"კოლხეთი" ყველა ჩამოსულმა ფეხბურთელმა დატოვა

თამაშის წინა დღეს ფოთის "კოლხეთი" ყველა ჩამოსულმა ფეხბურთელმა დატოვა. "ლელოს" ინფორმაციით, კლუბიდან წასვლას ექვსი ადგილობრივი 6 მობურთალიც გეგმავდა სოლიდარობის ნიშნად, თუმცა ისინი ბოლო მომენტში დაიყოლიეს, სხვა შემთხვევაში ”ზესტაფონთან” შეხვედრას ”კოლხეთი” ვერ ჩაატარებდა. ”სულ 26 ფეხბურთელი გვყავდა გუნდში, აქედან ნახევარი ჩამოსული იყო, ანუ კლუბი 13-მა მოთამაშემ დატოვა” - გვითხრა ”კოლხეთის” პრეზიდენტმა თემურ ბარქაიამ.

”ლელოს” კითხვაზე, რა ბედი ელით ამ ფეხბურთელებს, ხომ არ განიხილება კლუბში მათი დაბრუნება, ”კოლხეთის” თავკაცები აცხადებენ, რომ ეს არ მოხდება. თემურ ბარქაიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფოთის პორტთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, პირველი 50 ათასი ლარის შემდეგ თანხის მეორე ნაწილი უნდა მიეღოთ 15 ნოემბერამდე. სამწუხაროდ, პორტმა პირობა არ შეასრულა. ”თქვენს გაზეთს ვუთხარი კიდეც, 50 ათასად სამი კლუბის შენახვა შეუძლებელია! გუშინ ჭაბუკები რომ გაგვეგზავნა, საწვავი ვისესხეთ. ისიც რომ მივატოვოთ, უეფას დაფინანსებასაც დავკარგავთ”, - ამბობს ბარქაია.

სწორედ მისი და კლუბის სხვა ხელმძღვანელთა დამსახურებაა, რომ ”კოლხეთმა” ჩემპიონატი არ მიატოვა. საამისოდ მათ თავიანთი ოჯახებისა და ახლობლების ოქროული ლომბარდებში ჩააბარეს. მეტის შესაძლებლობა მათ ძალებს აღემატება. ფოთში 4 თვეა, ფეხბურთი ნისიად ცოცხლობს...

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბესიკ შეროზია? გუშინ ამ საკითხითაც დავინტერესდით და ჯერაც ”კოლხეთის” მთავარ მწვრთნელს გავესაუბრეთ.

- ვერაფერს გეტყვით, გადაწყვეტილებას მალე მივიღებ. რადგან ეს ახალგაზრდული გუნდია, უმჯობესია მათმა მწვრთნელებმა იმუშაონ და ჩაამთავრონ ეს წრე.

- შემდეგ რა იქნება, ისევ დაბრუნდებით, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე ”კოლხეთი” არ დაიშალა?

- არ ვიცი. ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ქალაქის ხელმძღვანელები კვლავაც აქტიურად მუშაობენ, კლუბს დამფინანსებელი რომ მოუძებნონ. ამ წრის ჩამთავრება ”კოლხეთს” დუბლშემადგენლობით მოუწევს, მომავალი წლიდან ახალი გუნდის შექმნის პერსპექტივა კი კოლხთა შანსებს, ლიგაში ადგილი შეინარჩუნონ, მნიშვნელოვნად ამცირებს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა