ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი ეტაპი. III ჯგუფი
"არანაირი 50/50, ეს თამაში უნდა მოვიგოთ!" - თამაშის წინა დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისგან ასეთი რამეც მოვისმინეთ.

ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება; ისეთებიც მომხდარა, საქართველოს ნაკრებზე ძლიერ გუნდსაც წაუგია დიდი ანგარიშით. ისიც გახსოვთ, ალბათ, ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილმა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა იტალიასთან სტუმრად 0:6 რომ წააგო, მაგრამ იმავე შესარჩევში შინ 2:0 დაამარცხა ახალგაზრდული "სკუადრა აძურა".

0:6-ის მერე ძალიან ადვილია კრიტიკა, ოღონდაც, უკვე ისე შევეჩვიეთ საერთაშორისო სარბიელზე ქართული გუნდების მარცხს, საკრიტიკოდ ფანტაზიის მოკრება არ არის იოლი საქმე.

ჰოლანდიელ ახალგაზრდებს სულ სხვა სკოლა აქვთ გავლილი, ისინი სულ სხვანაირად არიან მომზადებულები. რაც უფრო მატულობს ასაკი ახალგაზრდულ ფეხბურთში, მით უფრო ძნელია საქართველოს ნაკრებისთვის წარმატების მიღწევა. ფეხბურთელის დაოსტატების ფაზას კარგი პროფესიული კლუბი სჭირდება, სადაც არის კარგი პირობები, გარემო, კარგი მწვრთნელი და არიან გამოცდილი, უკვე ზრდასრული ფეხბურთელები.

იხილეთ ვიდეო

ამ ყველაფერში სხვაობა დიდია ჩვენსა და ჰოლანდიას შორის, თუმცა მხოლოდ ამით არ შეიძლება მარცხის და, მით უმეტეს, ასეთი მარცხის გამართლება.

ჰოლანდიელი ახალგაზრდები თითქოს სკოლაში ნასწავლ გაკვეთილს ჰყვებოდნენ ვაკეში. არც ერთი ზედმეტი მოძრაობა, სწორი თამაში, პრესინგი, ბურთის ამოტანა, მოედნის ბურთიან მონაკვეთში რიცხობრივი უპირატესობის შექმნა - საქართველოს ნაკრები ჰოლანდიას ამაში ვერ აჯობებდა, თუმცა ჩვენ სულ სხვა კოზირი უნდა გვქონოდა - ინდივიდუალური ოსტატობა, ფანტაზიის უნარი... ანუ ის თამაში, რაც ქართველებს სისხლში გვაქვს.

გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი, ჯანო ანანიძე - ეს ყველაფერი ამათ უნდა ეტვირთათ, თანაგუნდელებიც უნდა აეყოლიებინათ და იქნებ რეტიც დაგვესხა ჰოლანდიისთვის - 10 ოქტომბერს გამართული თამაშის შემხედვარე, ამ ყველაფრის წაკითხვა ძალიან ადვილი გამოდგა.

ჰოლანდიელთაგან ცენტრფორვარდი ლუკ კასტაინიოსი გამოირჩა. ის "ტვენტეს" ფეხბურთელია. ეს გუნდი ამ დროისთვის ერედივიზიონის ლიდერია, კასტაინიოსმა კი მიმდინარე სეზონში 4 გოლი გაიტანა. გახსნა, აგრესიული თამაში, ბურთის მიღება, სწორი გადაწყვეტილების უნარი - კასტაინიოსი უკვე შემდგარი ფეხბურთელია და მისი ამოკეტვა ჩვენებს ძალიან გაუჭირდათ.

პირველ წუთებზე მას ორი საგოლე შანსი ჰქონდა - ჯერ გიორგი ნადირაძის ხელებს შეაწყვიტა ბურთი, მერე კი მასთან პირისპირ გავიდა და ქართველ მეკარეს ვერ აჯობა.

ჩვენმა ახალგაზრდებმა ჰოლანდიელთა ორ ჩხვლეტას ყაზაიშვილის მიერ წამოწყებული იერიშით და ანანიძის არაზუსტი დარტყმით უპასუხეს - ამ ეპიზოდიდან გოლის გამოდნობა შეიძლებოდა.

კასტაინიოსმა კი მესამე ჯერზე უკვე პირწმინდად მოარღვია ჩვენი ახალგაზრდების დაცვა - ჯერ ნიკა კვეკვესკირს აჯობა, მერე არჩილ ტვილდიანს და ჟან-პოლ ბუტიუსს ისე დაუგორა ბურთი, რომ ამ უკანასკნელმა ახლოდან გადაგზავნა კარში.

გოლმა მასპინძლები ვერ გატეხა. მარჯვენა გარემარბი ჭანტურია აქტიურობდა და რამდენჯერმე გვარიანად აანერვიულა კიდეც ჰოლანდიური დაცვა. ერთხელ დავით სხირტლაძემ და ანანიძემაც მოახერხეს კარგი იერიშის განხორციელება. სხირტლაძე რთული მდგომარეობიდან ურტყამდა და სტუმართა მეკარემ ფეხით მოიგერია ბურთი.

ამის შემდეგ ჭანტურიამ ერთხელაც გაიბრწყინა ინდივიდუალური თამაშით, მას ანანიძეც მიეხმარა, ჭანტურიამ მეკარეს ხვეული დარტყმით გადაავლო ბურთი, რომელიც ხარიხამ აისხლიტა. ჭანტურიამ ამის შემდეგ კიდევ გაახერხა რეიდი, ფლანგიდან შუისკენ შეიწია და ოციოდე მეტრიდან ააცილა კარს.

ერთი სიტყვით, იყო იმის იმედიც და შანსიც, რომ ჩვენი ახალგაზრდები ანგარიშს გაათანაბრებდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულს აქეთ გაუშვეს ბურთი - დავით უბილავამ ცუდად დაუგორა ბურთი მეკარეს, ნადირაძემაც კარიდან გამოსვლა დაახანა, ბურთი კასტაინიოსმა ჩაჭრა და - 0:2.

ჩვენი განაპირა მცველები შეტევაში, ფაქტობრივად, ვერ ერთვებოდნენ და დაცვით ფაზაშიც ვერ გამოირჩეოდნენ - ამანაც მნიშვნელოვნად განაპირობა თამაშის პერიპეტიები.

შესვენების შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ისევ მონდომებული ჩანდა, თუმცა ისევ კურიოზული გოლი გაუშვა - კასტაინიოსმა ისეთი წერტილიდან დაარტყა, საიდანაც ფლანგურ ჩაწოდებას აკეთებენ. ბურთი უცნაური ტრაექტორიით გაფრინდა და კარში ჩაეშვა - რა თქმა უნდა, ნადირაძე ვალდებული იყო, ასეთი დარტყმა მოეგერიებინა.

სამბურთიანი ჩამორჩენა, ისიც ჰოლანდიასთან - თამაშის შემოტრიალება უკვე შეუძლებელი იყო, თუმცა ჩვენები არ ცხრებოდნენ. ისეთი იერიშიც მიიტანეს მეტოქეზე, რომ რამდენიმე წამის განმავლობაში ორი საგოლე მომენტი შექმნეს - უორნერ ჰანმა ჯერ ყაზაიშვილის დარტყმა მოიგერია, მერე ლაშა პარუნაშვილს არ დაანება კარი.

ყველაფერი მაშინ დამთავრდა, როცა კვეკვესკირი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. ჰოლანდიამ გაილაღა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კი ძალიან უსუსური იყო.

მატჩის შემდეგ

ალბერტ სტაიფენბერგი (ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

"პირველი ტაიმი რთული გამოდგა. მეორე ტაიმში ველოდით, რომ ქართველები ისევ მონდომებით ითამაშებდნენ. როცა მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს, უფრო მეტი გოლის საშუალება მოგვეცა.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ორი მათგანი ჰოლანდიაში თამაშობს და დღევანდელი ანგარიში არ ასახავს ძალთა რეალურ თანაფარდობას".

ალექსანდრე ჩივაძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

"ალბათ, ხვდებით, რა მდგომარეობაშიც ვარ. შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ შევხვდეთ და ყველაფერზე ვილაპარაკოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

PARFIUMER
ხო თორე დევდარიანი რომ ყოლოდათ გაარღვევდნენ ჰოლანდიას :) რას იტყვით ხოლმე...
zaza
ამატ ტამაშს რო უყურე ზედიზედ ერტი 3 ჯერ,პეხბურტს შეგაზიზგებენ ოგონდ მარტლა
zaza
ფუუუუ რას გვანან,სირცხვილიაააააა
tazos
უფრო ფედერაციის წინააღმდეგ იღვრწვნიან. დევდარიანიც ოპოზიციაშია.
tazo
ყველა მართლა ტყემალზე ზიხართ. დევდარიანისთვის ჩალიჩობენ ბიჭები, ჩივაძის მაგივრად რომ მოიყვანონ. დევდარიანი ამათ თავის ბიჭებად თვლის და ამათით ეროვნულსაც უმიზნებს. ესენიც ამაში ხელს უწყობენ და ლოთობაც ამისთვის მოაწყვეს. ჭანტურიას რამე გაუჩერდება ენაზე.
:DDD
სამაგიეროთ ჰოლანდიელებმა სმაში შეგვეჯიბრონ თუ მაგარი ბიჭები არიან!
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა
U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"
"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...
"დინამო არენაზე" 13 მაისს "დინამო"-"კარლ ცაისის" მატჩის ჩვენება გაიმართება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა
ვლადიმერ გუცაევი: დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირდაპირ უნდა ვთქვა ჩემი აზრი
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!