ჰოლანდიასთან 0:6-ს მერე ვერც ფეხბურთელებს გავამართლებთ და ვერც მწვრთნელს
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჰოლანდიასთან 0:6 წააგო. მოულოდნელი შედეგი გამოვიდა, რადგან ჩვენს 21-წლამდელებში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს.

მატჩის პერიპეტიებიც ისე მიეწყო, რომ ყველაფერი ჩვენი გუნდის საწინააღმდეგოდ მოხდა - უხეში შეცდომები დაცვაში, სათამაშო დისციპლინის მორღვევა, კურიოზული გოლი...

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნის. ის ორჯერ იყო ჩვენი ეროვნული ნაკრების თავკაცი და ორივეჯერ საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა, რადგან ის ზოგიერთზე გაცილებით თავმოყვარე კაცია.

ასეთები 0:6-ს სხვაზე მეტად განიცდიან. მწვრთნელობა სტრესია და როცა ამ ხელობას ირჩევ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.

მახსოვს, როცა ჩივაძემ პირველად ჩაიბარა საქართველოს ეროვნული ნაკრები, ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა - ჟურნალისტებს გთხოვთ, გულს ნუ ატკენთ ჩივაძესო.

ახალკაცის სიტყვას დიდი ფასი ჰქონდა, ის უმეტეს შემთხვევაში სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და იმიტომ. ეროვნულ ნაკრებში ჩივაძის დანიშვნაც მისი გადაწყვეტილება იყო და თუ რამდენად გაამართლა, ამაზე ახლაც კამათობენ.

როგორც უნდა იყოს, მწვრთნელი ჩივაძე უარყოფით ასოციაციებს არ იწვევს, ალბათ იმიტომ, რომ ჩივაძე, პირველ რიგში, ატმოსფეროს მწვრთნელია.

ახლა კი 0:6 - ჩივაძე ერთხელაც აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში, თუმცა მორიგი მატჩი შორს არ არის. ქართველი 21-წლამდელები 14 ოქტომბერს შოტლანდიას ხვდებიან და სწრაფი რეაბილიტაციის შანსიც ეძლევათ.

ჰოლანდიასთან შეხვედრაში, ჩაფლავების გარდა, ისიც დავინახეთ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს აქვს ის რესურსი, რითიც ბევრად უკეთ თამაშიც შეუძლია.

გიორგი ჭანტურია ძალიან საინტერესო ფეხბურთელი რომ არის, ჰოლანდიასთანაც დაამტკიცა.

ფლანგზე მოდრიბლინგე ფეხბურთელი განსაკუთრებულად ფასობს. ჰოლანდიას ძალიან კარგი ახალგაზრდები კი ჰყავს, თუმცა ჭანტურიას დარი გარემარბი არ მოეპოვება.

გარემარბს კი ბევრი შეუძლია, თუ თავის ფლანგზე ისეთი მცველიც ჰყავს, შეტევაში თამაში რომ იცის - ასეთ დროს მოწინააღმდეგის დაცვის დანგრევას წინ ბევრი არაფერი უდგას.

მეტს ველოდით ჯანო ანანიძისგან, თუნდაც იმიტომ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში მას ბევრჯერ გამოუჩენია თავი. გუნდის საძირკველი კი მეკარე და დაცვაა. ჰოლანდიამ ამაში გამოიჭირა ჩივაძის გუნდი...

რაც მოხდა, უკვე ჩავლილი ამბავია და ამავე დროს - ჭკუის სასწავლებელიც. ახლახან, "ლელომ" ალექსანდრე ამისულაშვილს რომ ჩამოართვა ინტერვიუ, ეროვნული ნაკრების მცველმა გვითხრა - ჩვენთან ჯერ შედეგი უნდათ და მერე ყველაფერი, მაგრამ ასე არ ხდებაო...

ასევე იხილეთ: ალექსანდრე ამისულაშვილი: ყველაზე ადვილი სხვაზე გადაბრალებაა

ჰოლანდიასთან 0:6-ს მერე ვერც ფეხბურთელებს გავამართლებთ და ვერც მწვრთნელს, მაგრამ ასეთი მარცხი რომ ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობის გამოძახილიცაა, საკამათო არ უნდა იყოს.

ერთი მატჩიც და ეროვნული ნაკრები შესარჩევს დაასრულებს. თემურ ქეცბაიას გუნდი დანაკლისით ხვდება 15 ოქტომბერს - ესპანეთთან შეხლას დისკვალიფიცირებულები და ტრავმირებულები დააკლდებიან, და კიდევ ანანიძე, ვინც ოჯახური პრობლემების გამო ვერ დაეხმარება ნაკრებს.

ასევე იხილეთ:  დღეს ჩემი ოჯახი განსაცდელშია! - ჯანო ანანიძე ნაკრებს ესპანეთში ვერ დაეხმარება

ესპანეთთან შეხვედრა ახალს ვერაფერს დაგვანახვებს. თემურ ქეცბაია გააგრძელებს თუ არა მუშაობას ნაკრებში, არც ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ანგარიშით დასრულდება ალბასეტეს მატჩი.

ქართულ ფეხბურთს, ჩვენს ნაკრებს ცვლილებები სჭირდება და ეს მხოლოდ მწვრთნელის შეცვლას არ ნიშნავს - ნაკრებში, მწვრთნელის გარდა, ფეხბურთელის ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ამ გზით მიდის ყველა, ვისაც აქვს პრეტენზია იმაზე, რომ გუნდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U21. საქართველო-ჰოლანდია 0:6 - სწავლა მოსწავლეთა [VIDEO]

murtalo
ძალიან მაინტერესებს, ეს კაცი გიჟი ხომ არ არის რომ ამდენს გეხვეწებათ მისი მეთოდით ფეხბურთელების ვარჟიშზე... ეგება ვინმე(კალაზე და კიდევ სხვებიც უვარჟიშებია თურმე) გამოვიდეს , ან მომხრე, ან მოწინააღმდეგე...სანამ სადმე სხვაგან არ მიაღწევს შედეგს, მანამდე უნდა უკეთოთ იგნორირება?...გაგვაგებინეთ, რატომ არავინ აქცევს მას ყურადღებას?
guja_kakhadze
ამბობთ ჭკუის სასწავლიაო - მერამდენედ? ბურთთან რიცხვობრივ უპირატესობას გამარჯვებაც რომ მოჰყვება როდის უნდა მივხვდეთ? დაივიწყეთ კლუბიდან ფიზიკურად მომზადებული რომ უნდა მოვიდნენ! ფედერაციაში დევს პროექტი, სადაც დასაბუთებულია, რომ ნაკრების ფეხბურთელებს 2 დღეში შეგვიძლია მოვამატებინოთ ფიზიკური კონდიციებე. აღდგენას რომ ვერ ვასწრებთ ესეც 30 წუთიანი ვარჯიშით შეგვიძლია მოვაგვაროთ! არ მჯერა არ მიიღება. ვისაც სჯერა გაატარეთ!!!!
dika
კარგით რააა, კიდევ ლაპარაკობ|თ ამ ბიჩებს პეხბურტის ტამაში შეუძლიატო? არ შეუდზლიატ არა ტორემ 6 იტ 0 ეს კატასტროპააა ამას ქუჩის ბავშვები რომ მოაგროვო ისინი არ იტამაშებდნენ გაუშვიტ რა სახლერბსი ესენიც დაასვენეტ და ჩვენც
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე