გორის "დილას" ყოფილი თავკაცი სამწვრთნელო კარიერას ისრაელში ან აზერბაიჯანში გააგრძელებს
გიორგი დარასელია სამწვრთნელო კარიერას ისრაელში ან აზერბაიჯანში გააგრძელებს.

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გორის "დილას" ყოფილ მწვრთნელსა და საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველს საინტერესო წინადადებები აქვს. მას აზერბაიჯანში იწვევენ, სადაც მის პასუხს სამი კლუბი ელის.

მაგრამ ის ამჟამად ისრაელშია და იქაც განიხილავს წინადადებას კლუბისგან, რომელიც უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ მიზნად დაბრუნება აქვს განზრახული. ლაპარაკია რამათ განის "ჰაპოელზე", რომელიც 5 ტურის შემდეგ ლეუმით ლიგის გათამაშებაში ჯერ მხოლოდ მე-11 ადგილზეა. კომენტარისთვის დარასელიას 15 ოქტომბერს ისრაელში დავუკავშირდით:

"დიახ, რამათ განის "ჰაპოელში" მიწვევდნენ. ეს გუნდი ისრაელის თასის მფლობელია და ახლახან ევროპალიგაზეც ითამაშა. თავიდან თანახმა ვიყავი, თუმცა მოსაფიქრებლად მაინც დრო მოვითხოვე.

პირობებს რომ გადავხედე, უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად საკმარისი არ იყო და უარი ვუთხარი. ასევე უარი ვთქვი უმაღლესი ლიგის "რამათ ჰაშარონზეც" - ბოლო ადგილზე იყო, უამბიციო გუნდში მუშაობას კი აზრი არ ჰქონდა. მირჩევნია, დაველოდო, რადგან წინადადებები არის, თუნდაც აზერბაიჯანიდან. უკეთესი ვარიანტი აუცილებლად გამოჩნდება.

შესაძლოა, მომავალ კვირაში რომელიმე გუნდი მაინც ჩავიბარო", - გვითხრა დარასელიამ.

შეგახსენებთ, რომ დარასელია ბოლოს ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" მუშაობდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია კლუბმა თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს - პირველ ლიგაში წარმატებული თამაშით პლეი ოფში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც "როსტოვთან" ორივე მატჩი წააგო (0:2, 0:1).

დარასელიას ხაბაროვსკში დარჩენასა და კონტრაქტის გაუმჯობესებას სთავაზობდნენ, მაგრამ არ ისურვა - რთულ კლიმატურ პირობებთან შეგუება გაუჭირდა.

მაშინ ამბობდა, რომ წინადადებები რუსეთშიც ჰქონდა და ისრაელშიც, მაგრამ აქაც ერთ პრობლემას აწყდებოდა - კლუბის უამბიციობას.

დასანანი კი არის, რომ ასეთი საინტერესო სპეციალისტი საქართველოში ვერ დასაქმდა. გორის "დილაში" მან საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და ამბობდა კიდეც - ვითარება რომ არ არეულიყო, სიამოვნებით დავრჩებოდიო, მაგრამ... სტაბილური გარემო და მსგავსი ფუფუნება საქართველოში სად არის?..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს