შავი ობელისკი
1968 წლის აპრილი. თეთრ ტრუსებში გამოწყობილი მუჰამედ ალი ტკივილისგან იტანჯება, ხელები ზურგსუკან აქვს შეკრული. ეს ბრძოლა არ არის, არამედ ამერიკული ჟურნალის Esquire-ის გარეკანი. ალი უკვე აღარ გადის რინგზე. ფოტოზე მის სხეულში ექვსი ისარია შერჭობილი – ეს არის წმინდა სებასტიანის მიბაძვა და მას უძღვის წარწერა, რომელიც არაორაზროვნად მიუთითებს ქრისტეს ვნებებზე.

მოწამეთა უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც რწმენის გამო კვდებოდნენ, ალიმ გადაწყვიტა, რომ სიკვდილი საჭირო არ იყო - თუმცა ასევე რწმენის გამო გააკეთა ეს. მიდიოდა ომი, ლინდონ ჯონსონს ჯარისკაცები სჭირდებოდა და 1966 წლის თებერვალში, ლუისვილის გამწვევმა კომისიამ გადახედა თავის ორ წინა გადაწყვეტილებას, როცა ალი არმიისთვის გამოუსადეგრად ჩათვალეს არასაკმარისი გონებრივი შესაძლებლობების გამო. როცა ეს შეიტყო, ალი გაოგნებული ელაპარაკებოდა რეპორტიორებს:

"თავიდან სულელად გამომიყვანეს, ახლა კი გადაწყვეტილებას ცვლიან! რატომ მე? რატომ არ სჭირდებათ მათ ფეხბურთელები ან ბეისბოლისტები და ვჭირდები სწორედ მე, მსოფლიოს ერთადერთი ჩემპიონი? ჩემი გადასახადებით ხელფასს იღებს 50 ათასი ჯარისკაცი, ჩემი ორი ბრძოლიდან გადასახადი სამ ბობმდამშენს ჰყოფნის".

ალიმ საჯაროდ გამოაცხადა, რომ შავი მუსულმანის რელიგიური შეხედულებები უკრძალავს მას ნებისმიერ ომში მონაწილეობას, თუ ის ალაჰის სახელით არ მიმდინარეობს.

"არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ვიეტნამელების, - ამბობდა ის პირდაპირ ეთერში. - არც ერთ ვიეტნამელს არ უწოდებია ჩემთვის ზანგი. რატომ უნდა გავემგზავრო და ვხოცო ფერადკანიანები და გადავწვა მათი სახლები, როცა ე. წ. ზანგებს ლუისვილში ძაღლებზე უარესად ექცევიან?" ის უჩვენებდა კარიკატურას, სადაც პოლიტიკოსი ეუბნება კუ-კლუქ-კლანელს: "ახლა, საჭირო არ არის ზანგების ლინჩის წესით დასჯა. უბრალოდ შეგვიძლია ისინი ომში გავიწვიოთ".

მას ჩამოართვეს ლიცენზია და მაქსიმალური სასჯელი მისცეს: ხუთი წელი ციხე და 10 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა. თუმცა მოკრივის საქმე საუკეთესო ადვოკატებს მიჰყავდათ და სამმა მომდევნო წელმა აპელაციის მოლოდინში გაიარა.

"მე წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ომის, - უყვებოდა ჟურნალისტებს ალი, რომელიც კრივისგან თავისუფალ დროს ლექციების ჩატარებას უთმობდა. - ნებისმიერი შედეგისთვის მზად ვარ. ღმერთი ცდის ადამიანებს, რასაც ის ყოველთვის აკეთებდა. თუ მე ციხეში აღმოვჩნდები, იქიდან 30 წლის ასაკში გამოვალ. ჩემი მეუღლე ჯერ ისევ ახალგაზრდა იქნება და შევძლებ რამდენიმე თვეში ფორმაში შესვლას".

ალი თავისი მასწავლებლის ელაიჯი მუჰამედის ღირსეული მოსწავლე იყო. მუჰამედმა სამი წელი გაატარა ციხეში მეორე მსოფლიო ომში წასვლაზე უარის გამო. სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში მოკრივე ბევრს კითხულობდა და ამით ივსებდა არასაკმარისი განათლების დეფიციტს. თუმცა ეს იმდენად ნელა გამოსდიოდა, რომ მასთან მისულ ჟურნალისტებს ხმამაღლა კითხვას სთხოვდა.

ერთ-ერთმა მათგანმა - ტექს მოლმა Sports Illustrated-დან მას 1968 წელს შინ მიაკითხა. ალი მორიგი ლექციისთვის ემზადებოდა, მაგრამ გამონახა დრო მომავლის პატარა სცენისთვის. ჩაიცვა საკრივო ხელთათმანები და სიტყვა წარმოთქვა: "ქალბატონებო და ბატონები, მოგესალმებით სავსე სტადიონიდან! რინგის მარცხენა კუთხეშია – მუჰამედი ალი, რომელიც ახლახანს გამოვიდა ალკატრასის ციხიდან! ის 31 წლისაა - შერჩა თუ არა მას ძალა და სისწრაფე ციხეში გატარებული ხუთი წლის შემდეგ?"

ლოდინის სამმა წელმა ალის წაართვა არა მხოლოდ მილიონები, არამედ მთელი ქვეყნის გმირის სტატუსი. საგაზეთო მესვეტეები არ ცნობდნენ მის ახალ სახელს, რელიგიასა და მსოფლმხედველობას. თუმცა ისინი უფრო ლმობიერები იყვნენ, ვიდრე ჩვეულებრივი ამერიკელები, რომლებიც "ყვითელ ზანგს" მუქარის წერილებს უგზავდნიდნენ.

მეორეს მხრივ, ალიმ სწორედ მაშინ შექმნა შავკანიანი სუპერვარსკვლავის იმიჯი, რომელიც ბევრმა გადაიღო - მაიკ ტაისონიდან დაწყებული 90-იანი წლების რეპერებით დამთავრებული: იდეურობა, მწვავე სოციალურობა, საკუთარი წარმოშობისთვის მუდმივი ხაზგასმა, რთულ შეკითხვებზე მარტივი პასუხების გაცემა - და ეს ყველაფერი საეჭვო ქმედებისა და საკუთარი თავის გადამეტებული შექების ფონზე.

1970 წელი. მუჰამედ ალი წითელ ტრუსებში მუქარის პოზაში დგას - ეს ისევ გარეკანია, ოღონდ, ამჯერად, ჟურნალ Life-ის. გვერდით მსხვილი ასოებით: "ფრთხილად, ის დაბრუნდა". უმაღლესმა სასამართლომ გაამართლა ალი - აღიარა, რომ მისი უარი რელიგიური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი.

სამი დღის შემდეგ, ალი ისევ გავიდა რინგზე და ნოკაუტში გაგზავნა ჯერი კუორი. მაგრამ ის სულ სხვა ადამიანი იყო, რომელიც საბოლოოდ გადაიქცა სპორტსმენიდან კერპად, კულტურულ არტეფაქტად, რომელიც რაღაც დიდი აბსტრაქტული იდეების განსახიერება იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სპორტსმენები, რომლებმაც გვარი შეიცვალეს

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
თუ მე და ალი შევხვდებოდით - მაიკ ტაისონმა ალი-ტაისონის ბრძოლას წერტილი დაუსვა
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
როგორ იძია მაიკ ტაისონმა შური მუჰამედ ალის გამო [VIDEO]
მეივეზერმა ყველა დროის საუკეთესო 5 მოკრივე დაასახელა, თავისი თავი პირველზე დააყენა - არ აქვს მიზეზი თუ?
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
2 კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, კრივზე 28 წლისა შევიდა, 4 წელში ალისა და ფორმენსაც უგებდა [VIDEO]
მუჰამედ ალის ყოფილი მენეჯერი: მუჰამედ ალი ამ მოკრივეს ვერასდროს დაამარცხებდა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი