ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის გაწვრთნილი გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და თამაშის ხარისხსაც მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს
საკუთარ კედლებში "აია" ყოველთვის ძლიერად თამაშობს, მაგრამ სატურნირო ცხრილში თითქმის მეზობლად მყოფი "ყოჩების" ასე იოლად დამარცხება მაინც მოულოდნელი იყო.

ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის გაწვრთნილი გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და თამაშის ხარისხსაც მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს.

თანაც, თუ გასულ წელს ქუთაისელთა მთავარი სისუსტე ფიზიკური მომზადება იყო, წლეულს ამ კომპონენტში აშკარად მომატებული აქვთ, გამძლეობასა და ტემპს მატჩის ბოლომდე ინარჩუნებენ და მათ წარმატებულ თამაშს ესეც განაპირობებს.

"აიამ" "ყოჩები" ყველა კომპონენტში დაჩაგრა; დერეფანში, შერკინებაში, ხელით თამაშში ქუთაისელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ.

შესანიშნავი თამაში ჩაატარა "აიას" მგეზავმა გაგა სინაურიძემ, რომელმაც საჯარიმო და ყველა გარდასახვა ზუსტად დაარტყა, თანაც, უმეტესად ძალიან რთული პოზიციიდან.

ქუთაისურმა გუნდმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველივე შეტევა ლელოდ აქცია.

მასპინძლებმა "ყოჩების" ხუთმეტრიან ხაზთან აუტი მოიგეს და ოთხფაზიანი შეტევა აკინძეს. ქუთაისელთა ახალგაზრდა შუამარბი გიორგი ფრუიძე მეტოქეს დაუსხლტა და ბურთი ძელებს შუა დაამიწა. სინაურიძეს ახლო მანძილიდან გარდასახვის გატანა არ გასჭირვებია - 7:0.

ამის შემდეგ სტუმრებიც გააქტიურდნენ და თითქმის მოედნის ცენტრიდან საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს.

თემურ სოხაძემ, სიშორის მიუხედავად, ზუსტად დაარტყა და ანგარიში შეამცირა - 7:3. მასპინძლები მოვლენების ასეთ განვითარებას არ შეეგუენ და მწვავედ შეუტიეს, რამდენჯერმე ლელოსთან ახლოს იყვნენ, მაგრამ სტუმრები დიდი ოფლისღვრის ხარჯზე ახერხებდნენ მათ შეჩერებას.

თუმცა მეტოქის მრავალფაზიან შეტევებს დიდხანს მაინც ვერ გაუძლეს. საკუთარ ხუთმეტრიან ხაზთან სტუმრებმა აუტი არასწორად მოაწოდეს და დაჯარიმდნენ.

ქუთათურებმა შერკინება მოითხოვეს, მეტოქეს მოლით მიაწვნენ და ჩათვლის მოედანში შეათრიეს. ლელო ბექა ყურაშვილმა გაიტანა, სინაურიძემ გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 14:3.

შეხვედრის მეორე ნახევარი კვლავ "აიას" უპირატესობით წარიმართა, ბოლნისელები მათ შეტევებს ვერ უმკლავდებოდნენ.

ძალზედ აქტიურმა გიორგი ფრუიძემ სტუმრებს ხაზი გაუჭრა, ბურთიანად ბევრი ირბინა და ჩათვლის მოედანთან მისულმა ზურაბ ძნელაძისკენ გააკეთა გადაცემა, რომელსაც სტუმართა მეორეხაზელმა გიორგი წიკლაურმა შეუშალა ხელი და შეტევის განზრახ ჩაშლისთვის მსაჯს ყვითელი ბარათიც გამოსტყუა.

სინაურიძემ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაზარდა - 17:3. მომდევნო შეტევისას კვლავ შესანიშნავად ითამაშა ფრუიძემ. მან მეტოქის ხაზი გაჭრა, თითქმის მთელი მოედანი გადასერა და ჩათვლის ხაზთან მისულმა ისევ ძნელაძეს გადააწოდა. "ტურბომაც" შეტევა ლელოთი დააგვირგვინა - 24:3.

"ყოჩებმა" ერთი ლელოსა და გარდასახვის გაქვითვა მოახერხა. თავი დავით ხიდეშელმა გამოიჩინა, მაგრამ ამით მხოლოდ "აია" გამოაფხიზლა. იგრძნეს რა პრემიალური ქულის დაკარგვის საშიშროება, მასპინძლებმა შეტევები გააძლიერეს და ბოლო ათ წუთში მეტოქეს გადაურბინეს.

თანაც, ქუთათურებმა ძალიან სანახაობრივი რაგბი აჩვენეს, მეტოქეს ლამაზი კომბინაციებით თავბრუ დაახვიეს და კიდევ სამი ლელო გაუტანეს. თავი მერაბ მატკავამ, გიორგი აბრამიძემ და ჟორჟ სალდაძემ გამოიჩინეს. ორი გარდასახვა სინაურიძემ გაიტანა, ერთი კი შეცვლაზე შესულმა გიორგი ბაბუნაშვილმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 45:10.

აია-ყოჩები 45:10

აია (15-9) ძნელაძე, შაშიაშვილი, ფრუიძე, ს. კვერნაძე, აბრამიძე, სინაურიძე (ბაბუნაშვილი 75), როხვაძე; (1-8) რატიაშვილი, მატკავა (.სალდაძე 76), ულუმბელაშვილი (.ტ. ჩხიკვაძე 76), შალამბერიძე, ჩიტეიშვილი (ჯიმშიტაშვილი 79), ცირეკიძე (კიკვაძე 62), რევიშვილი (ძაგნიძე 45), ყურაშვილი (არჩვაძე 79);

6 ლ: ფრუიძე, ყურაშვილი, ძნელაძე, მატკავა, აბრამიძე, სალდაძე;

6გ: სინაურიძე (5), ბაბუნაშვილი; ს: სინაურიძე;

ყოჩები: (15-9) მახარაშვილი, გოგოლაშვილი, ხარშილაძე, გაბუნია (ქუშაშვილი 54), ჯაფარიძე (ხუციშვილი 40), სოხაძე, ბრეგაძე; (1-8) ცუცქირიძე (გოგიშვილი 31), ხიდეშელი (ცუცქირიძე 79), ჯინჭარაძე (შენგელია 32), გრძელიშვილი (გოგიძე 79), წიკლაური (ტვილდიანი 60), გუგეშაშვილი, ტყეშელიაძე, ნ. ჩხიკვაძე (მალაღურაძე 60);

ლ: ხიდაშელი; ს,გ: სოხაძე;

სინბინი: წიკლაური;

მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxaberi
გაუმარჯოს აიაააააააააას
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" 20 წუთში 23 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა
დიდი 10: "აია" და "ყოჩები" დაზავდნენ
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია - მეოთხედ!
დიდი 10 | "ყოჩები" - "ლოკომოტივი" 31:5
38 წლის ფედერერმა 103-ე ტურნირი მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა - 27 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: "ბათუმმა" სტუმრად "ყოჩებს" სძლია
დიდი 10: "აიამ" 2 თვისა და 9 დღის შემდეგ პირველად გაიმარჯვა