ზვიადაურთა სახელოვან ფალავნებს, ზურაბს და ჯარჯის, გასაყოფი რა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ წელიწადზე მეტია, ბიძაშვილები უბრად არიან
ათენის ოლიმპიადაზე ჩემპიონი ორი ზვიადაური გახდა: ზურაბი - საქართველოს, მისი ბიძაშვილი, ილიას ილიადისის სახელით მოჭიდავე ჯარჯი კი - საბერძნეთის სახელით...

ზვიადაურთა სახელოვან ფალავნებს გასაყოფი რა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ წელიწადზე მეტია, ბიძაშვილები უბრად არიან. უფრო სწორად, დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ჯარჯიზე ნაწყენი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახმეტის მაჟორიტარობისთვის მებრძოლმა ზურაბ ზვიადაურმა ილიადისს კონკურენტის - პეტრე ცისკარიშვილის გვერდით დგომა ვერ აპატია და ისიც კი დასცდა - ჯარჯი ჩემთვის მკვდარიაო...

სამაგიეროდ, ილიას ილიადისია დარწმუნებული, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, რომ ზვიად(აურ)ის სისხლი თავისას გაიტანს და ბიძაშვილობა პოლიტიკაზე მაღლა დადგება!

- ჯარჯი ზვიადაური - ამაზე ქართული გვარ-სახელი რა უნდა იყოს?! გული არ გწყდებათ, დღეს სხვა სახელი რომ გქვიათ?

- 2001 წელს საქართველოდან რომ არ წამოვსულიყავი, მივაღწევდი კი ამდენს? ყველას კარგად ახსოვს, რა მდგომარეობა იყო მაშინ. სპორტსმენი კი როგორ გაიზრდება, თუ პირობას ვერ შეუქმნი, შეკრებაზე ვერ გაუშვებ, ძლიერ ტურნირებზე ვერ აჭიდავებ, გასაქანს ვერ მისცემ... ისეთი პირობები, რაც ბოლო წლებშია საქართველოში, ჩემს დროს რომ ყოფილიყო, არც წამოვიდოდი და არც არავინ გამომიშვებდა!

- ბევრისგან გამიგია, ჯარჯი მაშინ ბავშვი იყო და სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, გადაწყვეტილებაც სხვებმა მიიღესო...

- არ არის მართალი! შოთა ხაბარელმა და გურამ მოდებაძემაც მითხრეს, თავად უნდა აირჩიო, წახვალ თუ დარჩებიო. გადაწყვეტილება კი მშობლებთან ერთად მივიღე. ოლიმპიადამდე ორი წელი რჩებოდა, ნაკრებში დიდი კონკურენცია იყო და წასვლა ვამჯობინე... სახელს რაც შეეხება, გული არ მწყდება, რადგან ყველგან და ყველასთვის მაინც ჯარჯი ზვიადაური ვარ! ეს ყველამ იცის, ხომ არ დაიმალება?

- ათენის ოლიმპიადაზე ორი ზვიადაური გახდა ჩემპიონი: ზურა - საქართველოს, ჯარჯი კი საბერძნეთის სახელით...

- ზურაბ ზვიადაური მსოფლიოში უძლიერესი ძიუდოისტია!

- მაგრამ ათენის ოლიმპიადის ორი გმირი, ბიძაშვილი ზვიადაურები დღეს უბრად არიან...

- მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ზურა ამის გამოა გულნატკენი... ზურაბ ზვიადაური ჩემი ბიძაშვილია, ჩემი სისხლი და ხორცი, გაუგებრობა კი დედმამიშვილებს შორისაც ხდება. შესაძლოა, წლობით არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ძმა ძმის, ბიძაშვილი კი ბიძაშვილის გარეშე მაინც ვერ გაძლებს.

დრო ყველაფრის მკურნალია და როცა შევხვდებით, დარწმუნებული ვარ, ძველებური სიყვარულით გადავეხვევით ერთმანეთს!

შარშანდლამდე ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, მცირედი გაუგებრობა კი მას შემდეგ მოხდა, რაც ზურა პოლიტიკაში წავიდა...

- და ისე გამოვიდა, რომ პოლიტიკა ბიძაშვილობაზე მაღლა დადგა? მტკივნეულია ამის მოსმენა, მაგრამ ზურამ თქვა, ჯარჯი ჩემთვის მკვდარიაო.

- ბიძაშვილობაზე მაღლა არაფერი დადგება! აზრის გამოხატვის უფლება კი ყველას აქვს. დარწმუნებული ვარ, ეს სიტყვები გაბრაზებულმა თქვა, თორემ მართლა "მკვდარი" ხომ არ ვიქნები მისთვის? ზურა ჩემი სისხლი და ხორცია და ჩემთვის არასდროს იქნება მკვდარი. მეტიც, როცა გარდავიცვლებით, მაშინაც ჩემი ბიძაშვილი იქნება!

იხილეთ სრული სტატია

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:

ზურაბ ზვიადაური: "ჯარჯი ზვიადაურზე აღარაფერი მკითხოთ, ის ჩემთვის მკვდარია"

gio
ვინც ნაცების გვერდით დგას ის ყველასათვის მკვდარია!
რაინდი
ჯარჯი დიდი ფალავანის გარდა, რაინდიცააა და კარგი ქცევით გამოირჩევა ტატამზეც და მის გარეთაც, რასაც მის ცოტა არეულ ბიძაშვილზე ვერ ვიტყვით.
მხოლოდ ღმერთმა იცის სადაა ჭეშმარიტება
ჯარჯი ყოფილა ნამდვილი -ორთოდოქსი-ქრისტიანი კაცი. ზურა კი ... პოლიტიკოსი. რაც არ უნდა სიმართლისთვის იბრძოდე, პოლიტიკა მაინც ბინძური საქმეა. პოლიტიკამ არ იცის ბიძაშვილობა. არავინ იცის თუ სადაა სამართალი. მხოლოდ ღმერთმა იცის.
კარგი კაცი ჩანს ჯარჯი, ნუ გადავაყოლებთ მამლუქობას...
კი რუსებს ოლიმპიადა რომ მიყიდა იმასაც ნუ გადავაყოლებთ !
გიო
კარგი კაცი ჩანს ჯარჯი, ნუ გადავაყოლებთ მამლუქობას...
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
"მსოფლიო ჩემპიონი თავის საქმეში" - ჯარჯი ზვიადაური პუტინის ფოტოს გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს
ილიას ილიადისი ძიუდოს აკადემიაში მასტერკლასს ჩაატარებს
ბაქო 2015. ძიუდო: ვალერი ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ბაქო 2015. ძიუდო: ადამ ოქრუაშვილმა საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა! [VIDEO]
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე: ბევრი მეკითხება, უარს რატომ ამბობო?! უარს არ ვამბობ, მაგრამ...
"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად" - ჩერგოლეიშვილი ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება
ზურაბ ზვიადაურს ოპერაცია ესაჭიროება
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..