ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დავით მოძმანაშვილი: გამარჯვებამ რწმენა შემმატა

დავით მოძმანაშვილი: გამარჯვებამ რწმენა შემმატა

ქართველი მოჭიდავე იაკუტსკის შეჯიბრებასა და საქართველოს ჩემპიონატის შესახებ საუბრობს

ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი თავისუფალ ჭიდაობაში დავით მოძმანაშვილი წინა უქმეებზე ფრიად ძლევამოსილად გამოვიდა იაკუტსკში ჩატარებულ დმიტრი კორკინის მემორიალში, სადაც ქომაგი კიდევ ერთხელ მოხიბლა ძლიერი ჭიდაობით.

მან იქ ხუთი შეხვედრა ისე მოიგო, მხოლოდ ერთი ქულა დაკარგა. იმ ერთის გარდა, ყველა ორთაბრძოლაში ქულათა დიდი უპირატესობით იმარჯვა.

ეს ტურნირი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქართული ფინალითაც გამოდგა, სადაც მოძმანაშვილმა თორნიკე ხიდეშელს 8:0 მოუგო.

ამის შემდეგ ჩემპიონი იაკუტიელთა ნაციონალურ ჭიდაობა ხაპსაგაიშიც გამოვიდა და იქაც გაიმარჯვა. თბილისში დაბრუნებულ მოძმანაშვილს ამ შეჯიბრებისა და საქართველოს ჩემპიონატის შესახებ დავეკითხეთ.

- იქაურ მედიასთან საუბარში კმაყოფილება გამოთქვით ტურნირის დონის, ორგანიზების, მაყურებელთა თაობაზე. მართლა ასეთი კარგი შეჯიბრება იყო?

- მართლაც უმაღლესი დონის შეჯიბრება იყო - ორგანიზება, დელეგაციების დახვედრა, სპორტსმენების მიღება-დაბინავება უმაღლეს დონეზე იყო მოგვარებული. არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.

21 გუნდი მონაწილეობდა, რაც მის სიძლიერეს განსაზღვრავს. მაყურებელი და დარბაზის ატმოსფერო ცალკე საკითხია - ისეთი ქომაგები იყვნენ მოსულები, რომლებსაც ესმოდათ ჭიდაობა, ნამდვილი ფანები.

რუსეთის რეგიონების გუნდებს საკუთარი ქომაგები ახლდნენ, დაღესტნიდან და ჩრდილო კავკასიის სხვა რესპუბლიკებიდანაც კი იყვნენ ჩასულები.

ისე ქომაგობდნენ საკუთარ ფალავნებს, ლამის დარბაზს ანგრევდნენ. ამ ფონზე პოლიტიკური დაძაბულობის არავითარი კვალი არ შეინიშნებოდა, რაც ჩვენს სახეობაში ისედაც არ იგრძნობა. იმავე რუსებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- თქვენი გამოსვლით თუ ხართ კმაყოფილი? შედეგი გასაგებია, მაგრამ ამ ტურნირისთვის დასახული გეგმა რამდენად ამოწურეთ?

- კარგად ვიჭიდავე, რადგან ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა დავკარგე და ისე გავიმარჯვე. გასაგებია, რომ კმაყოფილი ვარ.

მზადების პერიოდში გამარჯვებაზე კი არა, უფრო იმაზე ვფიქრობდი, რაც შეიძლება მეტი შეხვედრა ჩამეტარებინა და შორს წავსულიყავი, შესაძლებლობები ბოლომდე გამომევლინა. ერთი წელიწადი ჩავარდნა მქონდა და მაინტერესებდა, რა შემიძლია.

ამიტომ ეს შეჯიბრება გამოცდა იყო. დასახული გეგმა შევასრულე - ბოლომდეც ვიჭიდავე და მეტოქეებიც არ იყვნენ ცუდები.

შეიძლება არც ძალიან ძლიერები ყოფილან, მაგრამ არც სუსტები, უფრო საშუალო დონე ეთქმოდათ. მაგალითად, ირანელებს ორი საკმაოდ ძლიერი მოჭიდავე ჰყავდათ, რუსებშიც ასევე ორი გამოირჩეოდა სიძლიერით და წონის ფავორიტებიც უფრო ისინი იყვნენ.

თუმცა სპარინგისთვის საშუალო დონის მეტოქე იქნებ უკეთესიც იყოს - მასთან უფრო შეასრულებ დასახულ გეგმას. თან, მოგებით საკუთარი თავის რწმენაც გემატება.

ცხადია, თავდაჯერება მეც მომემატა - დავინახე, რომ ტრავმებით გამოწვეული პრობლემები მოგვარდა და კვლავ შემიძლია მაღალ დონეზე ჭიდაობა.

იმედი რომ გადამეწურა, საამისო არაფერი ყოფილა, პირიქით. ჩემპიონობა ხომ სტიმულს გაძლევს და მომდევნო ტურნირზე უფრო შემართული ხარ. ამ გამარჯვებამ დადებითი მუხტი ამიმაღლა.

- მასპინძელ უვარ ტიმოფეევთან რატომ გაგიჭირდათ ისე, რომ პირველი პერიოდი 0:1 დათმეთ - მართლა ძლიერი იყო თუ არ შეაფასეთ?

- როცა შედარებით სუსტი თავისზე ძლიერს ხვდება, იცის, დასაკარგი არაფერი აქვს და თავს შეაკლავს, რომ ან მოიგოს, ანდაც მცირე ანგარიშით წააგოს.

მისი ამოცანაც ეს იყო - არ წაეგო დიდი ანგარიშით. თან ეშმაკობასაც მიმართა და გაქონილიც იყო, ხელის მოკიდება ჭირდა. ამიტომ თავიდან ცოტა გამიჭირდა, იმის მიუხედავად, რომ მაღალი დონის სპორტსმენი არაა, მაგრამ მეორე პერიოდში დაიღალა და 3:0 მოვუგე.

საერთოდ, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე შეხვედრაში გამიჭირდა. დაძაბული პაექრობები კი იყო, მაგრამ არ გამჭირვებია, იოლად მოვუგე. იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი ჭიდაობა ყველამ იცის და თავს იცავენ, მაგრამ ამჯერად ყველაფერი გამომივიდა.

- საინტერესოა, ნახევარფინალში ირანელ ავილი გხომთან საჭიდაოდ რა განწყობით გადიოდით? მანამდე იმანაც ხომ დამაჯერებლად იასპარეზა?

- კი, ჩემსავით ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, ქულა არ დაუკარგავს და რომ იტყვიან, გადაურბინა მეტოქეებს. ვიცოდი, რომ ძალიან ძლიერიც არ იყო, მაგრამ შეუფასებლობაც არ იქნებოდა. მასთან საჭიდაოდ სათანადოდ განვეწყვე, რადგან ამ მოგებას დიდი ფასი ედებოდა - ის ყველაზე ძლიერი იყო მეტოქეთა შორის და საკუთარ თავს მასთან უფრო გამოვავლენდი. სხვებთან ჭიდაობისას ასეთი მიდგომა არ მქონია.

- ქართულ ფინალს როგორ შეხვდა ის გადაჭედილი და ჭიდაობის ყადრის მცოდნე დარბაზი?

- ცხადია, ისეთი მხურვალე ქომაგობა არ ყოფილა, მაგრამ ბოლოს ტაში კი დაგვიკრეს. ჩვენც ჩვეულებრივად გავედით და ვიჭიდავეთ.

- ხიდეშელმაც კარგად იჭიდავა. ელოდით თანაგუნდელები, მწვრთნელები მისგან ამდენს?

- თორნიკემ მართლაც გამოიჩინა თავი - მოუგო ამერიკელს, მეორე ირანელს. წაუვიდა ჭიდაობა და კარგადაც გამოვიდა - მოსაგები ყველა მოიგო.

- ამ ტურნირზე ყველაზე ტიტულოვანი იყავით, რასაც იქაურები ინტერნეტში ხაზგასმით აღნიშნავდნენ. ადგილზე თუ გრძნობდით ამას?

- კი, მართლაც ყველაზე ტიტულოვანი მონაწილე ვიყავი. ირანელებს კი ჰყავდათ მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი, მაგრამ მათ არ უჭიდავიათ, თუმცა ადგილზე ჩემდამი რამე განსაკუთრებული ყურადღება არ ყოფილა. გამოსვლისას აცხადებდნენ ჩემს ტიტულებს და ეგ იყო, თუმცა ხალხს კი უხაროდა.

- ხაპსაგაიში გამოსვლაზე რას იტყვით? არა მგონია, იქ გაგჭირვებოდათ.

- ეს იქაურთა ტრადიციული ჭიდაობაა, რომელიც სუმოს წააგავს - ლეიბს სამი წერტილით არ უნდა შეეხო და წრიდან არ უნდა გაგიყვანოს მეტოქემ. ქართული ჭიდაობა მასთან შედარებით გაცილებით უფრო რთულია და ილეთებით მრავალფეროვანი. იქაც ხუთი შეხვედრა მოვიგე ისე, რომ არ გამჭირვებია. ზოგს გაუჭირდა ალღოს აღება, ჭიდაობა, მაგრამ მე არ გამჭირვებია.

- ხაპსაგაიში ნაციონალური საბრძოლო სახეობების მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის სურვილიც კი გამოგითქვამთ.

- ეს უფრო იქაური ჟურნალისტების დამატებულია, თორემ მასე არ მითქვამს. მე ვუპასუხე, თუ არაფერი შეჯიბრება არ მექნება, შეიძლება, ვიჭიდაო-მეთქი. სულ ეს იყო.

- ალბათ, ამ გამარჯვებამ საქართველოს ჩემპიონატის წინ, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია, კარგ განწყობაზე დაგაყენათ. თან ტრავმებიც ბოლომდე მოგიშუშებიათ.

- ქვეყნის პირველობა ყოველთვის საინტერესოა. ახლა მით უფრო, რადგან მძიმე წონაში სამი ისეთი ფალავანი ვართ, რომლებსაც არათუ შინ, გარეთაც შეუძლიათ ჩემპიონობა. ასეთი კონკურენცია გულშემატკივრისთვის საინტერესოა.

ადრე ტრავმები მაწუხებდა - ჯერ ფეხის ტრავმა იყო, მერე ხელის კუნთი გამიწყდა, თუმცა ახლა ორივე მოვიშუშე. არ მინდა, ადრინდელი წაგებები ტრავმებს დავაბრალო - ფაქტია, ვერ ვიყავი მომზადებული და წავაგე. ისიცაა, რომ სულ ჩემპიონი ვერ იქნები. მით უფრო, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა მოდის და კონკურენცია იზრდება.

დავით მოძმანაშვილი

დაიბადა: 11.09.1986 წ. თბილისი

ოლიმპიადის II პრიზიორი (2012), მსოფლიოსა (2011) და ევროპის (2012) III პრიზიორი; საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იაკუტსკის ტურნირი: მოძმანაშვილის დუბლი და ქართული ფინალი ციმბირში

• Nikolozi

ამოუწურავი ინფორმაციაა,მაგრამ არ შეიძლება ვიდეოებიც რომ ჩართოთ??მემგონი აჯობებს,წარმატებები დავით.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

დოპინგ-სკანდალი: ტაიმაზოვის ოლიმპიურ ოქროს დავით მოძმანაშვილს მისცემენ?

დავით მოძმანაშვილს დოპინგის მოხმარების გამო ოლიმპიურ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ

დოპინგი: ტაიმაზოვის დასჯამ მასთან დამარცხებული დავით მოძმანაშვილი ვერ ახეირა

დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?

დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?

დავით მოძმანაშვილმა უზბეკეთის სახელით აზიური თამაშები მოიგო