ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უარი ნაკრებს: ვინ უნდა მიირთვას თაფლი და შოკოლადი?

უარი ნაკრებს: ვინ უნდა მიირთვას თაფლი და შოკოლადი?

როგორ უნდა დარწმუნდეს ნაკრების მწვრთნელი, რომ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელი მართლა ტრავმირებულია?
Short Memory ინგლისური ფრაზაა და "მოკლე მეხსიერებას" ნიშნავს. ამ დაძაბულ ცხოვრებაში კვების რაციონი თაფლითა და შოკოლადით თუ არ გააძლიერე, არ უნდა გაგიკვირდეთ, მეხსიერებამ თუ გიმტყუნათ...

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეკრებაზეა და მიჯრით ორი მატჩისთვის ემზადება. ორივე შესარჩევი ეტაპისაა - 10 ოქტომბერს ჰოლანდიასთან, 14-ში შოტლანდიასთან.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ამ მატჩებისთვის გამოძახებულთა სია რომ გამოამზეურა, მასში სპლიტის "ჰაიდუკის" შემტევი გიორგი ილურიძეც ფიგურირებდა.

ფეხბურთის ფედერაციის საიტზე, გამოძახებულ ფეხბურთელთა სიის გარდა, კიდევ ასეთი რამ ეწერა - "ალექსანდრე ჩივაძემ სპლიტის "ჰაიდუკის" შემტევი გიორგი ილურიძეც გამოიძახა, თუმცა ტრავმის გამო ილურიძე ჩამოსვლას ვერ ახერხებს".

რომ ჩავეძიეთ, ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გვითხრა - ინფორმაცია მივიღეთ, რომ ილურიძე გამაყუჩებელი ნემსებით თამაშობს ხორვატიის ჩემპიონატშიო.

"ლელო" თავად ილურიძესაც დაუკავშირდა. მისგან ასეთი განმარტება მივიღეთ:

"დღეს ექიმთან ვიყავი. სისხლჩაქცევები მაქვს, ორი დღეა არ მივარჯიშია. "კუსტოსიასთან" სათასო შეხვედრაც გამოვტოვე და შემდეგ ტურშიც, 5 ოქტომბერს, "სპლიტის" წინააღმდეგ ვითამაშებ თუ არა, ესეც საეჭვოა".

5 ოქტომბერს ილურიძე "სპლიტთან" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. 7 ოქტომბერს ჩივაძემ პრესკონფერენცია გამართა და ასეთი რამ თქვა:

"რაც შეეხება გიორგი ილურიძეს, ორი დღის წინ მან თავის გუნდში ითამაშა. დღეს დავუკავშირდებით და თუ არანაირი პრობლემა არ არის, მასაც გამოვიძახებთ".

8 ოქტომბერს ერთხელაც დავინტერესდით ილურიძის თემით და ფეხბურთის ფედერაციიდან ასეთი ამბავი გავიგეთ - ილურიძე სამუშაო ვიზის აღებას აპირებს ხორვატიაში, ამიტომ 10 ოქტომბრის მატჩისთვის ვერა და, 14 ოქტომბრის თამაშისთვის იქნება ახალგაზრდულ ნაკრებშიო.

თუ სამუშაო ვიზა იყო დაბრკოლება ნაკრებში ჩამოსასვლელად, მაშინ თავიდანვე რატომ არ აცნობა ილურიძემ ამის შესახებ ფედერაციას? ხოლო თუ სამუშაო ვიზა არ აქვს, მაშინ როგორღა თამაშობს "ჰაიდუკში"?

საკითხავია ისიც, ასეთ დროს ვინ უნდა მიირთვას ბევრი თაფლი და შოკოლადი - ფეხბურთელმა, მწვრთნელმა თუ გულშემატკივარმა?

8 ოქტომბერს ცნობილი გახდა ისიც, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული თორნიკე ოქრიაშვილი 10 ოქტომბერს ჰოლანდიასთან ვერ ითამაშებს. ოქრიაშვილი ამბობს, რომ ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და ჯერ გადაწყვეტილი არ არის, 15 ოქტომბერს ეროვნულ ნაკრებს ესპანეთთან ბოლო საკვალიფიკაციო მატჩში დაეხმარება თუ ვერაო, გვითხრეს ფედერაციის პრესსამსახურში.

ეროვნული ნაკრების შეკრებაზე არ იქნება რუსული "კრილია სოვეტოვის" მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი. ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის განმარტებით, ამისულაშვილი ტრავმის გამო ვერ გაემგზავრება ესპანეთში.

ამისულაშვილმა 5 ოქტომბერს რუსული პრემიერლიგის მატჩში შეუცვლელად ითამაშა მოსკოვის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ. ცხადია, ეს ყველაფერი იმას არ ამტკიცებს, რომ ამისულაშვილი საღსალამათია და ნაკრებში არ ჩამოდის, თუმცა ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში ნაკრების ექიმი, ალბათ, ვალდებული უნდა იყოს, ჩაერთოს საქმეში, მოინახულოს ფეხბურთელი და დასვას დიაგნოზი.

ეს მხოლოდ ჟურნალისტური აზრია და ზოგადად, მასმედია ვერავის დაავალდებულებს, რომ ექიმი ფეხბურთელთან მიავლინოს. იმასაც ვერ დავიჩემებთ - ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელი რომ იტყვის, ტრავმის გამო ვერ ჩამოვდივარო, მაინც ჩამოვიდეს და ნაკრების ექიმთანაც გაიაროს კონსულტაცია.

ჟურნალისტს ასეთ დროს მხოლოდ კითხვის დასმა შეუძლია: როგორ უნდა დარწმუნდეს ნაკრების მწვრთნელი, რომ ფეხბურთელი მართლა ტრავმირებულია?

ჩივაძე არ დაძაბავს ვითარებას, საქვეყნოდ აუგს არ იტყვის თავისი გუნდის ფეხბურთელებზე, ოღონდაც, საქმეს არც ის წაადგება, თუ ამით ფეხბურთელები ბოროტად ისარგებლებენ.

ესეც უნდა ითქვას - ეროვნული ნაკრების წამყვანი ფეხბურთელისთვის არ არის კომფორტული და სასიამოვნო, რომ ეროვნული გუნდიდან ახალგაზრდულში (დროებით მაინც) დაბრუნდეს, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ჰოლანდიაა...

საქართველოს ნაკრები ნამეტანი რთული თემაა, თაფლი და შოკოლადი კი მართლა აუცილებელი ამხანაგი უნდა იყოს მთელ ამ დავიდარაბაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• georgia

ილურიძის მსგავსი "პატრიოტები" საერთოდ არ არიან ნაკრებში გამოძახების ღირსნი

• BONDO

ილურიძე გამყიდველი ხარ საქართველოსი

• BONDO

არ მეგონა თუ საქართველო არ უკვარდა არადაგორმა იპოვა და ცარმოაჩინა ფეხბურთელად და მალადეც მოგალატე ხარ ილურიძე

• tornike77

არ უნდათ და თავის გზას იპოვიან სულ ფეპბურთელები ხო არ იქნებიან მერე მაინც მიხვდებიან რაზე ამბობდნენ უარს ქინკლაძე ნემსაძე ჯამარაული და სხვები რა გუნდეში თამაშობდნენ და ისინი ყველა თამაშჰებზე ემსახურებოდნენ საქართველოს და იმიტომაც ფასდებიან ესე ესენი ვინ არიან რო იგონებენ რიგ ტყუიილებს არ უნდატ და კარგად იყვნენ

• levani

თუ არ უნდა ცამოსვლა ნუ ჩამოვა. რას ვაძალებთ არარ გამოვიძახოთ არარასდროს და იჯდეს თავის ჰაიდუკში, რომელ ევროსარბიელებზე ეგ გამოდის გორის დილას ვერ უგებს ისეთი გუნდია. იქნება ყოველთვის ჭ-კლასის ფეხბურთელი და ეგეთივე კლუბის წევრი. იმდენს თუ ვერ ხვდება, რამხელა პრესტიჟია საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში, რომ გამოგიძახებენ და გათამაშებენ. ამაზე ხალხი ოცნებობს

• durmishxan gulua

ვერ გამიგია რატოა საჭირო ამხელა აურზაური,მესმის რომ ჯურნალისტებს გაინტერესებს და ცნობისმოყვარე ხალხი ხართ,შესაბამისად მასა თქვენგან გებულობს ამბებს მაგრამ მოდი რა ეს ყველაფერი მართლა დამღლელია და დაანებეთ თავი ამ ზედმეტ რაღაცეებს,,ყველას ვისაც სურვილი აქვს ნაკრებში თამაშის და გამოიძახებენ ჩამოვა,,არუნდათ ნუ უნდათ.არუნდა ამას გაბუქება და ვაიმე იმას არუნდა თამაში ნაკრებში და რატო ნეტა რას იტყუებაო,,კიდე ერთხელ ვიმეორებ არუნდათ და კარგად იყვნენ დავწეროთ და უგულშემატკივროდ იმათ ვინც სულით და გულით ჩამოდიან და თამაშობენ.მართლა დამღლელია ამდენი მათხოვრობა,ეხვეწე ეხლა ამ ვითომ ფეხბურთელებს და ინერვიულე ამათ გამო,სარი უთხრიათ ერთი კაცო...

• avto

ფუი შენს კაცობას როგორი იმედი მქონდა შენი მარა უჯიგრო ფეხბურთელი ყოფილხარ

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა

"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა

ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]

კვირკველია და ამისულაშვილი ანტირეკორდსმენებში

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი

"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო

ლევან კობიაშვილი: მადლობა ამისულაშვილს ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის

ალექსანდრე იაშვილი: ის ძალიან დააკლდება ჩვენს ნაკრებს როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

12 ნოემბერს ალექსანდრე ამისულაშვილის ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

გიორგი დეკანოსიძე: თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის!

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?