ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მორატის ულტიმატუმი ბენიტესს

მორატის ულტიმატუმი ბენიტესს

სერია A: კახი კალაძე "ჯენოას" ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრება
სანამ იტალიური საფეხბურთო სამყარო იმის გარკვევაშია, უნდა ითამაშონ თუ არა ფერადკანიანმა ფეხბურთელებმა "სკუადრა აძურაში", კარს სერია A-ს მორიგი ტური მოგვადგა. მართალია, ამჯერად ვერც მილანურ დერბის ვიხილავთ, ვერც დიდ იტალიურს, ვერც რომაულს და ვერც სიცილიურს, მაგრამ რამდენიმე მეტად საინტერესო მატჩი ნამდვილად გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერეს დღეს დაგეგნილი პაექრობა იწვევს, რომელშიც "მილანი" საკუთარ მოედანზე "ფიორენტინას" მიიღებს. თუმცა, იქამდე "რომას" უწევს თამაში და ჩვენც სწორედ დედაქალაქელთა ჯახით დავიწყოთ.

რონა-უდინეზე

"ჯალოროსი" საკუთარ მოედანზე "უდინეზეს" უმასპინძლებს, გუნდს, რომელმაც ბოლო დროს საგრძნობი პროგრესი განიცადა და სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციაზეა მოკალათებული. არადა, სეზონის სტარტზე უდინელები ძალიან ცუდად ასპარეზობდნენ და ცხრილის ფსკერზე იყვნენ. აღმავლობა და კრიზისის დაძლევა დიდწილად ანტონიო დი ნატალეს დამსახურებაა, რომელიც ფორმაში ჩადგა და გოლების გატანა დაიწყო. მაგალითად, გასულ ტურში "ლეჩეს" ჰეთთრიკი შეუსრულა და მართლაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

პროგრესის გზას ადგას "რომა" და ამ გზას გუნდი დედაქალაქური დერბის შემდეგ დაადგა. კლაუდიო რანიერი კი იმდენად აჟიტირებულია, რომ საჩემპიონო პერსპექტივაზე ალაპარაკდა: "გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ყველანი ერთი მიზნის ქვეშ ვართ გაერთიანებულნი, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს. დასამალი არაფერია, ჩვენ სკუდეტო გვინდა და მჯერა, რომ მიზანს მივაღწევთ. საამისო რესურსი ნამდვილად გვაქვს და ეს განვლილ თამაშებში დამტკიცდა. "უდინეზე" ძალიან კარგი გუნდია, სახიფათო თავდამსხმელებით, თუმცა აუცილებლად სამი ქულა უნდა ავიღოთ".

საერთოდ, რანიერი ყოველთვის ფრთხილ კომენტარებს აკეთებდა და მისგან ასეთი სიტყვების მოსმენა ცოტა უჩვეულოა. როგორც ჩანს, მეტად ოპტიმისტურად არის განწყობილი და ალბათ, საამისო საბაბი აქვს კიდეც. მცირე ტრავმა აქვს ფრანჩესკო ტოტის და სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამზე გამწესდება, ძირითად შემადგენლობაში კი მირკო ვუჩინიჩისა და მარკო ბორიელოსგან შემდგარ ტანდემს ვიხილავთ.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი, ნ. ბურდისო, ჟუანი, რიისე - ბრიგი, პიზარო, სიმპილისიო - მენეზი - ვუჩინიჩი, ბორიელო.

უდინეზე (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, კოდა, დომიცი - ისლა, ინლერი, ასამოა, არმერო - სანჩესი - დი ნატალე, ფლორო ფლორესი.

მილანი-ფიორენტინა

ჩემპიონატის ლიდერი საკუთარ მოედანზე ფლორენციის "ფიორენტინას" მიიღებს. "ვიოლა" სახელიანი გუნდია, დიდი ტრადიციებით, თუმცა მიმდინარე სეზონში ბევრი პრობლემები აქვს და შესაბამისად, უდავო ფავორიტი მასიმო ალეგრის სამწყსოა. თანაც, "რომასი" არ იყოს, "როსონერიც" აღმავლობის გზაზეა და თამაშს თამაშზე იგებს.

გამომდინარე იქიდან, რომ "პალერმოსთან" პაექრობაში "მილანმა" ორი თავდამსხმელი დაკარგა, ალეგრი ტაქტიკის შეცვლას აპირებს. თუ აქამდე "როსონერი" 4-3-1-2-ით თამაშობდა, "ფიორენტინას" 4-3-2-1-ით დაუპირისპირდება. ანუ, შეტევის წინა ხაზზე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი იასპარეზებს. მის უკან კლარენს ზეედორდი და რონალდინიო გაირჯებიან, რობინიოს კი მცირე ტრავმა აქვს და მეორე ნახევარში თუ ჩაერთვება თამაშში. ასეთ პროგნოზს აკეთებს "გაძეტა დელო სპორტი" და ჩვენც დავუჯეროთ.

ფლორენციელებს კვლავ ადრიან მუტუს გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა, რომელიც გამოჯანმრთელდა და შემდეგ ისევ დაშავდა. სამაგიეროდ, სრულ მზადყოფნაშია ალერტო ჯილარდინო, ფეხბურთელი, რომელიც თავის დროზე სწორედ მილანურ გრანდში ასპარეზობდა. აი, როგორ იხსენებს ჯილა "როსონერიში" გატარებულ პერიოდს: "ბედნიერი ვარ, რომ სამი წლის განმავლობაში "მილანის" ფეხბურთელი ვიყავი. ამ გუნდში უდიდესი გამოცდილება მივიღე, რომელიც კარიერის ბოლომდე გამყვება. ამიტომ, "სან სიროზე" დაბრუნება ჩემთვის ყოველთვის ამაღელვებელია. დამისტვენენ თუ არა ტიფოზები? - გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი ალბათ დამისტვენს, თუმცა ეს ჩვეულებრივი ამბავია. იმედია, იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ტაშს დამიკრავენ, რადგან "მილანი" ყოველთვის ჩემს გულში იქნება".

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-3-2-1): აბიატი - ძამბროტა, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი - გატუზო, ამბროზინი, ფლამინი - ზეედორფი, რონალდინიო - იბრაჰიმოვიჩი.

ფიორენტინა (4-2-3-1): ბორუცი - კომოტო, გამბერინი, ნატალი, პასკუალი - დაგოსტინო, დონადელი - სანტანა, ლიაჯიჩი, ვარგასი - ჯილარდინო.

კიევო-ინტერი

"ინტერის" საკადრო პრობლემებზე აღარ მოვყვებით, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ დიეგო მილიტო კვლავ დაშავებულია და გუნდს ვერც "კიევოსთან" შეხვედრაში დაეხმარება. რაფაელ ბენიტესი კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული და ჰაერივით სჭირდება სამი ქულის მოპოვება. ამიტომ, "კიევოსთან" მატჩს პირადად მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამაზე, მისი სიტყვები ნათლად მეტყველებს: "მილანურ დერბიში მარცხი მტკივნეულად გადავიტანეთ, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის თამაში დავიწყებას მიეცა. ყველანი "კიევოსთან" პაექრობაზე ვფიქრობთ და მჯერა, რომ ამჯერად მაინც მოვიპოვებთ სამ ქულას. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა კრიტიკოსები დავადუმოთ. ვერონელებს მებრძოლი გუნდი ჰყავთ, საკუთარ ნახევარზე ჩადგებიან და მათი დაცვის რუბიკონების გარღვევა მოგვიწევს - ამისთვის მზად ვართ".

ბენიტესი ტაქქტიკას ცვლის და ამჯერად, 4-3-1-2-ს დაეყრდნობა. შეტევის წინა ხაზზე სამუელ ერტოოსთან ერთად სავარაუდოდ გორან პანდევს ვიხილავთ, რომელიც ბოლო წლებში გარემარბის პოზიციაზე ასპარეზობდა. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს მაკედონიელი თავს ფორვარდის ამპლუაში. კვლავ ძირითადში მოიაზრება მარკო მატერაცი, რაც მცველთა ტრავმიანობით გახლავთ განპირობებული. მარკო წინა ტურის ანტი-ნაკრებში მოხვდა, თუმცა რაფა მისი თამაშით კმაყოფილი დარჩა და ეს არც მედიასთან საუბარში დაუმალავს. 'გაძეტა დელო სპორტი" კი წერს, რომ მასიმო მორატიმ ესპანელ მწვრთნელს ულტიმატუმი წაუყენა: თუ "ინტერი" უახლოეს ორ შეხვედრას ვერ მოიგებს, სერია A-ში კიევოსთან და ჩემპიონთა ლიგაში ტვენტესთან, მას პოსტის დატოვება მოუწევს. ვერ გეტყვით რამდენად მართალია ეს ინფორმაცია, მაგრამ "გაძეტა" სწორედ ასე წერს.

წინა ტურში, "კიევომ" გასვლაზე "სამპდორიას" აწაპნა ქულა და "ინტერს" ამაღლებული განწყობით დახვდება. ვერონელები იქადნებიან, რომ ჩემპიონს უქულოდ დატოვებენ - ვნახოთ, წინ მართლაც საინტერესო ჯახი გველის.

სავარაუდო შემადგენლობები

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, ანდრეოლი, ცეზარი, მანტოვანი - ფერნანდესი, რიგონი, კონსტანტი - ბოლიაჩინო - თერეუ, პელისიერი.

ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - კორდობა, ლუსიო, მატერაცი, სანტონი - ძანეტი, კამბიასო, სტანკოვიჩი - სნეიდერი - ეტოო, პანდევი.

ჯენოა-იუვენტუსი

"ჯენოას" ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრება კახა კალაძე, თუმცა დავიტოვოთ იმედი, რომ "გაძეტას" პროგნოზი არ გამართლდება. გენუელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, დავიდე ბალარდინის თავკაცობით "კალიარი" დაამარცხეს გასვლით შეხვედრაში და "იუვენტუსთანაც" სამი ქულის მოპოვებას გეგმავენ. რამდენად გამოუვათ, რთული სათქმელია, მაგრამ განწყობა სწორედ ასეთია. აი, რას ამბობს ბალარდინი: "ჩემი აზრით, "იუვე" შემტევ ფეხბურთს ითამაშებს და შეეცდება საკუთარ ნახევარზე მოგვამწყვდიოს. თუ მეტოქეს ამის საშუალება მივეცით, აუცილებლად დავისჯებით, ამიტომ ყურადღებით გვმართებს თამაში. ჩვენი სტრატეგია? - შევუტევთ".

თუ ორივე გუნდმა შეუტია, მართლაც საინტერესო სანახაობის მომსწრენი გავხდებით. "იუვეს" მილოშ კრასიჩი უბრუნდება, თუმცა ოპტიმალური ფორმისგან შორს არის და ალბათ, მეორე ნახევარში ჩაერთვება თამაშში. "გაძეტამ" სათადარიგოთა სკამზე გაამწესა ალესანდრო დელ პიეროც და ვნახოთ, რამდენად გამართლდება ეს პროგნოზი. ლუიჯი დელ ნერი რომ 4-4-2 ტაქტიკას აირჩევს, ამას წყალი არ გაუვა და შეგვიძლია თავიც დავდოთ - დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

სავარაუდო შემადგენლობები

ჯენოა (4-3-3): ედუარდო - რაფინია, რანოკია, დაინელი, კრიშიტო - როსი, მილანეტო, ველოზო - რუდოლფი, ტონი, მესტო.

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - მოტა, ბონუჩი, კიელინი, გროსო - ლანცაფამე, აკვილანი, მელო, მარკიზიო - კვალიარელა, იაკვინტა.

პარმა-ლაციო

ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა, "ლაციო" "პარმას" ესტუმრება და შეეცდება "ენიო ტარდინიზეც" სამი ქულა აიღოს. ორმატჩიანი ჩავარდნის შემდეგ, ედუარდო რეიას შეგირდებმა "ნაპოლი" დაამარცხეს და თითქოს, თავდაჯერებულობა დაიბრუნეს. რეიამ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც პრესისთვის კომენტარს აკეთებდა. ისე, ბრავო "ლაციოს" თავკაცს - სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ "ბიანკოჩელესტე" მეორე ადგილზეა და როგორც მინიმუმ, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. თითქოს ფეხბურთელებიც გამოუჩნდნენ რომაულ გუნდს: მაური, ლედესმა, ერნანესი, ფლოკარი - მათი ფასი დღეს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე სეზონის დაწყებამდე.

რეია ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება "პარმასთან" ჯახს, ემილიელებს კი მხოლოდ სებასტიან ჯოვინკო ჰყავთ დაშავებული. თუმცა, ტრავმა მსუბუქია და შესაძლოა, ახალგაზრდა შემტევმა თამაშამდე მომჯობინება მოასწროს. მოკლედ, არ არის გამორიცხული, სებამ მეორე ნახევარში მაინც ითამაშოს. საინტერესოა, დაუცდება თუ არა ფეხი ჩემპიონატის ერთ-ერთ, მეტად მოულოდნელ ლიდერს.

სავარაუდო შემადგენლობები

პარმა (4-3-3): მირანტე - ძაკარდო, პაჩი, ლუკარელი, პიზანო - მორონე, ჯემაილი, კანდრევა - ვალიანი-, ბოჟინოვი, მარკესი.

ლაციო (4-2-3-1): მუსლერა - ლიხტშტაინერი, ბიავა, დიასი, რადუ - ბროკი, ლედესმა - ერნანესი, მაური, სარატე - ფლოკარი.

დღეს:

რომა-უდინეზე 21.00

მილანი-ფიორენტინა 23.45

ხვალ:

ჯენოა-იუვენტუსი 15.30

ბრეშა-კალიარი 18.00

კატანია-ბარი 18.00

ჩეზენა-პალერმო 18.00

კიევო-ინტერი 18.00

ლეჩე-სამპდორია 18.00

პარმა-ლაციო 18.00

ნაპოლი-ბოლონია 23.45

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 12 8 2 2 21-11 26

2. ლაციო 12 8 1 3 15-9 25

3. ნაპოლი 12 6 3 3 18-13 21

4. იუვენტუსი 12 5 5 2 23-13 20

5. ინტერი 12 5 5 2 13-7 20

6. რომა 12 5 4 3 15-15 19

7. პალერმო 12 5 2 5 20-17 17

8. უდინეზე 12 5 2 5 13-12 17

9. ჯენოა 12 5 2 5 10-11 17

10. სამპდორია 12 3 7 2 11-9 16

11. კიევო 12 4 4 4 12-11 16

12. ფიორენტინა 12 4 3 5 13-13 15

13. კატანია 12 3 5 4 13-12 14

14. პარმა 12 3 5 4 8-10 14

15. ბოლონია 12 3 5 4 11-15 14

16. ლეჩე 12 3 3 6 8-22 12

17. კალიარი 12 2 5 5 11-11 11

18. ბრეშა 12 3 2 7 10-14 11

19. ჩეზენა 12 3 2 7 8-15 11

20. ბარი 12 2 3 7 9-19 9

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია