14 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შოტლანდიას უმასპინძლებს
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჰოლანდიასთან სამარცხვინოდ წააგო - 0:6. ამ ანგარიშით საკუთარ მოედანზე ფარერები, ანდორა და სან მარინოც აღარ მარცხდებიან.

რაც უნდა ძლიერი იყოს მოწინააღმდეგე, ჩვენი გუნდის ასეთ მარცხს ვერავინ შეეგუება.

ფეხბურთელები იმდენად დათრგუნულები არიან, ლაპარაკი არ სურთ. არნემის "ვიტესის" ნახევარმცველი ვალერი ყაზაიშვილი ამ თემაზე მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს ყაზაიშვილმა ჰოლანდიური "ვიტესის" ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი. ერედივიზიონში ჩატარებული 9 ტურიდან 20 წლის შემტევ ნახევარმცველს ერთიც არ გამოუტოვებია, აქედან 8-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო და აქტივში 2 გოლიც აქვს.

- ალექსანდრე ჩივაძემ ახალგაზრდულ გუნდში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც გამოიძახა და ჰოლანდიასთან ბრძოლას მაინც ველოდით...

- წაგებას არ ველოდით, მოგება გვსურდა და ამისთვის ვემზადებოდით, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა. არც მინდა ამაზე ლაპარაკი, იმდენად ცუდი გასახსენებელია ის თამაში.

- ამის შემდეგ ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოსვლა და შოტლანდიასთან ბრძოლა ძნელი იქნება.

- სტრესიდან გამოსვლა როგორმე უნდა მოვახერხოთ, მოგებაზე ვიფიქროთ და ყველანაირად ვეცადოთ, მაყურებელი კვლავ ჩვენკენ შემოვატრიალოთ. ეს კი მხოლოდ შეცდომების გამოსწორებით იქნება შესაძლებელი. მეტი მობილიზება და დაკვირვება გვმართებს.

- მგონი, ასეთ მარცხს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდით...

- ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი... გთხოვთ რა, ამაზე აღარ ვილაპარაკოთ, ძალიან უსიამოვნო თემაა.

- პირადად თქვენთვის საკლუბო კარიერა წარმატებულად აეწყო და "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრეთ ადგილი. არადა, შარშან დუბლებს ვერ გასცდით.

- ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, 20 წლის ასაკში ჰოლანდიის უმაღლესი დივიზიონის გუნდის ძირითად შემადგენლობაში რომ ვთამაშობ.

- თქვენი აზრით, რა გახდა ამის მიზეზი?

- მეორე წელია, რაც "ვიტესში" ვარ, გუნდსაც შევეჩვიე და ჰოლანდიელთა მოთხოვნებსაც. ეტყობა, ვარჯიშების დროსაც კარგად წარმოვაჩინე თავი. ცხადია, ამ ორ წელიწადში ბევრი რამ ვისწავლე, გამძლეობაშიც მოვუმატე და ფიზიკურადაც კარგად ვარ. ერთი სიტყვით, იქაურ მოთხოვნებს ფეხი ავუწყვე.

- ჰოლანდიური თუ ისწავლეთ?

- ჯერ ვერა, თუმცა თანაგუნდელებთან ურთიერთობა არ მიჭირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U21. საქართველო VS შოტლანდია - ფსიქოლოგის ფაქტორი

გიორგი ჭანტურია: ამას არ ვიმსახურებდით, ყველაფერი ჩვენი შეცდომების ბრალია

guja_kakhadze
ადამიანი დამარცხების მიზეზს თუ ვერ ხედავს როგორ გამოასწორებს? მოწინააღმდეგე ბურთთან რიცხვობრივ უპირატესობას როდესაც ქმნის მიხვდით, რომ ფიზიკური კონდიციებით გჯობნით და ეცადეთ ეს უპირატესობა არ გამოაყენებინოთ! ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს და დარწმუნებული ვარ ნაკრების მწვრთნელმა ეს კარგად უნდა იცოდეს. დღეს იმედიანად ვარ და წარმატებას გისურვებთ! გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ!!!!
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში