დელ ბოსკეს გუნდში პიკეს, რამოსის და არბელოას თამაში საეჭვოა
15 ოქტომბერს ქალაქი ალბასეტე მუნდიალის I ჯგუფის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩს უმასპინძლებს - ვისენტე დელ ბოსკეს ნაკრები თემურ ქეცბაიას და კომპანიას დაუხვდება.

სატურნირო მდგომარეობა ისეთია, რომ ესპანეთის ნაკრებს მიზნამდე - მუნდიალის საგზურამდე - ოფიციალურად ქულა რჩება მოსაპოვებელი. საქართველოს ნაკრებს კი დიდი ხანია, აღარ აქვს სატურნირო მოტივაცია, მაგრამ სტუმრად, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ ქულის მოპოვება დიდი მიღწევა იქნება.

მოკლედ, ისეთი სიტუაციაა, როცა ფრე ორივე ნაკრებს "აწყობს". ამას დავუმატოთ ქეცბაიას გუნდის თამაშის სტილი - დაცვითი ფეხბურთი, გადაკეტილი ზონები, ლამის მთელი გუნდით კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რაც ასე კარგად იციან ესპანელებმა და საკუთარ ტყავზე იწვნიეს კიდევაც 2012 წლის სექტემბერში თბილისში, როცა მხოლოდ 4 წუთი არ გვეყო სენსაციური ფრის მისაღწევად.

მაშინ ერთადერთი გოლი რობერტო სოლდადომ გაიტანა. ახლა "ვალენსიას" ექსფორვარდი ნაკრებში გამოძახებული არაა.

საქართველოს ნაკრები ბელორუსის დამარცხების შემდეგ აშკარად ვერ ახარებს გულშემატკივრებს - თემურ ქეცბაიას გუნდს 307 წუთია, გოლი არ გაუტანია. ისედაც მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ სან მარინოს და ანდორას სჯობს.

დელ ბოსკეს პრობლემები შეექმნა დაცვის ხაზში. ალვარო არბელოა, ჟერარდ პიკე და სერხიო რამოსი - სამივე ტრავმირებულია და მათ 13 ოქტომბერს საერთოდ ვერ ივარჯიშეს. ამ სამეულის თამაში გამორიცხული არ არის, თუმცა კი საეჭვოა.

ქეცბაიამ დანაკლისი ესპანეთში ჩასვლამდე განიცადა, გუნდს სხვადასხვა მიზეზით დააკლდნენ: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე ამისულაშვილი და ჯანო ანანიძე.

15 ოქტომბერი. 23:00. ალბასეტე. კარლოს ბელმონტე (17 500 ტევადობა)

ესპანეთი VS საქართველო

წინა მატჩი: საქართველო-ესპანეთი 0:1 (სოლდადო 86.)

დისკვალიფიკაცია: კანკავა

ტრავმა: ს. რამოსი (?), არბელოა (?), პიკე (?)

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანეთი (4-3-3): რეინა - ხუანფრანი, ი. მარტინესი, ს. რამოსი, მონრეალი - ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ინიესტა - ხ. ნავასი, ნეგრედო, პედრო.

საქართველო (4-2-3-1): რევიშვილი - ლობჟანიძე, ხუბუტია, ღვინიანიძე, გრიგალავა - კაშია, ხმალაძე - გელაშვილი, ებრალიძე, კობახიძე - დვალიშვილი.

საქართველოს ნაკრების ვარჯიშის ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

ანდრეს ინიესტა: საქართველოს ნაკრები "კერკეტი კაკალია"

ნაჩო მონრეალი: საქართველოს ნაკრებს 11 კაცით შეუძლია კარში ჩადგომა

ABC: საქართველოს ნაკრები დანებებას სულაც არ აპირებს და მოსაგებად ითამაშებს

თემურ ქეცბაია: სიტყვებით ვერ აღვწერ, რა შეიძლება ვიგრძნო, ესპანეთს თუ მოვუგებთ

საქართველო ალბასეტეში მსოფლიოსა და ევროპის თასებს ნახავს

nika loria
ვაი ტქვენ უბედურებო ცოდვა ხარტ რაზ გიზამენ ხვალ სამარცხვინოტ არ წავაგოტ
koka
რაო რაო? რა გამოცადეს ესპანელებმა თავის ტყავზე? ვაი თქვენს პატრონს!!!
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
ინიესტამ თქვა, სურს თუ არა "ბარსელონას" მწვრთნელობა
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"ფეხბურთს მოენატრები, ფენომენო" - მესი ინიესტას დაემშვიდობა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
დიდებული ისტორია მთავრდება - ინიესტა კარიერას ასრულებს
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
ინიესტა, დიდი ალბათობით, მალე სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...