ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"მე და ლიკა დავშორდით. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ თორნიკე თავისუფალია"

"მე და ლიკა დავშორდით. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ თორნიკე თავისუფალია"

საქართველოს ნაკრებისა და მარიუპოლის "ილიჩევეცის" ფეხბურთელი ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრთან, უკრაინული კლუბ ''ილიჩევეცის'' შემტევ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილთან შეხვედრას დიდხანს ვცდილობდით.

თორნიკე ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული და ჟურნალისტებისთვის მოუხელთებელი ფეხბურთელია.

გასულ კვირას ის საქართველოში იყო ჩამოსული. როგორც იქნა, შეხვედრა მოვახერხეთ და მის ცხოვრებაზე ბევრი საინტერესო ამბავი შევიტყვეთ.

- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, ერთი სული მაქვს, ''ილიჩევეცთან'' როდის დამთავრდება კონტრაქტიო. ზამთარში ამ გუნდთან კონტრაქტი გიმთავრდება. გაქვს საოცნებო კლუბი?

- საოცნებო კლუბს არ ვეძებ. ვეძებ რეალურ კლუბს, სადაც შეიძლება, 100%-ით ვიყო. მაქვს შემოთავაზება საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან და რუსეთიდან. ''ილიჩევეცი'' ისეთი გუნდია, რომ იქ ვერ ვგრძნობ თავს კარგად. ვერ ვეწყობი იქაურ სიტუაციას და ვერ ვთამაშობ ისე, როგორც საქართველოს ნაკრებში.

- გუნდს რატომ ვერ ეწყობი?

- შემტევ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ. ისევ დონეცკის ''შახტარში'' რომ ვთამაშობდე, ამ გუნდში დარჩენის დიდი სურვილი მექნებოდა, მაგრამ ''ილიჩევეცი'' არის გუნდი, რომელიც დღესდღეობით არ მომწონს და სხვა გუნდებისგან ველოდები შემოთავაზებას. ზამთრამდე მოვითმენ და მერე ალბათ რაღაცები გამოჩნდება.

- მეგონა, საოცნებო გუნდებში ''ბარსელონას'' ან მადრიდის ''რეალს'' დაასახელებდი...

- ჩემი საოცნებო გუნდი ''მილანია''. იტალიური ფეხბურთი ძალიან მომწონს და მინდა, იტალიაში თუ ვითამაშებ, ''მილანში'' ვითამაშო.

- ყველას თავი შენი ეპატაჟურობით დაამახსოვრე. ესპანეთის ნაკრებთან თამაშის წინ თავი რატომ გადაიპარსე?

- დათო თარგამაძე და გურამ კაშია ღამე მომეპარნენ და ერთ მხარეს ამპარსეს თმა. ბიჭები, უბრალოდ, გამეხუმრნენ. იძულებული გავხდი, მეორე მხარესაც ამეპარსა თავი. მერე მე სამაგიერო გადავუხადე თარგამაძეს და გადავპარსე თმა. თუ გახსოვთ, იმ პერიოდში ორივეს გვქონდა თავი გადაპარსული. იმის გამო არ გადამიპარსავს თმა, რომ ვიღაცები შემეშინებინა. ბიჭები ვღადაობდით, მარტო თავის გადაპარსვით თუ შეაშინებ ესპანელებსო.

- სხვა ფეხბურთელებისგან იმითაც გამოირჩევი, რომ ბევრი სვირინგი გაქვს.

- ხელებსა და ფეხებზე მართლა ბევრი სვირინგი მაქვს. მომწონს სვირინგი. რაიმე ნახატი რომ მომეწონება, ვიხატავ ხოლმე. ქურდული რაღაცები არ მახატია. ჩემი სვირინგები შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს. უახლოეს მომავალში რამდენიმე ნახატს კიდევ გავიკეთებ. ამოსვირინგებული მაქვს ანგელოზი და აფროდიტა, არწივი. მკლავზე დიდი თვალი მაქვს დახატული, მაგრამ აღარ მომწონს, მინდა, მოვიშორო. ამოსვირინგებული მაქვს ჩემი და ჩემი ყოფილი ცოლის ინიციალები ''თ'' და ''ლ'' ძველქართულად.

- ვინ იყო მეუღლე?

- ლიკა მუზაშვილი. გვყავს ერთი წლის შვილი - ალექსანდრე. მე და ლიკა ექვსი წელი ვიყავით ერთად. თხუთმეტი წლიდან ვხვდებოდით ერთმანეთს, წელიწად-ნახევრის წინ დავქორწინდით. ახლა უთანხმოება მოგვივიდა და დავშორდით. უთანხმოება ბევრჯერ მოგვსვლია, მაგრამ ახლა ყველაფერი სერიოზულადაა. მეგობრებად დავშორდით ერთმანეთს. ჩემი შვილის დედაა და სხვანაირად არც შეიძლება იყოს. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ თორნიკე თავისუფალია.

- ბევრს ვარჯიშობ, რომ წარმატებული სპორტსმენი იყო?

- სპორტსმენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. შეიძლება, დღეში ათი საათი ივარჯიშოს და შედეგი ნული მიიღოს. კარგ ფორმაში რომ იყო, უნდა ივარჯიშო და ყველანაირი გულაობა უნდა დაივიწყო. რა თქმა უნდა, მეც მიყვარს გულაობა, ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელს. ხანდახან ვფიქრობ, ამდენს ვშრომობ და მეც რატომ არ უნდა ვიგულაო-მეთქი; თან, როცა ვხედავ, რომ ჩემი მეგობრები ერთობიან. თუ გინდა, რომ შენს მეგობრებზე კარგად იყო, ხუთი წელი უნდა გაიჭირვო, არ უნდა იგულაო და მერე ყველაფერი კარგად იქნება.

მესმის, ამის შესრულება ძალიან ძნელია. ვის რა ჭკუა უნდა ვასწავლო, მეც მიყვარს აქეთ-იქით სიარული. მერე ვხვდები, რომ ჯობია, ახლა გაიჭირვო და არ იგულაო. კარგი გართობის მერე ყოველთვის ძნელია თამაში.

- საინტერესოა შენი აზრი ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით. ყოველთვის არის პრეტენზიები იმის გამო, რომ კლუბებში ფეხბურთელები კარგად თამაშობენ და ნაკრებში ძალებს ზოგავენ.

- ასეთ რამეს რომ ვისმენ, გული მწყდება. როგორც შეგვიძლია, ისე ვთამაშობთ. ნაკრებში ართამაში აბსურდია.

- რატომ უჭირს ქართულ ფეხბურთს? ალბათ, ამ შეკითხვაზე გაქვს პასუხი.

- ჩვენ საბჭოთა კავშირში ვართ ჩარჩენილები. ყველას ჰგონია, რომ დათო ყიფიანი, ჩივაძე და გუცაევი გვყვანან კიდევ ნაკრებში. ჩემს თავზეც ვიტყვი. აღარ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ადრე იყვნენ. რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციას და უნდა შევეგუოთ.

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ბევრი აკრიტიკებს.

- ბევრი ლაპარაკობს ქეცბაიას მინუსებზე, მაგრამ მე ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება ითქვას, ქეცბაიამ აღმომაჩინა. მან შანსი მომცა, ნაკრებში ამიყვანა და ეს შანსი გამოვიყენე. მსოფლიოში შეუცდომელი მწვრთნელი არ არსებობს. ქეცბაიას ათი კარგი რომ გაუკეთებია და ორი ცუდი, ხალხს ცუდი უფრო ახსოვს. რა თქმა უნდა, ყველას შედეგი უნდა. მეც რომ მაყურებელი ვიყო, ქართული ფეხბურთის მხოლოდ კრიტიკას დავიწყებდი, მაგრამ ნაკრებში რომ ვთამაშობ, ვიცი, რომ ყველაფერი ისე ადვილი არაა, როგორც შეიძლება ტრიბუნებიდან ჩანდეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

მერი კობიაშვილი

ჟურნალი ''რეიტინგი''

• lile

დამშვიდდით რა ხალხოოო ცუდად რომ ეთამაშა და ეგეთი სტერი ყოპილიყო ამასაც ვერ მიაღწევდაა და ცოლს და შვლის არაფერი აკლია და არც მოაკლდება და თორნიკე რომ დიდსუულოვანია ისეთი რომ იყოს საქართველოს 10 % მაინც რაღაც გვესველებოდა

• soso

ქართული ფეხბუირთის სახე:) ვაი შენს პატრონს

• levani

ძაან იკლო ქართულ ფეხბურთში ტალანტების რაოდენობამ, რომლებიც შეიძლება ნაკრების საყრდენი გახდეს... რა ფუფუნება გვქონდა ადრე: ცქიტიშვილი, კიკნაძე, მუჯირი, გახოკიძე, ალექსიძე, ქინქლაძე, ჯამარაული, ანჩაბაძე, კობიაშვილი, ნემსაძე, ქეცბაია, ღოღობერიშვილი (ნახევარდაცვა)... მახსოვს პსვ-ს მოთამაშე გახოკიძე ვერ ხვდებოდა ნაკრებში და ბურთის დაჭერის დიდოსტატი ცქიტიშვილი ძირითადში... რა ნაკრები გვყავდა და დღეს ანდორას დონეზე ვართ დაცემულნი... ამასწინად წავიკითხე 30 000-მდე ადამიანია რეგისტრირებული ქართულ ფეხბურთში (ბავშვთა ფეხბურთელი თუ პროფესიონალი), მაშინ როდესაც სომხეთსა და ხორვატიაში თითქმის ორმაგია... ალბათ აქაც არის ლოგიკა, ასევე საქართველოს ჩემპიონატის უძრაობა. ქეცბაია არაფერ შუაშია, მაგრამ ვფიქრობ მაგის მე-4 ხელფასით გეგუჩაძე ამუშავონ და ეგ ფული ბავშვთა აკადემიებს მოახმარონ ჯობია. ქეცბოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, გაუმარჯოს ქეცბოს ქართულ ჯიგარში. იმედია შეადგენენ პროექტს, რომლის მიხედვითაც დაიწყებს ქართული ფეხბურთი ხელახლა შენებას.

• Rezo

ღმერთმა ქნას ამ ბიჭმა დიდი ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ საეჭვოა. 5 წელს იწვალებს ნაკრებში ადგილს დაიმკვიდრებს და მერე დაიკიდებს... ვაი უბედურო ქართულო ფეხბურთოოოო

• nino

იმიტომაც დასამარდა ქართული ფეხბურთი და სანამ ამისთანა მოგულავეეები და მეოცნებეები იქნებიან ასე იქნება.ახუნტრუცებული ხალხი,მერე რაღაცა იქნებას მოლოდინში.

• zura

როგორი ჭკვიანი ბიჭია, განსაკუთრებით სვირინგების ფილოსოფიის ახსნაში. მაგის ყოფილი ცოლის სანათესავოში ერთს მაინც არ მოეკითხებოდა ჭკუა, ამ გორსალას რომ აყოლებდნენ, მაგრამ ალბათ ფერი ფერსაო...

• ოდალა

გართობა თუ გინდა ცოლი რაღას მოგყავს 19 წლისას?! ან ტატუიროვკების აკვიატება რა უბედურებაა? ამისთანა არასერიოზული ხალხის იმედი რომ გექნება გულშემატკივარს, შენი ბრალია. ყველაფერი ზედაპირზე დევს და დაინახე რა.

• ოდალა

მოდი რა ამ უაზრობის ლაპარაკს შეეშვით რომ არა გვყავს ყიფიანი თუ პელე. ნიჭი ხომ გაქვთ და საშუალება რომ ივარჯიშოთ და იყოთ ყიფიანები? მთვარიდან ხომ არ იყო ის კაცი? ეგ შეიძლება თქვას გულშემატკივარმა, მაგრამ თქვენ რომ ამბობთ მაგას, ფეხბურთელები, ეგ უკვე თავის მართლების მეტი არაფერია. ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, მაგარი არასერიუზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ბიჭი.

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

ნიკოლაი პავლოვი: თარგამაძესა და ოქრიაშვილს ჯერ კიდევ ბავშვურად უქრით თავში

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

ნიკოლაი პავლოვი: ეს ოქრიაშვილისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ჩვენთვის - დანაკარგი

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...