2017 წლის 19 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს პირველობის ფინალური ეტაპის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად საქართველო და ხორვატია იბრძვიან
ამას წინათ რიგაში (ლატვია) ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ჟან ბრიოს (საფრანგეთი) და გენერალურ მდივან მიხაელ ვიდერერის (ავსტრია) ორგანიზებითა და უშუალო მონაწილეობით გაიმართა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი) ხელბურთის ფედერაციების წარმომადგენელთა სემინარი. საქართველოდან მასში ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე მონაწილეობდნენ.

როგორც ზურაბ კაკაბაძემ გვითხრა, ბალტიისპირულ თავყრილობაზე, უპირველესად, 2015 წელს თბილისში გასამართავ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს შეეხნენ.

გადაწყდა, რომ სახელბურთო ტურნირისთვის ქართველი მომსახურე პერსონალის მომზადება 2014 წლიდან დაიწყება. ევროპის ხელბურთის ფედერაცია ჩვენს ქვეყანაში რეგულარულად მოაწყობს სემინარებს მწვრთნელთა მომზადება-სერტიფიცირებასთან დაკავშირებით.

რიგის შეხვედრის მონაწილენი შეეხნენ კონტინენტის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მოასპარეზე გუნდების 20 ან 24-მდე გაზრდას. ევროპის ხელბურთის ფედერაციას არ სურს დასკვნით რაუნდში განსხვავებული დონის გუნდების თავმოყრით ტურნირის გაფერმკრთალება. იმსჯელეს მე-2 დონის ტურნირის მოწყობაზე, რომელშიც ის გუნდები იასპარეზებენ, რომლებიც 16 უძლიერესში ვერ მოხვდებიან.

30 ოქტომბერს სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. საქართველოს ნაკრები ლიტვასთან სტუმრად ითამაშებს. ბელორუსის ფედერაციასთან შეთანხმებით, ამ ორთაბრძოლის წინ ჩვენი ხელბურთელები ბალტიისპირეთში სლავებთან ორ საკონტროლო მატჩს გამართავენ.

27 ოქტომბერს დოჰაში (ყატარი) ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი გაიმართება, რომელზეც 2017 წლის 19 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს პირველობის ფინალური ეტაპის მასპინძლობის საკითხიც განიხილება (ამ უფლების მოსაპოვებლად საქართველო და ხორვატია იბრძვიან). რიგის სემინარის მონაწილენი ჩვენი ქვეყნის ხელბურთის ფედერაციას მხარდაჭერას შეჰპირდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ხელბურთი: თბილისი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად არის
ხელბურთის საქართველოში დასაბრუნებლად - ინტერვიუ ზურაბ კაკაბაძესთან
როგორც ნაკრები და როგორც ოჯახი - ულამაზესი ქართველი გოგონები [PHOTO]
ჩვენც ვარსებობთ - საქართველოს ხელბურთელ ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპას უბრუნდება
გვჭირდება შედეგი და ტრიბუნების მხარდაჭერა! - 8 ივნისს ქართველი ხელბურთელები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატზე იასპარეზებენ
ზურაბ კაკაბაძე: ქართულ ხელბურთს ცხელი ზაფხული ელის