება მაშინ დავკარგეთ, როცა ჩვენი ნაკრები ბურთს ათრევდა და ვიფიქრეთ, რომ მხოლოდ პასით თამაში იყო გამოსავალი.

რაღაც ცუდი მოხდა და ახლა ვცდილობთ, იმ დაკარგული წლებისა და შეცდომების გამოსწორებას. მაგრამ ყველაზე ძვირფასი - თვითმყოფადობა დავკარგეთ...

ხელს ნუ შეუშლით ტალანტს!

- ტექნიკური არასოდეს ვყოფილვარ და მით უფრო ვგრძნობდი, რა საჭირო თვისება იყო ეს. როცა მწვრთნელობა გადავწყვიტე, მაშინაც მიზნად ეს მქონდა - ბავშვში ნიჭი არ ჩამეკლა და კარგად განმევითარებინა.

წარმოიდგინეთ, ვოვა გუცაევისთვის ბავშვობაში ფინტები რომ აეკრძალათ, მისგან ხომ ერთი რიგითი საბჭოთა თავდამსხმელი გამოვიდოდა, რომელიც არაორდინარულობას ვერასოდეს გამოავლენდა.

მე ბავშვებს ყოველთვის პასს არ ვთხოვ, როცა გადამწყვეტი მომენტია, საკუთარ თავზე თამაშის აღება და ცრუ მოძრაობები უნდა იცოდეს, რასაც ვარჯიშებზე უნდა შეეჩვიოს. ინიციატივას თუ თავიდანვე ჩაუკლავ, უცებ არაფერი გამოუვა.

ახლა დაზეპირეულ ფეხბურთს აჩვევენ და ასე გაზრდილი ბავშვი ვერასოდეს გაიმეორებს ვიტალი დარასელიას იმ მოძრაობას, დაუვიწყარ 13 მაისს რომ გააკეთა - ვიტალიმ ხომ უდიდესი სიხარული სწორედ თამაშის საკუთარ თავზე აღებით მოგვიტანა?!

ბავშვს თუ იმპროვიზაციის უნარი არ აქვს, იქ ფეხბურთზე ლაპარაკი ზედმეტია. ხუთი კაცის მოტყუება თუ შეუძლია, როგორ შეიძლება, ეს აუკრძალო და ნიჭი ჩაუკლა?!

არ ვამბობ, რომ დიდების დონეზეც ასე უნდა ვითამაშოთ. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერც შევძლებთ ამას და არასწორიც იქნება. მაგრამ ტექნიკისა და საფეხბურთო აზროვნების საფუძვლებს ბავშვს 12-13 წლის ასაკამდე უვითარებენ და მეც სწორედ ამ პერიოდს ვგულისხმობ. რაც პლუსი აქვს, ის უნდა განავითაროს.

ჩვენს სკოლაში გაზრდილებს სხვა ხელწერა ჰქონდათ

- ჩვენი უბედურება უაზრო მიმბაძველობაც არის. ცხადია, ჩვენზე მეტად განვითარებული ბევრი სკოლაა და მათგან უნდა ვისწავლოთ. მაგრამ "საბურთალოში" ესპანელი კარასკო რომ ჩამოვიდა, ყველაფერი უაზრო კოპირებით კი არ ჩამოიტანა, ჩვენი ბავშვების ხასიათი და თვისებები გაითვალისწინა - რაც გერმანიასა და ინგლისშია კარგი, შესაძლოა, იმან საქართველოში არ იმუშაოს.

ევროპელებისგან უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ყველაფერში არ უნდა მივბაძოთ, რადგან მათნაირად ვერასოდეს ვითამაშებთ. გენები არსებობს, ეს ჩემი მოგონილი კი არ არის, სისხლში რაც არ გაქვს, იმას სხვასავით ვერასოდეს გააკეთებ.

ჩვენ კი, საბჭოთა კავშირის დროს საკუთარი სტილი გვქონდა - ეს ფაქტია და ვერავინ უარყოფს. ყაზახებს, ბელარუსებს ან მოლდოველებს საკუთარი სტილი ჰქონდათ? იყო სამი ძირითადი სკოლა - რუსული, უკრაინული და ქართული. იმიტომაც იძახებდნენ საბჭოთა კავშირის ყველა ასაკობრივ ნაკრებში 3-4 ქართველს, რომ ჩვენს სკოლაში გაზრდილებს სხვა ხელწერა ჰქონდათ. რუსი მეტს დარბოდა, ქართველი კი უფრო ბურთს აგორებდა, მაგრამ ჯანსაც არ უჩიოდა და, მით უფრო, აზროვნებას.

ახლა ეს რუსებმა უფრო ისწავლეს, ჩვენ კი ვკარგავთ და ფეხბურთელების უმრავლესობა ინკუბატორის წიწილებივით ერთმანეთს ჰგავს.

ამიტომაც ვამბობ - ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთიო, საკუთარი პლუსები განვავითაროთ და ნაკლი გამოვასწოროთ, რადგან დაზეპირებული ფეხბურთით ვერაფერს მივაღწევთ. ერთხელ რამაზ შენგელიამ მითხრა - წინასწარ ვხვდებოდი, საჯარიმოში ბურთი საით გადაგორდებოდაო - ამას მწვრთნელი ხომ არ ასწავლიდა?

მწვრთნელის მთავარი დანიშნულებაა, ბავშვს ხელი არ შეუშალოს. დამიჯერეთ, ყველა დიდი სპეციალისტი წარმატებას მხოლოდ მოთამაშის საუკეთესო თვისებების გამოვლენით აღწევს და არა მისი ჩაკვლით.

მცველების გამო ვერ ვუტევთ

- ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება, რომ ქართველებს ყოველთვის გვყავდა მცველები, რომლებიც შეტევებში ეფექტურად ერთვებოდნენ - ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, კოსტავა, სიჭინავა, ხურცილავა... მეშინია, რომელიმე არ გამომრჩეს...

ახლა ასეთი მცველები თითქმის არ გვყავს. ესეც იმ სისტემის პროდუქტია, რომელიც უინიციატოვო მოთამაშეს გვიზრდიდა. მცველების დიდმა ნაწილმა ბურთის ართმევა არ იცის და თუ მკითხავთ, ნაკრების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.

ნოდარ ახალკაცი გენიოსი იყო. ძალიან მარტივად ხსნიდა იმას, რაც სხვებს ძნელად ესმოდათ. ისეთ მცველებზე აკეთებდა აქცენტს, რომლებმაც ბურთის ართმევა და შეტევაში ჩართვა იცოდნენ. ამ კრიტერიუმით აკეთებდა არჩევანს. ამ მიზნით, შემტევებიც ბევრჯერ გადაუწევია დაცვაში. მაგალითად, ჩივაძე ხომ თავიდან ნახევარმცველი იყო?

მეტოქეს თუ ბურთი არ წაართვი, როგორ შეუტევ? ეს არის ელემენტარული საფეხბურთო ჭეშმარიტება. მაგრამ დღეს ქართველი მცველების უმრავლესობა მხოლოდ თავს იცავს და არ უტევს. ასეთები კი ევროპაში არავის უნდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jorj
19წლამდე შესარჩევი რომ იყო ხომ ნახეთ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები რა ფორმაში იყვნენ და სხვა ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელები. შეეადარეთ საქართველოს ნაკრებს და ვიფიქროთ რამდენიმე წლის მერე თუ გაუწევს კონკურენციას საქართველოს ნაკრები
beqa
რომელ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ? დღესდღეობით ქართული ფეხბურთი არ არსებობს,შეუძლებელია ფინანსების გარეშე რომელიმე სპორტი განვითარდეს და მითუმეტეს ფეხბურთი,საბჭოთა კავშირის დროს სპორტი დოტაციაზე იყო და უდიდესი ყურადრება ექცეოდა. დღეს კი რა ხდება? ფინანსები ვერ გამონახეს სპორტის დასაფინანსებლად, იმიტომაც ვართ დღესდღეობით პოტსაბჭოთა ქვეყნებიდან ერთ-ერთი მაჩანჩალები, ფინანსური პრობლემები აქვს სიონს,გურიას,ვით-ჯორჯიას,გორს,მერანს,ზუგდიდს რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. და ჩვენ რა უნდა მოვთხოვოთ ნახევრად მშიერ სპორტსმენებს,რომელთა უმრავლესობას ელემენტარული პირობებიც არა აქვთ ურა პატრიოტიზმი დამთავრდა,სახელმწიფომ უნდა ჩადოს სერიოზული თანხა სპორტის განვითარებისათვის,სხვანაირად არაფერი არ გამოვა,მაგალითისთვის თურქეთი და აზერბაიჯანიც კმარა
jorj
1964წ მერე დიდი დრო გავიდა ფეხბურთი ძალიან განვითარდა ხოლო ბავშვთა ფეხბურთის მწვრთვნელები 64წ ჩარჩნენ. შედეგებიც სახეზეა სამწუხაროდ.
aba-s
ბატონო "აბა".აქ ლაპარაკი 1964 წლის დინამოზე იყო.წაიკითხე ახლიდან "არაპრიმიტიულო".
aba
>"დინამოს" ჩემპიონთა თასის გათამაშებაში >მონაწილეობა რომ შეეძლოს, ესპანურ->იტალიური გუნდების ჰეგემონიას >შეწყვეტდა". დასავლეთი 1960 წლიდან დაწყებული ცდილობდა რომ ნაციონალიზმი გაეგვივა საბჟოთა კავშირში - შიგნიდან რომ დაეშალა. ქართველების აგდება რომ ფინთი გოიმივით ადვილი იყო (ბევრი მიზეზის გამო) - ამას კარგად მიხვდნენა. მესმის რომ ვერ ვხვდებით რა მოხვდა ჩვენს თავზე, მაგრამ იმის დანახვა ძნელი არ უნდა იყოს რომ საბჟოთა გუნდების და დასავლეთის გუნდების უთამაშებლათ რომგორ უნდა დაიჯერო რო "დინამო" ვინმეს დაჩაგრავდა???? ქარტველების "პრიმიტიულობას" საზგვარი არ აქვს?
guja_kakhadze
მადლობა სტატიის ავტორს! ასეთი სტატიები რაც უფრო მეტი იქნება, შედეგიც უფრო მალე გვექნება. რაც შეეხება შენგელიას, მან მართლაც იცოდა ბურთი სად მივიდოდა და წინასწარ იკავებდა იმ ადგილს.
guja_kakhadze
საფრანგეთთან თამაშს შეგვიძლია მომატებული ფიზიკური კონდიციებით შევხვდეთ!!!! სამყარო სავსეა თავისუფალი ენერგიით, რომელიც გვეუბნება - გამომიყენე! საქართველოში ფიზიკური კონდიციების მოსამატებლად მხოლოდ ფიზიკურ ენერგიას იყენებენ. ჩვენს გარდა ყველა ცდილობს იპოვოს რაღაც, რაც სპორტსმენს თუ რიგით ადამიანს ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ამისთვის უცხოურ საფეხბურთო კლუბებში დაქირავებული ჰყავთ უამრავი მეცნიერი და ხარჯანენ მილიონებს. ჩვენ არც მილიონები გვაქვს და არც დრო, რომ ექსპერიმენტები ვატაროთ. სამაგიეროდ გვაქვს მეთოდიკა, რომელიც მართლაც რომ ღვთის საჩუქარია. უკვე 10 წელია ვიცით, როგორ შევკრიბით ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სულიერი ენერგიები და მივმართოთ სპორტსმენის ფიზიკური კონდიციების ევროსტანდარტებამდე მისაყვანად. მართალია საქართველოში მოღვაწე მედიკოსებისთვის და სპორტის მესვეურებისთვეს ეს ცოდნა „უღრანი ტყე“ აღმოჩნდა, მაგრამ ვინც ნახა და დარწმუნდა, რომ ეს ყოველივე რეალობაა მაინც თავი შეიკავა. თუ რატომ , ამ შეკითხვაზე პასუხს ყველა ერიდება. მე ვერ მივხვდი რატომ ხდება ასე. თქვენ? http://www.worldsport.ge/ge/page/gudja-kaxadze-47-5-metodis-ordgiani-varianti-weliwadis-shedegs-idzleva გუჯა კახაძე: “47 + 5 მეთოდის ორდღიანი ვარიანტი, წელიწადის შედეგს იძლევა” Guja Kakhadze: "Two-Day Variant of 47+5 Gives One Year Guarantee" http://worldsport.ge/en/page/guja-kakhadze-two-day-variant-of-475-gives-one-year-guarantee Гуджа Кахадзе: “Двухдневный вариант метода 47 + 5 даёт результат одного года” http://worldsport.ge/ru/page/gudja-kaxadze-47-5-metodis-ordgiani-varianti-weliwadis-shedegs-idzleva
ramo
ფეხბურთელმა ზეპირად უნდა იცოდეს, სად, რა დროს და რა გააკეთოს. ეს ჯერ კიდევ ლობანოვსკიმ მოიგონა. მაგარი გუნდი იყო კიევის დინამო. ლობანოვსკი ამბობდა, როცა ფეხბურთელმა წინასწარ იცის სად უნდა იყოს და რა გააკეთოს, მისთვის იმპროვიზაცია უფრო ადვილიაო, ის დროს იგებსო, მან უკეტესად იცისო რა ხდება მოედანზეო, მან იცის როდის უნდა დააზღვიოს და როდის დააზღვევენო. ამას კაცი ამბობდა 40 წლის წინ. ანუ ჩვენ 40 წლით ჩამოვრჩით და კიდევ იმას ვიძახით უკან წავიდეთო. აი დასკვნა ამ ინტერვიუდან.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ანდრეს კარასკო "დინამოში" აკადემიის მწვრთნელად დაბრუნდა
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
ალექს გარსიამ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის "საბადელში" "საბურთალოს" სკოლის დირექტორი წაიყვანა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი უკრაინული გუნდიდან დაითხოვეს
თბილისის "დინამომ" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
PRO & CONTRA: ᓙᓠᕘᓨᕢ
ვინ მიჰყავს ანდრეს კარასკოს საქართველოდან ესპანეთში?