ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კანადასთან მატჩი პირველი ნაბიჯია!

კანადასთან მატჩი პირველი ნაბიჯია!

დიქსონი: "ჩვენი გუნდის ძალა მძლავრი შერკინებაა, რაც საკმაოდ დიდი უპირატესობაა"
საქართველოს ნაკრები დღეს ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე კანადის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ბორჯღალოსნები" საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან სათამაშოდ დიდ დიღომში, "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე ემზადებოდნენ. ასეთი დონის გუნდი კანადის ნაკრები რომ არის, ნოემბრის ტესტებზე თბილისში არასდროს ყოფილა. ჩვენ მორაგბეებს ოკეანისგაღმელებთან თამაშის მწარე გამოცდილება აქვთ. შარშან "ჩერჩილის თასზე" "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ასე რომ, ახლა რევანშის დროა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა და მორაგბებმა მატჩისწინა პრესკონფერენცია "ქორთიარდ მერიოტში" გამართეს.

რიჩი დიქსონი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: "გუნდი მარტის შემდეგ, ფაქტობრივად, პირველად შეიკრიბა, ამიტომ ცოტაოდენი დრო შეთამაშების პრობლემის მოგვარებას დავუთმეთ. ნაკრებში გამოძახებული ყველა მორაგბე პროფესიონალია და მწვრთნელების მითითებებს იოლად აუღეს ალღო. გვესმის, რომ კანადასთან ძნელი მატჩი გვექნება, მაგრამ თამაშში სიახლეები ნელ-ნელა მაინც უნდა დავნერგოთ..

შერჩეული გვაქვს სტილი, რომლითაც გუნდმა მსოფლიო თასზე უნდა ითამაშოს. ამის მიღწევა იოლი არაა და ერთ დღეშიც ვერ მოხერხდება.

ეროვნულ ჩემპინატში მოთამაშე მორაგბეებიდან ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ორი მოხვდა. სხვები კი A ნაკრებში არიან მიწვეული, რომელიც ამ დღეებში ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა. ამით საშუალება მოგვეცა, გაგვეგო, რამდენად დიდია განსხვავება საქართველოში მოთამაშე მორაგბეებისა და ლეგიონერების სათამაშო დონეს შორის.

ერთი ვარჯიში A ნაკრებს ცალკე ჩავუტარეთ. გვინდოდა, კიდევ ერთხელ გვენახა, ვინ რას წარმოადგენს, რა შეუძლია. თვითონაც უნდა გრძნობდნენ, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ, ვაკვირდებით. ეს მათთვის დამატებითი მოტივაციაა, უფრო ბეჯითად იშრომონ, რათა ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებთან ჩამორჩენა აღმოფხვრან.

რაგბი 2011 წლის მსოფლიო თასით არ მთავრდება. ჩვენ ახლავე ვიწყებთ მსოფლიო თასის შემდგომი ეტაპისთვის მოთამაშეების შერჩევას.

საქართველოსა და კანადის ნაკრებები თითქმის თანაბარი დონის არიან, თუმცა ჩვენი გუნდის ძალა მძლავრი შერკინებაა, რაც საკმაოდ დიდი უპირატესობაა. ვეცდებით მორკინალებთან ერთად უკანა ხაზიც ეფექტურად ავათამაშოთ. გუნდები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, ეს კი იმის შესაძლობლეობას იძლევა, რომ ხელთ არსებული ყველა იარაღი გამოიყენო.

ამ მოკლე დროში, რაც კანადასთან სამზადისისას გვქონდა, ძალიან რთულია, რაიმე რადიკალურად შეცვალო. სანამ მწვრთნელები მოთამაშეებს კარგად გავიცნობთ, ნდობას ვუცხადებთ. ბიჭების ჩვეული თავდადებისა და ოსტატობის იმედი გვაქვს და, თუ მეტოქე იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ვერ მოვუგეთ, ნუ დაგვძრახავთ. წინ საკმაოდ გრძელი, რთული გზა გვაქვს გასავლელი და კანადასთან მატჩი ამ გზაზე პირველი ნაბიჯია."

ირაკლი აბუსერიძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი: "ძალიან მცირე დრო გვქონდა იმისთვის, რომ თამაშში დიდი ცვლილებები შეგვეტანა. თუმცა მცირედი ტაქტიკური სიახლე მაინც გვექნება. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო."

დავით ზირაქაშვილი: "თამაშში ბევრი არაფერი შეცვლილა. რიჩი გვენდობა. ჩვენ ნებისმიერ გუნდთან მაქსიმალურად ვიხარჯებით და ამჯერადაც ასე იქნება. მონდომების, თავდადების ხარჯზე ვეცდებით მეტოქე შერკინებშიც დავჯაბნოთ და დავამარცხოთ."

ირაკლი მაჩხანელი: "მწვრთნელები ცდილობენ შერკინებისა და უკანა ხაზის თამაში დააბალანსონ. ისე არ იქნება, რომ მარტო შერკინება თამაშობდეს, იქ სადაც საჭირო იქნება უკანა ხაზელებმაც უნდა განაახორციელონ დარტყმები. ცოტა უფრო სწრაფად თამაშსაც გვთხოვენ. თუ ყოველივე ეს შევძელით, იმედია, შედეგიც არ დააყოვნებს."

კანადელები, რომლებიც მატჩისთვის ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე ემზადებოდნენ, სასტუმრო "რედისონში" ცხოვრობენ და ჟურნალისტებსაც იქ უმასპინძლეს.

კირან კროული, კანადის ნაკრების მწვრთნელი: "ამ მატჩისთვის ჩვენი მზადება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დაიწყო. ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებებთან თამაში, ვფიქრობ, ჩვენი გუნდისთვის სასარგებლო იყო. თბილისში თითქმის ერთი კვირაა ვიმყოფებით და აქაც ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ვიცით, რომ ძალაინ ძნელი მატჩი გვექნება. საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელებს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კარგად ვიცი მათი პრიფესიონალიზმის შესახებ. მათ დიდი გამოცდილება აქვთ და თუ მოახერხეს ცოდნის, გამოცდილებასთან შეხამება, საქართველოს ნაკრები მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

გაკვირვებულნი ვართ საქართველოში რაგბის განვითარების ტემპით. შეგვშურდა კიდეც ის ყურადღება, რაც ამ ქვეყანაში რაგბის ეთმობა. ახლახან რაგბის აკადემიაც გახსენით. ყოჩაღ! სხვა რა უნდა ვთქვა?!"

პეტ რიორდანი, კანადის ნაკრების კაპიტანი: "ჩვენი და საქართველოს ნაკრებები თანაბარი დონის გუნდებია. მეტოქის თამაშს, ფაქტობრივად, არ ვიცნობთ. შარშანდელი მატჩითა და რამდენიმე თამაშის ვიდეოფირის ხილვით სრულ წარმოდგენას ვერ შეიქმნი. საქართველოს ნაკრები მოედანზე უნდა გაიცნო. ერთადერთი რაც ვიცით, ის არის, რომ ქართველი მორაგბეები ფიზიკურად ძლიერნი, ჯანიანი ბიჭები არიან."

საქართველო-კანადა

საქართველო: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ლექსო გუგავა, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსრიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. შალვა სუთიაშვილი, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. გია ლაბაძე, 8. ბესო უდესიანი.

16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. გოდერძი შველიძე, 18. გიორგი ნემსაძე, 19. სიმონ მაისურაძე, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. დავით კაჭარავა, 22. მერაბ კვირიკაშვილი.

კანადა: 15. კირან ჰერნი,14. ჯასტინ კოკერი, 13. ფან დერ მერვე, 12. ფილიპ მაკკენზი, 11. ჯეიმზ პრიტჩარდი, 10. კონორ ბრეიდი, 9. შონ ვაითი. 1. კევინ ტკაჩუკი, 2. პეტ რიორდანი, 3. ჯეისონ მარშალი, 4. ჯოშ იაკობსენი, 5. ჯებ სინკლერი, 6. ჩონსი ოტოოლე, 7. ადამ კლებერგერი, 8. აარონ კარპენტერი.

16. ტომ დოლეზელი, 17. ენდრიუ ტიდმანი, 18. ჯონ ფილანი, 19. ტაილერ ჰოტსონი, 20. შონ სტივენი, 21. ჯიმი მაკკენზი, 22. ნიკ ბლევინსი

გუშინვე საქართველოს რაგბის კავშირმა და თბილისის მერიის საკონცერტო ბიგ ბენდმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ბიგ ბენდი რაგბის კავშირის ყველა ღონისძიებაზე უსასყიდლოთ დაუკრავს.

კახა მარკოზაშვილი, ბიგ ბენდის დირექტორი: "საქართველოს რაგბის ნაკრები ერთადერთი გუნდია სათამაშო სახეობებში, რომლებიც გვახარებს. ჩვენი ბიგ ბენდის ხელმძღვანელებმა და მუსიკოსებმაც, ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, მორაგბეების ყველა ღოისძიებაზე უანგაროდ დავუკრათ და მათი ზეიმი გავალამაზოთ. ამ ურთიერთობის მემორანდუმი უვადოდ ფორმდება"

გია გორგასლიძე, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი: "ძალიან სასიამოვნო ურთიერთობას ჩაეყარა საფუძველი. ორმაგად სასიხარულოა, ჩვენთან მეგობრობის სურვილი ასეთი მაღალი დონის მუსიკოსებმა რომ გამოხატეს. ამით ვამაყობთ და ვეცდებით, საქმე ყოველთვის საზეიმოდ გვქონდეს, ჩვენც გავიხაროთ და ქომაგებიც გავახაროთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• soso

დღეს რომელზეა თამაში ???

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!