1 ოქტომბერს მუსიე ვენგერს ზუსტად 17 წელი გაუხდა მას შემდეგ, რაც ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი ჰქვია
რამდენიმე დღის წინ უკვე ვწერდით, რომ "არსენალის" აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელმა სტენ კროენკემ არსენ ვენგერთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი ოფიციალურად დაადასტურა.

კლუბის დირექტორთა საბჭომ ამერიკელი მილიარდერის ინიციატივა მოიწონა და 63 წლის ფრანგისთვის ახალი კონტრაქტი გაამზადა, რომლის თანახმადაც ამაგდარი მწვრთნელის ხელფასი წელიწადში 8 მილიონი ფუნტი გახდება, 0.5 მილიონით მეტი, ვიდრე ის ახლა გამოიმუშავებს.

"არსენალი" მოლაპარაკებათა პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს. ჩრდილოლონდონელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ვენგერი აუცილებლად დათანხმდება მათ შეთავაზებას. შეგახსენებთ ფრანგის ერთი თვის წინანდელ განცხადებასაც, რომ ის მოლაპარაკებებში ჩაბმას სეზონის დასრულებამდე არ გეგმავს.

1 ოქტომბერს მუსიე ვენგერს ზუსტად 17 წელი გაუხდა მას შემდეგ, რაც "არსენალის" მთავარი მწვრთნელი ჰქვია. იმ დღეს მან პოსტზე ბრიუს რიოჩი შეცვალა. პირველად კი გუნდი მოედანზე 12 ოქტომბერს "ბლექბერნთან" გაიყვანა და 2:0 მოიგო. მან უკვე მოასწრო და დაამყარა პრაქტიკულად ყველანაირი რეკორდი, რისი დამყარებაც კი შეიძლებოდა.

მაგალითად, ის არამხოლოდ ყველაზე წარმატებული მწვრთნელია კლუბის ისტორიაში ("მეთოფეთა" ისტორიაში 27-დან 11 ტიტული მის ანგარიშზეა), არამედ ისტორიაში ყველაზე დიდხანს უდგას გუნდს სათავეში. კლუბის ვებგვერდმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სტატიტიკური ანალიზი შემოგვთავაზა, რომელშიც სამშაბათს "ნაპოლისთან" გამართული შეხვედრა გასაგები მიზეზების გამო შეტანილი არ არის. მაშ ასე:

* 28 სექტემბერს "სუონსისთან" შეხვედრა ვენგერისთვის 964-ე იყო "არსენალის" თავკაცის პოსტზე, რომელთაგან მას 558 მოგება აქვს. მოგებათა პროცენტი საკმაოდ მაღალია - 57.9%. ამ მაჩვენებლით ის ერთადერთი მწვრთნელია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ისტორიაში, ვის გუნდსაც თამაშების ნახევარზე მეტი აქვს მოგებული. ფრანგის ხელმძღვანელობით გუნდმა მომდევნო 130 თამაში ზედიზედ რომ წააგოს, ბალანსი მაინც დადებითი იქნება.

* 964 თამაშში "არსენალმა" გაიტანა 1786 ბურთი, რაც საშუალოდ 1.85 გოლს ნიშნავს. ცხადია, დადებითია ბურთების ბალანსიც (+857).

* ვენგერის ანგარიშზეა არამხოლოდ ყველაზე მეტი მატჩი, არამედ ყველაზე მეტი მოგება, ფრე და წაგებაც. მას "მეთოფეებთან" ერთად მოგებული აქვს 11 ტიტული, უფრო მეტი ვიდრე სხვა მწვრთნელებს.

* ვენგერმა ყველაზე მეტჯერ გაიყვანა გუნდი როგორც პრემიერლიგის, ასევე ლიგისა და ასოციაციების თასებზე, პლუს ევროტურნირებზე.

* ვენგერი ერთადერთი მწვრთნელია "არსენალის" ისტორიაში, ვისაც ჩემპიონობა და ასოციაციის თასი მინიმუმ 2-ჯერ აქვს მოგებული.

* ვენგერის გარდა არც ერთ უცხოელ მწვრთნელს არ მოუგია ჩემპიონობა და ასოციაციის თასი პირველივე სრულ სეზონში. მან ეს მიღწევა 2001/02 წლებშიც გაიმეორა. ამ წელს გუნდმა ჩატარებული თამაშების 65%-ში იმარჯვა, რაც მას შემდეგ აღარ გამეორებულა.

* ვენგერის გუნდს პრემიერლიგა მე-4 ადგილზე ქვემოთ ჯერ არ დაუსრულებია. 17-წლიანი სერიის შემდეგ საუკეთესო შედეგი "არსენალს" 1930/31-დან 1934/35 წლების სეზონის ჩათვლით ჰქონდა.

* ვენგერს ყველა ტიტული "ჰაიბერიზე" ასპარეზობის პერიოდში აქვს მოგებული. 2006-ში "ემირეიტსზე" გადაბარგების შემდეგ გუნდს მშრალი სერია დაეწყო. არადა, "არსენალს" საშინაო არენაზე მხოლოდ უმნიშვნელო სტატიტიკური რეგრესი აქვს. "ჰაიბერიზე" მოგებათა პროცენტი 70.6%-ს უტოლდებოდა, "ემირეიტსზე" კი ის მხოლოდ 2.2%-ით დაეცა.

* გატანილი ბურთების საშუალო მონაცემი ორივე სტადიონზე 2.16-ია, ახალ სტადიონზე კი გუნდი უფრო იშვიათად უშვებს, საშუალოდ 0.77-ს, მაშინ როცა ეს მონაცემი 0.82 გახლდათ.

* 17 წლის განმავლობაში ვენგერმა 187 მოთამაშე გამოიყენა, 22.9% იმ ფეხბურთელებისა, ვისაც ოდესმე "არსენალის" ღირსება დაუცავს.

187-დან მხოლოდ 27-მა ითამაშა თითო შეხვედრა, 22-მა კი 200-ზე მეტჯერ დაიცვა ჩრდილოლონდონელთა ღირსება. ყველაზე მეტჯერ ვენგერის "არსენალში" პატრიკ ვიეირამ ითამაშა - 402-ჯერ.

* 187-დან 96-მა, ანუ ნახევარზე მეტმა ერთხელ მაინც მოახერხა გოლის გატანა.

ტიერი ანრი არამხოლოდ ვენგერის ეპოქის, არამედ "არსენალის" ყველა დროის ბომბარდირია. მან ჩემპიონატში 228 გოლი შეაგდო.

* სერ ალექს ფერგიუსონის პენსიაზე გასვლის შემდეგ ვენგერი ბრიტანეთის მასშტაბით მოქმედ მწვრთნელებს შორის პირველ ადგილზე გადავიდა კლუბში უწყვეტ რეჟიმში გატარებული წლების მიხედვით. მეორე ადგილზე ლიგა 2-ში მოთამაშე "ექსეტერ სიტის" თავკაცი პოლ ტისდეილია, ვინც გუნდს 2006 წლის 26 ივნისს ჩაუდგა სათავეში.

* პრემიერლიგაში კი ვენგერის შემდეგ ამ მაჩვენებლით "ნიუკასლის" თავკაცი ალან პარდიუ მოდის, ვინც "კაჭკაჭებს" მწვრთნელად 3 წლის წინ დაინიშნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არსენ ვენგერი: ჩემპიონთა ლიგასთან ჯერ კიდევ ვფლირტაობთ

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
"დააფასეთ არტეტა" - ანრიმ "არსენალის" მწვრთნელს გაწეული სამუშაო მოუწონა
"ოქროს ბურთს" ამ ფეხბურთელს მივცემდი, მეორე ადგილზე კი მას დავაყენებდი" - ანრიმ თავისი ფავორიტები დაასახელა
რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ანრი: კვარაცხელია და დემბელე - ეს ნებისმიერი დაცვისთვის კოშმარია
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
ანრი: მესი ადამიანი არ არის - ნუ გააღვიძებთ მასში მხეცს
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი