"მილუოკი ბაქსის" კალათბურთელებს ღია ვარჯიშის დროს ჟურნალისტები გაესაუბრნენ
ოქტომბრის დადგომასთან ერთად, ამერიკაში NBA-ს გუნდები ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგნენ. მათ შორის - "მილუოკი ბაქსი", რომელშიც მომავალი სეზონიდან ქართველი ზაზა ფაჩულია ითამაშებს.

როგორც წესი, ვარჯიშების დაწყებამდე ერთი დღე მედიასთან ურთიერთობას ეთმობა. "მილუოკის" ღია ვარჯიში ოფიციალურ საიტზე პირდაპირ ეთერში გადაიცა და საშუალება მოგვეცა მოგვესმინა როგორც მწვრთნელის, ასევე კალათბურთელთა მოსაზრებები გუნდის მომავალთან დაკავშირებით.

რეპორტაჟის წამყვანი ესაუბრებოდა ახალგაზრდა, აფრიკული წარმოშობის ბერძენ იანის ანტეტოკოუნმპოს, როცა მაგიდას ზაზა ფაჩულია მიუჯდა და თარჯიმნობა შესთავაზა.

ქართველმა ვეტერანმა დებიუტანტის რამდენიმე ინგლისური ფრაზა ხუმრობით ინგლისურადვე თარგმნა.

- ამ ახალგაზრდას ევროპიდან ვიცნობ, - დაიწყო ზაზამ, - ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საბერძნეთის ნაკრებში კარგად ითამაშა.

სხვათა შორის, ბერძნები და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ერთ ჯგუფში იყვნენ. იანისის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა ჩემს ბიძაშვილს (ბექა ბურჯანაძეს), მაგრამ ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა.

წამყვანმა ბერძენ კალათბურთელს ჰკითხა ზაზა ფაჩულიას შესახებ. ანტეტოკოუნმპომ წინა დღის ამბავი გაიხსენა:

- რამდენიმე კალათბურთელი რესტორანში ვიყავით, გვარიანად ვისადილეთ. მთლიანი თანხა კი ზაზა ფაჩულიამ გადაიხადა. კარგი ადამიანია, მოედანზეც მხარში მიდგას და მის მიღმაც.

ჟურნალისტმა ფაჩულიას შეახსენა, რომ ახალი სეზონის წინ "მილუოკის" შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადახალისდა. შეიცვალა მთავარი მწვრთნელი - გუნდის თავკაცად ლარი დრიუ "ატლანტადან" მივიდა. ამავე გუნდიდანაა ფაჩულია, რომელიც ახალი გუნდის მომავალს იმედიანად უყურებს.

- პროგრესირებადი შემადგენლობაა, ახალგაზრდებისა და ვეტერანების საინტერესო ნაზავია.

ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ როგორც კარგ, ასევე ცუდ დღეებში. სწორედ ეს მოიტანს შედეგს, რაშიც, უმთავრესად, პლეი ოფში გასვლა იგულისხმება.

რაც შეეხება ჩემს "ატლანტასთან" კავშირს, გუნდსაც დიდ პატივს ვცემ და ქალაქსაც. ძალიან მინდა, რაც შეიძლება მალე ჩავიდე ჯორჯიაში და ატლანტელი ქომაგის წინაშე ვითამაშო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
მაგიური ნიკოლა - იოკიჩმა წლის ასისტი შეასრულა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა