"ბეკხან, მადლობა ჩემპიონობისთვის"; "მადლობა გამარჯვებისთვის" - ამ დღეებში მსგავსი შინაარსის პლაკატებით მოფენილია ხასავიურტის რაიონის სოფელი ბამატიურტი
"ბეკხან, მადლობა ჩემპიონობისთვის"; "მადლობა გამარჯვებისთვის" - ამ დღეებში მსგავსი შინაარსის პლაკატებით მოფენილია ხასავიურტის რაიონის სოფელი ბამატიურტი.

აქ ცხოვრობს თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ბეკხან გოიგერეევი (60) და ეს წარწერებიც მას ეძღვნება.

ანალოგიურ მისალმებას ნახავთ იმ სავარჯიშო დარბაზებში, სადაც მომავალ ჩემპიონს უვარჯიშია.

დღეს ბამატიურტელები სამართლიანად ამაყობენ მისით. შესაბამისად, გამარჯვებულის ოჯახში სტუმარი არ ილევა.

გოიგერეევები ეროვნებით ჩეჩნები არიან, რომლებსაც ხასავიურტში, მოგეხსენებათ, დიდი დიასპორა ჰყავთ. მათში ცნობილი ფალავნები, მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონები - ბუვაისა და ადამ საიტიევებიც არიან.

გოიგერეევის ვარსკვლავი პირველად ამ ზაფხულს რუსეთის ჩემპიონატში ამობრწყინდა, სადაც დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამას ყაზანში მსოფლიოს უნივერსიადაზე მოგება მიაყოლა, იქ კი ფინალში ფანტასტიკური ილეთით გამოიჩინა თავი - როცა ირანელმა ბენამ ესანპოორმა ფეხიდან აიყვანა და თითქოს გდებას წინ არაფერი ედგა, ცალ ფეხზე მდგარმა ჩეჩენმა ჰაერში ყირამალა გააკეთა და იქით აართვა საჩემპიონო ქულები.

ამის შემდეგ გასაკვირიც არ იყო ბუდაპეშტში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი გამარჯვება, სადაც ისევ გამოიყენა "მფრინავი ილეთი". როგორც თვითონ ამბობს, ეს გდება პირველად ზაურ ბატაევის შესრულებით ნახა და "ზაურის ილეთს" ეძახის.

უნგრეთში ბეკხანმა 6 შეხვედრა ჩაატარა და უკლებლივ ყველა დამაჯერებლად, დიდი უპირატესობით და ვადამდე მოიგო. თან გამარჯვება იმდენად მშვიდად და აუღელვებლად მიიღო, თითქოს პირველად კი არა, ვინ იცის, მერამდენე ტიტულს იგებდა მსოფლიოს პირველობაზე.

"ცხადია, მოგება გამიხარდა, მაგრამ ემოციების გამოვლენა არ მჩვევია. მსოფლიოზე პირველად კი ვჭიდაობდი, მაგრამ იქ ისეთი განწყობით მივდიოდი, რომ თითქოს ეს ერთი რიგითი შეჯიბრება იყო.

ჩემი მწვრთნელი მაირბეკ იუსუპოვიც ამას მეუბნებოდა, ეს მიიღე, როგორც ჩვეულებრივი საერთაშორისო ტურნირი, და იჭიდავე ისე, რომ შენი შესაძლებლობები გამოავლინოო" - განაცხადა დაღესტნურ მედიასთან საუბარში გოიგერეევმა.

მსოფლიოს ჩემპიონმა თავის ყველაზე დიდ გულშემატკივრად დედა - ზეინაბ ხუნაევა დაასახელა, რომელმაც თურმე ყველაფერი იცის მისი მეტოქეების შესახებ.

როცა შვილი შეჯიბრებაზე მიდის, მას თურმე შეკრებილი აქვს ინფორმაციები მის მეტოქეებზე - ვინ იჭიდავებს იქ და ვინ დააკლდება, ვინ რა ილეთს აკეთებს და ასე შემდეგ... ცხადია, დედამ სპორტსმენი შვილისთვის ხელის შეწყობაც ყველაზე კარგად იცის და კვების, აღდგენა-დასვენების მხრივ მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.

მას მეუღლე ადრე გარდაეცვალა და უმამოდ გაზარდა შვილები. მათთვის დედაც ვიყავი და მამაცო, ამბობს ის და თან თურმე თავშივე იზრუნა იმაზე, რომ შვილები დაესაქმებინა და ქუჩისთვის გამოეტაცა.

ამიტომ სავსებით მიესალმა ტაგირ კოკაევის განზრახვას, რომელმაც ბეკხანი და მისი უფროსი ძმა ასლანბეკი ქუჩაში შეამჩნია და სოფლის კულტურის სახლში არსებულ საჭიდაო წრეზე მიიყვანა.

ასლანბეკი ამჟამად ჰოლანდიაში ცხოვრობს და იქაურ ნაკრებში აპირებს გამოსვლას. საინტერესოა, რომ ისიც 60 კილოგრამში გამოდის ანუ ძმები კონკურენტები იქნებიან. შეიძლება, პირველად კადიროვის ტურნირზე შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ასლანბეკიც აპირებს ჩასვლას.

დავიწყებული ქართული ტრადიცია

ბეკხან გოიგერეევის ბიოგრაფია კი გამოგვივიდა, თუმცა ამ წერილის მიზანი ეს სულაც არაა. ჩემი ყურადღება უფრო წერილის თავში მოთხრობილმა დახვედრის ფორმამ და იმ საყოველთაო აჟიოტაჟმა გამოიწვია, რაც ამ გამარჯვებას მოჰყვა.

მსგავსი რამე ერთ დროს არც ჩვენთან იყო უცხო, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა ეს კარგი ტრადიცია დავიწყებას მიეცა. დღეს იძულებული ვართ, ვახტანგ ბალავაძის, მზია ჯუღელის, რაფაელ ჩიმიშკიანისა და სხვათა მონაყოლით დავკმაყოფილდეთ, თუ როგორი ზარ ზეიმით ხვდებოდნენ მათ ოლიმპიადასა და მსოფლიოს პირველობებზე გამარჯვების შემდეგ სამშობლოში; როგორ ზეიმს უმართავდნენ სამტრედიისა თუ სხვა სადგურების რკინიგზის სადგურებში მატარებლით დაბრუნებულებს...

ეგ კი არა, უამრავი მაგალითის დასახელება შეიძლება, როცა ადგილობრივი თვითმმართველობები ელემენტარულ 100-ლარიან ხელფასს ვერ იმეტებენ თავიანთი სპორტსმენებისთვის, რაიონიდან თბილისში ან მეზობელ ქალაქებში არ გზავნიან გუნდებს შეჯიბრებებზე.

საბედნიეროდ, საწინააღმდეგო მაგალითებიც გვაქვს. მაგალითად, თავის დროზე ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია (66) მშობლიურ ხობის რაიონს რომ არ დაეფინანსებინა უნგრეთში, "ოქროს დიდ პრიზზე" წასასვლელად, ვინ იცის, ეგებ ვერასოდეს მოხვედრილიყო ეროვნულ ნაკრებში, იქ კი წარმატებით იჭიდავა და ევროპირველობაზე წამსვლელ გუნდშიც გაინაღდა ადგილი.

სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისები იშვიათია. კი, გაჭირვების წლებში სპორტსმენები შეჯიბრებებზე ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსებით დადიოდნენ, მაგრამ ჯერ იმათაც რამდენი ხვეწნა-მუდარა სჭირდებოდათ ფედერაციებიდან და თან ბოლო ხანებში ეს პრაქტიკაც ამოიძირკვა.

ვფიქრობთ, მდგომარეობას მართლა უშველის, თვითმმართველობების სპორტის სამსახურების კლუბებად გარდაქმნა - ამით ის ფული ნამდვილად მოხმარდება მაღალი მიღწევების სპორტს, რაც ახლა, კაცმა არ იცის, სად მიდის და რაში იხარჯება. თუმცა ფინანსური შესაძლებლობები იქით იყოს და, საზეიმო მიღებას, თუნდაც ისეთივე ბანერების გაკვრას წინ რა უდგას?!

ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ბანალური, ერთი შეხედვით - არაფრის მთქმელი პლაკატები რამხელა სტიმულია პატარებისთვის, რამდენი ნორჩი ფალავანი იოცნებებს, რომ წლების შემდეგ მასაც ასევე დახვდნენ.

ცხადია, ეს ყველაფერი მასობრიობასაც შეუწყობს ხელს, ამას კი საზოგადოების გაჯანსაღება მოსდევს.

რაც უფრო ჯანმრთელია საზოგადოება, ეს სახელმწიფოს მით მეტ ფულს დაუზოგავს სოციალური პროგრამების დაფინანსებაში და უმთავრესი - ჯანმრთელი პიროვნება ქვეყნის თავდაცვისუნარიან მოქალაქეს ნიშნავს. ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მსოფლიოს პირველობის ექო

მსოფლიოს ჩემპიონატი სულ ახლახან დასრულდა ბუდაპეშტში, თუმცა რამდენიმე საინტერესო ამბავი უკვე მოჰყვა.

ვფიქრობთ, უმთავრესია სომხების მაგალითი, რომლებიც ფილაში უჩივიან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 96 კილოგრამის ფინალური შეხვედრის არბიტრებს, სადაც მათი ევროპის წლევანდელი ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი არტურ ალექსანიანი რუს ნიკიტა მელნიკოვთან დამარცხდა.

სომხები მიიჩნევენ, რომ მსაჯმა მათი ფალავანი არასწორად გააფრთხილა პასიურობისთვის, რადგან ის, პირიქით, უტევდა და მელნიკოვი გაურბოდა.

ვნახოთ, გამორჩებიან თუ ვერა რამეს ფილას სომხები, მეორე ამბავი კი უკრაინელთა მთავარ მწვრთნელ რუსლან შავლოხოვს უკავშირდება. მისი პრეტენზიები თავისუფალ ჭიდაობაში მძიმე წონის ფინალს ეხება, სადაც რუსთა ლეგენდარულმა ოსმა ჰაჯიმურატ გაცალოვმა უკრაინელთა ოსი ალან ზასეევი დაამარცხა.

შავლოხოვმა გაცალოვის ბოლო გდებაც გააპროტესტა, მაგრამ უფრო მის პირად მწვრთნელ ვლადისლავ გაბოევს შემოსწყრა, რადგან მათ თურმე ჯერ განაცხადეს, რომ ფალავანი ტრავმის გამო ვერ იჭიდავებდა, მაგრამ 20 წუთში გადაწყვეტილება შეცვალეს...

შავლოხოვი ამას ეშმაკობას და "პოდლობას" უწოდებს, რაც ცოტა გაუგებარია. ფინალში გაცალოვი მართლაც ჩალურჯებული და ლამის დახურული თვალით ჭიდაობდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ფალავნებმა ხელიც არ ჩამოართვეს ერთმანეთს იმის მიუხედავად, რომ ორივე ოსია და ერთად ვარჯიშობენ.

აქვე წლეულს თბილისში გამართულ ევროპირველობის ფინალსაც გავიხსენებ ისევ მძიმე წონაში და ისევ ზასეევის მონაწილეობით - მაშინ შავლოხოვმა მისი წაგება თურქ ტაჰა აკგულთან მსაჯს დააბრალა და ხელითაც გაიწია მასზე, რისთვისაც იქვე შეუდგინეს ოქმი, თუმცა იმ მომენტში მისი პრეტენზია გაცილებით სამართლიანი ჩანდა.

ცოტა არ იყოს, შავლოხოვს რეალობის გრძნობა უნდა ღალატობდეს - მსოფლიოს შემდეგ უკრაინულ პრესაში ზასეევის ძირითადად კონკურენტებზე საუბრისას გენო პეტრიაშვილი არც გახსენებია.

სამაგიეროდ, დაასახელა აზერბაიჯანელი ჯამალედდინ მაგომედოვი და ამერიკელი ტერველ დლაგნევი, რომლებსაც ჩვენებური ტომარასავით ათრევს. იმედია, გენო მას მალევე შეახსენებს თავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა