ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ტოპ-5 ლიგების სტატისტიკა: თითქმის უნაკლო ლეო და უბერებელი ტოტი

ტოპ-5 ლიგების სტატისტიკა: თითქმის უნაკლო ლეო და უბერებელი ტოტი

ევრობომბარდირები და ევროასისტენტები
სანაკრებო პაუზის დადგომისთანავე ევროპის ხუთი საუკეთესო ჩემპიონატის კლუბების მიმდინარე რეიტინგები და მათი საინტერესო სტატისტიკა გაგაცანით. ახლა დროა, ფეხბურთელთა რეიტინგები და სტატისტიკა შემოგთავაზოთ.

საუკეთესო ათეული

whoscored.com-ის რეიტინგი. ტოპ-10

ფეხბურთელი კლუბი (ლიგა) რტნ.

1. ლიონელ მესი ბარსელონა (ესპ) 9,21

2. რიკი ალვარესი ინტერი (იტა) 8,3

3. რაფაელი გლადბახი (გერ) 8,27

4. სიდნი სემი ლევერკუზენი (გერ) 8,2

5. უგო კამპანიარო ინტერი (იტა) 8,17

6. ფრანკ რიბერი ბაიერნი (გერ) 8,16

7. დიეგო კოშტა ატლეტიკო (ესპ) 8,15

8. ტიაგო ატლეტიკო (ესპ) 8,13

9. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი (გერ) 8,12

10. ფრანჩესკო ტოტი რომა (იტა) 8,04

10. მაქს კრუზე გლადბახი (გერ) 8,04

თავიდანვე ვიტყვით, რომ ეს გამოცემა "ოპტას" სტატისტიკას იყენებს, რომელიც მოწინავე ჩემპიონატებს ოფიციალურად ემსახურება. თითოეული ფეხბურთელის რეიტინგი კი სამი მთავარი კრიტერიუმისგან დგინდება (თავდაცვითი მაჩვენებლები, შემტევი მაჩვენებლები და პასები). ამის საფუძველზე საბოლოო რეიტინგი მაქსიმალურად არის დაახლოებული რეალობასთან, რომლის მანიშნებელიც თუნდაც ისაა, რომ რეიტინგ-ლისტს ტოპ-ვარსკვლავი ლეო მესი ლიდერობს.

ათეულს შეგპირდით, მაგრამ სულ 11 ფეხბურთელია, რადგან ფრანჩესკო ტოტის და მაქს კრუზეს ზუსტად ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ.

რაც თვალში ეგრევე გვხვდება - მიმდინარე საკლუბო სეზონის მოწინავე ვარსკვლავთა შორის ერთი ფეხბურთელიც არ არის ინგლისური პრემიერლიგიდან და ფრანგული ლიგა 1-დან. 3-3 ფეხბურთელია ესპანეთიდან და იტალიიდან და, რაც მთავარია, 5 ფეხბურთელი წარადგენს გერმანულ ბუნდესლიგას. მოკლედ, გერმანული საკლუბო ფეხბურთის წინსვლა ამ კუთხითაც კარგად ჩანს. "მიონხენგლადბახსა" და "ლევერკუზენს" სულაც 2-2 წარმომადგენელი ჰყავს, ეს კი დიდი მოულოდნელობაა.

ლიონელ მესი უნაკლოსთან (10 ბალი) ყველაზე მიახლოებულ ფეხბურთს თამაშობს - ლეოს საშუალო რეიტინგი 9,21 ბალია. არგენტინელი თითქმის ბალით უსწრებს უახლოეს მდევარს, თანამემამულე რიკარდო ალვარესს "ინტერიდან". სხვათა შორის, "ინტერსაც" ორი წარმომადგენელი ჰყავს ლიდერებში, ისევე, როგორც - მადრიდის "ატლეტიკოს".

ლეომ 6 ტურში მიიღო მონაწილეობა, "ბარსელონას" ფორვარდის ანგარიშზე 8 გოლი და 3 საგოლე პასია. ის საშუალოდ თამაშში 6-ჯერ ურტყამს კარისკენ და მისი პასების 85% ზუსტია (თავდამსხმელისთვის დიდებული შედეგია). 6 შეხვედრიდან 3-ში დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

ევრობომბარდირები და ევროასისტენტები

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ 5 ჩემპიონატში სხვადასხვა რაოდენობის ტურია გამართული: 9 - საფრანგეთში, 8 - გერმანიასა და ესპანეთში; 7 - იტალიასა და ინგლისში. ასე რომ, ფრანგთა ბომბარდირები ოდნავ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, თუმცა პირველ სამეულში ისინი მაინც ვერ მოხვდნენ.

10 გოლი გაიტანა ფეხბურთელმა, რომლის გულისთვისაც ესპანეთსა და ბრაზილიას საფეხბურთო ომი აქვს გაჩაღებული და ეს ომი მალე უფრო აქტიურ ფაზაში გადავა - საუბარია "ატლეტიკოს" 24 წლის ბრაზილიელ ფორვარდ დიეგო კოშტაზე, რომელმაც მეტოქეები უკვე 10 გოლით "დააჯილდოვა".

დიეგო საერთო რეიტინგშიც მაღლაა - მე-7 ადგილს იკავებს. მოკლედ, ისეთი სეზონი აქვს, თუ ასე გააგრძელა, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელთა დავაში ჩაერევა. 8 გოლი მესის ანგარიშზეა (თანაც, მხოლოდ 6 მატჩში), 7 გოლი გაიტანეს "რეალის" შემტევმა კრიშტიანო რონალდომ (8 შეხვედრაში) და "მონაკოს" ცენტრფორვარდმა რადამელ ფალკაომ (9).

6 გოლი: ალესიო ჩერჩი (ტორინო), ანტონი მოდესტე (ჰოფენჰაიმი), დენიელ სტარიჯი (ლივერპული), ემანუელ რივიერი (მონაკო), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), კევინ ბერიგო (ევიანი), ნიკოლაი მიულერი (მაინცი), რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), სიდნი სემი (ლევერკუზენი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი).

მეპასეთა რბოლაში მეტი კონკურენციაა - 6-6 პასით სამეული ლიდერობს. საოცარია, მაგრამ ფაქტია, ფრანჩესკო ტოტი არ "ბერდება" - "რომას" 37 წლის კაპიტანს კომპანიონობას უწევენ სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა) და კოკე (ატლეტიკო). ლიდერებს მხოლოდ ერთი საგოლე პასით ჩამორჩება ნეიმარი - 21 წლის ბრაზილიელი შესანიშნავად მოერგო "ბარსელონას" - მის ანგარიშზე 2 გოლი და 5 პასია 7 თამაშში; თანაც, ნეიმარი ყოველთვის ვერ ხვდება ხერარდო მარტინოს რჩეულ 11-ეულში და მეორე ტაიმში შედის ხოლმე მოედანზე.

4 პასი: ალექსანდრუ მაქსიმი (შტუტგარტი), ჯონათან შმიდი (ფრაიბურგი), კევინ სტროოტმანი (რომა), ლუკა ჩიგარინი (ატალანტა), პატრიკ ებერტი (ვალიადოლიდი), რაფაელ ვან დერ ვაარტი (ჰამბურგი), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი), კანი (ვილიარეალი), სიდნი სემი (ლევერკუზენი).

აქვე შემოგთავაზებთ გოლი+პასი რეიტინგის ათეულს.

გოლი+პასი

ფეხბურთელი კლუბი (ლიგა) ქულა (გოლი+პასი)

1. დიეგო კოშტა ატლეტიკო (ესპ) 11 (10+1)

2. ლიონელ მესი ბარსელონა (ესპ) 11 (8+3)

3. სიდნი სემი ლევერკუზენი (გერ) 10 (6+4)

4. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი (გერ) 9 (5+4)

5. ფრანჩესკო ტოტი რომა (იტა) 9 (3+6)

6. კრიშტიანო რონალდო რეალი (ესპ) 8 (7+1)

7. დენიელ სტარიჯი ლივერპული (ინგ) 8 (6+2)

8. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი (გერ) 8 (6+2)

9. მაქს კრუზე გლადბახი (გერ) 8 (5+3)

10. რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰამბურგი (გერ) 8 (4+4)

11. კოკე ატლეტიკო (ესპ) 8 (2+6)

საუკეთესოები და უარესები

მოკლედ გაგაცნობთ სხვა კატეგორიებში ლიდერ ფეხბურთელებსაც, ხუთივე ლიგის მასშტაბით. ზოგიერთ კატეგორიაში მეწინავეობა დიდებულია, ზოგან კი - არც ისე.

* ყველაზე მეტი, 5-5 ყვითელი ბარათი მიიღეს: ალბერტო ბოტიამ (ელჩე), გრანიტ ჯაკამ (გლადბახი), ნორმან თოიერკაუფმა (ბრაუნშვაიგი), პანაიოტის კონემ (ბოლონია), სერჟ აურიემ (ტულუზი) და ტომას მანფრედინიმ (ჯენოა).

* ლუის გუსტავო (ვოლფსბურგი) ხუთივე ლიგაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ორჯერ მოასწრო მსაჯისთვის წითელი ბარათის დატყუება.

* კრიშტიანო რონალდო კარისკენ საშუალოდ 8,7-ჯერ ურტყამს. მასთან ახლოს მხოლოდ ორი ფორვარდია: მარიო ბალოტელი (7,5) და ლეო მესი (5,7).

* ყველაზე ზუსტ პასებს აკეთებს შვეიცარიელი ჯონათან როსინი (სასუოლო) - 95%, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მან მხოლოდ 4 ტურში ითამაშა. შემდეგ მოდიან სერხიო ბუსკეტსი (94,9), ალვარო არბელოა (94,6) და ფრანჩესკო მატუზალემი (94,4).

* ალბათ, საინტერესოა, ვის აქვს ყველაზე წუნიანი პასები მინდვრის მოთამაშეებს შორის - ესაა "ვალიადოლიდის" ანგოლელი ცენტრფორვარდი მანუშო (35,3%).

* საშუალოდ მატჩში 9 საჰაერო დუელს იგებს ბელგიელი კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა). უბრალოდ, დიდებული შედეგია.

* 4-4-ჯერ გახდნენ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები (სტატისტიკურად): ფრანკ რიბერი (ბაიერნი), კოსი აგასა (რეიმსი), მაქს კრუზე (გლადბახი) და რიკი ალვარესი (ინტერი).

* მესუთ იოზილი ლიდერობს "მნიშვნელოვანი პასების" რიცხვით - საშუალოდ 4 თამაშში.

* ანდროს ტაუნსენდი (ტოტენჰემი) წარმატებული დრიბლინგით - 5,5 საშუალოდ თამაშში - თვით ლეო მესისაც (5,3) კი უსწრებს.

* ყველაზე ხშირად პაბლო ბარიენტოსს (კატანია) ეუხეშებიან - 5,8 თამაშში.

* ყველაზე ხშირად თამაშგარე მდგომარეობაში ხვდება კრიშტიანო რონალდო - 2,1 მატჩში.

* ყველაზე ხშირად ბურთს კარგავს ბაფეტიმბი გომისი (ლიონი) - 4,6 საშუალოდ.

* საშუალოდ თამაშში 6,5 ორთაბრძოლას იგებს ოლივიე ვეინო (ნანტი).

* მატჩში საშუალოდ 5,3 ჩაჭრა ჩაკერ ალჰანდურის (ნანტი) შედეგია და ის ევროპის მოწინავე ჩემპიონატებში საუკეთესოა.

* ყველაზე ხშირად ჯარიმდება პანაიოტის კონე (ბოლონია) - საშუალოდ 4-ჯერ.

* ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი) საშუალოდ 12,3-ჯერ განმუხტავს სახიფათო სიტუაციას საკუთარ კართან.

* საშუალოდ 97,9 პასს აკეთებს თამაშში ჩავი.

* ზუსტი ჩაწოდებების რიცხვით ლიდერობს მორგან ამალფიტანო (ვესტ ბრომვიჩი) - მატჩში 4-ჯერ.

* ყველაზე ხშირად გამჭოლ პასებს აკეთებს დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი) - 1,3 მატჩში.

დასკვნა 1: ფრანჩესკო ტოტი უბერებელია:

37 წლის ფეხბურთელი საერთო რეიტინგში ათეულშია, ხოლო გოლი+პასი სისტემით, ევროპაში მე-5 ადგილს იკავებს.

დასკვნა 2: გერმანული ფეხბურთი პროგრესირებს:

ბოლო დროს არა მარტო გერმანული კლუბები დომინირებენ ევროპაში, არამედ გერმანიაში მოთამაშე ვარსკვლავებიც წინა პლანზე გადმოვიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მიუნხენის "ბაიერნმა" ტიკი-ტაკა "ბარსელონაზე" უკეთ ისწავლა?

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი

დიეგო კოშტა, დიდი ალბათობით, ლა ლიგაში დაბრუნდება

ოფიციალურად: დიეგო კოშტა პრემიერლიგას დაუბრუნდა

ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით

"პოლიტიკოსი არ ვარ... თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ..." - ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა

"ბარსელონა" უეფაში იჩივლებს - კატალონიელთა ბოსები მსაჯობამ გააბრაზა

"ბარსელონა" სეტიენს სეზონის ბოლოს გაათავისუფლებს

[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა

"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას

კვლავ თავის სტიქიაშია - დიეგო კოშტამ "გრემიოს" 20-წლამდელებშიც იჩხუბა [VIDEO]

"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ

"ბარსელონას" "ეიბარის" დონეზე ათამაშებდა - ლუის ენრიკე ჩავიზე

"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა

სად თამაშობს, კატარში? "ოქროს ბურთი" რამდენჯერ მოიგო?!" - საუდის არაბეთისკენ მიმავალ რონალდოს გზად მისი ძველი სკანდალური განცხადება დააწიეს [VIDEO]

"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა

რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა

რიბერი "სალერნიტანაში" გააგრძელებს კარიერას

ფლორენციელმა ტიფოზებმა რიბერის ენის დამოკლება ურჩიეს

[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება

"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი

"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა

ლიონელ მესიმ ისტორია გადაწერა - ყველაზე მეტი ტიტულის მფლობელი "ბარსელონას" მაისურით!

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა

მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს

დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული

ზაფხულში ლუნინმა შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს

რუმენიგე: რიბერისთვის მეორე დედა ვიყავი

ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება