საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ცნობილი მწვრთნელ ნუგზარ სხირელს უპასუხა
გამოცდილ მწვრთნელ ნუგზარ სხირელს მსოლფიოს ჩემპიონატზე ქართველი ფალავნების ასპარეზობის შეფასება ვთხოვეთ, თუმცა გაცილებით მწვავე თემებზე მოგვიწია საუბარმა. სხირელმა ინტერვიუში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე გააკრიტიკა:

"არა მხოლოდ ჩემთან, მას ჭიდაობის სამყაროს ბევრ წარმომადგენელთან აქვს ცუდი ურთიერთობა და უკმაყოფილოთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს". (იხილეთ სტატია სრულად)

"ლელო" კომენტარისთვის ლუკა კურტანიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

- გულდასაწყვეტია, როცა შენთვის პატივსაცემი ადამიანი და მწვრთნელი ასეთ განცხადებებს აკეთებს. მე მუდამ ვაღიარებ მის პროფესიონალიზმს და ყოველთვის არა ბატონ ნუგზარს, არამედ ნუგზარ მასწავლებელს ვეძახი. მან შექმნა გორის საჭიდაო სკოლა, თუმცა იქ ნურც სხვა მწვრთნელებს - ჯიოშვილს, მუზაშვილს, ხინჩაგაშვილს და დანარჩენებს დავივიწყებთ.

ადამიანურად მისიც მესმის - 20-წლიანი მუშაობის შემდეგ წასვლა ძნელია. ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია - წლების განმავლობაში გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ჩემი, როგორც სპორტსმენის დრო წავიდა და ასპარეზი ახალგაზრდებისთვის უნდა დამეთმო. დღესაც ვერ ვეგუები ამ აზრს და სხირელისაც გასაგებია, თუმცა ცვლილება ყველაფერს სჭირდება.

რაც შეეხება შეკრებაზე მის წასვლას, რევაზ მინდორაშვილი ამას ჩემს უნებართვოდ ვერ გადაწყვეტდა. როგორც კი სხირელმა ამის სურვილი გამოთქვა, უყოყმანოდ დავეთანხმე. ამბობს, რომ იქ ჩასული არ მივესალმე, რაც ადამიანური მომენტიდან გამომდინარეობს - როცა ზემოაღნიშნული ცვლილებები განვახორციელე, მაშინ ნუგზარ მასწავლებელი იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც მედიაშიც და მის გარეთაც აქტიურად გამოდიოდა ჩემ წინააღმდეგ და არ იშურებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს.

ამაზე ნაწყენი არა, მაგრამ გულდაწყვეტილი კი ვარ - მე მას არასოდეს ვაკადრებ მსგავსს. თვით ის ფაქტი, რომ მისი აღზრდილები - დავით პოღოსიანი, გიორგი გოგშელიძე, ოთარ თუშიშვილი, ბესო გუჩაშვილი სხვადასხვა ნაკრებებში უფროს თუ მეორე მწვრთნელებად მოვიყვანე, ესეც ხომ მისი მუშაობის აღიარებაა?

მას დღესაც ყველანაირი საშუალება აქვს, რომ თავისი საქმე, სიტყვა, გამოცდილება გაგვიზიაროს - კვლავინდებურად მუშაობს გორში, მის მოსწავლეებს ყველანაირი პირობები ექმნებათ შედეგების მოსაპოვებლად და ლადო ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა ეს შანსი გამოიყენეს კიდეც.

წინასწარ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მათი შედეგებისთვის სხირელი წლის ბოლოს 70-დან 80 ათას ლარამდე პრემიას მიიღებს - აქ ახალგაზრდულ ნაკრებში მოპოვებული შედეგებიც შედის. ამასთან, ის "ქართუ-ფონდიდანაც" იღებს 1000 ლარს, როგორც დამსახურებული მწვრთნელი, გორის სპორტსკოლიდან კი - 500 ლარს.

მგონი, საქართველოში 1500-ლარიანი ხელფასი და წლის ბოლოს 70-80-ათასიანი პრემია დიდი დაფასებაა.

მეკითხებით, თუ მასთან პრეტენზიები არ გვქონდა არც ფინანსებზე, არც - საკადრო შერჩევაზე, არის დიდი პროფესიონალი, რატომ არ დავტოვეთ გუნდში თუნდაც კონსულტანტად?

მასაც და სხვა მწვრთნელებსაც თავიდანვე შევთავაზეთ კონსულტანტებად დარჩენა, მაგრამ არ ისურვეს. სხირელი ნაკრებებში მწვრთნელებად მოყვანილ თავის მოსწავლეებს არ აღიარებს და ვერ იმუშავებდა მათთან. იგივე პრობლემა ჰქონდათ სხვებსაც - თავიდანვე კონფლიქტში შევიდნენ თავიანთ სავარაუდო შემცვლელებთან. მათიც მესმის - ძნელია, როცა შენი შეგირდი უფროსად მოგევლინება.

რაც შეეხება იმას, რატომ ვერ წავიყვანეთ ბუდაპეშტში, ამჯერად ვერ მოხვდა იმ 30-კაციან კვოტაში, ვისაც ფედერაცია აფინანსებდა - ორივე ნაკრების სპორტსმენები, მწვრთნელები, ექიმები, ფედერაციის ხელმძღვანელობა და სახელოვანი ვეტერანები, რაც სიახლეა ჩვენი ფედერაციის მუშაობაში. წესად დავამკვიდრეთ, რომ გუნდებს მოსამზადებელ პროცესში, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე თან ახლდნენ სახელოვანი ფალავნები, ღვაწლმოსილი ადამიანები. ისინი შეკრებებზეც დადიან და 2-3 კაცი ტურნირებზეც დაგვყავს, ვანაწილებთ, როგორც შეგვიძლია. მათგან ბევრი ისეთია, წლების განმავლობაში გარიყულები რომ იყვნენ ჭიდაობიდან, ჩვენ კი ნელ-ნელა ვაბრუნებთ უკან.

რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - გურამ საღარაძე, მიხეილ სალაძე, თამაზ მაჭავარიანი, ვლადიმერ კანკავა, ესტატე გოგლიჩიძე, ვანო ნიკოლაძე, ვახტანგ ბლაგიძე, ზარიბეგ ბერიაშვილი (თუმცა ჯანმრთელობის გამო ვერ შეძლო შეკრებაზე წასვლა და მოგვიბოდიშა), თემურ ყაზარაშვილი, თემურ აფხაზავა და სხვა. მაქსიმალურად ვანაწილებთ ამ ხალხს, რომ არავინ დაგვრჩეს გულნატკენი.

გოგლიჩიძე და სალაძე მსოფლიოს უნივერსიადაზე გავუშვით; საღარაძე ახალგაზრდულ მსოფლიოს პირველობაზე სულაც დელეგაციის ხელმძღვანელი იყო; აფხაზავა, ვინც წლების განმავლობაში ნატრობდა ნაკრებთან ყოფნას, სერბეთში გავაყოლეთ ჭაბუკებს მსოფლიოს პირველობაზე, ნიკოლაძე და ბლაგიძე ბუდაპეშტში წავიყვანეთ.

მინდა, ყველა ჩავრთო და მაქსიმალურად დავაფასო. სხირელი ახლა ვერ მოხვდა ამ სიაში, თორემ მომავალში აუცილებლად დავაფინანსებთ. ამჯერად ჩვენ მის ვიზაზე ვიზრუნეთ, მეტი ვერ მოხერხდა.

ბუდაპეშტში მის სეკუნდანტობას რაც შეეხება, არსებობს ერთგვარი პროტოკოლი, რომელსაც ვიცავთ და რომლის მიხედვითაც იქ მთავარი მწვრთნელი უნდა იჯდეს. მე შოთა კიკაბიძემ გამზარდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მეჯდა სეკუნდანტად.

მერწმუნეთ, არავინ დაიჩაგრება. ამას გეუბნებით 27 სექტემბერს, ჩემთვის ყველაზე მძიმე დღეს, როცა დავკარგე აფხაზეთი, სახლი, ბავშვობის მეგობრების დიდი ნაწილი, დავკარგე მშობელი მამა - 27 სექტემბერს მას უკანასკნელად დავემშვიდობე და ვუთხარი, თბილისში გელოდები-მეთქი, მაგრამ მისი საფლავიც არ ვიცი.

ის იამაყებს იმით, რომ მართალი კაცი ვარ და ვემსახურები ჩემს სამშობლოს, რომელიც მილიონებზეც არ გავცვალე, როცა პური და წყალი მენატრებოდა, მშიერი ვვარჯიშობდი და ექიმები მაჩერებდნენ, ამ დატვირთვებით ვარჯიში არ შეიძლებაო.

ამ გადმოსახედიდან არავინ იფიქროს, რომ ლუკა-ელდარ კურტანიძე ვინმეს არასწორად მოექცევა. შეუცდომელი არავინაა და იქნებ მეც შევცდე, რასაც ვაღიარებ კიდეც, მაგრამ უსამართლოდ არავის მოვექცევი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუკა კურტანიძე: ნაკრების მუშაობაში ჩარევა აუცილებლობად მიმაჩნია

შრომა, მონდომება, ხასიათი - რაც ბიჭებს აკლდათ, რევაზ მინდორაშვილის აზრით

ქართველ მოჭიდავეთა კრახი მსოფლიოს ჩემპიონატზე

მსოფლიოს ჩემპიონატი: ნაცნობი სცენარი - დავრჩით ბრინჯაოს ამარა

dl
თუ რამეს კეთება იცით მოდით და ერთად ა ვაღორძინოთ ქართული სპორტი ასე ადვილია ლაპარაკი ლანძღვა ადვილია აი საქმე კი ძნელი,
ყრუ სასტავს !!!
რო იძახით ლეღვებივით მიშაო, რა შუაშია მთავრობა, აქ საქმე იმენნა კურტანიძეშია, არცერთისტი არაა ეს კაცი, წლებია თავის საქმეს აკვდება ბოლომდე, ვინც არ იცით ბიოგრაფიას გაეცანით მისას და მერე იტლიკინეთ, მითუმეტეს ივანიშვილის ფონდით ფინანსდებიან სპორტსმენები და მიშაო ესენი წერენ, ქლიბობებს სანამ დაწერთ, სტატია გადაიკითხეთ
qutaieselo
რა შუაშია ბიჭო მიხუისტობა, მიშას გავარტყი მე, მარა უვარგისები ოცნებაში არ არიან? რა შუაშია ვაფშე მთავრობა? ეს ხალხი წლებია ეპოქას ქმნიან, შენ ვინა ხარ, რა იცი ვაფშე. სპორტში ეს ქმნის პოლიტიკას და ამინდს, ამიტომ თვითონ მოეკითხება რეებსაც აკეთებს, პახოდუ ტიპი პოლიციის აკადემიის რექტორია, არ ტეხავს? სირცხვილია ბიჭო. კაცო ერის კაცობას იბრალებდა, წვერი ქონდა მოშვებული და ღვთის მოშიშ კაცად გვევლინებოდა, სირცხვილი რა, იმენნა სირცხვილი .
qutaiseli
ვარძელაშვილის და მისი მიხუისტების დროს ხო იყო ყველაფერი რიგზე ყველას გენერლობა უნდა და რიგითობა არავის აწყობს კურტანიძეს შეიძლება ბევრი რამ დააბრალო მარა პატრიოტიზმში და ჭიდაობის ცოდნაში ნურას უკაცრავათ.
Tena
ყველგან მათხოვრების ბუმია
zv
თუ მის პროფესიონალიზმს აღიარებს რისთვის გაათავისუფლა? თავისი კადრების შედეგი კი მიიღო ელდარიმ მსოფლიოზე.
Shoda
ალექსი აქაც წარმოაჩენს თავს. მიშაიე ბლეყე ხომ გყავს მაგარი ვაჟკაცი? -ლუკა მის სახელს ამართლებს! ყველასთვის ცნობილია, რომ ჭეშმარიტად ღირსეულ ადამიან ნაკლებად სწყალობენ! ასე რომ ლუკა არ შედრკე!
damangreveli
კაცად რომ არ ვარგია, ყველამ იცის, და რა თქმა უნდა არც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტათ გამოდგება, ფაქტი სახეზეა.
alex
ეს კურტანიძე,ეს ძონძი უნდა მოაშორონ საერთოდ ყველაფერს... იგი არცხვენს ქართულ სპორტს,ქართველი სპორტსმენის სახელს...არცხვენს ყველაფერს,რასაც კი გაეკარება! ძონძი ძონძად რჩება ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერ გარემოცვაში!
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
ბოლომდე მოგყვები, ოლიმპიურ ჩემპიონობამდეო - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
ლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში
მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანებში: კურტანიძე ახალგაზრდობას იხსენებს
ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია [VIDEO]
აქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]
ნუგზარ სხირელი: ლადოს ახალ წონაში ყველაზე მეტად ფიზიკური მომზადება მაფიქრებს
არ გაიღვიძო, გენო, არა! - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან
ლადოს მიზანდასახულობა და გენოს ტვირთი - ინტერვიუ ნუგზარ სხირელთან
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
ყველა ტიტული ხელახლა უნდა მოვიპოვო - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
ჯონ პეტერსონი: ჭიდაობა გორელებისთვის დნმ-ის ნაწილია
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის
მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]