ნეტავ ენდი ქეროლს მოედანზე გასვლის წინ 10 კათხა ლუდი მაინც დაელია
იმ საღამოს ინგლისელობა მაინცდამაინც საამაყო საქმე არ იყოო, წერს „დეილი მეილი“. თან, გაზეთი ფეხბურთელობასაც გულისხმობს და გულშემატკივრობასაც. ზედაც სტივენ ჯერარდი რომ დაშავდა... „სანი“ თავიანთ ნაკრებს ფრანგებისას ადარებს და ამბობს, რომ „ლურჯებს“ სამხრეთ აფრიკაში თავისი გასჭირვებოდათ, მაგრამ ახალა, ფერფლიდან აღდგომის გზაზე ინგლისელებთან შედარებით გაცილებით წინ არიან - მოუგეს კიდეც 2:1.

თუ გახსოვთ, ბოლო დღეებში ინგლისში ერთი ამბავი იყო, ჩვენი ფეხბურთელები სვამენ და უმაღლეს დონეზე იმიტომ ვეღარ თამაშობენო. თამაშის შემდეგ უკვე ნახსენები „მეილი“ ირონიულად აღნიშნავდა, ინგლისმა რომ ითამაშა ისეთი ფეხბურთის გამო სმისთვის თავის დანებება ნამდვილად არ ღირსო. მეტიც, ენდი ქეროლს მოედანზე გასვლის წინ 10 კათხა ლუდი რომ დაელია თავის სანაკრებო დებიუტს გემოს მაინც ჩაატანდაო, დასძენს გაზეთი ტრადიციული ინგლისური ენამწარობით.

ერთი სიტყვით, ფაბიო კაპელომ საფრანგეთის წინააღმდეგ ექსპერიმენტული შემადგენლობა, ასე ვთქვათ ინგლისის ხვალინდელი ნაკრები ათამაშა და საშინელი რისხვა დაიმსახურა. მასპინძლებმა სასეირო და სახეირო ვერც სტუმრებს შესთავაზეს რამე და ვერც მაყურებელს. ხსენებული ქეროლი მოედანზე თამაშის დამთავრებამდე 18 წუთით ადრე შევიდა და ბევრი ვერაფერი მოასწრო... ფანებს გული ცოტა პიტერ კრაუჩმა მოფხანა, რომელმაც 85-ე წუთზე სტივენ ჯერარდი შეცვალა და ერთ წუთში გოლიც გაიტანა, მაგრამ ვაგლახ, მაგ დროისთვის ფრანგები უკვე 2:0-ს იგებდნენ. ცნობისათვის: ეს გახლდათ კრაუჩის 22-ე გოლი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში. „ტოტენჰემის“ ფორვარდმა ეშლი იანგის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული გადაგზავნა „ლურჯების“ კარში.

ინგლისის ნაკრებმა საჯარიმოში მაღალი ბურთების ჩაწოდებით ვერაფერი დააკლო გუნდს, რომელიც მას სჯობდა. სტუმართაგან ანგარიში ქარიმ ბენზემამ გახსნა, მეორე კი მატიო ვალბუენამ შეაგდო. ეს გახლდათ კაპელოს გუნდის პირველი წაგება სამხრეთ აფრიკის ქალაქ ბლუმფონტეინში გერმანიასთან მსოფლიოს ჩემპიონატზე დამარცხების შემდეგ.

მატჩის შემდეგ კაპელოს რაღაც დადებითი ხომ უნდა ეთქვა და ენდი ქეროლის თამაშზე გაამახვილა ყურადღება: „მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ქეროლი ინგლისის ნაკრების მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“.

კაპელოს თქმით, რთული და ინგლისის ნაკრებისთვის წინააღმდეგობრივი 2010 წლის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი სწორედ ენდი ქეროლის აღმოჩენა იყო. შემდეგ, ინგლისელთა იტალიელმა თავკაცმა ზოგადად, ამ დღეს საქმეში ნანახ ახალგაზრდებზე ილაპარაკა:

„ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც საფრანგეთის ნაკრებია თავი ახალგაზრდათა მთელმა ჯგუფმა გამოსცადა. მათი რეალური ფასი სწორედ ამ ტიპის შეხვედრებში უნდა გამოჩდეს. მე ბიჭებს ვუთხარი, რომ 21 წლამდელთა ნაკრებში თამაში სულ სხვაა, დიდი ნაკრების შემადგენლობაში „უემბლიზე“ საფრანგეთის წინააღმდეგ თამაში კი სხვა. პირველ ტაიმში ფრანგებმა გვაჯობეს, მეორეში ჩვენ უფრო კარგად ვითამაშეთ“.

ხოლო „ლურჯების“ თავკაცმა ლორან ბლანმა პრეს-კონფერენციაზე ასე თქვა:

„ჩვენ კარგად გვქონდა მოფიქრებული და დამუშავებული როგორ მოგვექცია მოწინააღმდეგე ზეწოლის ქვეშ და პირველ ტაიმში სიტუაციის ბატონ-პატრონებიც ვიყავით. მინდოდა ბიჭებს თავიანთი თამაშითა და დღევანდელი დღით ესიამოვნათ. ამიტომაც ვუთხარი, ისეთ ადგილზე, როგორიც „უემბლია“ შეიძლება სულ ერთი ან ორი შანსი მოგეცეთ და სწორედ ის უნდა გამოიყენოთ მეთქი. „უემბლიზე“ გამარჯვება ისეთი რამ არის, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაიხსენებ და როგორც მოგონებას გაუფრთხილდები. ჩვენ გუნდის შენებას კვლავაც განვაგრძობთ და ინგლისის ნაკრებმთან მოგებამ ეს პროცესი შეიძლება დაგვიჩქაროს, მაგრამ საქმე მაინც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“.

ინგლისელთა კაპიტანმა რიო ფერდინანდმა თქვა: „რასაკვირველია, უკეთ შეგვეძლო თამაში. ბოლო 15 წუთს თუ არ ჩავთვლით, ფაქტობრივად კომბინაციური ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ და ჩვენი ძალა ვერ გამოვამჟღავნეთ. ვერც ბურთს ვფლობდით და ინიციატივაც მოწინააღმდეგეს გადავაბარეთ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა