შეიცვლება თუ არა "მეთოფეთა" პოლიტიკა?
"არსენალის" ვებგვერდმა არსენ ვენგერთან მოზრდილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც 63 წლის ფრანგი რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო. ჩვენ მხოლოდ იმ ნაწილს შემოგთავაზებთ, რომელიც "მეთოფეთა" სატრანსფერო პოლიტიკას ეხება. ვენგერი არ გამორიცხავს, რომ "არსენალმა" იანვარში ახალი ფეხბურთელების დამატებაზე იფიქროს.

- მხოლოდ ნახევარი საათი რჩებოდა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, როცა გარიგება იოზილზე საბოლოოდ დადასტურდა. რატომ ასე გვიან?

- იმიტომ, რომ ტრანსფერის ბედი გარეთ ბეილისა და "რეალის" მიერ დასადებ სხვა გარიგებებზე იყო დამოკიდებული. მაშინ, როცა მადრიდელებს პირველად დავუკავშირდით, ეს საკითხი ჯერაც ჰაერში იყო გამოკიდებული.

"სამეფო კლუბი" კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებას ბოლო მომენტამდე ელოდა. "არსენალს" გარკვეული უპირატესობა ჰქონდა. იოზილის ყიდვა მე ჯერ კიდევ სამი წლის წინ მინდოდა, მაგრამ მაშინ ფეხბურთელმა გამომიცხადა, რომ "რეალში" წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ასე რომ, მესუთმა იცოდა, რომ მის თამაშს უკვე დიდი ხანია, ვაკვირდებოდი.

- "არსენალმა" ორჯერ და მეტად გადააჭარბა საკუთარ სატრანსფერო რეკორდს. ალბათ, განსაკუთრებით ფრთხილად მოქმედებდით, როცა სოლიდურ თანხას იხდიდით.

- რა თქმა უნდა, ამხელა ფულის გადახდა ერთ ფეხბურთელში საპასუხისმგებლო ნაბიჯია. მეორე მხრივ, განსაკუთრებულ ზეწოლასაც ვერ ვგრძნობდი, რადგან ჩვენ გვქონდა ამის რესურსი. აი, რამდენიმე წლის წინ კი ამას ვერ შევწვდებოდით, რადგან უბრალოდ, არ გაგვაჩნდა საშუალება.

იმ დროს, როცა ახალ სტადიონს ვაშენებდით, ტრანსფერებს განსაკუთრებულად ვეკიდებოდით, რათა არ გავკოტრებულიყავით. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა და თუკი ფული გვექნება, მას აუცილებლად დავხარჯავთ.

- ნიშნავს თუ არა ეს, რომ სატრანსფერო პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს?

- არა, ჩვენი ფილოსოფია არ შეცვლილა. ძველებურად მინდა, რომ გუნდში საუკეთესო მოთამაშეები მყავდეს, მაგრამ საუკეთესოები ადეკვატური და ხელმისაწვდომი ფასიდან გამომდინარე. "არსენალის" საფეხბურთო ფილოსოფია და კულტურა გუნდშივე იბადება. ასე იბადებიან ჩვენში უილშირი, რემსი, გიბსი და სხვები.

- 1-2 ტოპ-ტრანსფერს თუ შეიძლება ველოდეთ ყოველი სეზონის წინ?

- თუკი დაგვჭირდება, დიახ. ფეხბურთელებს მარტო მარკეტინგული მიზნით არ შევიძენთ. უპირველესად, გუნდის ინტერესებიდან გამოვალთ.

- იოზილი - მორიგი გერმანელი კლუბის სისტემაში...

- და ეს დაკავშირებულია მხოლოდ ფეხბურთელის კლასთან. გერმანიაში ნამდვილად ბევრ მაღალი დონის მოთამაშეს ზრდიან. შეხედეთ მათ ნაკრებს, რომელიც 2-3 წლის წინანდელ ესპანეთს ჰგავს. თვალის დახამხამებაში წამოიზარდნენ გიოტცე, დრაქსლერი და კროოსი. ბუნდესგუნდს ყოველ პოზიციაზე 2-3 ძლიერი კანდიდატი ჰყავს.

თუკი გერმანია ყურადღებას იქცევს, მხოლოდ ხარისხის გამო. თანაც, ამ ქვეყნის წარმომადგენლები იოლად ახერხებენ ადაპტაციას. ისინი უფრო ჩრდილოეთ ქვეყნების წარმომადგენლებს მაგონებენ. შესაბამისად, რისკიც ნაკლებია, როცა ფეხბურთელი სამშობლოდან უკვე წასულია, ისე, როგორც ეს იოზილის შემთხვევაში იყო.

- ფეხბურთელის ყიდვა ახლა უფრო რთულია, ვიდრე 10 წლის წინ, არა?

- დიახ, ვერ უარვყოფ.

- იანვრის ფანჯრის გახსნამდე სპეკულაციები უკვე დაიწყო. თქვენ თუ ფიქრობთ ამ თემაზე?

- საფეხბურთო ტრანსფერები ნამდვილად არ არის ის, რაც ყველაზე მეტად მიზიდავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ყურება, როგორ თამაშობს გუნდი, თუმცა ესეც ჩემი საქმის ნაწილია და იძულებული ვარ, ხელი მოვკიდო. არ გამოვრიცხავ, ჩვენც გავაქტიურდეთ ბაზარზე. ამასთან, არ მინდა, "არსენალის" მიმართ ყურადღება გავამძაფრო. მოდი, კონცენტრაცია მხოლოდ ფეხბურთზე გადავიტანოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"მეთოფეთა" აღიარება: არსენ ვენგერი სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელია

zizu
იოზილი მაგარიაა
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
იოზილი "ფენერბაჰჩემ" გაუშვა - მესუთი კვლავ თურქულ გუნდში ითამაშებს
იოზილმა "ფენერბახჩეში" არასტანდარტული ნომერი აიღო
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
იოზილის საოცარი ტრანსფორმაცია - ვეტერანი ფეხბურთელი მაგარ ფიზიკურ ფორმაშია [VIDEO]
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
ედენ აზარი "ფენერბახჩეში" იოზილთან ერთად ითამაშებს?
იოზილი პოლიტიკაში წავიდა და ერდოღანის პარტიის წევრი გახდა
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი