როგორია, სახელმწიფოს უთხრა, თემურ ქეცბაია უნდა შევცვალო, საკომპენსაციო 2 მილიონი ლარიც შენ უნდა გადაიხადო და ახალი მწვრთნელის ხელფასიცო?!
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი დაასრულა და დადგა დრო გადაწყვეტილების მიღების - ისევ თემურ ქეცბაია დარჩეს ნაკრების მწვრთნელად თუ გუნდი სხვამ უნდა ჩაიბაროს?

ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიმღები ფეხბურთის ფედერაცია იქნება და არა ქვეყნის ხელისუფლება - უკვე არის ამის საშუალება. ეს კი საქმეს უფრო აადვილებს - ნაკრების სვე-ბედი სპეციალისტების ხელში აღმოჩნდება და არა ყოვლისმცოდნე ლიბერტარიანელების.

თუმცა სირთულე ამით ბოლომდე მაინც ვერ მოიხსნება - ქეცბაიას კონტრაქტით კიდევ ორი წელი დარჩა. თუ ფედერაცია მოისურვებს ნაკრების მწვრთნელის შეცვლას, ახლანდელ თავკაცს ორი წლის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

ქეცბაიას ხელფასს სახელმწიფო იხდის, მაგრამ ვინ გადაიხდის კომპენსაციას? როგორია, სახელმწიფოს უთხრა, მწვრთნელი უნდა შევცვალო, საკომპენსაციო 2 მილიონი ლარიც შენ უნდა გადაიხადო და ახალი მწვრთნელის ხელფასიცო?!

ფედერაციისგან ჯერ არ მოგვისმენია ისეთი განცხადებები, რომ ქეცბაიას ბოლომდე ენდობიან, რომ მან კიდევ ორი წელი უნდა იმუშაოს ნაკრებში, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს.

მოკლედ, რამდენიმე ვარიანტი იქნება:

პირველი: ფედერაცია უარყოფითად შეაფასებს მწვრთნელის მუშაობას და მას კონტრაქტს გაუწყვეტს. ასეთ შემთხვევაში კომპენსაცია იქნება გადასახდელი, თუმცა ვინ და როგორ გადაიხდის ამხელა თანხას, გაურკვეველია.

მეორე: ფედერაცია არ შეუწყვეტს კონტრაქტს ქეცბაიას, რითიც, ფაქტობრივად, იმას იტყვის, რომ კმაყოფილია ნაკრების შედეგით, ქეცბაიას მიერ არჩეული გეზით და იმ სიტუაციით, რაც ნაკრებისა და მის გარშემოა. ვფიქრობ, ფედერაცია ტყუილის თქმას მოერიდება.

მესამე: ქეცბაია თვითონ იტყვის უარს ნაკრებში კიდევ ორი წლით მუშაობაზე და ყველანაირი უხერხულობა მოიხსნება. თუმცა ამისი ნება მისგან ჯერ არ ჩანს.

მეოთხე: სახელმწიფო აღარ გადაიხდის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ხელფასს და ამას იმით დაასაბუთებს, თუ რაც ხდება ჩვენი ნაკრების გარშემო. ანუ კითხვას დაუსვამს ფედერაციას: რაში მახდევინებ ამდენ თანხას?

მეხუთე: ეს შეიძლება კავშირში იყოს მესამე ვარიანტთან - ქეცბაიას გამოუჩნდება კარგი შეთავაზება და არჩევანს ახალ გამოწვევაზე გააკეთებს.

რომელ ვარიანტს აქვს ყველაზე მეტი შანსი? ძნელი სათქმელია, რადგან ძალიან ჩახლართულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე - სახელმწიფომ დაიქირავა მწვრთნელი, რომელმაც, თავის მხრივ, კონტრაქტი ფედერაციასთან გააფორმა. მერე ხელისუფლება შეიცვალა და საბოლოოდ, მივიღეთ ლაბირინთი.

ეროვნული ნაკრები ყველასია და ყველას აქვს უფლება, უქომაგოს აქ ჩამოთვლილ თუ სხვა ვარიანტებს. მე მგონია, რომ საუკეთესო ვარიანტი მეხუთე იქნება, რითიც ყველაზე დელიკატურად მოგვარდება პრობლემა...

საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში

ესპანეთი-საქართველო 2:0 - დაპატენტებული სტრატეგია [VIDEO]

საქართველო-ფინეთი 0:1 - მაჩანჩალობისთვის განწირულნი [VIDEO]

საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]

საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]

ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]

ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

საქართველო-ბელორუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ბიჭების თამაშით ამაყი ვარ

Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა 62,2%-ს თემურ ქეცბაიას გადადგომა სურს

გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?

რეზო
უარესი შედეგი ნეტავ რომელია? ვაგებთ და ვთამაშობთ სამარცხვინოდ! ბოსნიური კლუბები ხომ აზანზარებს ევროპას. მარტო ქეცბაიაში არ არის პრობლემა, მაგრამ მისი წასვლა ერთერთი აუცილებელი პირობა არის, სხვა სისტემურ და საკადრო ცვლილებებთან ერთად. ასე რომ მარტო ქეცბას ნუ შესდგებითვჟურნალისტები, გააღრმავეთ კრიტიკა და ანალიზი კონკრეტული მიმარტულებებით.
giga
ქეცბაის რას ერჩიან ვერ გავიგე, ახლანდელ პეხბურთელებშია პრობლემა ელემენტარული სათამაშო გამოცდილება არ აქვთ არ იციან რას ნიშნავს პეხბურთელისთვის დისწიპლინა უბრალოდ კლასი არ ააქვთ
giga
ქეცბაის რას ერჩიან ვერ გავიგე, ახლანდელ პეხბურთელებშია პრობლემა ელემენტარული სათამაშო გამოცდილება არ აქვთ არ იციან რას ნიშნავს პეხბურთელისთვის დისწიპლინა უბრალოდ კლასი არ ააქვთ
murtalo
თქვენი გამკვირვებია ბატონებო, უარესი რაღა უნდა იყოს?...დანიშნონ გეგუჩაძე მწვრთნელად და დაგვანახებს გვყავს თუ არა ფეხბურთელები...დროზეა ეს გასაკეთებელი, თორემ ეს უვიცი უნამუსო თვითონ წამსვლელი არაა მით უმეტეს იცის რომ გაუგებრპბაშოა ფედერაცოა. ვერც ხსნის და ფული კი სახელმწიფოსგან მიდის... იგივე ჩვენგან...
kolia
კარგი რა მოეშვით სხვის ჯიბეში ყურებას. ვინც არ უნდა მოვიდეს ქეცბაიას გარეშე, ვერაფერს გააკეთებს-ვეთანხმები, მაგრამ შეიძლება ისე გააფუჭოს რომ დღევანდელი მდგომარეობა სანატრელი გაგვიხდეს. ამაზე თუ ფიქრობენ. ჯ.ჩ. -სა და murtalo-სთვის ადვილია. გაუშვით. გაშვება ადვილია, მთავარია შედეგი რა იქნება. საკმაოდ მაღალი ალბათობით შეიძლენა შედეგი უარესი იყოს.
თემო
„ ეს კი საქმეს უფრო აადვილებს - ნაკრების სვე-ბედი სპეციალისტების ხელში აღმოჩნდება და არა ყოვლისმცოდნე ლიბერტარიანელების.“ როდესაც ამას სპორტული ჟურნალისტი წერს, წერილის კითხვა უნდა შეწყვიტო და შემდგომში მისი გვარის დანახვაზე არცერთი სტატია არ უნდა წაიკითხო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბ-ნი დავით თავართქილაძე პოლიტიკას ჩრის საკითხებში, რომელიც არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან. როგორც ჩანს, მას წარმოდგენა არ აქვს არც იმაზე, თუ რა არის ლიბერტარიანელობა და არც ის ახსოვს, ვინ იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელები. ნაკრების პრაქტიკულად ყველა მწვრთნელი, ქეცბაიას ჩათვლით, არ წარმოადგენდა ხელწამოსაკრავ ფიგურას. ტოპმიოლერი და კუპერი საერთოდ ევროპაში გამორჩეული მწვრთნელები იყვნენ, მაგრამ ჩვენს ნაკრებში შედეგს ვერ მიაღწიეს. ქეცბაიამ რაც ანორთოსისით გააკეთა, ნებისმიერ სხვა ქართველ მწვრთნელს სანატრელი აქვს. ამოჩემებული აქვს ყველას, რომ საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 3 ბურთი გაიტანა შესარჩევში. თქვე ოჯახაშენებულებო, 8-დან 4 თამაში ესპანეთთან და საფრანგეთთან ჰქონდა ჩვენს ნაკრებს და ამ 4 თამაშში რომ სულ 6 ბურთი გაუშვა, ის არ გიკვირთ? ესპანეთთან და საფრანგეთთან თბილისში ნათამაშევი მატჩები ხომ აშკარად გამოირჩეოდა წინა წლების თამაშებისაგან. რეალურად ნაკრებს ჩავარდნა ჰქონდა მხოლოდ ერთ თამაშში - ფინეთთან თბილისში. რასაკვირველია, 3 გოლი ძალიან ცოტაა, მაგრამ რეალურად 4 თამაშში შეტევაზე ფიქრიც არ გამოდიოდა (თუმცა მომენტები შევქმენით ფრანგებთანაც და ესპანელებთანაც). ნაკრები გამართულად თამაშობდა და ოდნავი გამართლებით მესამე ადგილსაც აიღებდა ამ ქვეჯგუფში. მეც არ მომწონს ერთი თავდამსხმელით თამაში და რასაც დავუწუნებდი ქეცბაიას, არის ის, რომ მან ვერ დახვეწა უფრო სუსტ გუნდებთან თამაშის ტაქტიკა. აშკარად მეტი თავდამსხმელით არის საჭირო თამაში. ფეხბურთელებთან ურთიერთობაც ცალკე საკითხია, თუმცა აქ მარტო ქეცბაიას ბრალიც არ არის. ფეხბურთელებსაც მიუძღვით წვლილი. ნაკრებს ნამდვილად აქვს პოტენციალი, მაგრამ მისი გამოვლენა უჭირს. შეიძლებოდა შეთამაშების პრობლემის მოხსნაც, რომ ნაკრები შეკრებილიყო ერთი თვით მაის-ივნისში, მაგრამ ფეხბურთელებსაც ხომ უნდათ დასვენება. მოკლედ, ეს ჯადოსნური წრეა. და ბოლოს, ხელფასზე თუ მიდგა საქმე, მართლაც დიდი სანაკრებო მწვრთნელების ხელფასები წელიწადში 5 მილიონი გირვანქიდან იწყება დღეს. ჰო-და, ვართ ამდენის გადამხდელები ამ ნაკრებში, მით უმეტეს, რომ შედეგის გარანტია არ იქნება?
ჯ.ჩ.
მათეს. თუ კი მწვრთნელს მნიშვნელობა არა აქვს,მაშინ მილიონის ნაცვლად უსახელო მწვრთნელს მივცეთ ათჯერ ნაკლები და ის თანხა ბავშვთა ფეხბურთს მოვახმაროთ.
david
მათეს დავეთანხმები. დარწმუნებული ვარ ქეცბაიას ნაცვლად ვინც არ უნდა მოიყვანო, გინდაც მაურინიო ან კაპელო, შედეგი იქნება უარესი. ამ ვაიჟურნალისტებმა კიდე დაგვანებობ თავი, როგორ ყველა საქმეში ჟურნალისტებიბ გახდნენ ყველაფრის ექსპერტებიები
ilia
ქეცბაია სწორი ტაქტიკით მუშაობს,უნდა ვიყოთ რეალისტები ზედმეტი ყიჟინი ერთიანი საფეღბურთო ფილოსოფიას უშლის ხელს.
Mate
ბატონო ფეხბურთის მოყვარულებო და "ექსპერტებო", საქართველოს ნაკრებისგან წარმატებას რომ ითხოვთ, ერთი ქართული კლუბი ევროთასების ჯგუფურ ტურნირში თუ გავიდა, ან ერთი ქართველი ფეხბურთელი მაღალი დონის ჩემპიონატში საშუალო კლუბში მაინც თუ თამაშობს?! ეს ძალიან მარტივი და არახალი კითხვაა. ჰოდა, პასუხიც ხომ ყველამ იცის, ქართული ფეხბურთი რა დონეზეც არის, იმ დონის არის ნაკრებიც. იტალიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ფეხბურთელს რომ თავზე წარმოდგენა აქვს, რა შედეგი უნდა მოითხოვო. ქეცბაიას ჩააბარეთ ესპანეთის ნაკრები, დელ ბოსკეს საქართველოსი და ვნახოთ ვინ მოიგებს. არ მოგწყინდათ ეს უაზრო ამპარტავნობა? დაანებეთ თავი მესხის, ყიფიანის და 30-40 წლის წინანდელი წარმატებებით თავის მოტყუებას. ნაკრების მწვრთნელმა სამდღიან შეკრებაზე რა უნდა უყოს ფეხბურთელს, დრიბლინგი ასწავლოს,სირბილი თუ თავით თამაში. ხუთ მეტრში პასს ვერ აკეთებენ, რა შედეგიც აქვთ, იდეალურია.
koka
იგი წავა და სხვა მოვა... მაგრამ არაფერი არ შეიცვლება. სანამ ესეთი უაზრო ანალიზები იქნება, სანამ 6:0 წაგებას უიღბლობას აბრალებენ, სანამ ლაპარაკი იქნება რაღაც შემოქმედებითობაზე, სანამ არ უნდათ თანამედროვე ფეხბურთის თამაში და კვლავ დრიბლინგის იმედზე და მოატყია ერთი, მოატყუა ორი, მოატყუა სამის( გაიხსენეთ ნინუა ცნობილ ფილმში)იმედზე არიან, მანამ გინდა ქეცბა დატოვე გინდა იგორ კიო მოიყვანე ამ საქმისგან სალამური მაინც არ გამოვა.
shoda
კარგად გამოჩნდა, რომ ამ ხალხისთვის სამშობლო მეწველი ძროხაა!
sdfghjkl;
არსადაც არ წავა.თქვენ მითხარით ისეთი ადამიანი,ვინც კრიმინალის გარეშე მილიონებს აკეთებს.ეს ვაჟბატონიც გემრიელ ლუკმას ხელიდან რატომ გაუშვებს.თან ფეხბურთელებიც უვარგისები ჰყავს.ჩვენ ვიკითხოთ.
saba
ჩემი აზრით ქეცბაია უნდა დარჩეს, სამარცხვინოდ მაინც არ ვაგებთ, და ჟურნალისტი კიდე თავის აზრებს არ უნდა ახვევდეს მკითხველს...
murtalo
თვითონ არ წავა რით ვერ გაიგეთ?!...გასაპანღურებელია სასწრაფოდ!
damangreveli
ქეცბაია უნდა დარჩეს, და აიღოს ვალდებულება, რომ ნაკრებს გაიყვანს ფინალურ სტადიაზე, არ გაყვანის შემთხვევაში ხელფასი არ უნდა მიეცეს.
ჯ.ჩ.
სამწუხაროდ ქეცბაია მომავალში ვერაფერს შეცვლის მიუხედავად იმისა რომ კარგი ფეხბურთელი იყო.ამიტომ უნდა წავიდეს.ინტელექტთანაც უბრადაა მახსოვს როგორ იფურთხებოდა სამარცხვინოდ აქლემივით თამაშის დროს საფრანგეთში.ასეთმა კაცმა სხვას რა უნდა ასწავლოს.
Giorgi
თემურ წადი რაა... სირცხვილია კვირაში 25 000 დოლარის აღება იმ სახლემწიფოში სადაც მოსახლეობის უმრავლესობას საკვების ფული არა აქვს... სირცხვილია იმ თვეებში (იანვარი, თებერვალი, ივლისი, აგვისტო, დეკემბერი) 500 000 დოლარის აღება როდესაც ნაკრებს თამაში საერთოდ არა აქვს..... სირცხვილია ნაკრებში დარჩენა როდესაც ბოლო 13 ოფიციალურ თამაშში მხოლოდ ერთს მოიგებ... სირცხვილია როდესაც 18 ოფიციალური თამაშდან, ანუ 2 შესარჩევი ციკლის განმავლობაში ვერ გაიტან ერთ თამაშში 2 გოლს .. თემურ წადი რააა!!!!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს