ფიდემ პირველი ოქტომბრისთვის მოჭადრაკეთა ტრადიციული განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
ფიდემ პირველი ოქტომბრისთვის მოჭადრაკეთა ტრადიციული განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც წინა თვის შედეგებია გათვალისწინებული.

ქალებში ნანა ძაგნიძემ 2556 პუნქტით საუკეთესო ათეულში მე-6 ადგილი შეინარჩუნა.

რეიტინგ-ლისტს კი უწინდებურად უნგრელი იუდით პოლგარი (2689) მეწინავეობს, რომელიც ინდოელ ჰამფი კონერუს, რომელმაც ორი დღის წინათ ფიდეს ქალთა 2013-14 წლების გრანპრის მესამე ეტაპი მოიგო, 82 პუნქტით უსწრებს. კონერუს რეიტინგია 2607. მესამე ადგილზეა ჩინელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰოუ იფანი - 2601.

ათეულში შემდეგ მოდიან: ჟაო სიუე (ჩინეთი, 2579), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2560), ნანა ძაგნიძე (2556), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2535), კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2534), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2523), პია კრამლინგი (შვედეთი, 2515) და ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2515).

მსოფლიო კლასიფიკაციის პირველ ასეულში, ძაგნიძის გარდა, 11 ქართველი დიდოსტატია. ესენი არიან: 12. ბელა ხოტენაშვილი (2514), 30. ნინო ხურციძე (2462), 34. სალომე მელია (2453), 42. სოფიკო გურამიშვილი (2439), 48. ლელა ჯავახიშვილი (2435), 60. ნინო ბაციაშვილი (2406), 84. თამარ წერეთელი (2375), 85. მერი არაბიძე (2374), 86. მაკა ფურცელაძე (2374), 88. სოფიკო ხუხაშვილი (2374), 92. მაია ლომინეიშვილი (2366).

ვაჟებში ერთადერთი წარმომადგენელი გვყავს - ბაადურ ჯობავა, რომელიც 2694 პუნქტით 54-ე საფეხურამდე დაქვეითდა.

ასეულის სათავეშია ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი, რომელმაც წინა თვესთან შედარებით 8 პუნქტით გაიმდიდრა მონაგარი, მაგრამ წლეულს, თებერვალში დამყარებული თავისივე რეკორდის (2872) გასაუმჯობესებლად 3 პუნქტი არ ეყო. ოქტომბრისთვის მისი მაჩვენებელია 2870 პუნქტი.

2800-იანთა კლუბს მხოლოდ კარლსენი შემორჩა, რადგან დანარჩენებმა მაჩვენებლები გაიუარესეს.

კლასიფიკაციაში მეორე-მეათე ადგილებზე მოდიან: ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2796), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2795), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2786), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2783), ფაბიანო კარაუნა (იტალია, 2779), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2775), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2771), ბორის გელფანდი (ისრაელი, 2765), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2762).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ფიდემ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ᓤᓘᓓᓔᓛ ᓛᓝᓭᕐᓓᓠᓐᓙᓔᓗᓐ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᕘ ᓒᓐᓛᓝᓐᓥᓕᓔᓧᓜᓐ
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ბაადურ ჯობავა 2700-იანთა კლუბს დაუბრუნდა
ფიდემ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ფიდეს განახლებულ რეიტინგში 10 ქართველია
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ფიდეს რეიტინგში სულ 12 ქართველი მოხვდა