აზარენკა პეკინში ჩავარდა
ამ კვირას მამაკაცებს შორის პეკინის მასტერსი იწყება, მანამდე კი ჩოგბურთელებმა ბოლო რეპეტიცია გაიარეს ამ მნიშვნელოვანი სტარტის წინ.

აზიის ქვეყნებში "250" კატეგორიის ორი ტურნირი გაიმართა. ბანგკოკში სატურნირო ბადე უფრო წარმომადგენლობითი იყო და აქ ფინალში პირველ და მესამე ნომრებად განთესილები - ტომაშ ბერდიხი და მილოშ რაონიჩი გავიდნენ. კანადელმა ორ სეტში მოიგო და წელს მეორე, კარიერაში კი მეხუთე ტიტული მოიპოვა.

ბერდიხისთვის კი ეს არის ძალიან უიღბლო სეზონი. ჩეხმა მესამე ფინალი ითამაშა 2013 წელს და მესამედ წააგო. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ბერდიხი ამ სეზონს უტიტულოდ დაასრულებს.

კუალა ლუმპურში ისეთი ჩოგბურთელები ჩავიდნენ სათამაშოდ, როგორებიც არიან დავიდ ფერერი, სტანისლას ვავრინკა და ნიკოლას ალმაგრო, მაგრამ ტიტული გაითამაშეს ჟოაო სოუზამ და ჟულიან ბენეტომ.

სოუზამ გასულ კვირას სანკტ-პეტერბურგის ტურნირის ნახევარფინალში გააღწია, ახლა კი ფინალამდე ფერერი და იურგენ მელცერი დაამარცხა. პორტუგალიელმა ფინალშიც გამოიჩინა თავი - სეტებში 0:1-ს აგებდა, მეორე სეტში ბრეიკით იყო ჩამორჩენილი, მაგრამ მაინც გაიმარჯვა სამ სეტში. სხვათა შორის, სოუზა პირველი პორტუგალიელია ისტორიაში, ვინც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო.

აზარენკა პეკინში ჩავარდა

ამ კვირაში ჩოგბურთის მოყვარულთა მზერა პეკინისკენ არის მიპყრობილი, სადაც საუკეთესო ქალი და მამაკაცი ჩოგბურთელები არიან შეკრებილნი.

ქალებმა უკვე პირველი წრე გაიარეს და ამ ეტაპზე სენსაცია მოხდა. სასტარტო რაუნდის შემდეგ დატოვა ტურნირი მსოფლიოს მეორე ნომერმა ვიქტორია აზარენკამ. შარშან ბელორუსმა პეკინში ფინალში გააღწია და იქ მარია შარაპოვაზე გამარჯვებით 1000 ქულა მოიპოვა. ამან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ვიქტორიამ 2012 წელი პირველ ნომრად დაასრულა.

წელს აზარენკას აღარ აქვს სერენა უილიამსის დაწევის შანსი, მაგრამ პეკინში წარმატებით გამოსვლა მაინც მნიშვნელოვანი იყო მომავალ წელს ამერიკელთან ბრძოლის მხრივ. ახლა კი, 30 სექტემბრის მარცხის გამო, ბელორუსის ჩამორჩენა სერენასთან თითქმის 4 ათასი ქულა იქნება.

აზარენკას ზედიზედ მეორედ არ გაუმართლა წილისყრის მხრივ. ერთი კვირის წინ ტოკიოში მას პირველ რაუნდში ვენუს უილიამსთან შეხვედრა მოუწია და წააგო; ახლა კი მეტოქედ გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი ერგო, რომელიც ტრავმების შემდეგ თანდათან უმატებს თამაშს.

შეხვედრის დასაწყისში აზარენკა იოლად ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას და მიღებაზე ბრძოლას უმართავდა პეტკოვიჩს, მაგრამ მეშვიდე გეიმში ბელორუსმა სრული კრახი განიცადა - სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა. გერმანელმა საჩუქარი მიიღო და ბრეიკით დაწინაურდა.

აზარენკამ ანგარიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ მეტოქის მოწოდებაზე ორი თანაბარი გეიმი წააგო.

მეორე სეტის სტარტზე აზარენკამ ისევ სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და გერმანელი ისევ გავიდა წინ ბრეიკით. ამჯერად ბელორუსმა მალე მოახერხა სიტუაციის გამოსწორება და თანდათან ინიციატივა მოიპოვა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი თანაბარი გეიმების ბოლოს წარმატებით თამაშობდა და ამის წყალობით, ზედიზედ შვიდი გეიმი აიღო. მან მოიგო მეორე სეტი და მესამეში ბრეიკით დაწინაურდა.

მატჩის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ვიქტორიას ცუდი სამსახური გაუწია ორმაგმა შეცდომებმა. ამის გამო მან დაკარგა ლიდერობა. საერთო ჯამში, აზარენკას 15 (!) ორმაგი შეცდომა დაუგროვდა.

მიუხედავად ამისა, ბრძოლა გაგრძელდა. მართალია, გერმანელმა ბრეიკით წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ ვიქტორიამ იქვე 40:15-დან მოიგო მეტოქის მოწოდება. თითქოს ამ წარმატებით მას საბოლოო უპირატესობა უნდა მოეპოვებინა, მაგრამ აქედან მოყოლებული, აზარენკამ ვერც ერთი ქულა ვერ აიღო, "მშრალი" ანგარიშით წააგო საკუთარი გეიმი, მიღებაზე კი კორტის მეორე მხარეს ვერც ერთი ბურთი ვერ გადააგდო - 4:6, 6:2, 4:6.

China Open

I წრე

ანა ივანოვიჩი (სერ, 14)-ფლავია პენეტა (იტა) 7:6(9), 6:1; ელენა იანკოვიჩი (სერ, 8)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს) 1:6, 6:4, 6:0; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-სორანა კირსტეა (რუმ) 6:3, 6:2; ეჟენი ბუშარი (კან)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 6:4, 6:1; გალინა ვოსკობოევა (ყაზ)-შერონ ფიჩმენი (კან) 6:4, 6:3; შუაი ჟანგი (ჩინ)-შუაი პენგი (ჩინ) 6:3, 6:3; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2) 6:4, 2:6, 6:4; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-სუ-ვეი ჰსიე (ტაივ) 6:1, 6:1; პოლონა ჰერცოგი (სლოვენ)-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 6:1, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტოკიოში ცაციების ბრძოლა პეტრა კვიტოვამ მოიგო

ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იტალია
10xSEO-მ ბაზარზე სპეციალიზებული SEO ქოფირაითინგის სერვისი ჩაუშვა: ტექსტები, რომელთა მეშვეობითაც Google-ში გპოულობენ
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
მოურინიომ თანამემამულე ვარსკვლავი "ბარსელონას" აწაპნა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ხავი "ბარსელონას" ლეგენდების გუნდიდან ამოიღეს - მიზეზად ლაპორტას მოწინააღმდეგის მხარდაჭერა სახელდება
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
მოურინიოს სია - ჟოზემ "რეალს" ამ 6 ფეხბურთელის გაშვება სთხოვა
ოლისე კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - რამდენად შესაძლებელია ტრანსფერი?
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ინგლისმა კოსტა-რიკას უპრობლემოდ სძლია
"ბეშიქთაშს" მადა გაეხსნა - მამარდაშვილთან ერთად, შევალიეს ვარიანტზეც მუშაობენ
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] ბრწყინვალე ბურთები მოიგერია - იაკობიშვილის დებიუტი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში, დამყარებული რეკორდი და საქართველოსთან შესაძლო დაპირისპირება
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანა ივანოვიჩმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
ანა ივანოვიჩი: უნდა დავეხმარო მათ, ვისაც ჩემსავით არ გაუმართლა
მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]
ელენა იანკოვიჩს ჩინეთი უყვარს
ᓠᓝᓚᓐᓜ ᓒᓐᓠᓝᓡᓘ: ᓠᓣᓛᓘᓜᓣᓚᓘ ᓢᓠᓘᓣᓛᓤᓘ ᓞᓐᓠᓘᓖᓨᓘ
ინდიან უელსი: სერენამ წაუგებლად წააგო
რაფაელ ნადალი უკვე ლონდონშია
უიმბლდონი 2013: ენდი მარეი იოლად იგებს
ელენა იანკოვიჩის 600 მოგება
სეზონის ლოგიკური დასასრული
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
ᓠᓝᓪᓐ ᓩᓝᓒᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓔᓚᓘᓢᓐ ᓘᓡᓕᓔᓜᓔᓑᓡ...
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
ანა ივანოვიჩი და ბასტიან შვაინშტაიგერი მშობლები გახდნენ
ანა ივანოვიჩმა სეზონი დაასრულა
გუნდი, რომელიც ბუნდესლიგაში 6-მილიონიანი ბიუჯეტით აპირებს თამაშს
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
ფინალი კიმ კლაისტერსთან
აშშ-ის ღია პირველობა: ფავორიტები ფორმაში შედიან
ᓩᓝᓒᓑᓣᓠᓗᓘ.
მაიამის "მასტერსი": კარლამ ვინუსი გააჩერა
შვაინშტაიგერი და ივანოვიჩი პირველ შვილს ელოდებიან
ფედერაციის თასი: ბოლო ტიტული ჩეხეთისაა
ᓡᓯᓝᓑᓓᓐ, ᓢᓧᓣᓞᓔᓑᓗᕐᓜ ᓓᓐᓠᓩᓔᓜᓘᓚᓘᓧᓝ
მარაკეშის ტურნირი: ნიკოლოზ ბასილაშვილი სამ სეტში დამარცხდა
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია
ავსტრალიის ღია პირველობა: ნადალის დასვენება და როჯერის ახალი რეკორდი