ევროლიგა: თუ "ბარსას" ჩავარდნა აქვს, "რეალში" აშკარა კრიზისია
ევროლიგის განვლილი ტურის ცენტრალური მატჩი სიენაში გაიმართა. C ჯგუფის ფავორიტები - "მონტეპასკი" და "ბარსელონა" ლიდერობისთვის იბრძოდნენ. ყველას აინტერესებდა: მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" დასუსტდა თუ "ფენერბაჰჩეა" ძალიან ძლიერი, რომელმაც წინა ტურში კატალონიაში მოიპოვა გამარჯვება? როგორც აღმოჩნდა, "ბარსას" მართლაც მცირე ჩავარდნა აქვს და ისე მძლავრად ვერ თამაშობს, როგორც ამას შარშან აკეთებდა. ხავი პასკუალის გუნდის მთავარი პრობლემა დაცვაში თამაშია, რადგან შეტევაში ესპანელები მეტ-ნაკლებად კარგად გამოიყურებოდნენ. თანაც "ბარსამ" ვერ შეავსო ხუან კარლოს ნავაროს დანაკლისი. მწვრთნელი ამას ვიქტორ სადისა და იაკა ლაკოვიჩის როტაციით შეეცადა, მაგრამ მათ ვერ შეძლეს კაუკენასისა და მაკალების ნეიტრალიზება. ამასთან, იტალიელებმა სრულად ჩაკეტეს რიკი რუბიო, რომელზეც ვერ იტყოდით, რომ მას მთელი NBA მოუთმენლად ელოდება. რიკიმ სულ ორჯერ გაამწვავა თამაში, ხოლო მისმა რამდენიმე სამქულიანმა ფარამდეც ვერ მიაღწია. მაღალი დონის ცენტრები რომ არა, "ბარსას" უფრო საშინელი მარცხი ელოდა.

სწორედ მიკელი, ნდონგი და ლორბეკი ახერხებდნენ შეხვედრისთვის ინტრიგის შენარჩუნებას. ისინი თანაბრად ებრძოდნენ რაკოვიჩს, ლავრინოვიჩსა და სტოუნრუკს, მაგრამ, როცა საქმეს ხელს კაუკენასი და მაკალები ჰკიდებდნენ, კატალონიელთა მდგომარეობა უარესობისკენ მიდიოდა. საერთო ჯამში, "მონტეპასკის" განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია, მაგრამ ჩემპიონს დამაჯერებლად მოუგო. კატალონელებმა სეზონში მეორე მატჩი წააგეს. პასკუალს რაღაცის შეცვლა სჭირდება, თორემ გუნდს შემდეგ ეტაპებზე ძალიან გაუჭირდება.

თუ "ბარსას" შემთხვევაში ჩავარდნაზეა ლაპარაკი, მეორე ესპანური გრანდი - "რეალი" აშკარა კრიზისს განიცდის. ცოტა ვინმეს თუ ეგონა, რომ ესპანელთა სტუმრობა ბელგიის ქალაქ შარლერუაში მათთვის ასე კოშმარულად დასრულდებოდა. რთული გასახსენებელია ბოლოს როდის დააგროვა "რეალმა" 49 ქულა მასზე გაცილებით სუსტი მეტოქის წინააღმდეგ.

მადრიდელთა რიგებში მხოლოდ ფელიპე რეიესის გამოყოფა შეიძლება, რომელსაც შიგადიშიგ სერხიო როდრიგესი ეხმარებოდა. დანარჩენები საშინლად გამოიყურებოდნენ. განსაკუთრებით ეს ხორვატ ანტე ტომიჩს ეხება. მან უმარტივეს სიტუაციებში ვერ ჩააგდო რამდენიმე ბურთი, საკუთარ ფარზე კი აბსოლუტურად ყველა ბრძოლა წააგო პუერტორიკოელ ვეტერან დანიელ სანტიაგოსთან.

სამაგიეროდ, ბელგიელები ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ, უფრო სწორედ "ბელგიელი" ამერიკელები - იაფი, მაგრამ ხარისხიანი ბიჭები. მაგალითად, ბრინდი რაიტმა პირველ ტაიმში უბრალოდ გაანადგურა "რეალი" საშუალო ტყორცნებით. მას არ ჩამორჩნენ რიდიკი, გომისი, გრინი და მალეტი.

მადრიდელთა დამრიგებელ ეტორე მესინას გერმანულ "ბამბერგთან" წაგება აპატიეს. ვნახოთ რა იქნება ამ შემთხვევაში.

ტურის მოთამაშე

ტრადიციულად დასახელდა ტურის საუკეთესო მოთამაშე. ამჯერად საფრანგეთის "შოლეს" მცველი სემი მეჰია გამოარჩიეს. სწორედ ამ 27 წლის კალათბურთელის წყალობით დაამარცხეს ფრანგებმა "ფენერბაჰჩე" - ერთადერთი გუნდი, რომელიც აქამდე წაუგებელი იყო ჯგუფურ ეტაპზე.

დომინიკელი მცველის სტატისტიკამ 29 ქულა (თამაშიდან ტყორცნები - 10/15, სამქულიანები - 1/3, ჯარიმები - 8/10), 5 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შეადგინა. ამასთან, მეჰია ტურის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

მეხუთე ტურის საუკეთესო ხუთეულში შემდეგი კალათბურთელები მოხვდნენ: იონას ვალანჩიუნასი ("ლეტუვოს რიტასი"), ჩაკ ეიდსონი ("მაკაბი"), მილოშ ტეოდოშიჩი ("ოლიმპიაკოსი") და ფერნანდო სან ემეტერიო ("კახა ლაბორალი").

A ჯგუფი

ჟალგირისი-ხიმკი 73:65

22:19, 16:14, 16:21, 19:11

ჟ: შალენგა (11), დელინინკაიტისი (10), ბეგიჩი (9+6 მოხსნა+3 დაფარება), იანკუნასი (8+9 მოხსნა).

ხ: პლანიჩიჩი (14), ლონჩარი (10), ლენგფორდი (10), ეზე (8+7 მოხსნა), ფრიძონი (8+7 მოხსნა).

მაკაბი-პროკომი 99:58

29:19, 19:12, 22:16, 29:11

მ: ეიდსონი (20+5 ჩაჭრა), პერკინსი (13+6 მოხსნა), პნინი (13), პარგო (12+6 პასი), ბურშტეინი (11).

პ: გიდენსი (14+5 მოხსნა), იუინგი (14), ვარდა (10), ბრაუნი (10).

პარტიზანი-კ. ლაბორალი 74:71

18:25, 24:13, 14:18, 18:15

პ: ჯავაი (13+7 მოხსნა), გიტსი (14+11 მოხსნა), კეჩმანი (10+4 პასი), ვესელი (10), ლაფაიეტი (8+6 მოხსნა+4 პასი).

კ-ლ: ბარაცი (17+6 მოხსნა), ლოგანი (14+5 პასი), სან ემეტერიო (14+5 მოხსნა), ტელეტოვიჩი (11).

მ წ ქ

1. მაკაბი 4 1 408-352

2. ჟალგირისი 4 1 382-369

3. პარტიზანი 3 2 331-341

4. კახა ლაბორალი 2 3 393-381

5. ხიმკი 2 3 355-359

6. პროკომი 0 5 337-404

B ჯგუფი

ბამბერგი-უნიკახა 65:69

20:18, 17:15, 14:10, 14:26

ბ: რობერტსი (13), სუპუტი (11), პლიაისი (8+10 მოხსნა).

უ: ფრილენდი (19+5 მოხსნა), ლიმა (14+8 მოხსნა), ბლეკნი (11+4 პასი), ბლანკო (11+4 ჩაჭრა).

შარლერუა-რეალი 67:49

15:12, 18:13, 19:12, 15:12

შ: გრინი (14), მალე (11+8 პასი+5 მოხსნა), რაიტი (11+8 მოხსნა), რიდიკი (8+8 მოხსნა+4 დაფარება).

რ: რეიესი (12+8 მოხსნა), ფიშერი (8+6 მოხსნა).

რომა-ოლიმპიაკოსი 71:86

18:24, 22:29, 15:15, 16:18

რ: კროსარიოლი (17+6 მოხსნა), ჰეიტველტი (13+7 მოხსნა).

ო: ბურუსისი (16+10 მოხსნა), ტეოდოშიჩი (15+7 აეპელთჩ), სპანულისი (14), მავროკეფალიდისი (12).

მ წ ქ

1. ოლიმპიაკოსი 4 1 408-354

2. რეალი 3 2 340-342

3. უნიკახა 3 2 379-382

4. ბამბერგი 2 3 363-365

5. რომა 2 3 357-384

6. შარლერუა 1 4 342-362

C ჯგუფი

ლ. რიტასი-ციბონა 90:62

23:12, 15:17, 23:9, 29:24

ლ-რ: ელ ამინი (19+5 პასი), გეჩევიჩუსი (17+4 პასი), ვალანჩუნასი (15+9 მოხსნა), ნიული (12), ბიელიცა (8+10 მოხსნა+4 პასი).

ც: ბოგდანოვიჩი (19), ვრბანცი (15), სტიპევიჩი (10+4 პასი).

შოლე-ფენერბაჰჩე 82:78

20:24, 21:10, 19:18, 22:26

შ: მეჰია (29+5 მოხსნა), რობინსონი (14+7 მოხსნა), ნელსონი (12).

ფ: კინსი (15), უკიჩი (15+6 მოხსნა+4 პასი), პრელძიჩი (12), ლავრინოვიჩი (10+8 მოხსნა).

მონტეპასკი-ბარსელონა 76:67

26:23, 17:17, 21:15, 12:12

მ: მაკალები (21), რაკოვიჩი (13), ლავრინოვიჩი (11+6 მოხსნა).

ბ: ლორბეკი (15), მაიკლი (15+6 მოხსნა).

მ წ ქ

1. მონტეპასკი 4 1 379-324

2. ფენერბაჰჩე 4 1 387-348

3. ბარსელონა 3 2 361-343

4. შოლე 3 2 360-378

5. ლ. რიტასი 1 4 358-369

6. ციბონა 0 5 324-407

D ჯგუფი

ეფესი-ცსკა 86:72

26:16, 22:19, 15:25, 23:12

ე: რაკოჩევიჩი (21), ვუიჩიჩი (14), რობერტსი (13), ნახბარი (12).

ც: ვორონცევიჩი (15), გორდონი (14+4 პასი), მარიანოვიჩი (13), ლენგდონი (9).

მილანი-პანათინაიკოსი 71:81

21:25, 13:21, 21:19, 16:16

მ: ჰოუკინსი (15), მანჩინელი (14+5 მოხსნა+4 პასი), ფინლი (13), მაჩიულისი (9+5 მოხსნა+4 ჩაჭრა).

პ: დიამანტიდისი (14), ტეპიჩი (13), ბატისტი (13).

ოლიმპია-ვალენსია 72:68

13:21, 22:11, 19:18, 18:18

ო: პინკნი (14+6 მოხსნა), იაგოდნიკი (12+6 მოხსნა).

ვ: დე კოლო (16+6 მოხსნა+4 პასი+4 ჩაჭრა), კუკი (13), იავტოკასი (12), კლავერი (8+7 მოხსნა).

თ მ წ ქ

1. პანათინაიკოსი 4 1 395-333

2. ოლიმპია 4 1 383-379

3. ეფესი 3 2 398-388

4. მილანი 2 3 385-381

5. ვალენსია 1 4 338-360

6. ცსკა 1 4 327-385

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება