სლოვენიის დედაქალაქი ლუბლიანა ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
სულ რაღაც ათიოდ დღეში სლოვენიის დედაქალაქი ლუბლიანა, კალათბურთელთა ევროპირველობის შემდეგ, მორიგ დიდ ტურნირს უმასპინძლებს - მსოფლიოს ჩემპიონატს ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, სადაც ჩვენი ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს.

მოგეხსენებათ, მთავარი მწვრთნელის, გია გუგავას გადაწყვეტილებით, ამ გუნდმა ევროპის პირველობაზე სახეცვლილი შემადგენლობით იჭიდავა - მან აქცენტი იმ მომენტში ყველაზე უკეთ მომზადებულებზე გააკეთა და რაკი ახალი წესები რამდენიმე წონაში გაორების საშუალებას აძლევდა, ზოგან ორ-ორი მონაწილე წაიყვანა, ზოგიერთი წონა კი საერთოდ გამოტოვა.

გუგავამ შემადგენლობა მსოფლიოს პირველობის წინაც გადაახალისა, თუმცა დაკომპლექტება ჯერაც არ დასრულებულა - გასარკვევია სწორედ იმ ორი წონის საკითხი, სადაც ევროპაზე მონაწილე არ გვყავდა - 55 და 66 კილოგრამი, სადაც ყველაფერი საკონტროლო შეხვედრების შემდეგ გაირკვევა.

თუმცა მწვრთნელი წონის გამოტოვებას ვერც ამჯერად ასცდა - ახლა 60-ში არ გვეყოლება მონაწილე.

არადა, ევროპაზე აქ ორი ათლეტით წარვსდექით, მაგრამ უმედლოდ დავრჩით - ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი მეორე შეხვედრაში დამარცხდა, ლუხუმ ჩხვიმიანი კი მეხუთეზე გავიდა.

ევროპის დარად, გუგავამ აქცენტი ამჯერადაც მედლის მოპოვების ყველაზე რეალურ კანდიდატებზე გააკეთა და ამჯერად ამ წონას გვერდი აუარა - ჩანს, მათი დონე არ აკმაყოფილებს.

ჩხვიმიანზე ვერაფერს გეტყვით, მარგველაშვილს კი წონის შეცვლას ურჩევს და სარაევოში მის წაგებასაც ბევრი დაკლებით ხსნის. აქედან გამომდინარე, მარგველაშვილის მსოფლიოზე წაყვანა გამორიცხული იყო.

გუგავამ სლოვენიაში წასაყვანად უკვე შეარჩია შემდეგი ფალავნები:

ლევან გუგავა, ფრიდონ გიგანი (ორივე - 73), ბექა დონღვანი (81), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე - 90), გურამ თუშიშვილი (100), ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე (ორივე - +100).

ამათგან ევროპის პირველობაზე მხოლოდ გიგანსა და დონღვანს არ უჭიდავიათ. ღვინიაშვილი და თუშიშვილი სარაევოში ჩემპიონები გახდნენ, მატიაშვილი მეორეზე გავიდა, გუგავა და ზაქარიაძე - მესამეზე.

აღსანიშნავია, რომ გუგავასა და გიგანის დუეტი ჭაბუკთა ნაკრებიდან ერთად მოდის და ეს წყვილი, მგონი, წლეულს პირველად დაიშალა. კიდევ უფრო სასიამოვნოა, რომ ისინი ლამის მუდმივად ადიოდნენ კვარცხლბეკზე და მედლებს წყვილად იგებდნენ.

რაც შეეხება იმ ვაკანტურ ორ წონას, 55-ში პრეტენზიას ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ლერი ჭელიძე და გიორგი საჩალელი აცხადებენ, 66-ში კი სამი პრეტენდენტია - საქართველოს ჩემპიონი უფროსებში ტრისტან ფეიქრიშვილი, ანდრო ბერუაშვილი და გელა კელიხაშვილი.

გუგავა ორივე წონაში თითო კაცს თუ დააყენებს, რადგან სავალდებულო 10-კაციანი კვოტიდან 8 უკვე შერჩეული ჰყავს. საკონტროლო შეხვედრები 14 ოქტომბერს დაიწყება და ოთხ დღეს გასტანს, ანუ ზუსტად იმდენს, რამდენსაც - მსოფლიოს პირველობა.

ჩვენი გუნდი ამჟამად კვლავ გორში, გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში გადის შეკრებას, სადაც ევროპირველობის წინაც ემზადებოდნენ. ოღონდ მაშინ მათთან ერთობლივ ვარჯიშზე თურქებიც იმყოფებოდნენ, ახლა კი მარტონი ემზადებიან, სპარინგ-პარტნიორობას კი გორელი ძიუდოისტები უწევენ.

ნაკრები იქ შეკრებაზე 20 ოქტომბრამდე დარჩება, 21-ში კი სლოვენიაში გაფრინდება. მსოფლიოს ჩემპიონატი ლუბლიანაში 23-27 ოქტომბერს ჩატარდება. პირველ დღეს ბიჭებიდან 55-60, გოგოებიდან კი 44-48 კილოგრამების წარმომადგენლები იჭიდავებენ. 24 ოქტომბერს ტატამზე 66-73-კილოგრამიან ბიჭებს და 52-57-კილოიან გოგონებს ვიხილავთ.

ბოლო ორი დღე ასეა განაწილებული: 25-ში საასპარეზოდ 81-90-ის ბიჭებსა და 63-70-ის გოგონებს ვიხილავთ, 26-ში კი ზედა ორ-ორი უმძიმესი წონის გოგო-ბიჭები იჭიდავებენ. ეს ჩემპიონატი გამორჩეულია იმით, რომ პირველად ჩატარდება გუნდური პირველობა ახალგაზრდებში. 27 ოქტომბერი სწორედ ამ შეჯიბრებას დაეთმობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ევროპის ღია კონტინენტურ თასზე" ძიუდოისტთა ნაკრების სათადარიგოები გამოვლენ
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ტურნირებზე განაწილდა
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
ძიუდო. ახალგაზრდული რეიტინგი: ევროპის პირველობის შემდეგ ჩვენი პოზიციები გამყარდა
"ევროპის ღია თასი": ვინ გამოიყენებს პოლონურ შანსს?
ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატი: ძიუდოისტთა ებრაული გამოცდა
23-წლამდელ ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [ნაწილი I]
ევროპის თასი: ახალგაზრდა ძიუდოისტებს ახლა პეტერბურგში გამოცდიან
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
U23. ევროპის ჩემპიონატი: მჭედლიშვილი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ
მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო
ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელები დააკომპლექტა - გია გუგავა ნაკრების მეხუთე კურატორია
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U23. ევროპის ჩემპიონატი: ოქროს დუბლი ისრაელში [VIDEO]