10 ყველაზე ხმაურიანი შეცდომა მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში
"მილანისადმი" სიმპათია გუნდში კახა კალაძის გადასვლამდეც გამაჩნდა და დღემდე დამრჩა, თუმცა სამშაბათს, "აიაქსი"-"მილანის" მატჩის ბოლოს ამსტერდამელების უსამართლოდ დაჩაგვრის შეგრძნება გამიჩნდა.

ჯიუტად ახლაც მჯერა, რომ "აიაქსის" კარში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

სექტემბერში ქართველებმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ მსაჯობის უსამართლობა, რაც ჯგუფში ჩარჩენად დაგვიჯდა - სლოვენიასთან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მატჩის შემდეგ იქაური გულშემატკივრებიც გვამშვიდებდნენ, მსაჯებმა დიდი შეცდომები დაუშვეს, მაგრამ ახლა რაღას შეცვლითო.

დასანანი სწორედ ის არის, რომ არბიტრის ფატალური შეცდომის მერე არაფერი იცვლება. არ არსებობს ბერკეტი სამართლიანობის აღდგენისა, გარდა ნუგეშისა.

ამ სტატიის დაწერითაც არაფერი იცვლება, თუმცა მაინც გვინდა გავიხსენოთ: ათადან და ბაბადან ასე იყო...

ინტერნეტში მსაჯების შეცდომების ძიებისას ქართულ გვარსაც გადავაწყდი. გამოცემა "ლიბეროში" მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში დაფიქსირებული 10 ყველაზე ხმაურიანი შეცდომაა ჩამოთვლილი. დაჩაგრულთა შორისაა რამაზ შენგელიაც.

1966. ინგლისი-გერმანია

ინგლისელებმა ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მსოფლიოს ჩემპიონობა 1966 წელს მოიპოვეს. იმ მატჩში არბიტრმა ტოფიკ ბახრამოვმა დამატებით დროში ჯეფ ჰერსტის არარსებული გოლი ჩათვალა. ბრიტანელებმა საბოლოოდ 4:2 მოიგეს. ეს ამბავი მსოფლიოს საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე ხმაურიან შეცდომად ითვლება.

1970. ბარსელონა-რეალი

6 ივნისს არბიტრმა ემილიო გურუჩეტამ 59-ე წუთზე რეალელი ველასკესის წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დანიშნა, არადა, წესები აშკარად საჯარიმოს გარეთ დაირღვა. "ბარსელონას" კაპიტანი ელიადო მსაჯს მიეჭრა და მიაძახა: "მადრიდისტა, ნამუსი არა გაქვს!" ამას მოედანზე დიდი არეულობა მოჰყვა.

1982. ბრაზილია-სსრკ

ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილია ლეგენდარული შემადგენლობით ჩავიდა: სოკრატესი, ზიკო, ფალკაო... საბჭოთა კავშირის გუნდშიც იყვნენ ვარსკვლავები: ბლოხინი, ბალტაჩა, დასაევი... მეკარე პერესის შეცდომის შემდეგ საბჭოელები 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ სამხრეთამერიკელებმა ორი გაიტანეს.

მატჩის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მსაჯ ლამო კასტილოს მოქმედება იყო: რამაზ შენგელია ბრაზილიელთა საჯარიმოში ბურთიანად შევიდა, მაგრამ მცველმა წესების დარღვევით დარტყმის უფლება არ მისცა. მსაჯმა არ ჩასტვინა, ბრაზილიას პენალტი ააცილა.

1986. არგენტინა-ინგლისი

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დიეგო მარადონამ ინგლისის წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა, ორივე შედევრი - ერთი საფეხბურთო, მეორე სახელბურთო. პირველი გოლი მან ხელით შეაგდო, მეორე - ეფექტური დრიბლინგის შედეგად, ფეხით. ეს უკანასკნელი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლად აღიარეს.

1985. იტალია-ესპანეთი

იტალიელმა მაურო ტასოტიმ ესპანელ ლუის ენრიკეს იდაყვი უთავაზა. მსაჯ შანდორ პულს ეს ეპიზოდი გამოეპარა, არადა, საჯარიმოში მოხდა და პენალტიც უნდა დაენიშნა.

იტალიამ 2:1 მოიგო.

2002. ესპანეთი-სამხრეთი კორეა

მსოფლიოს ჩემპიონატზე ეგვიპტელმა არბიტრმა ალ-გჰანდურმა ესპანელებს ორი დამსახურებული გოლი არ ჩაუთვალა და ანტონიო კამაჩოს გუნდი მუნდიალს მიღმა დატოვა. კორეელებმა პენალტების სერიაში მოიგეს.

2005. მარსელი-დინამო (ბუქარესტი)

უეფას თასზე რუმინელები შეხვედრის ბოლო წამებზე 1:2-ს აგებდნენ, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი გოლი სჭირდებოდათ. ფრანგმა მეკარე ფაბიენ ბარტეზმა უხეში შეცდომა დაუშვა, ბურთი დინამოელს მიუვიდა, კარის მიმართულებით დაარტყა, მაგრამ მსაჯმა თამაში სწორედ მაშინ დაამთავრა, ბურთი კარისკენ რომ "მიემართებოდა" და გოლი არ ჩაითვალა.

2006. იტალია-ავსტრალია

მომავალ მსოფლიოს ჩემპიონ იტალიას მეოთხედფინალში ძალიან გაუჭირდა ავსტრალიის დამარცხება. ბოლო წამებზე მათთვის მსაჯმა პენალტი გაიმეტა. 11-მეტრიანი ფრანჩესკო ტოტიმ გოლად აქცია.

2009. საფრანგეთი-ირლანდია

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფიდან ფრანგებმა ირლანდიელები ტიერი ანრის გოლის წყალობით გამოთიშეს. ტიერიმ კარში დარტყმის წინ ბურთი ხელით გაისწორა.

2010. გერმანია-ინგლისი

თითქოს მსაჯებმა გერმანელებს 1966 წელს დაკარგული დაუბრუნესო: ალემანები 2:1-ს იგებდნენ, როცა ფრენკ ლემპარდის დარტყმული ხარიხიდან ასხლეტით კარის ხაზს შიგნით დაეცა. მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. იმ მატჩში გერმანიამ 4:1 იმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
TimeLine: ცვლილებების ქარი
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
TimeLine: აი, სად ვართ! მსგავსება 1922 წლისა და დღევანდელ ქართულ ფეხბურთის შორის
TimeLine: ხინკლის მაკრატელა
მარადონას გუნდზე უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე მესის - მარკო ვან ბასტენი
[VIDEO] "მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კალაძეს სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტის ამ ნათქვამზე
[VIDEO] "ხვიჩაზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
TimeLine: ...ის მოიგებსო
ორი წლის წინ - მესი პელესა და მარადონას გვერდით - დიდი მოწყენილობის შიში...
TimeLine: გამარჯობის ნაცვლად #NBAvote Zaza Pachulia
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
TimeLine: ცეცხლი აენთო...
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
"კვარაცხელია უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ..." - მარადონას შვილი ხვიჩაზე, მამასა და მესიზე საუბრობს
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
მარადონას და მესის ერთნაირი გოლები - რომელი სჯობს? [VIDEO]
კვარაცხელია მოედანზე მთავარი პირი იყო - "ლივერპულთან" იმავე განწყობით!