ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ესპანეთი-საქართველო 2:0 - დაპატენტებული სტრატეგია [VIDEO]

ესპანეთი-საქართველო 2:0 - დაპატენტებული სტრატეგია [VIDEO]

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ეტაპი. I ჯგუფი. ბოლო ტური
...აზერბაიჯანმა ათი კაცით გაუთანაბრა რუსეთს, სომხეთი კი იტალიას ორჯერ უგებდა. ჩვენს მეზობლებს უკვე სხვა ამოცანები აქვთ, ვიდრე საქართველოს ამ ნაკრებს...

ჩვენებს ეტყობოდათ მონდომება. სათამაშო დისციპლინა დარღვეული იყო თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდშიო, ამასაც ვერ ვიტყვით. უბრალოდ, საქართველოს ამ ნაკრებმა არ იცის სხვანაირად თამაში.

მეტოქის შეტევების ჩაშლა, გრძელი გადაცემები, კონტრშეტევაში ორი-სამი ფეხბურთელით წასვლა - ეს გუნდი ამას წლებია, აკეთებს და ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ პერსპექტივა აქვს...

შეხვედრის პირველი წუთები ნერვული იყო. გიორგი ლორიას ორჯერ კი გაუვარდა ბურთი, თუმცა მაინც აგულიანებდა დაცვას და პირველი წუთების შემდეგ რამდენჯერმე ითამაშა კარგად.

ჩვენი ნაკრების დაცვა თითქოს სწორად თამაშობდა, სივრცეს მაქსიმალურად უზღუდავდა ისეთ მეტოქეს, ბურთის გაგორებაში ბადალი ძნელად რომ მოეძებნება.

ესპანეთს თამაში ფრთხილად არ დაუწყია, მაღალი ტემპი შესთავაზა ქეცბაიას გუნდს, რაც იმავდროულად ნიშნავდა იმას, რომ გახსნილი თამაშით ცდილობდა მატჩის მოგებას. რა თქმა უნდა, საქართველო ამაში ვერ და არ აჰყვებოდა ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს.

იყო პოზიტივებიც: საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში სამჯერ დაარტყა კარში, აქედან ორჯერ - შორიდან; ერთხელ კი ფეხმალი ნიკა გელაშვილი დაუსხლტა ესპანელებს, მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და იკერ კასილიასს შეაწყვიტა ბურთი; დამატებაზე კი სანდრო კობახიძემ ვერ იყოჩაღა.

ხესუს ნავასი და პედრო როდრიგესი ფლანგებიდან გვარიანად ურთულებდნენ საქმეს საქართველოს დაცვას, თუმცა პირველ წუთებში ესპანეთმა ასეთნაირადაც ვერ გატეხა ქეცბაიას დაცვა...

ჭადრაკში არის სტრატეგიები, დაცვის ნაირსახეობებით რომ მოიხსენიებენ. "ქეცბაიას დაცვა" - ესეც უკვე კარგად ჩამოყალიბებული, საკუთარი ხელწერით ბეჭედდასმული, დაპატენტებული სტრატეგიაა, რომლითაც, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია, არ წააგო თამაში დიდი ანგარიშით, ზოგჯერ კი ფრეს გამორჩე ძლიერ მეტოქესთან და ხანდახან მოიგო კიდეც...

15 ოქტომბერს ამ სტრატეგიამ ერთხელაც გაამართლა და ეს ირონია არ გეგონოთ. ასეთია ჩვენი ნაკრების სახე - ბურთის უმისამართოდ მოგერიება; გრძელი, უმისამართო გადაცემები და იშვიათი აფეთქებები, რომელსაც, შესაძლოა, გოლიც მოჰყვეს...

ანდრეს ინიესტა კი პატარა გენიოსია. ალბასეტეში თავისი საუკეთესო მატჩი არ უთამაშია, მაგრამ ესპანელების პირველი გოლი, ფაქტობრივად, მან შექმნა - პედროს უზადო გადაცემას ისეთი საგოლე პასი მიაყოლა, ალვარო ნეგრედოს ბურთის შეგდება აღარ გასჭირვებია.

ნეგრედო ძალიან მოწადინებული იყო, ლამის ნემსის ყუნწში ძვრებოდა გოლის გასატანად, მოხდენილი "მაკრატელაც" შეასრულა და ლორიამაც ჩინებული რეაქციით ჩაუშალა ჩუბინობა.

პირველი ტაიმი "მშრალად" მაინც ვერ ჩავამთავრეთ და არწაგების შანსი იოტზე მეტად დაპატარავდა. შესვენების შემდეგ ესპანელებმა ჩვენს საჯარიმოსთან რამდენჯერმე შტურმისმაგვარი მოაწყვეს, თუმცა გოლთაცვენას მაინც ვერ გამორჩნენ...

ესპანურმა შემოტევებმა ერთხელ მაინც მოარღვია ჩვენი დაცვა - გიორგი ხიდეშელის მიერ უხეიროდ მოგერიებულ ბურთს ხუან მატამ ლორიას კარში მოუძებნა ადგილი.

ესპანეთის კარისკენ სტანდარტული სიტუაცია ბევრი არ იყო, თორემ ჩანდა, ქეცბაია როგორ მოუწოდებდა ფეხბურთელებს მეტოქის საჯარიმოში ჩასვლისკენ...

საბოლოოდ, ალბასეტემ ადვილად მოგვინელა...

საქართველოს ნაკრებისგან დაღლილი და მოშლილი იქნები, თუ მასზე გული შეგტკივა. ჩვენმა გუნდმა ეს ციკლიც ცუდად ჩაამთავრა და ახლა უკვე ანალიზის დრო დგება - რა გვინდოდა, რა მივიღეთ, უნდა შევცვალოთ რამე თუ ისევ ქეცბაიას ვენდოთ?..

ჰაინრიხ ბიოლი ამბობდა - ხალხს არავინ უფუჭებს გუნებას ისე, როგორც საბრალო კლოუნიო.

15 ოქტომბერს ჩვენი ეროვნული ნაკრების ამოცანაც ეგ იყო - არ დამსგავსებოდა საბრალო კლოუნს და, ვფიქრობ, ეს მიზანი შეასრულა - დიდი ანგარიშით არ დააჯაბნინა თავი ესპანეთს.

სულ ეს არის ჩვენი ნაკრები და ამას შეგუებულები ვართ...

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

კომენტარები მატჩის შემდეგ:

თემურ ქეცბაია: ბიჭების თამაშით ამაყი ვარ

ვისენტე დელ ბოსკე: საქართველოს ნაკრები უხერხული მეტოქე იყო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zviadi.

"ქეცბაიას დაცვა."

• Lasha

სომხებიც კი გვჯობნიანო რო იძახით, მაგათი მარტო მხითარიანი ღირს მთელი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ფასი, აგარაფერს ვიძახი მოვსესიანზე, რომელიც სპარტაკმა 10 მილიონად იყიდა და ოზბოლისზე რომელშიც 8 მილიონი ევრო გადაიხადეს!!!სასაცილოა , სატირალი და მწარე რეალობა რო არ იყოს!!!

საქართველოს ნაკრებმა იმდენი მწვრთნელი გამოიცვალა და ნაკრებს მაიც არ ეშველა! მე მგონი ჩვენ მწვრთნელის პრობლემა კი არა გვაქვს, არამედ საქართველოს ნაკრების.ნაკრები უნდა გამოიცვალოს საერთოდ. შევცვალოთ საქართველოს ნაკრები ესპანეთის, იტალიის ან საფრანგეთის ნაკრებით!მწვრთნელს უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა.

• lasha

რა ვთქვა აბა... მე მაინც ფეხბურთელებს ვაბრალებ. ვინც ბურთს ატარებს კარგად, კარში დარტყმა არ იცის, ფლანგებზე დარბიან და 3-3 კაცს ატყუებენ, მაგრამ საჯარიმოში ბურთს ვეღარ აწვდიან. მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩვენების მოგებული მაღალი ბურთი არ მახსოვს და მცველების გააზრებული ჩართვა შეტევაში (თუნდაც ყაზახეთთან თამაშის დროს). შეიძლება მწვრთნელის შეცვლამ შედეგი მოიტანოს, მაგრამ ფახბურთელებიც არ ბრწყინავენ. 19-20 წლის შემდეგ პროგრესს აღარ განიცდიან თითქოს. ისევ დევდარიანის სიტყვები მახსენდება, ბეემვეთი მთავრდება მაგათი ამბიციებიო.

• dato

უნდმა მოაგროვა იმდენი ქულა რამდენიც ფარერებმა მალტამ ლიხტენშტეინმა, ანდორამ. და ეს ბიჭი იძახის კმაყოფილი ვარო. კმაყოფილი იქნება აბა რა მილიონს იღებს წელიწადში და არის სახლში. სომხებიც რომ გაჯობებენ უკვე ეს მარაზმში გადადის წ ა დ ი

• რეზო

ქეცბაია რომ უნდა შეიცვალოს,ეს უკვე სადავო არ არის რადგან მან ორი ციკლი ჩააგდო,ნაკრებს ათამაშებს ანტი–ფეხბურთს,არანაირი სქემა,მონახაზი,ტაქტიკა,კრეატივი,11 კაცი კარებში–ეს არის მისი საფეხბურთო ფილოსოფია,გარდა ამისა მუდმივად კონფლიქტი აქვს ნაკრების წამყვან მოთამაშეებტან,ყოველი მორიგი წაგების შემდეგ ხელს ფეხბურთელებისკენ იშვერს.აუცილებელია ნაკრების მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნოს,რადგან მისმა გაწრთვნილმა ყველა გუნდმა ნამდვილი და დალაგებული ფეხბურთი ითამაშა,გაიხსენეთ დინამო,ზესტაფონი,ტორპედო.

• რეზო

ქეცბაია რომ უნდა შეიცვალოს,ეს უკვე სადავო არ არის რადგან მან ორი ციკლი ჩააგდო,ნაკრებს ათამაშებს ანტი–ფეხბურთს,არანაირი სქემა,მონახაზი,ტაქტიკა,კრეატივი,11 კაცი კარებში–ეს არის მისი საფეხბურთო ფილოსოფია,გარდა ამისა მუდმივად კონფლიქტი აქვს ნაკრების წამყვან მოთამაშეებტან,ყოველი მორიგი წაგების შემდეგ ხელს ფეხბურთელებისკენ იშვერს.აუცილებელია ნაკრების მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნოს,რადგან მისმა გაწრთვნილმა ყველა გუნდმა ნამდვილი და დალაგებული ფეხბურთი ითამაშა,გაიხსენეთ დინამო,ზესტაფონი,ტორპედო.

• გ.გ

ვერ გამიგია აზერბარჯანს როგორ ადარებთ სომხეთის ნაკრებთან????? სომხეთის ნაკრებმა ამ შესარჩევში ბულგარეთს მოუგო, დანია გაანადგურა 4 - 0, ჩეხეთს მოუგო, გუშინ იტალიასთან 2-2 ითამაშა. რომელ აზერბაჯანთან ადარებთ ან საქართველოს ნაკრებს რომელსაც ბელორუსიიის ნაკრებთან ვერ მოუგია კარგით რა სირცხვილია, სირცხვილიიიი

• koka

Tarasi მართალი ხარ, ეგრე ჩვენც ვეთამაშეთ ფრანგებს ფრე. ეგრე კვლავ უაზროდ გამოვცვლით ტრენერს, მაგრამ ვერ გავაკეთებთ ვერაფერს. საჭიროა სწორი გათვლა, რა უნდა გაკეთდეს, როგორ და რა დაჯდება. თორე ტრენერის გაშვებას რა უნდა.

• odala

ტარასი, სომეხ-აზერებთან შედარებისა რა არ მოგეწონა? გრანდებს რომ ტოლ-სწორად ეთამაშებიან და გოლები გააქვთ არ არის ეგ იმაზე მეტი ვიდრე ჩვენი ფრანგებთან 0-0 სახლში? გინდა ფრანგებთან და გინდა ესპანელებთან თითო-თითო მომენტის გარდა გვქონია გოლის გატანის შანსი? ამ თამაშში მგონი სულ არ გვქონია მომენტი. გასაგებია რომ ესპანეთია, მაგრამ ფინეთმაც რომ გვაჯობა თამაშით და ბელარუსმაც? შეიძლება იკამათოს ამაზე ვინმემ, მაგრამ სტატისტიკა აიღე: ფინეთი საქართველო, ქულები 3:1, ბელარუსი-საქართველო 3:3, ბურთების შეფარდება მათ სასარგებლოდ.

• ramo

ანალიზი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. შეცდომებზე სწავლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ოღონდ არა ისეთი ანალიზი როგორც ჰოლანდიასთან 0:6-ის შემდეგ. როცა წაგება დაბრალდა უიღბლობას. სირცხვილი ჩივაძეს, ფეხბურთის სპეციალისტებს და ჟურნალისტებს. იცოდეთ თუ შოტლანდიასთან და სლოვაკიასთან შევრცხვით, ეს თქვენი ბრალი იქნება.

• Tarasi

ვერ გავიგე რას გვაყვედრი აზერებსა და სომხებს,ჩაიხედე ცხრილში და იყავი ობიექტური,იქნებ ისიც გეხსენებია რომ ისინიც და სხვათა შორის თურქებიც მე-4 ადგილზე გავიდნენ როგორც ჩვენ.

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს