15 ოქტომბერს ალბასეტეში, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ბოლო მატჩში, ესპანეთს დაუპირისპირდება
15 ოქტომბერს ალბასეტეში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ესპანეთს დაუპირისპირდება.
თუ რომელ ფეხბურთელებს დაეყრდნობა ჩვენი ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია ამ მატჩისთვის, ეს 30 სექტემბერს გახდა ცნობილი.
მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("დილა", გორი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი");
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), გიორგი ხიდეშელი ("ტორპედო", ქუთაისი), დავით კვირკველია ("დინამო", თბილისი), გულვერდ თომაშვილი ("დილა", გორი), გიორგი ფოფხაძე ("იაგელონია", პოლონეთი), მათე ღვინიანიძე ("სევასტოპოლი", უკრაინა);
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ირაკლი ძარია, ელგუჯა გრიგალაშვილი (ყველა - "დინამო", თბილისი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), ირაკლი მაისურაძე ("დილა", გორი), ჯანო ანანიძე ("როსტოვი", რუსეთი);
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("ყარაბახი", აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), ირაკლი მოდებაძე ("დილა", გორი).
მეკარეებში ყველაფერი ისეა, როგორც მოსალოდნელი იყო, დაცვაში კი ცვლილებებია. 31 წლის ზურაბ ხიზანიშვილმა თვითონ თქვა უარი ამ ნაკრებში თამაშზე, გია გრიგალავა კი ესპანეთთან მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია.
ქეცბაიამ ნაკრებში 25 წლის მცველი გიორგი ხიდეშელი მიიწვია. ხიდეშელი ეროვნულ გუნდში დებიუტანტი არ არის. როცა ნაკრებს გაიოზ დარსაძე თავკაცობდა, აქცენტს 1988 წელს დაბადებულ ფეხბურთელებზე აკეთებდა და ხიდეშელიც მოხვდა მისი თვალთახედვის არეში. 2005 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში საქართველო ყაზახეთს რომ ეთამაშა (0:0), ხიდეშელი სათადარიგოთა შორის იყო.
ეს ახმახი ცენტრალური მცველი პროფესიონალ ფეხბურთელად "ზესტაფონში" ჩამოყალიბდა, იყო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე. ქუთაისის "ტორპედოში" მიმდინარე სეზონიდან გამოდის.
ღვინიანიძე ისე მივიდა ნაკრებამდე, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ნათამაშები არც ჰქონია - "ნორჩი დინამოელიდან" პირდაპირ მოსკოვის "ლოკომოტივის" ახალგაზრდულ გუნდში აღმოჩნდა, მერე "მიუნხენ 1860"-ში გადავიდა, თუმცა გერმანული კარიერა ვერ ააწყო და უკვე მეოთხე სეზონია, უკრაინული "სევასტოპოლის" ფეხბურთელია.
მათეს შეუძლია დაცვის ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე თამაში. ტოპმიოლერმა ის ნაკრებში საყრდენ ნახევარმცველადაც ათამაშა.
შეიძლება ითქვას, ღვინიანიძე ისეთი მოთამაშეა, ქეცბაიას სამწვრთნელო სტილს რომ ესადაგება.
ესპანეთთან შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ ჯაბა კანკავა და დავით თარგამაძე. ნაკრების წინა შეკრებაზე გამოძახებული არ იყო 28 წლის ნახევარმცველი ლევან ხმალაძე და ქეცბაიამ ის ესპანეთთან მატჩისთვის დააბრუნა ეროვნულ გუნდში. იგივე უნდა ითქვას 25 წლის ირაკლი მაისურაძეზეც.
ნაკრებში აღარ მიიწვიეს 21 წლის გიორგი ილურიძე და 23 წლის ლევან მჭედლიძე. ილურიძემ სპლიტის "ჰაიდუკში" თამაში რიგიანად დაიწყო, მჭედლიძე "ემპოლიში" შეცვლაზე შედის ხოლმე - სათამაშო პრაქტიკა ორივე შემტევს აქვს, თუმცა ნაკრების მწვრთნელს ამ ყველაფერზე საკუთარი აზრი გააჩნია.
როგორც მოსალოდნელი იყო, ქეცბაიას სიაში კვლავაც არ არის 22 წლის ლევან ყენია, დიუსელდორფის "ფორტუნას" გამთამაშებელი - აქაც, ალბათ, საფეხბურთო გემოვნებაში უნდა იყოს საქმე, მაგრამ არამარტო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Vako
მჭედლიძის რომელ გამოცდილებაზე საუბრობთ? მაქსიმუმ 7-8 წუთი ათამაშოს..რაღაცას რო წერთ ჯერ ხომ უნდა გაარკვიოთ? ქეცბაიასგან რას ითხოვთ ყარაბახის და ბაქოს ინტერის თავდამსხმელებით გვინდა რაიმეს მიღწევა? ქეცბაიას მაქსიმუმს აკეთებს ალბათ რაც შეიძლება ამ შემადგენლობით მივაღწიოთ
qutaiseli
ილურიძე თუ დაუთმო რა ანანიძეც დაეთმო რაში ჭირდება დიდ ნაკრებს რამეს შეცვლის ესპანეთთან თუ რა. ყენიას სანამ ქეცბაია იქნება ნაკრებს კიდე არ გააკარებს ეს დიდი ხანია ცნობილია ასე რო ილურიძის გარეშეც კარგათ ართმევს თავს თავის საქმეს ჩივაძის გუნდი თუ უნდა წაიყვანოს მაგრამ შედეგი იგივე იქნება ეს არის მთავარი.
ილია
ყენია საერთოდ არ არის ნაკრებში გამოძახების ღირსი,მახსოვს მაგას არ ეცალა ხოლმე ნაკრებში თამაშისთვის.მჩედლიძეს და ილურიძეს არ გამოძახებას ექნება თავისი მიზეზე,დაველოდოთ ქეცბაიას განცხადებას, წინასწარ ნუ ქმნით სკანდალებს.
რეზო
თავის უტიფრობას დააბრალოს თემურამ ასეთი გამოხმაურება. ეხლა ახალგაზრდულს ჭირდება, მერე უკვე პროფესიულადაც და პიროვნულადაც უვარგისი თუ აღმოჩნდა ილურიძე არ უნდა გაგვიკვირდეს. თემურს ხალხთან ურთიერთობა აქვს სასწავლი, წყნარად დალაგებულად რომ ახსნას რას და რატომ აკეთებს, თორე ფეხბურთის ხედვას ვედარ შეუცვლი მაგ კაცს და თავისმართლებასაც ვერ გადააჩვევ.
Shukvani
ილურიძე რატომ არ გამოიძახა , ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება ... ახალგაზრდულს უფრო გამოადგება , მნიშვნელოვანი მატჩები ელით ... მჭედლიძე კი , მუდამ , სკამზე ზის :)) და 15 წუთი რომ ითამაშებს , ეს იმას არ ნიშნავს რომ ნაკრებში უნდა მოხვდეს ... დაახლოებით 1 თვის წინ , სტატიაში აღნიშნეთ , ილურიძე ახალგაზრდულს უფრო გამოადგებოდა , ჩივაძეს "წაართვაო" თუ რაღაც ასეთი ... ვერ გავიგე , რაც არ უნდა გააკეთოს ამ კაცმა , ყველანაირად უნდა "უკბინოთ" !? გამოიძა , რატომ გამოიძახაო ?(!) არ გამოიზა , რატომ არ გამოიძახაო !!!!!!!!!!!!!!!!!
ramo
აფსუუს!!! ყენო რო ეთამაშებია უეჭველი ბრაზილიაში წავიდოდით.)))
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ფეხბურთელის ბედი: სად ხარ, მათე?! ოკუპაციის შემდეგ დაკარგული ღვინიანიძე
ᓚᓔᓒᓘᓝᓜᓘ: ᕚᓐᓢᓕᕘᕘᕡ
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
თავიდან არც მე ვიჯერებდი... საქართველოს მესამე ლიგიდან მოსკოვის ცსკა-ში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ევროპაში დაბრუნების იმედით... ოფი-ში, თურმე, მესამე ქართველიც ვარჯიშობდა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ᓑᓔ