10 დღის წინ დუდუ დადიანი მემორიალის მომგებმა "სოხუმმა" სუპერლიგა უხეიროდ დაიწყო
10 დღის წინ დუდუ დადიანი მემორიალის მომგებმა "სოხუმმა" სუპერლიგა უხეიროდ დაიწყო.

პირველი ტურის მატჩში სოხუმელებმა "ქუთაისთან" უშანსოდ - 57:81 წააგეს.

როგორც ჩანს, დუდუ დადიანის მემორიალის მატჩებიდან ქუთაისლებმა სწორი დასკვნები გამოიტანეს.

მაყურებელმა სულ სხვა "ქუთაისი" იხილა, რომლის მოთამაშეებმაც ლეგიონერებით გაძლიერებული "სოხუმი" ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხეს.

ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა პეტერ ივანიჩისა და ჯოშუა ჯექსონის შემდეგ მესამე ლეგიონერი - ჯერომ სიმონსი დაიმატა, რომელმაც სადებიუტო მატჩში 7 ქულა მოაგროვა.

თანაბარი მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა, რომელიც ქუთაისელებმა 19:16 მოიგეს. მეორე პერიოდიდან ქუთაისელებმა ინიციატივა მოიპოვეს და გამართული თამაშის წყალობით სოლიდურ ლიდერობას დაეპატრონენ.

დიდი შესვენებისთვის სტუმრები 13 ქულით იგებდნენ და ამაზე ახლოს მეტოქე თამაშის ბოლომდე აღარ გაიკარეს.

ქუთაისლებმა გუნდურად ითამაშეს. ხუთმა მათგანმა 10-ქულიანი ზღვარს მიაღწია, რომელთა შორისაც 16 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო აკაკი დვალიშვილი იყო. 16 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა გოგა ცეკვავამ, ხოლო ზაურ ფაშაევმა და გიორგი ბარბაქაძემ თავი 12-12 ქულას მოუყარეს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

მედეა მხეიძე (მთავარი მწვრთნელი, ქუთაისი): "გილოცავთ სეზონის დაწყებას და გისურვებთ ბევრ სანახაობრივ მატჩს, ყველა გუნდს ვუსურვებ წარმატებას. ნამდვილად კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით, ბიჭებმა ზუსტად შეასრულეს მწვრთნელის მითითებები, დაცვაში ძლიერი თამაში აჩვენეს და თავდასხმაშიც იპოვეს თავიანთი თამაში, სამომავლოდ დიდი პოტენციალი არსებობს თითოეულ მოთამაშეში, თუმცა მომავალში შევეცდებით აქცენტი გუნდურ თამაშზე გავაკეთოთ".

ვაჟა კვარაცხელია (მთავარი მწვრთნელი, სოხუმი): "ვულოცავ "ქუთაისს" ღირსეულ გამარჯვებას, ყველა კომპონენტში გვაჯობეს. მემორიალის მოგების შემდეგ ვერ მოვახერხეთ მობილიზება, დღეს ვერც ლეგიონრებმა ითამაშეს, სიმონსი ახალი ჩამოსულია და ჯერ გუნდთან ვერ შეთამაშდა, შვანგირაძე ტრავმირებული თამაშობდა. ბევრი ხარვეზი გვქონდა, "ქუთაისმა" შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა".

დავით ბარბაქაძე (ქუთაისი): "გილოცავთ სუპერლიგის დაწყებას. დუდუ დადიანზე ასპარეზობისას ბევრი შეცდომა დავუშვით, ხარვეზები გვქონდა, გუნდი კარგად შეკრებილი და მომზადებული არ იყო, თუმცა შეცდომები გავაანალიზეთ, განვხილეთ და დღერ სასურველი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. მადლობა მთელ გუნდს დღევანდელი თამაშისთვის, დიდი საბრძოლო ჟინით და მონდომებით გამოვედით და ამან შედეგი გამოიღო. ვთვლი, რომ ღირსეულმა გაიმარჯვა".

ნიკა მეტრეველი (სოხუმი): "თამაში უყურადღებოდ დავიწყეთ. შეუთამაშებლები ვიკავით, ახალი მოთამაშე დაგვემატა და ავირიეთ, უფრო მობილიზებულები უნდა ვყოფილიყავით. თუმცა ეს მარცხი კარგი გაკვეთილი იქნება, შემდეგ ვარჯიშებზე უნდა მოვემზადოთ, რათა იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ".

სოხუმი - ქუთაისი 57:81

სოხუმი 16 9 20 12 57

ქუთაისი 19 19 26 17 81

მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი, დავით ბერიშვილი

კომისარი: როლანდ ხომერიკი

წყარო: superleague.ge

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს