„სამსახურიდან წასვლა ახალგაზრდების საქმეა. მოხუცებულობაში სამუშაო თუ დატოვე, სადღა მოეწყობი?"
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ საქმისთვის თავის დანებება მისთვის ჯერ ძალიან ადრეა, რადგან საამისოდ ახალგაზრდაა და სანამ ჯანმრთელობა საშუალებას მისცემს კლუბში დარჩება. შეგახსენებთ, რომ იმ 24 წლის განმავლობაში, რაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ სათავეში უდგას, ფერგიუსონმა რამდენჯერმე თქვა, რომ მწვრთნელობას თავს ანებებს, მაგრამ მერე გადაწყვეტილება შეცვალა. ერთხელ ასეც კი იხუმრა, სახლში რა ვაკეთო, ცოლს ლოტოს ხომ არ ვეთამაშებიო.

სამი წლის წინ, როდესაც ფერგის „იუნაიტედიდან“ წასვლაზე ერთხელაც ჩამოვარდა ლაპარაკი, მან ახალი ვადა დათქვა: გუნდში ოთხ სეზონსაც დავრჩები და პენსიაში მერე გავალო. დღეს, როდესაც თავისივე დათქმული ვადა იწურება, სერ ალექსი ახალი ძალების მოზღვავებას გრძნობს:

„სამსახურიდან წასვლა ახალგაზრდების საქმეა. მოხუცებულობაში სამუშაო თუ დატოვე, სადღა მოეწყობი? ჰოდა, სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიქნები. როგორ ფიქრობთ, ახლა რომ გავჩერდე რა დამემართება? რასაკვირველია, უკან და უკან წავალ“.

ფერგიუსონს შეახსენეს, რომ სამი წლის წინ პენსიაში გასვლის თარიღად 2011 წელი ახსენა, რაზეც სქოთმა უპასუხა: „კვლავ გადავიფიქრე. ფენომენალური კაცი ვარ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 24 წელიწადია სათავეში ვუდგავარ. გუნდის შექმნა ყველას შეუძლია. მოკლე დროისთვის ეს ძალიან კარგია, მაგრამ მთელი კლუბის შექმნა სულ სხვა საქმეა და ვფიქრობ, ეს ყველა მწვრთნელმა უნდა დაისახოს მიზნად. ყველაფრის აგებას, საძირკვლიდან სახურავამდე - აი, რას აქვს გემო!“

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის