ბრაზილიელი რონალდოს ფენომენალური გზა
უკვე 20 წელზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც ლუის ნაზარიო დე ლიმამ ან უბრალოდ, რონალდომ თავისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო.

1993 წლის 25 მაისს მინას ჟერაისის შტატის ჩემპიონატში "კრუზეიროს" რიგებში, "კალდენსეს" წინააღმდეგ პირველად ითამაშა 16 წლის ბიჭმა, რომელმაც შემდგომში მსოფლიო ფეხბურთის ისტორია შეცვალა და მას "ფენომენი" შეარქვეს. რონალდო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, თუ საუკეთესო არა.

შეგახსენებთ, რომ მას მსოფლიოს ჩემპიონატებზე 15 გოლი აქვს გატანილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ამ და სხვა თემებზე "კრუზეიროს", პსვ-ს, "ბარსელონას", "ინტერის","რეალის", "მილანისა" და "კორინთიანსის" ყოფილ ფეხბურთელს ფიფას საიტი ესაუბრა და ჩვენც ამ ინტერვიუს ოდნავ შემცირებულ ვარიანტს გთავაზობთ. შეგახსენებთ, რომ დღეს რონალდო 37 წლისაა, კარიერა კი ორი წლის წინ დაასრულა.

- 20 წელი გავიდა მას მერე, რაც პროფესიონალური დებიუტი გქონდათ. როგორ გაიხსენებთ იმ დღეს?

- ეს მართლაც დიდი ხნის წინ იყო! თუმცა მთელი ჩემი კარიერა ისე დეტალურად მახსოვს, რომ თითქოს ყველაფერი გუშინ მოხდა. მახსოვს, პატარაობიდანვე როგორ ვოცნებობდი ფეხბურთელობაზე. შემდეგ, როგორ გავიარე ასაკობრივი გუნდები და როგორ გავხდი პროფესიონალი "კრუზეიროს" რიგებში.

ის ჩემთვის მაგიური დღე გახლდათ. როდესაც მინდორზე გავედი, მთლიანად ვკანკალებდი, ხელებიც კი მიკანკალებდა, მაგრამ როგორც კი თამაში დაიწყო, დავმშვიდდი.

- რას გრძნობდით მატჩის შემდგომ?

- მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო. მახსოვს, ბენტუ რიბეირუში ჩემი მეგობრების უმეტესობას ჩვეულებრივი სახლის ტელეფონიც არ ჰქონდა. ოჯახის წევრებს ვუთხარი, რომ დებიუტი უნდა მქონოდა და რამდენიმე მეგობრისთვის გადაეცათ.

ყველა მოლოდინში იყო. მატჩს ტელევიზიით არ გადასცემდნენ და ამიტომ მამაჩემი ქალაქის მეორე ბოლოში წავიდა, მაღალმთიან ადგილას, რათა თავისი ძველი რადიოთი ბელუ ორიზონტეს - რომელიც რიო დე ჟანეიროდან 450 კილომეტრის მოშორებითაა - სიხშირე დაეჭირა. მან რეპორტაჟს მოუსმინა, ჩვენ კი მოვიგეთ. ძალიან სასიხარულო დღე იყო.

- ახლა თქვენი ცხოვრება აბსოლუტურად სხვანაირია. ის თუ გახსოვთ, პირველი ხელფასი როგორ დახარჯეთ?

- მახსოვს, მთელი ხელფასი დედას მივეცი, რადგან ჩემს ძმებს და მშობლებს ლოგინზე ეძინათ, მაგრამ მე დივანზე მიწევდა დაძინება. დედამ უკეთესო გარემო შემიქმნა.

- შანსი რომ გქონდეთ, რამეს თუ შეცვლიდით განვლილ კარიერაში?

- არა. ყოველთვის ვცდილობდი, დისციპლინა დამეცვა და ფეხბურთისთვის მსხვერპლზე მივდიოდი. ამის წყალობით, ყველაფერი ისე აეწყო, როგორც მინდოდა. მეტიც, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე შორს წავიდოდი და ამხელა წარმატებას მივაღწევდი; მე, უბრალოდ, ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. ვთვლი, რომ ჩემი სპორტული კარიერა იდეალური იყო და შესაცვლელი არაფერია.

- იდეალური, მაგრამ არა ადვილი... თქვენ ძალიან ახალგაზრდა ასაკში გადაბარგდით ჰოლანდიაში, სამშობლოდან და ოჯახისგან ძალიან შორს. არ გაგიჭირდათ?

- რასაკვირველია, ძნელი იყო, მე მხოლოდ 17 წლის ვიყავი. გარდა ამისა, ჰოლანდია აბსოლუტურად განსხვავდება ბრაზილიისგან. ზოგჯერ ისე ციოდა, რომ მთლიანად გაყინული ვიყავი ხოლმე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასეთ ცივ ქვეყანაში ვიცხოვრებდი.

სამზარეულოც პრობლემა გახლდათ, რადგანაც ენა არ ვიცოდი და მენიუდან კერძის არჩევა მიჭირდა. ენაც ძალიან რთული სასწავლი გამოდგა, ორი წელი დამჭირდა! და ახლა თითქმის სულ დამავიწყდა, რაც ვისწავლე, რადგან იმის შემდეგ პრაქტიკა აღარ მქონია. სამაგიეროდ, მინდორზე თამაშისგან ვიღებდი სიამოვნებას და ნამდვილად ღირდა.

- რომელი თავდამსხმელი იყო მაშინ თქვენი კუმირი?

- ჩემი კუმირი ყოველთვის ზიკო იყო. უშუალოდ ფორვარდებიდან, იმ პერიოდში მარკო ვან ბასტენით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელით ვიყავი აღფრთოვანებული.

- ერთ კონკრეტულ ნაბიჯს თუ გაიხსენებთ, რომელმაც თქვენი კარიერა უკეთესობისკენ შეცვალა?

- მარტო ერთის გამორჩევა გამიჭირდება. მიმაჩნია, რომ ყოველთვის სწორ არჩევანს ვაკეთებდი და ყველა ამ ნაბიჯმა ერთად განაპირობა წარმატება. საჭირო დროს ავირჩიე "კრუზეირო", პსვ, "ბარსელონა", "ინტერი" და სხვა ის კლუბები, რომლებშიც ასევე მითამაშია. ეს გახლდათ მთავარი.

- არის გუნდი, რომელში თამაშიც გსურდათ და ვერ მოახერხეთ?

- კონკრეტულად გუნდი არა, ინგლისში მსურდა საკუთარი ძალების მოსინჯვა, მაგრამ ეს არ მოხდა.

- 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება. რას იტყვით თქვენს ეროვნულ ნაკრებზე? მუნდიალი კონფედერაციათა თასი არ არის...

- რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ კონფედერაციათა თასზე ნაკრებმა თავისი პოტენციალი აჩვენა. ბრაზილიამ მოუმატა და ხალხს დიდი იმედი გაუჩნდა იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკუთარ კედლებში მოგება რეალურად შეგვიძლია. ამის მშვენიერი შანსი გვაქვს.

- ვინ არის ფავორიტი?

- გერმანია და ესპანეთი კანდიდატები არიან, თუმცა ბრაზილიამ გვიჩვენა, რა შეუძლია. ასე რომ, ფავორიტებს შემდეგი თანმიმდევრობით დავალაგებდი: ბრაზილია, გერმანია, ესპანეთი.

- იცით, რომ მიროსლავ კლოზეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე გოლების რაოდენობის მხრივ რეკორდის გასამეორებლად ერთი გოლი აკლია?

- კი, ბევრი ახსენებს ხოლმე ამას. რეკორდები იმისთვის არის, რომ გაუმჯობესდეს. ეს არ მაღელვებს. მე სახელი გავითქვი ბევრი გოლის გატანით და კარგი თამაშით, რაც არასოდეს დაავიწყდებათ. მუნდიალებზე გატანილი ჩემი 15 გოლი და ჩემი კარიერა ვერასოდეს წაიშლება. თუ კლოზე ჩემზე მეტს გაიტანს, სიამოვნებით მივულოცავ, მაგრამ ის ხომ ვერ გააქრობს ჩემს გოლებსა და ისტორიას?!

- თუ ეს მოხდა, ერთგვარად, გერმანელთა რევანში იქნება, რადგან თქვენ გერდ მიულერის რეკორდი დაამხეთ...

- შესაძლოა. არის შანსი, რომ რეკორდი გერმანიას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს უფრო ინდივიდუალური წარმატებაა და არა ნაკრების გამარჯვება. რასაკვირველია, მსგავსი რაღაცები გუნდისთვისაც მნიშვნელოვანი და დამხმარე ფაქტორია, მაგრამ მთავარი მაინც ერთობლივი წარმატებაა.

- დაბოლოს, თუ გავიხსენებთ ამ განვლილ 20 წელიწადს და ყველაფერს, რაც მოხდა, რა რჩევას მისცემდით 1993 წლის რონალდოს?

- ვეტყოდი მას, რომ ყოფილიყო მომთმენი, ამბიციური და დისციპლინის მოყვარული. როგორც ადამიანი, ამ წლების მანძილზე დიდად არ შევცვლილვარ. ყველაფერს ისევე ვაკეთებ, როგორც ადრე ვაკეთებდი.

გიორგი კაკაბაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

The Greatest XI: პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ნაკრები

fani
რონალდო, მსოფლიოს ყველა დოის საუკეთესო თავდამსხმელი! ადამიანი რომელმაც ფეხბურთი შემაყვარა, უბრალოდ ჩემი ბავშვობის კუმირი. რომ არა ის ტრავმა რამაც რონალდო 98 წლიდან 2002 მდე ფაქტობრივად უთამაშებელი დატოვა რონალდო დღეს ყველა სხვა ფეხბურთელზე მაღლა იდგებოდა. ფენომენს ვერავის შევადარებ, ის იდეალური იყო
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
მიროსლავ კლოზე "ბაიერნის" მწვრთნელად დანიშნეს
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
"მალე ვარსკვლავი გახდება" - რონალდო 17 წლის ბრაზილიელზე
კლოზეს "ზალცბურგთან" ფრემაც ვერ უშველა - გერმანელი "ალტახიდან" დაითხოვეს
ბრაზილიელმა რონალდომ თავისი თავი კრიშტიანოსა და მესის შეადარა - ნახეთ, რომელს თვლის ის მასზე უკეთეს ფეხბურთელად [VIDEO]
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
ბრაზილიელმა რონალდომ პსჟ-იდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
კლოზე "ბაიერნში" დაბრუნდება?
ფეხბურთის ბნელი ხელოვნება: ხრიკების დახვეწილი პალიტრა
რონალდომ ბრაზილიურ "კრუზეიროში" თავისი წილი გაყიდა
ოფიციალურად: კლოზემ გერმანული გუნდი ჩაიბარა
მიროსლავ კლოზემ შესაძლოა გერმანული გუნდი ჩაიბაროს
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
კვარაცხელიას გარეშე - გუტიმ სხვადასხვა კრიტერიუმით იდეალური ფეხბურთელი შექმნა
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
"რონალდო, სახლში წადი" - "ვალიადოლის" ფანების პროტესტი ლეგენდარული ბრაზილიელის წინააღმდეგ