რიკარდოს შემცვლელი ნაპოვნია
ამ დღეებში ვწერდით იმის შესახებ, რომ პასტორ მალდონადოს ვენესუელელი სპონსორები აღარ აპირებენ "უილიამსის" არაკონკურენტუნარიანი მანქანით პილოტის გამოსვლის დაფინანსებას და მომავალი სეზონისთვის კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებს ეძებენ. ჭორების მიხედვით, მალდონადომ, შესაძლოა, კარიერა "ფორს ინდიაში" ან "ლოტუსში" გააგრძელოს.

"უილიამსის" პოტენციურ ვაკანსიაზე უკვე გაჩნდა რამდენიმე პრეტენდენტი, მათ შორის, "ფერარის" პილოტი ფელიპე მასა, რომელსაც არ აქვს კონტრაქტი 2014 წლისთვის. ბრაზილიელი პილოტის მენეჯერმა ნიკოლა ტოდტმა განაცხადა, რომ ბრიტანულ გუნდში გადასვლა კარგი ვარიანტი იქნება ფელიპესთვის.

ბრაზილიური პრესის ინფორმაციით, მასას სპონსორებმა უკვე 10 მილიონ დოლარს მოუყარეს თავი, რაც საკმარისი უნდა იყოს "უილიამსში" პილოტის გამოსვლისთვის. თავად ფელიპე მასა მოკრძალებულად ეხმაურება ბრიტანულ საჯინიბოში სავარაუდო გადასვლის შესახებ ჭორს: "უილიამსში" 550 ადამიანი მუშაობს, გუნდს კარგად აქვს ორგანიზებული სტრუტურა. მიმაჩნია, რომ ახალი მანქანის შექმნისას ისინი არ გაიმეორებენ წლევანდელ შეცდომებს".

ამასობაში, იტალიურმა საჯინიბო "ტორო როსომ", თითქმის გაარკვია, თუ ვინ შეცვლის გუნდში ავსტრალიელ დანიელ რიკარდოს, რომელიც 2014 წლიდან "რედ ბულში" გააგრძელებს კარიერას.

როგორც გამოცემა Motorsport-Total ირწმუნება, "ტორო როსოს" ახალი წევრი იქნება პორტუგალიელი პილოტი ანტონიუ ფელიქს და კოშტა, რომელიც წელს "რენოს" მსოფლიოს სერიაში გამოდიოდა. ვარაუდობენ, რომ იტალიელები ამის შესახებ მომავალ კვირას გამოაცხადებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვალენსიაში ფორმულა 1 აღარ გაიმართება

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ფორმულა 1: ბრძოლა მექსიკაში გრძელდება
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
ფორმულა 1. აშშ-ის გრანპრი: ლუისის ბოლო შანსი
ფორმულა 1. ესპანეთის გრანპრი: აი, ასეთი უნდა იყოს რბოლები
ფოტო-NEWS: გაიცანით ახალი "ლოტუსი"
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓒᓠᓐᓜ ᓞᓠᓘᓖᓔ ᓮᓐᓚᓮᓘ ᓐᓠ ᓛᓘᓕᓘᓓᓐ, ᓓᓐᓛᓜᓐᓨᓐᓕᓔ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓐ
ფორმულა 1: ჩვეული დუბლი და გინება მეხიკოში
ფორმულა 1: ნომრები დარიგებულია
ფორმულა 1: დიდ ცირკში ჯოჯოხეთი იწყება
კიმის ჰეიკი შეცვლის?
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
ფორმულა 1. აშშ-ის გრანპრის შემდეგ: ლუისის შანსი თუ ნაბიჯი ტიტულისკენ?
სებასტიან ფეტელის გაჩემპიონებას ინდოეთში ველოდებით
ფორმულა 1. ტესტები: "მერსედესი" მზად არის, "ფერარი"?
ნიკო როსბერგი აირტონ სენას ნაკვალევზე
სენსაცია ბაქოში: სამეულში ერთი ლიდერიც კი ვერ მოხვდა
ოფიციალურად: მასა დიდ ცირკს ტოვებს
ინდოეთის ეტაპი ჩაშლის პირასაა