ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართულ ფეხბურთს დიდი რეკლამა გაუკეთდა

ქართულ ფეხბურთს დიდი რეკლამა გაუკეთდა

როცა ნაკრები ძლიერია, ფეხბურთელებს გასაქანი ეძლევათ, კლუბებს კი სპონსორები ეტანებიან
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გენერალური სპონსორი არ ჰყავს. ასევეა პროფესიული ფეხბურთის ლიგა და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე რამდენიმე კლუბი - ზუგდიდის "ბაია", ფოთის "კოლხეთი" და "სამტრედია".

ეროვნული ნაკრები გუნდების ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ "ჯვაროსნების" წარმატებული სეზონის შემდეგ ეს სავალალო მდგომარეობა აუცილებლად გამოსწორდება: "წარმატებას მხოლოდ მორალური კმაყოფილება არ მოაქვს, ეს მატერიალურ მდგომარეობაშიც უნდა აისახოს. 2010 წლის შემდეგ ჩვენი ნაკრების რეიტინგი, ფეხბურთელებზე მოთხოვნა და ზოგადად ქართული ფეხბურთის იმიჯი უნდა გაიზარდოს და გაუმჯობესდეს. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, ეს პროგრესი საქართველოშიც დაფასდეს.

დარწმუნებულიც ვარ, ასეც მოხდება, ბიზნესმენები ჩვენი ფეხბურთისკენ ახლა მაინც შემოტრიალდებიან და სპონსორების პრობლემა გადაწყდება. ვისაც ფეხბურთი უყვარს, უნდა გაითავისოს, რომ, არა მხოლოდ ნაკრების, არამედ საქართველოს პირველობის გაძლიერება და საამისოდ დიდძალი თანხების დაბანდებაა აუცილებელი. სლოვენიასთან გამარჯვებამ დიდი აჟოიტაჟი გამოიწვია, ნაკრებისა და ქართული ფეხბურთის პოტენციალში ბევრი დარწმუნდა და იმედია, სპონსორები მალე გამოჩნდებიან".

იგივეს ფიქრობს ცხინვალის "სპარტაკისა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე სოსო გრიშიკაშვილი: "სლოვენიასთან გამარჯვებით ქართულ ფეხბურთს დიდი რეკლამა გაუკეთდა. დარწმუნებული ვარ, უცხოეთში ჩვენი ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება. თუკი მომავალ წელსაც ასე გაგრძელდა, მაშინ ჩვენს საკადრის პოზიციას დავიბრუნებთ. ოთხ ქვეყანაში მითამაშია და ვიცი, ამა თუ იმ ქვეყნის ნაკრების წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე როგორც რეაგირებენ. როცა ესა თუ ის ნაკრებიც წარმატებით გამოდიოდა, იმ ქვეყნის ფეხბურთელებით მენეჯერები და კლუბები უმალ ინტერესდებოდნენ.

მაგალითად, ლატვიის ნაკრები რომ მოღონიერდა, მათი ფეხბურთელებით რუსული, უკრაინული და ევროპული კლუბები დაინტერესდნენ. საქართველოს ნაკრები ვერაფერს აღწევდა და ჩვენს ბიჭებს გაუსინჯავად აზერბაიჯანულ, ყაზახური და ბალტიისპირული კლუბებიც აღარ იწვევდნენ. გასინჯვას ვინ ჩივის, ქართველების გაგონებაც აღარ სურდათ. პირადად შევსწრებივარ ასეთ ლაპარაკს - თუ თქვენი საუკეთესო ფეხბურთელები ნაკრებში ასე ცუდად თამაშობენ, ვინც ნაკრებში ვერ ხვდება, ისინი რა დონის იქნებიანო. შედეგად, ჩვენი ბიჭები ყაზახეთსა და ბელარუსშიც ვეღარ მიდიოდნენ. არადა, ბალტიისპირელ და ჩვენს მოთამაშეებს ერთმანეთს ვერც შევადარებ, ქართველებს ბევრად უფრო ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს.

ნაკრების შედეგები ქვეყნის საფეხბურთო მდგომარეობის ლაკმუსის ქაღალდად გამოდგება - ძლიერია ნაკრები? ფეხბურთელებსაც გასაქანი ეძლევათ და კლუბებს სპონსორები ეტანებიან. თუ ნაკრები სუსტია, მაშინ ფეხბურთელებს არც კლუბები სწყალობენ და არც სპონსორები.

ჩემი სურვილია, საქართველოს ნაკრების წარმატებაზე რეაგირება ქართულმა ბიზნესმა მოახდინოს და ეროვნულ ჩემპიონატს მიხედოს. იმედია, ფეხბურთისთვის მთავრობაც მოიცლის.

ქართული ფეხბურთში მოსვლით სპონსორები დაინტერსებული კი არიან, მაგრამ ეს ნაბიჯი რომ გადადგან, საკითხი სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს და გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ. ორი წელი სომხეთში, "მიკაში" ვთამაშობდი და იქ კლუბებს ბევრი გადასახადი მოუხსნეს. ჩვენთან ამის ნახევარ შეღავათსაც არ ითხოვენ. ვინც ქართულ გუნდს ინახავს, ძალიან უჭირს. არადა, ფეხბურთში ეს წვრილმანი არაა. "მიკასნაირი" პირობები ჩვენს კლუბებს რომ ჰქონდეთ, ბევრი ლეგიონერი დაბრუნდება და ძლიერი პირველობა გვექნება. ახლა კი რომელ წარმატებასა და ძლიერ კლუბებზეა ლაპარაკი, ფეხბურთელები ნახევრად მშივრები დადიან და მოედანზე რა ჯანით ითამაშებენ?!"

მიხეილ აბაიშვილი, პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრესატაშე: "ნაკრების წარმატებული გამოსვლა ჩვენც გვაიმედებს, იქნებ ბიზნესმენები ფეხბურთისკენ შემოტრიალდნენ. სხვაგვარად, ეროვნული ჩემპიონატი ვერ განვითარდება.

სწორედ სპონსორების დაუინტერესებლობა გახდა მიზეზი, წლეულს "დეა" რომ ვერ გაიმართა. კარგი, გალა-კონცერტზე უარს ვიტყოდით, მაგრამ სეზონის ლაურეატებს პრიზების ნაცვლად დიპლომებით ხომ არ დავაჯილდოვებდით?! სოლიდულ პრიზებს კი ფული სჭირდებოდა.

გასაგებია, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა ქართულ ბიზნესზეც იმოქმედა და სარეკლამო და სასპონსორო ბიუჯეტები ყველა კომპანიამ შეამცირა, მაგრამ არც ისეთი კატასტროფული მდგომარეობაა, როგორც ამბობენ. ქართული ფეხბურთიც არაა ისეთი უინტერესო, ბიზნეს-ჯგუფებმა ზურგი რომ შეგვაქციონ.

ბევრგან ეროვნულ ფედერაციას, პროფლიგასა და კლუბებს ტოტალიზატორები აფინანსებენ. რომელ ქვეყანაშიც საქმიანობენ, იქაური ფეხბურთის განვითარებას ხელი უნდა შეუწყონ. ამაზე უეფამ პირდაპირ მიგვითითა, რომ სწორედ ტოტალიზატორები უნდა იყვნენ უმსხვილესი დამფინანსებლები. საქართველოში კი იმ ბიზნესის განვითარებაზე არ ზრუნავენ, საიდანაც ფულს შოულობენ. ესპანეთის, გერმანიისა და სხვა ტოპ-ლიგების რეკლამირებას კი ხელს უწყობენ, როდესაც ევროპულ პირველობებს რეკლამა ისედაც არ აკლიათ.

რამდენ ტოტალიზატორს არ მივმართეთ, მაგრამ გვერდში მხოლოდ "მაქსიმუმი" დაგვიდგა და საქართველოს თასის ფინალი დაასპონსორა. მისი თავკაცები სუპერთასის სპონსორობაზეც მზად იყვნენ, მაგრამ ნაკრების მატჩის გამო ჩემპიონატის კალენდარი აირია და მისი გათამაშება მომავალი წლისთვის გადაიდო. ამ სფეროს სხვა დიდი მოთამაშეები კი ვერაფრით დავაინტერესეთ. არადა, გვქონდა მოლაპარაკებები, თითქოს ერთობლივ პროექტებსა და თანამშრომლობაზეც მოდიოდნენ, მაგრამ საბოლოო, მაინც უარი მივიღეთ. ბიზნესმენების დაუინტერესებლობა თუ ნაკრების ჩავარდნით იყო გამოწვეული, იმედია, ნაკრების წარმატებული წელი მათ დამოკიდებულებას შეცვლის".

და სანამ სპონსორები გამოჩნდებიან, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელებმა ფეხბურთის ფედერაციასა და პროფლიგას მორიგი წერილით მიმართეს, სადაც აცნობეს, რომ გუნდში არსებული ფინანსური პრობლემების გამო 21 ნოემბერს "ზესტაფონთან" საშინაო შეხვედრაში მოედანზე გასვლას არ აპირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა