სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ორკვირიანი პაუზა დამთავრდა და 20 ოქტომბრიდან საქართველოს ჩემპიონატი განახლდება
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ორკვირიანი პაუზა დამთავრდა და 20 ოქტომბრიდან საქართველოს ჩემპიონატი განახლდება.

ისე, წლის ბოლომდე რაიმე საინტრიგო თუ საინტერესო უნდა იყოს, სწორედ საქართველოს ჩემპონატი მიგვაჩნია ასეთად.

კი ბატონო, ნოემბერში ჩვენს 21-წლამდელებს ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელოდებათ, მერე საქართველოს 19-წლამდელებიც ჩაერთვებიან ოფიციალურ შეჯიბრებაში.

თუმცა, ვინც რა უნდა თქვას, საქართველოს ჩემპონატსაც სჭირდება ყურადღების მიქცევა: ბოლოს და ბოლოს, ნამდვილად არ იყო უმნიშვნელო ფაქტი, როცა სულ ახლახან ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩვენი ჩემპიონატის მონაწილე შვიდმა (!) ფეხბურთელმა (გიორგი ლორია, გიორგი ხიდეშელი, დავით კვირკველია, ირაკლი ძარია, ელგუჯა გრიგალაშვილი, ლევან ხმალაძე, ირაკლი მოდებაძე) ითამაშა, კიდევ ოთხი კი (ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე, ალექსანდრე კვახაძე, გულვერდ თომაშვილი) სათადარიგოთა სკამზე იჯდა...

დინამო-ჩიხურა

დისკვალიფიკაცია: გიორგი გველესიანი (დინამო)

IX ტურის წინათქმაში ვახსენეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე შვიდმა ფეხბურთელმა ესპანელთა წინააღმდეგ ითამაშა და აქედან ხუთი - თბილისის "დინამოდან" გახლდათ.

აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას, დავით კვირკველიას, ელგუჯა გრიგალაშვილის, ირაკლი ძარიასა და ლევან ხმალაძის გარდა გიორგი პაპავაც ვერ ემზადებოდა გუნდთან ერთად - ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი ხომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელია.

თუმცა, ზემოთქმულის მიუხედავად, "დინამოს" მთავარ მწვრთნელ დუშან უჰრინს "ჩიხურასთან" მატჩის წინ საკადრო პრობლემები ნამდვილად არ ექნება - გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, თითქმის ყველა გუნდისგან განსხვავებით, გრძელი სათადარიგოთა სკამი გააჩნია და როტაციის საკითხიც უმტკივნეულოდ მოხდება.

აი, "ჩიხურა" კი, პირიქით - ორი წამყვანი ფეხბურთელი (გიორგი რეხვიაშვილი, ჯაბა ჯიღაური) საჩხერელთა გუნდში იჯარით სწორედ "დინამოს" ჰყავს გაშვებული და, ამათაც, შესაძლოა, ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ თამაშის უფლება არ ჰქონდეთ. თუმცა სოსო ფრუიძის გუნდში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია და საერთოდაც, "ჩიხურა" რომ დღესდღეობით მესამე ადგილზეა, კანონზომიერად მიგვაჩნია.

ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია

ბოლო ოთხ მატჩში სამი მოგების შემდეგ "ზესტაფონის" სატურნირო მდგომარეობა იმდენად რადიკალურად შეიცვალა, რომ სულ მალე, შესაძლოა, ზედა სამეულის სიახლოვესაც ვიხილოთ! იმერული კლუბის ასეთი სასიკეთო "ფერისცვალება", ერთის მხრივ, მოსალოდნელიც იყო: რატკო დოსტანიჩის გუნდს საწყის ტურებში შეთამაშება აკლდა, თორემ, მთლიანობაში, თამაშის ხარისხი ნამდვილად არ დაეწუნებოდა.

ისე, იმის საშიშროებაც იყო, რომ "ზესტაფონისა" და "ვიტ ჯორჯიას" ხვალინდელი მატჩი... არც ჩატარებულიყო!

უფრო ზუსტად, სამიოდე დღის წინ ჯერაც უცნობი იყო, თუ რა შემადგენლობით გამოვიდოდა მოედანზე "ვიტ ჯორჯია" - მიზეზი კი, როგორც "ლელო" იუწყებოდა, კლუბში შექმნილი გარკვეული ფინანსური პრობლემები იყო.

საბედნიეროდ, პრობლემა მოგვარებულია და ისედაც ახალგაზრდული "ვიტ ჯორჯია" ხვალ მორიგი სიურპრიზის მოწყობას შეეცდება, თუმცა, მასპინძლებიც რომ ნამეტნავად მოტივირებულნი იქნებიან, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება.

ტორპედო-სონი

დისკვალიფიკაცია: მერაბ გიგაური (ტორპედო)

ქუთაისში ერთობ საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდული და ყველაზე გამოცდილი გუნდების მონაწილეობით!

"ტორპედო" კვლავაც რჩება უმაღლეს ლიგაში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად და ხვალაც შეეცდება წაუგებელი სერია გააგრძელოს.

ამას გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ უკვე მომდევნო ტურში პირველი წრის კი არა, საერთოდ, პირველი ეტაპის ცენტრალური მატჩია:

"დინამო"-"ტორპედო"! ანუ, ქუთათურები ყველა ღონეს იხმარენ, რომ მოახლოებულ "ქართულ კლასიკოს" ქულათა სოლიდური მარაგით შეხვდნენ;

მით უფრო, რომ ამ ბოლო დროს არასტაბილურად მოასპარეზე "სიონთან" უკანასკნელად 2006-07 წლების სეზონში დამარცხდნენ...

სპარტაკი-გურია

ეს გუნდები უმაღლეს ლიგაში არასდროს შეხვედრიან, თუ არ ჩავთვლით 2011-12 წლების სეზონის "გადასასვლელ ტურნირს";

თუმცა, იმ მართლაც უცნაურრეგლამენტიანი ჩემპიონატის მეორე ეტაპზე "სპარტაკი" უმაღლეს ლიგას წარმოადგენდა, "გურია" კი - პირველ ლიგას!

ასეა თუ ისე, უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი ოფიციალურად ხვალ ჩატარდება და წინასწარ ვერავინ იტყვის, თუ რომელი გუნდი უნდა მივიჩნიოთ წყვილის ფავორიტად.

"სპარტაკის" სატურნირო მდგომარეობას არ შეგახსენებთ - ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი კვლავაც ბოლო ადგილზეა;

აი, "გურია" კი მხოლოდ საშინაო მატჩებში აგროვებს ქულებს, თორემ სტუმრად ჩატარებული ოთხივე შეხვედრა ისე წააგო, გოლიც ვერ გაიტანა.

დილა-ზუგდიდი

დისკვალიფიკაცია: თემურ ღონღაძე (დილა)

ამ კვირაში "დილაში" არცთუ მცირე მასშტაბის საკადრო ცვლილება მოხდა: გუნდიდან წავიდა მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი და მის მოვალეობას დროებით რამაზ სოღოლაშვილი შეასრულებს.

ეს უკანასკნელი უკვე წლებია "დილაში" მეკარეების მწვრთნელად მუშაობს, თუმცა არც მთავარი მწვრთნელობაა უცხო: შეგახსენებთ, რომ 2011-12 წლების სეზონში სწორედ სოღოლაშვილი გახლდათ "დილას" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი საპასუხო სათასო მერვედფინალში თბილისის "დინამოსთან" (0:0) და ამ შედეგით მომდევნო ეტაპზე სწორედ გორელები გავიდნენ.

სხვათა შორის, "დილას" ყოფილ მეკარე სოღოლაშვილს თავის დროზე არაერთი მატჩი ჩაუტარებია "ზუგდიდის" დღევანდელი თავკაცის, ზუგდიდის "ოდიშისა" და თბილისის "შევარდენის" ყოფილი ფორვარდის კობა წიტაიშვილის წინააღმდეგ; შემდეგ კი ისე მოხდა, რომ გარკვეული პერიოდი ერთადაც თამაშობდნენ თბილისის "დინამოში"...

მეტალურგი-მერანი

ამ ტურში კიდევ ერთ გუნდს გაიყვანს მოედანზე ახალი მწვრთნელი და ამ შემთხვევაში საქმე "ნამდვილ" დებიუტთან გვაქვს: "მეტალურგის" წინააღმდეგ "მერანს" კახა ჩხეტიანი დამოძღვრავს, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ რომ დაამთავრა საფეხბურთო კარიერა.

..."გურიას" მსგავსად, "მერანიც" მხოლოდ საშინაო შეხვედრებში ახერხებს ქულების "აკრეფას", აი, სტუმრად კი, ლანჩხუთელების მსგავსად, ოთხივე მატჩი წაგებული აქვს რა თქმა უნდა, პროგნოზის გაკეთება ძნელი საქმეა, მაგრამ მაინც მიგვაჩნია, რომ ხვალინდელ ამ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსი მასპინძლებს უნდა მივაკუთვნოთ.

იმის გარდა, რომ გელა სანაიას გუნდი მეტოქესთან შედარებით ბევრად უკეთაა დაკომპლექტებული, "მეტალურგს" სატურნირო მდგომარეობაც "აიძულებს" წარმატების მისაღწევად! თანაც, რუსთაველთა გუნდს პირველი წრის ბოლომდე ჯერ ქვემო ქართლის "დერბი" ელოდება "სიონთან", მერე კი თბილისის "დინამოს" ხვდება.

ამას გარდა, გასათვალისწინებელია ერთი საგულისხმო ფაქტორიც: დღეს და ხვალ ხომ "რუსთავქალაქობაა"!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
87-ე წუთი... "ტორპედომ" ფოთში მოიგო, "გაგრამ" "გარეჯთან" ქულა გადაარჩინა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს
ფლიკი თანახმაა - "ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად გირასის დამატებას განიხილავს