"საბურთალოს" 1996 წელს დაბადებულთა გუნდთან ერთად ტურნირში "იუვენტუსის", მოსკოვის "სპარტაკის" და ბევრი ცნობილი კლუბის ახალგაზრდული გუნდი ითამაშებს
შეხსენებით დავიწყებთ - წლეულს, აპრილში, საქართველოს იტალიელი მენეჯერი, "ბოლონიისა" და იტალიის 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მეკარე რიკარდო ჩერველატი სტუმრობდა. მას თბილისში დაბადებული და ამჟამად იტალიაში მოსაქმე, პროგრამა "ვაისკაუტის" მენეჯერი ანდრეი ლასიუკი ახლდა.

თავის მხრივ, ჩერველატიმ შარშან იტალიაში "საბურთალოს" გენერალურ დირექტორ კახა ჭუმბურიძეს უმასპინძლა, "ბოლონიისა" და "იუვენტუსის" წარმომადგენლები გააცნო და იმდენად კარგი შეხვედრები მოუწყო, ქართულმა მხარემ მას იტალიაში "საბურთალოს" წარმომადგენლობა შესთავაზა.

თანამშრომლობა დაიწყო და იტალიელმა თავისი კავშირები ქართველების სასარგებლოდ აამუშავა.

სწორედ მისი დამსახურებაა, "საბურთალოს" 1996 წელს დაბადებულთა გუნდი ვიარეჯოს ტრადიციულ, პრესტიჟულ ტურნირზე რომ მიიწვიეს, სადაც "იუვენტუსი", მოსკოვის "სპარტაკი" და ბევრი პოპულარული კლუბის ახალგაზრდული გუნდი ითამაშებს.

იქ სასელექციოდ ევროპული გრანდები ჩადიან და, ცხადია, ასეთ კომპანიაში "საბურთალოს" მოხვედრა დიდი პატივია.

ამის შესახებ ჩერველატიმ ერთ-ერთ იტალიურ რეგიონულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა:

"გაზაფხულზე საქართველოში საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მიწვევით ვიმყოფებოდი.

იმ დროს, როცა ქართველ ფეხბურთელებს ევროპაში გასვლა უჭირთ, "საბურთალოს" სამი წარმომადგენელი ძლიერ ევროპულ ლიგაში გადავიდა: ჭანტურია და ყაზაიშვილი - ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბ "ვიტესში", ხოლო არაბული - ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე "ალკორონში".

ამ ქვეყნის ნაკრებები ზედიზედ ორჯერ ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატზე გავიდნენ. ორი ფეხბურთელი - კაკაბაძე და ენდელაძე ამ ჩემპიონატების სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს. წლეულს, ამსტერდამის "აიაქსში" 17 წლის ქართველი ზარანდია მიიწვიეს.

საქართველოში ბევრი მსგავსი ფაქტი შევიტყვე და დავინტერესდი. მიკვირს, აქამდე რატომ ვერავინ შენიშნა მათი ეროვნული ნაკრების მეკარე ლორია, რომელიც ბევრ ცნობილ ევროპელ მეკარეზე ნაკლები დონის არ გახლავთ.

დავინახე, რომ საქართველოში ბავშვებთან საინტერესო მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ევროპასთან ხიდი აკლიათ და ამიტომაც ვფიქრობ, რომ იტალიელმა სელექციონერებმა კავკასიის ამ ქვეყნისკენაც უნდა გაიხედონ. მაშინ თბილისში დაუგეგმავად ჩავედი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა და "საბურთალოსთან" პარტნიორობაზე შევთანხმდით.

სასიამოვნო შთაბეჭდილება დამრჩა. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ბევრი ნიჭიერი ბავშვი ჰყავთ. ამიტომაც ვურჩიე ვიარეჯოს ტურნირის ორგანიზატორებს, მიეწვიათ "საბურთალო". ისინი ბევრ საინტერესო მოთამაშეს აღმოაჩენენ".

"საერთოდ, ტურნირი 1995-96 წლებში დაბადებულებს შორის ტარდება, ჩვენ კი 1996-97- წლიანებით წავალთ", - გვითხრა "საბურთალოს" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალიელი მენეჯერი საქართველოშია - ვინ მოეწონა რიკარდო ჩერველატის

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა
კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო