"როსტოვის" ფეხბურთელი ესპანეთში მყოფ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ოჯახური მიზეზების გამო ვერ შეუერთდება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო ოფიციალური მატჩისთვის უკვე ორი დღეა ქალაქ ალბასეტეში ემზადება.

ესპანეთთან შეხვედრისთვის თემურ ქეცბაიამ გუნდი 8 ოქტომბერს შეკრიბა. ამ დროისთვის გუნდი ალბასეტეში 20-კაციანი შემადგენლობით იმყოფება.

ნაკრებმა 10 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბ "ალბასეტეს" საწვრთნელ ბაზაზე ორჯერ ივარჯიშა. ესპანეთში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან მატჩს სრულად მომზადებული ხვდება.

სავიზო პრობლემების მოგვარების შემდეგ გუნდს დღის ბოლოს ბაქოს "ინტერის" ფეხბურთელი ბაჩანა ცხადაძე და ფამაგუსტას "ანორთოსისის" წევრი შოთა გრიგალაშვილი შეურთდებიან.

ალექსანდრე ამისულაშვილისა და თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმების შემდეგ კი ნაკრებს კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა - თემურ ქეცბაიას განკარგულებაში ვერც ჯანო ანანიძე იქნება.

"როსტოვის" ფეხბურთელის არყოფნის მიზეზი არა ტრავმა, არამედ პირადი პრობლემა გახდა. ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ მას ოჯახთან დარჩენა მოუწია.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფეხბურთელმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმარტების გაკეთება და ფედერაციის ვებგვერდს მცირე კომენტარი მისცა.

"ძალიან რთული ოჯახური ვითარება შემექმნა და ამიტომ რამდენიმე დღით საქართველოში დარჩენა მომიწია.

მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელსაც შეუძლია უმნიშვნელო მიზეზის გამო უარის თქმა ეროვნულ ან ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებაზე. ეს არც აქამდე გამიკეთებია და არც მომავალში ვაპირებ; მით უმეტეს, რომ გულშემატკივრებისგანაც ყოველთვის ვგრძნობ დიდ სითბოს და სიყვარულს.

ნაკრების მაისურით თამაში ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და პატივია, თუმცა დღეს ჩემი ოჯახი განსაცდელშია და ვალდებული ვარ, მათ გვერდით ვიყო.

მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემი საქართველოში დარჩენის ერთადერთი მიზეზი ოჯახური მდგომარეობაა".

ესპანეთთან გამოძახებული მოთამაშეების 20-კაციანი სია ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("დილა", გორი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი")

მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი ხიდეშელი ("ტორპედო", ქუთაისი), დავით კვირკველია ("დინამო", თბილისი), გულვერდ თომაშვილი, ალექსანდრე კვახაძე (ორივე - "დილა", გორი), გიორგი ფოფხაძე ("იაგელონია", პოლონეთი), მათე ღვინიანიძე ("სევასტოპოლი", უკრაინა)

ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ირაკლი ძარია, ელგუჯა გრიგალაშვილი (სამივე - "დინამო", თბილისი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი ("ანორთოსისი", კვიპროსი), ავთანდილ ებრალიძე ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი" ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი მოდებაძე ("დილა", გორი)

ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე იძულებითი ცვლილება დისკვალიფიკაციის გამოც განხორციელდა. ყვითელი ბარათების გამო ესპანეთთან მატჩს ჯაბა კანკავა, დავით თარგამაძე და გია გრიგალავა გამოტოვებენ.

ესპანეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს ქალაქ ალბასეტედან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური

Lasha
მამის ძმას კიბო აქვს და ბოლო დღეებშია (( ! გამაგრდი ძმაო და წარმატებებს გისურვებ !!
ucha saba
მაგარი კაცი ხარ ჯანო უპალი გპარავდეს
alex
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჯანო! გამაგრდი! შენ მაგარი ადამიანი ხარ! ყველაფერი მოგვარდება!
zviadi
ჯანო ის კაცი არაა რამე მოიტყუოს.
gaga
მაგარი კაცი ხარ ჯანო
zaali
რა ხდება ჯანოს ოჯახში? იქნებ თუ საიდუმლო არ არის გვითხრას ვინც იცის.
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
ლეგიონის უქმეები: ქართველი ფეხბურთელების 11 გოლი! [VIDEO]
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს
ბაჩანა ცხადაძე: მამაჩემი ჯერ უმუშევარია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
ლეგიონის უქმეები: 3 გოლი, მჭედლიძის დაბრუნება, კიტეიშვილის დებიუტი [VIDEO]
ბაჩანა ცხადაძე კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღები იყო" - ცხადაძე კარიერას ასრულებს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ბაჩანა ცხადაძე: მეგონა, ფეხბურთს ვეღარასოდეს ვითამაშებდი...
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
საჩხერიდან კორსიკაზე - ბაჩანა ცხადაძე "ბასტიაში" გადავიდა
ქართული ლეგიონის "შაბათობა" - 4 გოლი [VIDEO]
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა