ნიკა ჩხეიძე: "ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვეზრდება, რომლებიც ნაკრებს კიდევ უფრო გააძლიერებენ"
ნაკრები გუნდების ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ ეროვნული გუნდის წლევანდელი წარმატებული გამოსვლა ქართულ ფეხბურთის, ნაკრებისა და ფეხბურთელების იმიჯზე დადებით გავლენას მოახდენს.

"საქართველოს ნაკრების ისტორიაში, ასეთი წარმატებული სეზონი არ გვქონია: ერთი წელი და ზედიზედ რვა შეხვედრა არ წაგვიგია. სლოვენიასთან გამარჯვებამ ცხადყო, რომ ქართულ ფეხბურთს უფრო მეტი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე ზოგს ჰგონია. ბევრი ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდა გვეზრდება და მალე ისინი ნაკრებს კიდევ უფრო გააძლიერებენ", - ამბობს ჩხეიძე.

ფედერაციის ტექნიკური დირექტორი სლოვენიელების პროგრესის მიზეზებზეც გველაპარაკა:"ბევრისთვის გამოცანაა, როგორ გახდა ორმილიონიანი სლოვენია ფეხბურთში წარმატებული ქვეყანა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ევროპული ქვეყანა ხარ, ევროკავშირის წევრი, ეკონომიკურად კი სლოვენია ჩვენზე ბევრად ძლიერია. თანაც, მისი მეზობლები ავსტრია, იტალია და ხორვატია არიან. თუმცა, ფეხბურთის განვითარებისთვის მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა და თუნდაც ძლიერი ეკონომიკა საკმარისი არ არის. მთავარია რესურსების გონივრული მართვა, ინფრასტრუქტურა, პირობები...

სლოვენიაში კი ძალიან კარგად განვითარებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, მშვენიერი სტადიონები, ბაზები, მოედნები და სავარჯიშო პირობებია. ამ ქვეყნის კლუბები ევროპულ გრანდებს არ მიეკუთვნებიან, მაგრამ საკმაოდ კარგად ფინანსდებიან, ფეხბურთელებს ზრდის საშუალებას უქმნიან და ამ ყველაფრის შემდეგ კანონზომიერიც ჩანს, მნიშვნელოვანი ნახტომი რომ გააკეთეს.

ბუნებრივია, მათ იციან, რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ, რა გვიჭირს და რა გვილხინს. აქედან გამომდინარე, ბალკანელებისთვის საქართველოსთან წაგება დიდი მოულოდნელობა იყო. არ შემიძლია, სლოვენიელების ღირსეული მასპინძლობა არ აღვნიშნო – მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა ტაშით გამოგვაცილეს. გამარჯვებულ სტუმრებს ასე ყველგან არ ექცევიან და ეს სლოვენიელთა ღირსებაზე მეტყველებს".

რა რეაქცია ჰქონდათ სლოვენია-საქართველოს მატჩზე მყოფ უცხოელ სპეციალისტებს?

"შეხვედრას ხორვატიისა და საბერძნეთის ნაკრებთა წარმომადგენლები, აგრეთვე, იტალიელი სპეციალისტები და სელექციონერები ესწრებოდნენ. რამდენიმე მათგანს ველაპარაკე და თურმე ციკლის დაწყებამდე ყველა აუტსაიდერად მიგვიჩნევდა, მაგრამ ოფიციალურმა და ამხანაგურმა მატჩებმა ეს წარმოდგენა შეცვალა. ახლა უკვე ანგარიშგასაწევ ძალად გვთვლიან და პატივს გვცემენ. საერთო აზრია, რომ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა".

lasha
მიდით ბიჭებოოო,,დააჩოქეთ კიდე ბარეორი.. ქეცბა მაგარიააააააააააა
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის