"ზესტაფონის" 20 წლის მცველმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მატჩში შოტლანდიასთან უშეცდომოდ ითამაშა
20 წლის თედორე გრიგალაშვილი "ზესტაფონის" მცველია. ალექსანდრე ჩივაძე მას ახალგაზრდულ ნაკრებში იწვევს.

გრიგალაშვილი ძლიერია ორთაბრძოლებში, საქართველოს ჩემპიონატში გამოცდილ და კვალიფიციურ თავდამსხმელებს ტოლ-სწორად ეთამაშება და დაკვირვებულ თვალს ეს ვერ გამოეპარება...

14 ოქტომბერს, შოტლანდიასთან შეხვედრაში, ჩივაძემ ის სასტარტოში გაამწესა, თანაც - მარჯვენა ფლანგზე, ამ დროს კი გრიგალაშვილი ნომინალურად ცენტრალური მცველია. სქოთებთან მან, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ითამაშა და, ცხადია, ყურადღებაც მიიქცია.

გამოჩნდა, რომ ის საერთაშორისო დონისთვისაც საინტერესო ფეხბურთელია.

თედორე გრიგალაშვილი "ლელოს" კითხვებს პასუხობს...

- რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის, რომ ჩივაძე შოტლანდიასთან სასტარტო შემადგენლობაში გათამაშებდათ?

- რა თქმა უნდა, ზუსტად არ ვიცოდი, მათამაშებდა თუ არა, მარჯვენა მცველმა არჩილ ტვილდიანმა ტრავმა მიიღო და ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელი იყო მოსაძებნი შოტლანდიასთან მატჩისთვის. ეს პოზიცია ჩემთვის უჩვეულო იყო, კლუბში ხომ სულ ცენტრალურ მცველად ვთამაშობ.

- ჩივაძემ პირადად თქვენ რა კონკრეტული დავალება მოგცათ? შეტევაში ჩართვები დაგავალდებულათ?

- თუ საჭირო გახდებოდა, ორივე განაპირა მცველი უნდა წასულიყო წინ. რამდენად გამომივიდა მარჯვენა მცველად თამაში, ეს თავად ამ შეხვედრამ აჩვენა. როცა დაცვით ფაზაში ხარ, მარჯვენა და ცენტრალურ მცველს შორის დიდი განსხვავება არ არის, თუმცა თანამედროვე ფეხბურთი მცველისგანაც მოითხოვს შეტევაში თამაშს.

- შოტლანდიასთან საკუთარი თამაშით კმაყოფილი დარჩით?

- რაღაც ხარვეზებს ყოველთვის ვხედავ. მთავარია, გავიმარჯვეთ - ჩვენ ხომ საქართველოს სახელით ვთამაშობთ.

- მცველი, რომელმაც ბურთის ამოტანა და შეტევაში თამაში იცის, პრობლემაა ქართული ფეხბურთის და ცხადია - ეროვნული ნაკრებისთვისაც. ამ კომპონენტზე მცველმა სპეციალურად უნდა იმუშაოს თუ ეს მხოლოდ თანდაყოლილი თვისებაა?

- აქ უკვე მწვრთნელის ფაქტორია მნიშვნელოვანი, ანუ - რა სტილით ათამაშებს გუნდს. ზოგს ბურთის ამოტანა მოსწონს, ზოგსაც ბურთის ჩაგდება და გრძელი გადაცემის გაკეთება...

ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრების მცველები ბურთის გაგორებას არ ერიდებოდნენ. ასეთ დროს დიდია იმის ალბათობა, რომ მეტოქემ ბურთი ჩაჭრას და საგოლე მომენტი შექმნას, მაგრამ ჰოლანდიელ მცველებს ყველაფერი ავტომატიზმის დონემდე ჰქონდათ აყვანილი. საქართველოში ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა ჩვენთანაც არიან ისეთი მცველები, ამის პოტენციალი რომ აქვთ.

- "ზესტაფონის" თავკაცი რატკო დოსტანიჩი როგორ უყურებს ამ საკითხს?

- როცა რისკის აუცილებლობა არ არის, მცველებისგან უფრო ფრთხილ, მარტივ თამაშს ითხოვს - თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ ბურთი არ დაიკარგება, ჯობია, წინ დაარტყაო.

- ჩივაძე კი, ალბათ, სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს...

- ჩივაძეს მოსწონს ბურთის გაგორება, ინდივიდუალურად მოთამაშე მცველები, წინ წასვლაც რომ შეუძლიათ - ანუ ისეთები, როგორიც თავად იყო.

- ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრი ყოფილი თანაკლუბელი აღმოჩნდით...

- მე, გიორგი ქვილითაია, დავით სხირტლაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილი ჯერ კიდევ "სასკოში" ვთამაშობდით ერთად...

- "ზესტაფონზეც" გკითხავთ. ამ სეზონში არასტაბილური თამაში რისი ბრალი უნდა იყოს?

- სეზონის წინ გვიან შევიკრიბეთ, თითქმის სამი თვე მოგვიწია დასვენება, თუმცა ისიცაა, რომ "სპარტაკთან", "დინამოსა" და "ტორპედოსთან" არწასაგები თამაშები წავაგეთ, ბოლო ორი შეხვედრა კი მოვიგეთ. ვფიქრობ, "ზესტაფონი" მალე დაიჭერს საკუთარ თამაშს.

- მომდევნო ტურში "ვიტ ჯორჯიას" ეთამაშებით შინ...

- ასეთ გუნდებთან შინ ქულები არ უნდა დავკარგოთ. სეზონის დასაწყისში ზესტაფონში უფრო მეტი გულშემატკივარი მოდიოდა სტადიონზე, ბოლო დროს კი მაყურებელმა იკლო, რაც ალბათ ჩვენი არასტაბილური თამაშით იყო გამოწვეული.

ერთხელაც უნდა ვთქვა - ქომაგებისგან მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება და ჩვენც ყველანაირად ვეცდებით მათ გახარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]

შაკო
თედორეს თამაში ძაან მომეწონა შოტლანდიასთან, მე მგონი ჩივაძემ სწორი ამპლუა უპოვა მარჯვენა მცველად. სწრაფია, გაბედული და შეუპოვარი
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
[VIDEO] U19. ევროშესარჩევის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუზავდა
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"საბურთალომ" ბულგარეთში გამგზავრებამდე ახალწვეულები წარადგინა
ბოლო წამის პენალტი რომ არა... "საბურთალო" "ტორპედო-ბელაზს" დაუზავდა [VIDEO]
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
"საბურთალომ" ზურაბ არზიანი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა
საქართველოს ნაკრებს დანაკლისი აქვს - ვაისის განკარგულებაში 19 ფეხბურთელი დარჩა
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
თბილისის "საბურთალო": გოშაძე, ხარაიშვილი და გრიგალაშვილი ნაკრებში
გიორგი ხარაიშვილი: ეს შანსია, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონო
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე