ექვს მატჩში 21 გოლი გავიდა, რაც სეზონის დაწყებიდან სარეკორდო მაჩვენებელია და იმედია, ეს შედეგი შემდგომშიც გაუმჯობესდება
...ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ტური იყო: არც რაიმე "ხმაურიანი" სენსაცია მომხდარა და ზედა ექვსეულიც ნელ-ნელა იძენს "ლოგიკურ სახეს". ამ შემთხვევაში კი იმას ვგულისხმობთ, რომ გორის "დილამ" და რუსთავის "მეტალურგმა" ზედა ექვსეულში აინაცვლეს, - ეს ორივე გუნდი ხომ სეზონის დაწყების წინ ევროტურნირების საგზურის კანდიდატებად მივიჩნიეთ.

ამას გარდა, გასული ტური სხვა ფაქტორებითაც იყო დასამახსოვრებელი: ექვსიდან ხუთ შეხვედრაში მასპინძლებმა გაიმარჯვეს, ერთი კი ფრედ დამთავრდა; ანუ ჩვენს ჩემპიონატში მასპინძელთა დომინაცია კვლავაც გრძელდება.

და ბოლოს, ყველაზე მთავარზეც: ექვს მატჩში 21 გოლი გავიდა, რაც სეზონის დაწყებიდან სარეკორდო მაჩვენებელია და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს შედეგი შემდგომშიც გაუმჯობესდება.

ყველაზე შედეგიანი მატჩი

განვლილი ტური ყველაზე შედეგიანი იყო და სეზონის დაწყებიდან ყველაზე შედეგიანი მატჩიც ვიხილეთ: "დინამო"-"მერანის" დაპირისპირებაში 6 გოლი გავიდა.

ამასთან, "დინამომ" ამ ჩემპიონატში პირველად შეძლო 4 ბურთის გატანა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, დუშან უჰრინს ეს ფაქტი რატომაც არ უნდა ახარებდეს; თუმცა სტუმრებსაც ნუ დავუკარგავთ გარჯას - მალხაზ ჟვანიას დამოძღვრილმა "მერანმა" კვლავაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და ფავორიტ მეტოქეს მართლაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

"მერანს" საშინაო მატჩებში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს და ამ მართლაც სიმპათიურმა გუნდმა სტუმრადაც რომ დაიწყოს ქულების მოგროვება, მაშინ აღარავის უნდა გაუკვირდეს მარტვილელთა ზედა ექვსეულში მოხვედრა.

ყოჩაღი შემცვლელები

მესამე ტურის გარდა, ყველა ტურში იყო თითო ისეთი შემთხვევა, როცა შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელს გოლი გაჰქონდა. აი, განვლილ ტურში კი მართლაც სარეკორდო რაოდენობის ფაქტი დაფიქსირდა და ვეჭვობთ, მსგავსი შედეგი პირველი ეტაპის კი არა, საერთოდ, სეზონის ბოლომდე რომ გამეორდეს.

თავად განსაჯეთ: ექვსიდან ოთხ შეხვედრაში თავი გამოიჩინეს შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა და მათგან ერთ-ერთმა სულაც გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა!

სწორედ აქედან გვინდა დავიწყოთ: "მეტალურგის" 28 წლის შემტევი გოგა ფიფია მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და თავისი აქტიური თამაში ოსტატური და, რაც მთავარია, 3 ქულის მომტანი გოლითაც დაუფასდა.

ისე, როგორც სათასო მატჩში, კოკა მიკუჩაძე ახლაც შეცვლაზე შემოვიდა და კვლავაც გოლი გაიტანა: 32 წლის ფორვარდმა პენალტი ზუსტად შეასრულა.

20 წუთი ეყო უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლის გასატანად "სპარტაკის" 20 წლის ნახევარმცველს უჩა ბურძენაძეს, ხოლო "დინამოს" კოტდივუარელმა ცენტრფორვარდმა პატრიკ ვუომ მოედანზე გამოსვლიდან ხუთიოდ წუთში თავისი პირველი გოლი გაიტანა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში.

26 წლის ვუო "დინამოში" სწორედ გოლების გასატანად ჩამოიყვანეს და მისი წარმატება არც არავის უნდა გაჰკვირვებოდა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით "სეზონის აღმოჩენის" ნომერ პირველ კანდიდატზე, მარტვილის "მერანის" ნახევარმცველ აკაკი შულაიაზე: 17 წლის ფეხბურთელი "დინამოსთან" მატჩში შეცვლაზე შემოვიდა და ჩინებული გოლის გარდა, ასაკთან შეუფერებელი ოსტატობითაც გამოირჩეოდა.

შულაიამ ამ ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა, ისე, როგორც "მერანის" კიდევ ერთმა დებიუტანტმა, 19 წლის ბექა ციკოლიამ.

ჩვეული მოდებაძე და უჩვეულო კვირკველია

შვიდი ტური გავიდა და კვლავაც "ჰეთ-თრიქის" მოლოდინში ვართ; თუმცა, რატომ გვიკვირს: წინა სეზონის განმავლობაში მხოლოდ ხუთი შემთხვევა იყო, როცა კონკრეტულმა ფეხბურთელმა ერთ მატჩში მეტოქის კარში სამი გოლი გაიტანა (ჯაბა დვალი, ჩისკო, მიხეილ ჯორბენაძე, საბა ლომია, კოკა მიკუჩაძე).

სამაგიეროდ, იმავე წინა სეზონში ძალიან ხშირად გვხვდებოდა "დუბლი" და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ახლაც ასე იქნება.

აი, თუნდაც გასული ტური ავიღოთ, როცა ორმა ფეხბურთელმა შეძლო მატჩში ორი გოლის გატანა: ირაკლი მოდებაძემ ("დილა") და დავით კვირკველიამ ("დინამო").

28 წლის მოდებაძის შედეგიანი თამაში ვის უნდა გაუკვირდეს. თანაც, ისიც უნდა აღინიშნოს, "დილას" ცენტრფორვარდი ერთადერთია ამ სეზონში, მეორედ რომ შეძლო დუბლის შესრულება. აი, დავით კვირკველიას დუბლი კი, ცოტა არ იყოს, უჩვეულოდაც მოჩანს: საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 32 წლის მარცხენა მცველმა წინა სეზონის განმავლობაში 2 გოლი გაიტანა, ახლა კი იმავე შედეგს ერთ მატჩში მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ "დინამოს" მაისურით დავით კვირკველიამ საქართველოს ჩემპიონატში თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა!

გამოცდილების ფასი

დავით კვირკველიას, ისე, როგორც ირაკლი მოდებაძეს, გამოცდილება არ დაეწუნება, თუმცა ამ ტურში სხვა არანაკლებ გამოცდილმა ფეხბურთელებმაც გამოიჩინეს თავი: 29 წლის დიმიტრი ტატანაშვილმა ჩემპიონატში მეხუთე გოლი გაიტანა; "ჩიხურაში" მისმა თანაგუნდელმა, 28 წლის ლაშა ჭელიძემ კი ზუსტი დარტყმით თავის გუნდს ქულა მოუტანა.

"სიონი"-"ჩიხურას" მატჩში კიდევ ერთი გამოსარჩევი ფაქტი მოხდა: გარკვეული პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა ირაკლი სამხარაძე და 30 წლის შემტევმა ნახევარმცველმაც ბოლნისურ გუნდში სადებიუტო მატჩი (ჩემპიონატს ვგულისხმობთ) გოლით აღნიშნა!

წაუგებელი ახალგაზრდები

"სიონი" უმაღლესი ლიგის ყველაზე "ხანდაზმული" გუნდია. სამაგიეროდ, "ტორპედო" კვლავაც ინარჩუნებს ყველაზე ახალგაზრდული გუნდის "სტატუსს" და ამის მიუხედავად, ქუთათურები კვლავაც აგრძელებენ წარმატებულ სვლას.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღესდღეობით ხომ მხოლოდ "ტორპედოა" უმაღლეს ლიგაში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი!

ესპანელი სპეციალისტის, ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდს ამ ტურამდე ზედიზედ ორი ფრე ჰქონდა ნათამაშები, თუმცა "ტორპედომ" გასულ ტურში ასევე ახალგაზრდული "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგობა მეორე ტაიმში დასძლია და ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა დიდი ანგარიშით.

აქვე ტორპედოელთაგან გოლის ავტორთა ასაკსაც შეგახსენებთ: გუნდის ახალწვეულმა, 21 წლის თორნიკე კაპანაძემ ჩემპიონატში უკვე მესამე გოლი გაიტანა, 20 წლის მერაბ გიგაურმა და 19 წლის გიორგი ფანცულაიამ - პირველი, ისე, როგორც 18 წლის მათე ცინცაძემ, რომლისთვისაც ეს გოლი სადებიუტო იყო უმაღლეს ლიგაში.

ახალი "დილა"

ამ ზაფხულს, ევროტურნირების დაწყების წინ, გორის "დილაში" ახალი მთავარი მწვრთნელი, გიორგი დევდარიანი მივიდა და ფაქტობრივად, ახალი გუნდით მართლაც ღირსეულად იასპარეზა ევროპის ლიგაზე.

გორელთა გუნდის ქომაგთა სამწუხაროდ, მალე "დილადან" ორი საკვანძო ფეხბურთელი წავიდა (გიორგი ილურიძე, ლაშა გვალია) და დევდარიანსაც გარკვეული კორექტივების შეტანა დასჭირდა ძირითად შემადგენლობაში.

ამას შემდეგ სხვა წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებიც დაემატა და ყოველივე ეს შედეგზეც ადეკვატურად აისახა: ჩემპიონატის ბოლო სამ მატჩში (სამივე გასვლაზე რომ მოუწიათ გორელებს) "დილამ" მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა.

და აი, ნავსიც გატყდა: საგრძნობლად გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე "დილამ" ამ ბოლო დროს "ფორმააკრეფილ" ცხინვალის "სპარტაკს" დამაჯერებელი ანგარიშით (3:1) აჯობა და ზედა ექვსეულშიც დაბრუნდა.

არადა, ამ შეხვედრაში "დილას" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა (ოთარ ხიზანეიშვილი, გულვერდ თომაშვილი, კახა ალადაშვილი, გრიგოლ დოლიძე, დავით ბოლქვაძე), თუმცა გიორგი დევდარიანი თამამად ენდო ახალგაზრდებს და ამ უკანასკნელებმაც მწვრთნელს იმედი არ გაუცრუეს.

20 წლის მიხაილ გორელიშვილთან და 18 წლის გიორგი აბურჯანიასთან ერთად ძირითადში იყვნენ კლუბის ახალწვეულები: 22 წლის ნიკა ფილიევი და 21 წლის გეგა დიასამიძე, ხოლო 20 წლის გიორგი ქვილითაია და 17 წლის თენგიზ წიქარიძე შეცვლაზე შემოვიდნენ.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური

დინამო-მერანი 4:2 - მოულოდნელი და სანახაობრივი [VIDEO]

ტორპედო-ვიტ ჯორჯია 4:1 - შთამბეჭდავი გამარჯვება [VIDEO]

დილა-სპარტაკი 3:1. ჩაკეტავ - აგებ, გახსნი - მაინც აგებ [VIDEO]

ზესტაფონი-გურია 1:0 - ქობალიამ "ზესტაფონს" მოგების გემო გაახსენა [VIDEO]

სიონი-ჩიხურა 2:2 - ბოლნისელებს ჯანი დააკლდათ

მეტალურგი-ზუგდიდი 1:0 - გოგა ფიფიას ფაქტორი

ბომბარდირები

ი. მოდებაძე (დილა) 5

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 5

ი. ქობალია (ზესტაფონი) 4

VIII ტური

6 ოქტომბერი, კვირა

ჩიხურა-სპარტაკი

გურია-დილა

ზუგდიდი-ზესტაფონი

ვიტ ჯორჯია-მეტალურგი

მერანი-ტორპედო

სიონი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giogio
დაიკიდე ბრატ ტუ არ ახსენებენ ზესტაფონს მაგიტ არაფერი დაგვაკლდება ჩვენ ხო ვიციტ ზესტაფონი რას ცარმოადგენს
ogafaa
ზუსტად 17 წლის როომა და კარგი ბურთი რომ გაიტანა ისაა აღსანიშნავი მეკარეც მოატყუა აბა ფეხბურთი რაა მეტი
mate
ტურის მიმოხილვას აკეთებთ,ნუ ასე არქმევთ და ზესტაფონი-გურიას მატჩზე არაფერს წერთ.ეს გუნდები საერთოდ არ გყავთ ნახსენები. რას დავაბრალოთ,იქნებ მიმახვედროთ?
Shukvani
რადგან 17 წლის არის , ეს იმას არ ნიშნავს რომ "ჩინებული" ბურთი გაიტანა ... :)) რა იყო მანდ , ასეთი აღსანიშნავი!? მეკარე შეცდა და გაუტანა :))
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა [VIDEO]
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!