"დინამო 2"-ის ყოფილი მთავარი მწვრთნელი კლუბზე გულმოსულია
თბილისის "დინამოში" საკადრო ცვლილებები გრძელდება. კლუბის დირექტორის, სანდრო შახოვისა და სპორტული დირექტორის, ბუბა ტყავაძის შემდეგ პოსტიდან პირველ ლიგაში მოასპარეზე "დინამო 2"-ის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძეც დაითხოვეს.

ინფორმაცია, რომელიც "ლელოს" შაბათის ნომერში დაიბეჭდა, დადასტურდა - მაისურაძის ნაცვლად გუნდს ჩაიბარებს მალხაზ ჟვანია, რომელმაც 6 ოქტომბერს მარტვილის "მერანი" მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლოჯერ გაიყვანა მოედანზე.

ვინ იქნება მის სამწვრთნელო შტაბში, ჯერაც უცნობია. მაისურაძის გარდა, გაუშვეს მისი ასისტენტებიც - კახა გოგოლაძე და გიორგი მაკასარაშვილი.

მაისურაძის გაშვება მაინც მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ "დინამო 2"-მა სეზონი წარუმატებლად დაიწყო: 5 ტურის შემდეგ გუნდი პირველი ლიგის A ზონაში, ერთი მოგებით, მისთვის უჩვეულო მე-9 ადგილზეა. შაბათს "დინამო 2" საკუთარ მოედანზე ფოთის "კოლხეთთან" 0:1 დამარცხდა.

სხვათა შორის, მაისურაძე ის მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის (2012 წელი, სლოვენია) ნახევარფინალში ითამაშა. მაშინ მას ბევრი ხელსაყრელი წინადადება ჰქონდა, მაგრამ მომავალ თაობასთან მუშაობა ამჯობინა. გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაისურაძეს კომენტარი ვთხოვეთ:

- თამაშის წინ ბაზაზე მისულს ჩემმა ასისტენტმა მითხრა, რომ გუნდიდან გაგვიშვეს და რომ ეს "ლელოში" ეწერა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ დავიჯერე, მაგრამ... მართალი აღმოჩნდა.

ძალიან ცუდად მოიქცნენ - განა იმიტომ, რომ მე გამათავისუფლეს; არა, ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი ამბავია; არამედ იმიტომ, რომ მწვრთნელებს ასე არ ექცევიან.

დავინტერესდი, რა იყო გათავისუფლების მიზეზი, მაგრამ ვერავინ ვერაფერი ამიხსნა, ერთმანეთს აბრალებდნენ. ბოლოს ისიც მითხრეს, ტყავაძეს უნდა ეთქვაო.

- გუნდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო. იქნებ ეს გახდა თქვენი გათავისუფლების მიზეზი?

- შედეგი ვერ იქნებოდა მიზეზი, რადგან ეს გუნდი ცოტა ხნის წინათ ჩავიბარე და საერთოდაც - აქ მოთამაშეთა გაზრდასა და ხარისხზე იყო ლაპარაკი და არა - შედეგზე. გიორგი დევდარიანსაც ასე მოექცნენ.

საქართველოში ასე იშორებენ მწვრთნელებს - თითქოს არაფრად მიაჩნიათ. კოკაიამ "ზესტაფონიდან" ჭიაბრიშვილი რომ გაუშვა, მანაც გაზეთიდან შეიტყო. ელემენტარულად, ადამიანები ერთმანეთს ნორმალურად არ უნდა ელაპარაკებოდნენ? ეთქვათ, რომ ამ და ამ მიზეზის გამო სხვისი მოყვანა სურდათ. რა, საპროტესტო აქციას გავმართავდი?!

ახლა 19-წლამდელთა ნაკრებზე გადავერთვები. სერბები ჩამოდიან და 9 და 11 ოქტომბერს გორში მათთან ორ მატჩს გავმართავთ.

მომხდარი ჩემზე არ იმოქმედებს, საკუთარი გზა მაქვს და ნაკრებზე ვარ ორიენტირებული. ნოემბერში შესარჩევი ეტაპის მატჩები გვაქვს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

ვინ შეცვლის ბუბა ტყავაძეს სპორტული დირექტორის პოსტზე, ჯერ დაზუსტებული არ არის. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ საქართველოში ამ პროფილის მენეჯერთა არანაკლები დეფიციტია, ვიდრე - კვალიფიციური მწვრთნელების.

დაბოლოს - თბილისის "დინამოს" აკადემიის 14-წლამდელთა გუნდმა სომხეთის 15-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლა. თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ პაატა გოცირიძის შეგირდებმა ნიკა ნინუასა და ერეკლე მალაზონიას გოლებით თამაშში გარდატეხა შეიტანეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რეორგანიზაცია "დინამოში": ტყავაძე მოხსნეს! მწვრთნელად გეგუჩაძე თუ ქეცბაია?

edo da messi თქვენ გინდოდათ ეტყობა დინამო 2-ის მწვრთნელობა და ვერ მოგართვეს
jimi
გაგიხარდათ ბოროტებო კაცმა ამხელა წარმატებას მიაღწია და რატო იმას არ ამბობთ შურიანებო, ვნახავთ ვინ შეცვლის და რას მიაღწევს ის სხვა !
edo
რა გაუკვირდა მაისურადზეს ვერ გავიგე ნაკრებ\სიც უნდიოდა და დინამოშიც, ბოდიში ეყო პარპაში და საერტოს ეგ ნაკრებიდანაც გასაშვებია სულ ერთიდაიგივე ბავ|შვებს ატამაშებს სხვას არ შეიძლება სადმე მიეცეს შანსი მაგიტომაც გვყავს მერე ბოლოს დზაან დზვირპასი ეროვნული ნაკრები, ბავშვებს ასაკობრივიდან ბლოკავენ და ეგაა
messi
ადრე უნდა ექნათ ასე-გუნდის მწვრთნელი იყო და იგივე გუნდი ყავდა ნაკრებშიც, ფაქტიურად ერთი და იგივე ფეხბურთელები ყავდა გუნდშიც და ნაკრებშიც. ახლა იკეთესად მიხედავს ნაკრებს, რა თქმა უნდა თუ იქიდანაც არ გაუშვეს. იქნებ სხვა უფრო ნიჭიერ ბიჭებსაც მიეცეს ნაკრებში თამაშის შანსი
laSha
რა დაფასება უნდ ამაგას ან რა შედეგზე და ხარისხზეა ლაპარაკი კაით რაა ვერაფერი ვერ ათამაშააა პირველ გუნდში გადასასვლელი ფეღბურთელები უნდა მოემზადებინა ამან კიდე პირველ გუნდისგან განსხვავებული სტრატეგით თამაში დაიწყო რაც ფიფიას მოთხოვნა იყო მოკლედ როცა არ იცით გაცუმდიტ ესენი მარტლა მუქთახორები იყვნენ
rezi
ფიფიას გაუმარჯოს გმერტმა კიდე კაი ხანი იტანა მუკტა მცჰამელები და რაფრის გაკეტებლები
malxazi
დინამოში არის ბარდაკი,რა უნდათ თვითონ არ იციან.

მაისურაძე ვერ დააფასეთ,რა წარმატებას მიაღწევთ ვნახოთ
Shoda
ფიფისგან მეტს არც უნდა ელოდეთ! სამწუხაროა, რომ ფეხბურთი ასეთი ხელში გადავიდა!
ქეთი
და ჯიშკარიანი დატოვეთ?
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
სალაჰმა გამოაცხადა, რომ "ლივერპულს" ტოვებს
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
დატოვებს მამარდაშვილი "ლივერპულს"? - ვითარებას ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტი განმარტავს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
საქმეში პირადად პერესი ჩაერთო - რას გადაწყვეტს ვინისიუსი და დასჭირდება თუ არა "რეალს" ახალი ვინგერი
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
სანდრო შახოვმა თბილისის "დინამოს" დირექტორის თანამდებობა დატოვა
ელგუჯა გუგუშვილი: ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სასწრაფოდ!
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
დღეს, 26 დეკემბერს, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
ჭიდაობის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების ზეწოლაზე საუბრობენ
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის მანუჩარ კვირკველია და ვალერი გელაშვილი იბრძოლებენ
თავდასხმიდან დაცვაში - ოთარ კაკაბაძე რუბრიკაში "ახლო ხედით"
თბილისის "დინამოში" საკადრო ცვლილებები გრძელდება - რამაზ მუმლაძეც წავიდა
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა