იმედია, ამ არჩევნების მერე მაინც დაისადგურებს სიმშვიდე ამ ოჯახში და ეს სამყარო, ჩხუბის ნაცვლად, ვარჯიშს შეუდგება
დღეს, 26 დეკემბერს, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. ყრილობის დელეგატებს არჩევანის გაკეთება პრეზიდენტობის 4 კანდიდატს შორის მოუწევთ.

კანდიდატები არიან: პარლამენტარი ვალერი გელაშვილი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გოგი მაკასარაშვილი.

იხილეთ:ჭიდაობის ფედერაცია: პრეზიდენტის საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი

არჩევნების სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, დღის 12:30-დან იწყება ყრილობის დელეგატთა რეგისტრაცია. ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, მობრძანდნენ დღის 12:00 საათიდან. მისამართი: ილია ჭავჭავაძის 49ა, "ფალავანთა კლუბი".

ხელისუფლების ზეწოლას ყველა უარყოფს

ბიულეტენში ოთხი გვარი კი იქნება შეტანილი, მაგრამ ამათგან რამდენს სურს არჩევნებში მონაწილეობა, სხვა საკითხია.

საქმე ისაა, რომ რურუამ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა საარჩევნო კამპანიის დახურვამდე, ანუ 20 დეკემბრის დღის ბოლომდე განაცხადის გატანა ვერ მოასწრო. ამიტომ მისი გვარი მაინც დარჩება ბიულეტენში.

თავისი განზრახვის შესახებ მას შეუძლია, ყრილობაზევე ღიად განაცხადოს და ჩამოშორდეს ამ მარათონს.

ბოლო დღეებში ამ არჩევნებთან დაკავშირებით მედიაში აქტიურად მუსირებს კანდიდატებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის თემა. ეს, ძირითადად, მაკასარაშვილისგან წამოვიდა, რომელმაც ღიად დაადანაშაულა ხელისუფლება ამაში, თუმცა არჩევნების წინა დღეს დაგვიზუსტა, რომ ლაპარაკი იყო კონკრეტულად რურუას მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე და არა სხვებზე და სახელოვანი ვეტერანის უარიც ამის შედეგია.

იქვე მაკასარაშვილმა გვითხრა, რომ პირადად მის მიმართ არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.

თავის მხრივ, ჩარევა და ზემოქმედება რურუამაც იუარა და განაცხადა, რომ არც მასზე ყოფილა რაიმე მსგავსი - არც ადრე და არც ახლა. ამას ვერავინ გამიბედავსო, დასძინა მან და დაამატა, რომ თვითონაც იცის, მასთან შედარებით ეკონომიურად ვის მეტი რესურსი აქვს ჭიდაობის დასახმარებლად.

შესაძლოა, საერთოდ არ მივიდე არჩევნებზე, რადგან არ მინდა ამ კინკლაობის ყურებაო, გვითხრა არჩევნების წინა დღეს რომან რურუამ, როცა კომენტარისთვის შევეხმიანეთ, და სავსებით გვესმის მისი. მართლაც ძნელია იმის ყურება, რაც დღეს ხდება ჩვენს ჭიდაობაში.

იმედია, ამ არჩევნების მერე მაინც დაისადგურებს სიმშვიდე ამ ოჯახში და ეს სამყარო, ჩხუბის ნაცვლად, ვარჯიშს შეუდგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
ჭიდაობის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების ზეწოლაზე საუბრობენ
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები: დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [VIDEO]
გეგა გეგეშიძე: აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ შსს ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებში ერევა [VIDEO]
მანუჩარ კვირკველია: არჩევნების ჩაშლა ჭიდაობისთვის დამანგრეველი იქნება
რიო 2016: ერთადერთი, რაც შმაგი ბოლქვაძემ ვერ გააკეთა... [VIDEO]
სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა პრეზენტაცია გამართა
ვალერი გელაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი დაადასტურა
დაძაბული ყრილობა მშვიდი ფინალით - როგორ აირჩიეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გახდა
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის მანუჩარ კვირკველია და ვალერი გელაშვილი იბრძოლებენ
რა მიზნით იყო ჩასული აფხაზეთში ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია გახდა
ვასილ მაისურაძე: მწვრთნელებს ასე არ ექცევიან!
"მედვედის" ახალგაზრდა კავალერები - ლიდერთა გეგმები, ახალი წონები და საქართველოს ჩემპიონატი
ჭიდაობა. საერთაშორისო კალენდარი: დიდი ტურნირი თბილისში
ლუკა კურტანიძე მორიგ სკანდალში გაეხვა - წილები და უკანონო გარიგებები
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობას 4 კანდიდატი ჰყავს
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა